განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
130100119002911366
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1-46-2019

(130100119002911366)

ხ-–----ის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 აპრილი 2019 წელი ქ. ხ-–----ი

ხ-–----ის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ--------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - კ---------------–-------–----ძე, დაბადებული 1977 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ-------ში

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,ქვეპუნქტით.

.

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

კ------–-----ემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. არასრულწლოვანის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 25 თებერვალს დაახლოებით 13:20 საათზე ხ-–----ის რაიონის სოფელ ქ-------ში მდებარე თავისი ძმის საცხოვრებელ სახლში კ------–-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა შვილის-დ-------–----ძის მიმართ. კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში, ხოლო მას შემდეგ რაც დაზარალებული შეეცადა მისგან თავის დაღწევას და გავიდა ქუჩაში, კისრის არეში ხელის დარტყმით განაგრძო არასრულწლოვანი შვილის ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. კ------–-----ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლოს დასკვნა კ------–-----ის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმე მ---------------ძის გამოკითხვის ოქმს, არასრულწლოვანი დაზარალებულის დ-------–----ძის გამოკითხვის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია კ------–-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ კ------–-----ემ ჩაიდინა მისივე ოჯახის წევრის, არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ კ------–-----ეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ კ------–-----ემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი იგი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 კ------–-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. კ------–-----ე განქორწინებულია მეუღლესთან და მისი ერთადერთი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მასთან და იმყოფება მის კმაყოფაზე. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩანადენს.

 

5.3. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ კ------–-----ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ------–-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ კ------–-----ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. გაუქმდეს კ------–-----ის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მარტის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

4.განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

ნ.გიგიტაშვილი