განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100119002956812
saqme #1/84-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ივნისი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა,ნათია რიკაძის მდივნობით,პროკურორ _ ბა---- ში--–---–---
ბრალდებულ _ იო--- ივ----–---–---
ადვოკატ - ნი----–---- თე--------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №033170319001
ბრალდებულ იო--- ივ----–---–-- მიმართ
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
პირადი ნომერი: 3----------
განათლება: უ-----–--- გ------–---- მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----------- სოფელი ნ----–------- 2--ე ქუჩა №1-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ იო--- ივ----–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ბრალეული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 16 მარტს, ღამის საათებში, ქ. ს----------–-, ე-----–---------- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა იო--- ივ----–---–--, არასრულწლოვანი შვილის - 8 წლის მა----- ივ----–---–-- თანდასწრებით, სახისა არეში ხელის დარტყმითა და ყელში ხელის მოჭერით, ძალადობა განახორციელა მეუღლის - თე- თე----–---–-- მიმართ, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, იო--- ივ----–---–-- ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - იო--- ივ----–---–-- მთლიანად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სახელმწიფო ბრალმდებელმა იო--- ივ----–---–-- მიმართ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო, დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულის მიმართ ლმობიერი სასჯელის გამოყენება.
2019 წლის 28 მაისს, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე და დაცვის მხარე შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. მხარეებს ერთმანეთის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება და შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი, საქმის არსებით განხილვაზე და აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე, მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. გარდა ამისა, წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ იო--- ივ----–---–-- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებისა, სასამართლოს მიერ გაანალიზებული და შეფასებული იქნა რა მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დასაშვებად და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებანი, მიჩნეულ იქნა, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება იო--- ივ----–---–-- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება იო--- ივ----–---–-- ბრალეულობა, კერძოდ:
შეტყობინებები №679395 და №679537 დანაშაულის ჩადენის შესახებ; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა №1; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; დადგენილება თე- თე----–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ; დაზარალებულ - თე- თე----–---–-- გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - მა----- ივ----–---–--ა და ზა------ კევლიშვილის გამოკითხვის ოქმები; ალკოტესტით შემოწმების ოქმი და ქვითარი; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტო-ცხრილით; სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 2019 წლის 24 მარტის №001970019 სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; იო--- ივ----–---–-- დაკავების ოქმი; იო--- ივ----–---–-- მოწმისა და ბრალდებულის სახით გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად ერთობლიობაში ასაბუთებენ ბრალდებულ იო--- ივ----–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებანი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე, მათი ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდებულის მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, კერძოდ, დასტურდება ფაქტი იმისა, რომ იო--- ივ----–---–-- ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულ იო--- ივ----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ იო--- ივ----–---–- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო, რაც შეეხება მის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ნასამართლობის არმქონეა, აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არის ოჯახის ერთ-ერთი ძირითადი მარჩენალი. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ იო--- ივ----–---–- შერიგებულია დაზარალებულებთან. ამასთან, დაზარალებულთან ერთად განაგრძობს ერთ სახლში ცხოვრებას. მომხდარი ფაქტიდან, განაჩენის გამოტანამდე - თითქმის სამი თვის განმავლობაში, ბრალდებულის მხრიდან არ გამოვლენილა ოჯახური ძალადობის განმეორებით განხორციელების ფაქტი. აღნიშნული გარემოება კი გარკვეულწილად მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირებამ ამ ეტაპზე უკვე გამოიღო შედეგი, იო--- ივ----–---–-- გარკვეულწილად გაიაზრა და შეიგნო მისი ქმედების არსი. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა შესაბამისი და ადექვატური სასჯელის გამოუყენებლობის შემთხვევაში, იო--- ივ----–---–-- სრული რესოციალიზაციისა და მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, საჭიროა საპირწონე და შესატყვისი სასჯელის გამოყენება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ იო--- ივ----–---–-- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. იო--- ივ----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 1 (ერთი) წელი.
2. გაუქმდეს იო--- ივ----–---–-- მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 19 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სს ”ს----------–--------–-” გადახდილი გირაოს თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს - გი------ ხი------–---–- (პირადი №3----------).
3. საქართველო სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იო--- ივ----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 მარტიდან 2019 წლის 19 მარტის ჩათვლით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, პირობითი მსჯავრის მოქმედების დროს მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში მსჯავრდებულმა იო--- ივ----–---–-- დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე პრობაციის ბიუროს.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი