განაჩენი

სისხლის სამართლის 12.06.2019
საქმის ნომერი
200100119003013819
დავის ტიპი
151
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003013819

#1/155-19 (№------------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივნისი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ე-–------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ-------------ე - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თ--–----------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 5 მაისს დაახლოებით 19:00 საათზე ქ. თელავში, დ----------------ში მდებარე კორპუსში, ყოფილი მეუღლის, ხ-----------------–---–ის საცხოვრებელ ბინასთან მისულმა ალკოჰოლური სიმთვრალოს მდგომარეობაში მყოფმა ბ-------------ემ დაიწყო ყვირილი და სახლში მყოფი ხ-----------------–---–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ასევე, ახდენდა ბინის კარზე მუშტებისა და ფეხების მრავალჯერად დარტყმას, რა დროსაც დაჟინებით მოითხოვდა კარის გაღებას და შვილის გ----------ის ნახვას. ბ-------------ემ არ დაიჯერა ხ-----------------–---–ის განმარტება, რომ გ----------ე სახლში არ იმყოფებოდა და სიცოცხლის მოსპობის ხ-----------------–---–ის მიმართ, შედეგად ხ-----------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვ.) ერთობლიობა ბ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ-------------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს არის, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ამასთან დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-------------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ-------------ეს 2019 წლის 5 მაისიდან 2019 წლის 5 ივნისის პერიოდში პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 1500 (ათასხუთასი) ლარით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე