გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/2340-18
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ბ----–-----------ა
წარმომადგენელი - თ---------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს მთავრობა
წარმომადგენელი - ლ--–-------------–---–ი, ზ--------------–---–ი
მესამე პირი - ვ-–-----------------–-–---–ი, ა----------–---–ი
მესამე პირი - თ-------–--–---–ი
წარმომადგენელი - მ--------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N--- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - თ-------–--–---–ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3.2. მესამე პირები - ა----------–---–ი და ვ-–-----------------–-–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, მათთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით, საქართველომ განახორციელა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლოს 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილებით შეიქმნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია და დამტკიცდა მისი დებულება.
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დაამტკიცა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურების შერჩევის წესი, აგრეთვე ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენი კანდიდატის შეფასების სპეციალური ფორმა გასაუბრებისათვის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილება - ს/ფ 17, ტომი 1
- საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილება - ს/ფ 18-23, ტომი 1
- „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურების შერჩევის წესი - ს/ფ 24-27, ტომი 1
4.1.2. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ გასაუბრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა საჯაროდ. დაინტერესებული პირებისაგან დოკუმენტაციის მიღების დასრულების შემდეგ, შემოწმდა კანდიდატების ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა შერჩევის წესით დადგენილ კრიტერიუმებთან, 21 კანდიდატიდან შეირჩა 6, მათ შორის მოსარჩელე ბ----–-----------ას. ექვსივე კანდიდატმა დააკმაყოფილა უცხო ენის ცოდნის დონე.
2018 წლის 14 მარტს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები გაესაუბრნენ ექვსივე კანდიდატს, რომელთაგან მათთვის კომისიის წევრების მიერ მინიჭებული საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით შედგა შემდეგი სია - ვ-–-----------------–-–---–ი, ა----------–---–ი, თ-------–--–---–ი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით „მთავრობამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფის კანდიდატთა სია დაამტკიცა“ - ს/ფ 28-29, ტომი 1.
- გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევი კონკურსის შედეგების შემაჯამებელი ოქმი - ს/ფ 333-337, ტომი 1.
4.1.3. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევი კონკურსის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ვ-–-----------------–-–---–მა დააგროვა ს-–----–-----------------–---------------------–---–--------------------–--–---–---------------–--------–--------------------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევი კონკურსის შედეგების შემაჯამებელი ოქმი - ს/ფ 333-337, ტომი 1.
4.1.4. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N--- განკარგულებით მოწონებული იქნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურები - ვ-–-----------------–-–---–ი, ა----------–---–ი, თ-------–--–---–ი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N--- განკარგულება - ს/ფ 338, ტომი 1.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილებით დამტკიცებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N--- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში „გ-------“) ახორციელებს მხარეების მიერ ამ კონვენციის შესრულების მონიტორინგს, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „გ-------“ შედგება მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 წევრისაგან, გენდერული და გეოგრაფიული ბალანსის და მრავალდისციპლინური გამოცდილების გათვალისწინებით. „გ-------ს“ წევრებს 4 წლის ვადით, რომელიც ერთხელ განახლდება, ირჩევს მხარეთა კომიტეტი მხარეების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, რომლებიც შეირჩევიან მხარეების მოქალაქეებიდან, ხოლო მე-4 პუნქტის თანახმად, „გ-------ს“ წევრების არჩევა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: ა. მათი შერჩევა ხდება გამჭვირვალე პროცედურის შესაბამისად მაღალი მორალური თვისებების მქონე პიროვნებებიდან, რომლებიც ცნობილნი არიან თავისი აღიარებული კომპეტენციით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, მსხვერპლის დახმარება და დაცვა, ან რომლებმაც გამოავლინეს პროფესიონალური გამოცდილება ამ კონვენციის მოქმედების ფარგლებში შემავალ სფეროებში; ბ. „გ-------ს“ არცერთი ორი წევრი არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე სახელმწიფოს მოქალაქე; გ. ისინი უნდა წარმოადგენდნენ ძირითად სამართლებრივ სისტემებს; დ. ისინი უნდა წარმოადგენდნენ შესაბამის მონაწილეებს და უწყებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში; ე. ისინი ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ საკუთარი თანამდებობების რანგში და თავისი ფუნქციების განხორციელებისას არიან დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი, და შეუძლიათ თავისი მოვალეობების ეფექტურად შესრულება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 05 აპრილის N543-IIს დადგენილებით, საქართველომ განახორციელა „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლოს 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილებით შეიქმნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია და დამტკიცდა მისი დებულება.
აღნიშნული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისიის სტრუქტურა, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, მე-5 მუხლის „ბ1“ პუნქტის თანახმად, დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, შეიმუშაოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ორგანოების, ჯგუფის/ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესი, შეარჩიოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ორგანოების, ჯგუფების/ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატ(ებ)ი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დაამტკიცა „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურების შერჩევის წესი, აგრეთვე ექსპერტთა ჯგუფში წარსადგენი კანდიდატის შეფასების სპეციალური ფორმა გასაუბრებისათვის. ფორმა ითვალისწინებს კანდიდატების შეფასებას ხუთი კრიტერიუმის გათვალისწინებით 5 ქულიანი სისტემით, სადაც ნული არის ყველაზე დაბალი, ხოლო 5 ყველაზე მაღალი შეფასება. ასევე დადგენილია, რომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ გასაუბრების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა საჯაროდ. დაინტერესებული პირებისაგან დოკუმენტაციის მიღების დასრულების შემდეგ, შემოწმდა კანდიდატების ასაკის, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისობა შერჩევის წესით დადგენილ კრიტერიუმებთან, 21 კანდიდატიდან შეირჩა 6, მათ შორის მოსარჩელე ბ----–-----------ას. ექვსივე კანდიდატმა დააკმაყოფილა უცხო ენის ცოდნის დონე.
რაც შეეხება უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილებას სხდომის ჩატარების თაობაზე:
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილების მიხედვით, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის თანათავმჯდომარე; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი; საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – კომისიის წევრი; სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი – კომისიის წევრი; სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი – კომისიის წევრი; სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი – კომისიის წევრი.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2017 წლის 12 ივლისის რედაქციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს სამინისტროები იყო შემდეგი სახით: ა) განათლებისა და მეცნიერების; ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) ენერგეტიკის; ე) თავდაცვის; ვ) იუსტიციის; ზ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის; თ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; ი) საგარეო საქმეთა; კ) შინაგან საქმეთა; ლ) სოფლის მეურნეობის; მ) ფინანსთა; ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ო) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; პ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; ჟ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, ხოლო 2018 წლის მარტის მდგომარეობით კი, 2017 წლის 14 დეკემბერს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, გაუქმდა ოთხი სამინისტრო - ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ზემოაღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - საქართველოს სამინისტროებია: ა) განათლებისა და მეცნიერების; ბ) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) თავდაცვის; ე) იუსტიციის; ვ) კულტურისა და სპორტის; ზ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; თ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; ი) საგარეო საქმეთა; კ) სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; ლ) ფინანსთა; მ) შინაგან საქმეთა; ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.
ამდენად, უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობიდან, სადაც კომისიის შექმნის დროისათვის მითითებული იყო 23 წევრი, გასაუბრების დღეს - 2018 წლის 14 მარტს ფაქტობრივად არსებობდა 19.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილებით დამტკიცებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უწყებათაშორისი კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის - მოცემულ შემთხვევაში ცხრამეტის - ერთი მესამედი, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს 6 წევრს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ----–-----------ა შეაფასა ც-----–----------–-----------------–-–---–----------–-------------------–---–---------------–------------–--–---–----------–-----ა. ამდენად, კომისია უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა კონკურსი და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ კონკურსანტები შეფასებული იქნენ კომისიის სხვადასხვა რაოდენობის წევრთა მიერ, რამაც საბოლოო ჯამში გავლენა მოახდინა ჯამური ქულის დაანგარიშებაზე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ყველა კანდიდატის შეფასებისას უწყებათაშორისი კომისია იყო უფლებამოსილი. ამასთან, საშუალო ჯამური ქულის გამოანგარიშება, თავისი გამოანგარიშების პრონციპით არის მეთოდი, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ განსხვავებული რაოდენობის კომისიის წევრების მიერ კონკურსანტის შეფასების შემთხვევაშიც კი, მისი საშუალო ჯამური ქულა იყოს სამართლიანი.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს არაუფლებამოსილმა პირებმა და განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღება ეთხოვათ: საქართველოს სახალხო დამცველს ან მის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს ან საბჭოს წევრს; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს; სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსს ან მის მოადგილეს; სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ან მის მოადგილეს. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ სათათბირო ხმის უფლებით მოწვეულ პირებს ჰქონდათ კონკურსანტთა შეფასების უფლება და ასეთის აკრძალვას საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილება არ ითვალისწინებს, ამდენად, უსაფუძვლოა მითითება არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ უწყებათაშორისი კომისიის მიერ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენენ მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე, მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ კომისიას ბ----–-----------ას მიმართ ჰქონდა დისკრიმინაციული დამოკიდებულება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე კომისიის წევრთა მიერ, ზოგიერთ კრიტერიუმში არ შეფასდა, როგორც საუკეთესო და არ განესაზღვრა ხუთი ქულა, არ შეიძლება შეფასდეს, ისე, რომ უწყებათაშორის კომისიას მოსარჩელის მიმართ ჰქონდა განსხვავებული მიდგომა.
7.3. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის N286 დადგენილებით დამტკიცებული გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულების მე-5 მუხლის „ბ1“ პუნქტის თანახმად, დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია, შეარჩიოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ორგანოების, ჯგუფების/ექსპერტთა ჯგუფის წევრობის კანდიდატ(ებ)ი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევი კონკურსის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით ვ-–-----------------–-–---–მა დააგროვა ს-–----–-----------------–---------------------–---–--------------------–--–---–---------------–--------–--------------------. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 14 მარტს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები გაესაუბრნენ ექვსივე კანდიდატს, რომელთაგან მათთვის კომისიის წევრების მიერ მინიჭებული საშუალო ჯამური ქულების კლებადობის მიხედვით შედგა შემდეგი სია - ვ-–-----------------–-–---–ი, ა----------–---–ი, თ-------–--–---–ი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N--- განკარგულებით მოწონებული იქნა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (G-----) წარსადგენი კანდიდატურები - ვ-–-----------------–-–---–ი, ა----------–---–ი, თ-------–--–---–ი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N--- განკარგულება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 მარტის N--- განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბ----–-----------ას უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, მე-13, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ----–-----------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი