განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
240100119002900259
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240100119002900259 (№1/33 )

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06.06.2019 წელი ქ.სენაკი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - სოფიო კირცხალია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ----------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ი-----–-------–----ე

დაბადებული: 2-.12.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 1----------

ნასამართლობა: არ მქონე

მცხოვრები: ვანის რაიონი სოფელი დ--–----ი

 

ადვოკატები - თ-------–-----, ა---------–-------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

1. 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 00:23 საათზე, ქ.სენაკში, ც---–---ის ქუჩაზე, ი-----–-------–----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ს--–------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ორჯერ დაარტყა თავის, ხოლო შემდეგ ასევე ორჯერ დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც ს--–------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

2. ბრალდებულ ი-----–-------–----ეს არ ჩაუდენია ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. დასკვნითი სიტყვის წარმოდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები ადასტურებენ ბრალდებულ ი-----–-------–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

სასამართლო არ იზიარებს პროკურორის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოსთვის არ მომხდარა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის წარდგენა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდნენ ი-----–-------–----ის ბრალეულობას.

 

4. ბრალდებულმა ი-----–-------–----ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

5. მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე რ------–-----ემ განმარტა, რომ მას ეძინა აღნიშნულ დროს და არაფერი გაუგია, შემდეგ მორიგის-ბ-------------–-----სგან გაიგო, რომ ჯ---–----ეს მოაკითხა მეუღლემ და სიტყვიერი იჩხუბესო, კამათი ჰქონდათო.

6. მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე თ--------------მ განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს სენაკის ქვეითი ბრიგადის გამშვებ პუნქტთან მივიდა ქალბატონი ბავშვით და ითხოვდა მისი მეუღლის ი-----–-------–----ის ნახვას. წვიმდა და ბავშვს ზედა მოსაცმელი დასველებული ჰქონდა, ამიტომ ბავშვი შიგნით შეიყვანეს, მორიგე დაუკავშირდა ზემდგომ მორიგეს, დაახლოებით ნახევარ საათში გამოვიდა ი-----–-------–----ე და ც---–---ის ქუჩის გასწვრივ გავიდნენ, საიდანაც შემოსასვლელი არის სამხედრო გამშვები პუნქტის, მათ ვერ ხედავდნენ, ქალის ხმა ისმოდა ხმამაღალი კონფლიქტის, კონკრეტულად სიტყვები არ გაუგია, ჯარისკაცები ფიფია და ლემონჯარია წავიდნენ იმ მიმართულებით საიდანაც ხმა ისმოდა, შემდეგ ისევ გამობრუნდა ქალბატონი და ირაკლიც. ქალბატონმა დარეკა პოლიციაში და მათ ეკითხებოდა ადგილმდებარეობას იმ მიზნით, რომ 112-ის სამსახურისთვის ეცნობებინა, ამას ალბათ კონფლიქტიდან გამომდინარე აკეთებდა, სხვა არაფერი არ უთქვამს.

 

7. მოწმემ, გამომძიებელმა რ------------–--მ განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იყო მორიგე გამომძიებელი 00:25 საათზე სენაკის რაიონულ სამმართველოში მიღებულ იქნა შეტყობინება ს--–------------–---–ის განცხადება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით მორიგე ჯგუფი გავიდა გამოძახების ადგილას, ლ-–---------, ი-----–---------ე და დ--------------, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე. ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება, გამშვებ პუნქტზე გაშვებულმა ჯგუფის წევრმა ლ-–---------მ მოახდინა ი-----–-------–----ის დაკავება. მის მიერ გამოკითხულ იქნა ს--–------------–---–ი მოწმის სახით. ამის შემდეგ მიმართა მეორე ქვეითი ბრიგადის სამსახურს საიდანაც გამოითხოვა საკონტროლო გამშვები პუნქტის ვიდეო სათვალთვალო ჩანაწერები. შემდეგ გამოითხოვა 112-ის დეპარტამენტიდან შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, რითაც დაადგინა რომ 2019 წლის 11 თებერვალს ს--–------------–---–ს მართლაც ჰქონდა დარეკილი, სადაც ფიქსირდებოდა მისი მობილური ტელეფონი და მისი აუდიო ჩანაწერიც იყო დაფიქსირებული. ს--–------------–---–ს შესთავაზა რომ ამ აუდიო ჩანაწერი დაეთვალიერებინა მასთან ერთად, თუმცა სალომემ განუცხადა კატეგორიული უარი, რადგან გარკვეული პერიოდის შემდგე რადიკალურად შეცვლილი ჰქონდა წინა პოზიცია, პრეტენზია არ ჰქონდა მეუღლის მიმართ და იცვლიდა მის წინა პოზიციას.

 

8. მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე მ-------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვალს იმყოფებოდა განწესში, იყო მორიგის თანაშემწე, მასთან ერთად მორიგეები იყვნენ ოდიშარია, კუკავა, ლემონჯარია და ფიფია. სამორიგეო შენობაში არის მოსასვენებელი ოთახი და მაგ დროს ის იქ ისვენებდა, ძირითადი მორიგე იყო ბ-------------–-----, რომელიც პირველ საათამდე იმყოფებოდა გამშვებ პუნქტთან, პირველ საათამდე ის ისვენებდა, დაახლოებით 00:30 წუთზე მივიდა მასთან ბ-------------–----- და გააღვიძა გარეთ ხმაურიაო და ოთახიდან რომ გავიდა მეორე ოთახში დაინახა პატარა ბავშვი, ღუმელთან ითბობდა, რომ დაინახა ბავშვი იკითხა ვისია ეს ბავშვიო, უთხრეს რომ ჯარისკაცისააო გარეთ წვიმს და შიგნით შემოვიყვანეთო, დედას მოჰყავდაო. შემდეგ გარეთ, რომ გაიხედა ერთი ქალბატონი იდგა მამაკაცთან ერთად, არაფერი არ ხდებოდა მშვიდად იყვნენ. შემდეგ პოლიციის მანქანა მოვიდა მაშინ გავიდა გარეთ და ქალბატონი აღელვებული ელაპარაკებოდა პოლიციელს ვერ ხედავთ ქურთუკი მაქვს დასვრილიო, სხვა არ გაუგია რას ელაპარაკებოდა, ამის შემდეგ ხედავს, რომ სასწრაფო მანქანა იყო მოსული, პოლიციის პიკაპი, სასწრაფოს მანქანასთან მივიდა ქალბატონი და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს თუ არა ფაქტიურად ვერ ნახავდა იმიტომ, რომ მოშორებით გასვლის უფლება არ ჰქონდა.

 

9. მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე ღ------–---------მ განმარტა, რომ 10 თებერვლის 10 საათიდან 11 თებერვლის 10 საათამდე აწარმოებდა განწესს, 10 თებერვლის ღამის საათებში ეძინა და ხმაურმა გააღვიძა, ქალბატონი ითხოვდა მეუღლესთან შეხვედრას, ბრიგადის მორიგესთან შეთანხმებით, მოიძია ბრიგადის მორიგემ ეს ჯარისკაცი და გამოუშვა გარეთ, ამის შემდეგ გამოვიდა ეს ჯარისკაცი გარეთ ცოტა წინ გავიდნენ, თვალთახედვის არეს მიეფარნენ, შემდეგ ქალის ხმა შემოესმა მიშველეთო, შემდეგ ისევ დაურეკეს ბრიგადის მორიგეს შეუთანხმდნენ, რომ ხმაურია გვიშველეს იძახიანო და ორ ჯარისკაცს მივაშველებო, ამის შემდეგ ის გავიდა ლემონჯარიასთან ერთად, რომ მივიდა ქალი ცალკე იდგა, მამაკაცი ცალკე, ქალბატონი ეუბნებოდა დავაჭერინებ შენს თავსო, მერე ერთად გამობრუნდნენ უკან შემდეგ დარეკა პოლიციაში განუცხადა, რომ მეუღლემ მცემა დამარტყაო და მიშველეთო და კითხულობდა ადგილმდებარეობას. ამ დროს უკვე გამშვებ პუნქტში იყო შესული, რამდენიმე ხანში მოვიდა პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. პოლიციას ეუბნებოდა ხელი დამარტყა და მიშველეთო.

 

10. მოწმემ, სამხედრო მოსამსახურე ბ-------------–-----მ განმარტა, რომ 2019 წლის 11 თებერვლის 10 საათამდე იყო მორიგე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე. დაახლოებით 00:15 წუთზე მოვიდა ქალბატონი აღელვებული ბავშვთან ერთად და ითხოვდა მეუღლის ი-----–-------–----ის გამოსვლას. შემდეგ მან დარეკა ბრიგადის მორიგესთან და უთხრა რომ ქალბატონი იყო მოსული და ითხოვდა მეუღლის ნახვას, ბრიგადის მორიგემ უთხრა, რომ ეკითხა ქალბატონისთვის რომელ ქვედანაყოფში იმყოფებოდა მისი მეუღლე, რაზედაც ქალბატონმა ვერ უპასუხა, აქედან გამომდინარე ამას გარკვეული დრო დასჭირდა, როგორც კი გაარკვიეს რომელ ქვედანაყოფში მსახურობდა გამოშვებულ იქნა გამშვებ პუნქტზე. მორიგესთან შეთანხმებით სამხედრო პოლიციაც გამოსული იყო და იმყოფებოდა მათთან ერთად, ჯარისკაცის ი-----–-------–----ის გამოსვლას ესწრებოდა მორიგე სამხედრო პოლიციის თანამშრომელი. ი-----–-------–----ემ მის მეუღლესთან ერთად გაიარა სამხედრო გამშვები პუნქტის შემოსასვლელი და მიეფარა მათ თვალთახედვის არეალს და მათ ვერ ხედავდნენ, რამდენიმე ხანში იყო ქალის კივილი, ის თავისი სურვილით ვერ გაუშვებდა სამხედრო მოსამსახურეებს და დარეკა ბრიგადის მორიგესთან, მორიგის ნებართვით ორი სამხედრო პიროვნება ფიფია და ლემონჯარია გაუშვა. როცა ჰკითხა მათ რა ხდებოდა, ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ ქალი იდგა ი-----–-------–----ესთან მოშორებითო, რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ აღნიშნავდნენ, ეს ქალი კიოდა ჩემზე იძალადა და დაიჭირეთო, ამის მერე წამოვიდნენ ქალბატონი, ი-----–-------–----ე და ორი ჯარისკაცი, ჯარისკაცებმა მიაწოდეს მას ინფორმაცია რომ ქალბატონი რეკავდა 112-ში, ამის შესახებ მან დარეკა მორიგესთან და ჩააყენა საქმის კურსში. რამდენიმე ხანში მოვიდა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ოპელ-ასტრას ავტომანქანით, შემდეგ მოყვა სასწრაფო სამედიცინოს დახმარების მანქანა და შემდეგ კრიმინალური პოლიციის პიკაპი, შემდეგ საპატრულო პოლიციის მანქანა. ეს ქალბატონი განერვიულებული იყო ეუბნებოდა პოლიციის თანამშრომლებს დაიჭირეთო იძალადაო ჩემზეო, შემდეგ სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში აიყვანეს. ბავშვი გამოიყვანა კუკავამ და ჩააბარა დედას. ი-----–-------–----ე დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციაში. ს--–------------–---–ი რომ დაინახა არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.

 

11. მოწმეებმა, პოლიციის თანამშრომლებმა ლ-–---------მ, ი-----–---------ემ და დ--------------მ დაადასტურეს გამოძიების დაწყებისას და შემდეგ მათი მონაწილეობით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.

 

12. მოწმემ, სამხედრო მოსამსახურემ ა-----–-----–------------მ განმარტა, რომ განწესში იმყოფებოდა, პირველი ის შეეგება ს--–------------–---–ს, რომელიც იყო ბავშვით, ეგონა რომ სამხედრო დასახლებაში ცხოვრობდა და საშვი მოსთხოვა, ის აღელვებული იყო და უთხრა, რომ მეუღლის ნახვა უნდოდა, მას ბავშვი მოყვებოდა, გარეთ წვიმდა და ბავშვი შიგნით შეიყვანეს, ხოლო ქალბატონი გარეთ ელოდებოდა მეუღლეს, შეატყობინეს ბრიგადის მორიგეს და ცოტა ხანში გამოვიდა ი-----–-------–----ე. ირაკლი როდესაც გამოვიდა უთხრა გავიდეთო იქეთო და გამშვები პუნქტიდან გავიდნენ. შემდეგ მოესმათ ქალის კივილი მიშველეთო, მათ არ აქვთ უფლება დაუკითხავად გავიდნენ, მოახსენეს ბრიგადის მორიგეს და მისი თანხმობით ის და ღ------–--------- გავიდნენ. რომ მივიდნენ ქალბატონი და ი-----–-------–----ე ერთმანეთისგან შორს იდგნენ, ქალბატონი განერვიულებული იყო და მეუღლის მისამართით ამბობდა დაგიჭერო, ხელი დამარტყაო იძახდა, შემდეგ მობრუნდნენ ესგეპესთან სადაც ქალბატონმა 112-ში დარეკა და უთხრა მეუღლემ ხელი დამარტყაო. ამის მერე მოვიდა პოლიცია და სამედიცინო დახმარების მანქანა. სამედიცინო დახმარება გაუწიეს თუ არა ქალბატონს ეს არ უნახია. ქალბატონისთვის რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

13. მოწმის სახით დასაკითხმა პირმა, დაზარალებულმა ს--–------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი მეუღლის, ბრალდებულ ი-----–-------–----ისს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

14. ბრალდებულმა ი-----–-------–----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში, კერძოდ თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში, დაახლოებით თერთმეტი საათისთვის დაურეკა მეუღლემ და უთხრა, რომ უნდოდა მასთან შეხვედრა და რაღაც საკითხთან საუბარი, ელოდებოდა მას და მან უთხრა, რომ მოდიოდა სამტრედიიდან, არ უხსენებია რომ ბავშვიც მოჰყავდა. შემდეგ არტილერიის მორიგემ შეატყობინა მას რომ სამსახურში მეუღლე იყო მასთან მოსული, მან შეათანხმა შიგნით, რომ გასულიყო გარეთ მეუღლესთან და გავიდა მასთან. გარეთ დაინახა მეუღლე იდგა შემოსასვლელთან და უთხრა, რომ გასულიყვნენ მოშორებით რაზედაც დაეთანხმა მეუღლე და გაჰყვა, მეუღლე ესაუბრებოდა სხვა ქალთან დაკავშირებით ეჭვიანობდა და ესაუბრებოდა ხმამაღლა, ის მოუწოდებდა, რომ დაწყნარებულიყო და მეორე დღეს ოჯახში გაერკვიათ თავიანთი უთანხმოება, მაგრამ ის მაინც არ ჩერდებოდა კიოდა, ყვიროდა რატო გამცვალე სხვა ქალშიო, მათგან მოშორებით რამოდენიმე მეტრში ჯარისკაცები იდგნენ და არ უნდოდა მათ გაეგოთ მისი ოჯახური თემის შესახებ, წლებია ჯარში მსახურობს და თავმოყვარეობა აქვს და არ უნდოდა ეს გაეგო ხალხს და ამ მიზნით პირზე ააფარა ხელი რათა დაწყნარებულიყო, მან ხელი გააშვებია და დაეცა ძირს, შემდეგ როცა ესგეპესთან დაბრუნდნენ მაშინ დარეკა პოლიციაში და ამის შემდეგ მოვიდა პოლიცია დააკავეს.

სამართლებრივი შეფასება:

15. სასამართლოს მიჩნია, რომ იმ მოწმეების ჩვენებებით რომლებმაც მხოლოდ სხვა პირთაგან გადმოცემით გაიგეს ს--–------------–---–ის მიმართ ი-----–-------–----ეს მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, ი-----–-------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურება შეუძლებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილებით ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობის არაკონსტიტუციურად ცნობის ფაქტი.

 

16. ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი-----–-------–----ის მიერ ს--–------------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტი უტყუარად დადასტურებული არ არის. არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა. საქმეში არ არის პირდაპირი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ი-----–-------–----ის მიერ მისი მეუღლის, ს--–------------–---–ის მიმართ თითქოსდა განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე.

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ვერ მიიჩნევს დადასტურებულად ი-----–-------–----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რომელიც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

18. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება. მათ შორის: მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უკლებლივ წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს; ვიდეოჩანაწერები საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომლებითაც დასტურდება ს--–------------–---–ის მისვლისა და მეუღლესთან შეხვედრის ფაქტი, საყურადღებოა, რომ აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე სადაოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს. ამ ჩანაწერებით პირის ბრალეულობაზე მსჯელობა შეუძლებელია; ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება ს--–------------–---–ის ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებზე დაზიანებების არსებობა სისხლნაღენთების სახით, თუმცა თუ რა ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული და ვის მიერ დასკვნის და ექსპერტის დაკითხვის მიხედვით, ამის დადგენა შეუძლებელია. წარდგენილი ბრალდების მიხედვით პირის დამნაშავედ ცნობის აუცილებელი პირობაა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ, რითაც პასუხი ვერ გაეცა მთავარ საკითხებს_ნამდვილად მიაყენა თუ არა ი-----–-------–----ემ ფიზიკური შეურაცხყოფა და განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი ამ მოქმედებით. იმ ვითარებაში, როცა სხვა, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, დაზარალებულის ჩვენებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მისი შესაბამისობის, კავშირისა და დამაჯერებლობის შესაფასებლად.

 

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს N1/1/548 გადაწყვეტილებაში მითითებული განმარტების თანახმად ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

 

20. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების ამ ნაწილში ი-----–-------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და იგი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

2-.მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებითი სტანდარტი არასაკმარისია გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. ამასთან სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და ბრალდების ფორმულირება არ უნდა შეიცავდეს გაურკვეველ და ბუნდოვან ელემენტებს, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას იქონიებს თავად ამ ბრალდების დადასტურების თვალსაზრისით, ზუსტად უნდა ერგებოდეს კონკრეტული ქმედების აღწერილობას, რომლის ჩადენასაც ედავებიან პირს და არ უნდა იწვევდეს ეჭვს ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ბრალდებულის ქმედებებს ამ ფორმულირების ფარგლებში.

 

22. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-----–-------–----ეს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების დადასტურება და იგი უნდა გამართლდეს.

 

24. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლებით მხარეებისთვის უზრუნველყოფილია შეჯიბრებითობის პროცესი. აღნიშნული პრინციპი თანაბარ მდგომარეობაში და პირობებში აყენებს მხარეებს მათ მიერ მტკიცებულებების მოპოვების, მოსამართლის წინაშე მათი წარმოდგენის, გამოკვლევისა ანალიზის მხრივ. ბრალდებულსა და მის დამცველს ენიჭებათ უფლებამოსილება პარალელურად და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოსგან დამოუკიდებლად გამოავლინონ და შეაგროვონ ის მონაცემები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას შესაძლებელია გამოყენებული იყოს ბრალდების გამაქარწყლებელ მტკიცებულებათა სახით. საქმის განხილვისას სასამართლომ განაჩენს საფუძვლად უნდა დაუდოს მხოლოდ მხარეების მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ი-----–-------–----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე -277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული ი-----–-------–----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ ი-----–-------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გაუქმდეს ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ნებართვის გარეშე მასთან მიახლოების აკრძალვა, ასევე დაზარალებულთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის აკრძალვა.

 

3. განემარტოს გამართლებულ ი-----–-------–----ეს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

4.1 2 ცალი DVD დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება მხარეების მიერ გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.სენაკი რუსთაველის ქ.N247).

 

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე