გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-2333-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: სალომე არევაძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - ან--------------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნი-------------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)- კო-------------------ე
მოპასუხის წარმომადგენელი- ჟა----------ნი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე კო-------------------ეს ან---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ვენახის, ყანის და ხეხილის ღირებულების 63788 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხე კო-------------------ეს ან---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1100 ლარის ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში აღნიშნულია, რომ ან--------------ემ 2003 წელს სო----–---------ში შეიძინა მიწის ნაკვეთი 0.205 ჰა მეზობელ მა----------------აგან, თუმცა აღნიშნული ნაკვეთის საჯარო რეესტრში აღრიცხვა ვერ მოხერხდა ვინაიდან გამყიდველს არ შეეძლო მოძრაობა, ამჟამად მარ------------- გარდაცვლილია, ხოლო მისი შვილი კო-------------------ე არ უფორმებს მიწას მოსარჩელეს.
სარჩელში მითითებულია, რომ ან---------------ეს გადაეცა მოუვლელი და დაუმუშავებელი მიწა, რომელიც მან საგრძნობლად გააუმჯობესა, კერძოდ, უძრავ ქონებაზე გააშენა ხეხილი, ვენახი, ყანა, მოაწყო მეურნეობა, დღეისათვის აღნიშნული ნაკვეთიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს მისი ოჯახის საარსებო საშუალებას, თუმცა კო-------------------ემ აღნიშნული ქონება მას არ გადაუფორმა, იგი საკუთარ სახელზე აღრიცხა საჯარო რეესტრში და სურს მისი გაყიდვა, ვინაიდან აღნიშნულ მიწაზე გადის სახელმწიფო გზა. მოპასუხეს მისთვის არც ნასყიდობის საფასური 1100 ლარი არ დაუბრუნებია.
მოსარჩელის განმარტებით, მან აღნიშნული მიწის გაუმჯობესებაზე თხუთმეტი წლის განმავლობაში გასწია 63788 ლარის ოდენობის ხარჯი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
1. მოპასუხე კო-------------------ეს ან---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ვენახის, ყანის და ხეხილის ღირებულების 63788 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე კო-------------------ეს ან---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1100 ლარის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა:
ან--------------ეს კო-------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 75-40 ლარის ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში მითითებულია, რომ 2003 წელს კო-------------------ეს გააჩნდა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც გადაწყვიტა ოჯახის კუთვნილი ნაკვეთის გაყიდვა 2000 აშშ დოლარად, თუმცა ვინაიდან მის ბიძაშვილს ან--------------ეს სურდა აღნიშნული მიწის შეძენა, გადაწყვიტა, რომ მისთვის მიეყიდა, ისინი შეთანხმდნენ 1800 ლარზე, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ კი ან--------------ეს გადაეცა მიწის ნაკვეთი, თუმცა მოპასუხემ მას მხოლოდ 1100 ლარი გადაუხადა.
მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან მოპასუხეს სრულად არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური, მას არ გადაუფორმა აღნიშნული ნაკვეთი, ხოლო მან 1100 ლარის უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.
კო-------------------ე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს აუდიტის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, დგინდება რომ 1021 ძირი ვენახის მოსავლიანობა წელიწადში ძირზე არის 3 კილო, ხოლო კილოგრამი ყურძნის ღირებულება 2 ლარი, ანუ წელიწადში ვენახი მოისხამდა 3063 კილოგრამს, 2 ლარად რეალიზაციის შემთხვევაში კი წლიური შემოსავალი შეადგენდა 6126 ლარს. 2003 წლიდან დღემდე, 15 წლის განმავლობაში მოპასუხის შემოსავალი შეადგენდა 91890 ლარს, ამავე აუდიტორული დასკვნის თნახმად დადგენილია, რომ წლიური დანახარჯი ვენახზე შეადგენდა 1030 ლარს, 15 წლის განმავლობაში ეს დანახარჯი იქნებოდა 15450 ლარი. აღნიშნული თანხების სხვაობით კი მივიღებთ 76440 ლარს, რომელსაც ასევე უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის დავალიანება 1100 ლარის ოდენობით, რის შედეგადად მივიღებთ 75-40 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული თანხა წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც იგი მიიღებდა თხუთმეტი წლის განმავლობაში, მას რომ მოეარა მიწის ნაკვეთისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კო-------------------ის მოთხოვნას წარმოადგენს:
ან--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 75 340 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კო-------------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ან--------------ეს და მარ-------------ს შორის არანაირი მოლაპარაკება არ შემდგარა მიწის ნასყიდობასთან დაკავშირებით, მოპასუხის განმარტებით, მან მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში გადასცა მოსარჩელეს გაშენებული ვაზის მოვლის მიზნით, მან მთელი წლის განმავლობაში მიიღო იმაზე მეტი მოსავალი, ვიდრე კო-------------------ეს გააჩნდა მის მიმართ ვალი- 1100 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მხარეებს შორის მოხდა მოთხოვნების გაქვითვა. ამასთან, მიწის ნაკვეთზე არსებული ვენახი და ხეხილი გაშენებულია 1960-ან წლებში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია
ან---------------ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ შესძლო მისთვის 1100 ლარის დაბრუნება, ნება დართო რომ დაემუშავებინა მიწა, შესაბამისად, მისივე თხოვნით, მან მოუარა ვენახს, ყანას, დარგო ნერგები, მოიყვანა მოსავალი, მთლიანობაში მის გაუმჯობესებისათვის გასწია ხარჯი 63788 ლარის ოდენობით, აღნიშნულიდან გამომდინაე, კო-------------------ის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2003 წლის თებერვალში ან--------------ემ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან მარ-------------სთან და მის შვილთან დადო ზეპირი გარიგება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სო----–---------ში მდებარე 0.205 ჰა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე, რომელიც აღრიცხული იყო მა---------------- სახელზე, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთი ან--------------ის მფლობელობაში გადავიდა, თუმცა აღნიშნული უძრავი ქონება არ აღრიცხულა მოსარჩელის სახელზე.
მტკიცებულება: მხარის ახსნა-განმარტება, ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლლის 27 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 63-65)
3.1.2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე- მარ------------- გარდაიცვალა 2011 წლის 12 ნოემბერს.
მტკიცებულება: ხარაგაულის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლლის 27 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 63-65)
3.1.3 უძრავი ქონება, მდებარე ხარაგაულის რაიონი, სოფელი ბორითი, საკადასტრო კოდი: 36.03.4-.5-4, 2018 წლის 22 ივნისს საკუთრების უფლებით აღირიცხა კო-------------------ის სახელზე.
მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 24-25)
3.1.4 კო-------------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებულია 11 რიგი ვენახი, მიახლოებით 21-25 წლის, ტყემლის ნამყენი 8 ძირი- 10-11 წლის, 9 ძირი 2 წლიანი ნამყენით, ბალი- 1 ძირი 15 წლის, ვაშლი 2 ძირი 10/11 წლის.
მტკიცებულება: ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 26-38) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, იგი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირის ქონების გაზრდა ან დაზოგვა სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და წარმოშობს უსაფუძვლოდ შეძენილის ან დაზოგილი ქონების უფლებამოსილი პირისათვის გადაცემის ვალდებულებას. მოცემულ ნორმათა ძირითადი დებულებაა ის, რომ სხვა პირის ხარჯზე მიღებული სარგებლის (რაც შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზოგვაშიც) უკან დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. ამასთან, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. კონდიქციური ვალდებულების არსებობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ან---------------ე ზეპირი გარიგების საფუძველზე 2003 წლიდან ამუშავებს სო----–---------ში მდებარე 0.205 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც 2018 წლის 22 ივნისიდან აღრიცხულია კო-------------------ის სახელზე. მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, კო-------------------ე და ან--------------ე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ქონებას მოპასუხე მოსარჩელეს გადაუფორმებდა 1800 ლარის სანაცვლოდ, თუმცა ვინაიდან ან--------------ეს სრულად არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური, მას არ გადაუფორმა აღნიშნული ნაკვეთი, ხოლო კო-------------------ემ 1100 ლარის უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ან--------------ემ განაგრძო მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა, კერძოდ, 15 წლის განმავლობაში მან უძრავ ქონებაზე გააშენა ხეხილი, ვენახი, ყანა, მოაწყო მეურნეობა. მოსარჩელის განმარტებით მან აღნიშნული მიწის მოვლაზე თხუთმეტი წლის განმავლობაში გასწია 63788 ლარის ოდენობით ხარჯი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მიზანს, როგორც ზოგადად უსაფუძვლო გამდიდრებისთვის არის დამახასიათებელი, წარმოადგენს ქონებრივი ბალანსის აღდგენა.
უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის გათვალისწინებული თავისებურებების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, რომელიც ეხება პირის უფლებას, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო შეწყვეტის შემთხვევაში. ამ წინაპირობების არსებობისას განსახილველი ნორმა უფლებას ანიჭებს პირს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ გამდიდრებულ პირისაგან თავისი ხარჯების ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 979-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლებს. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
ამავე კოდექსის 980-ე მუხლის მიხედვით, თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით,რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.
მითითებული ნორმა ითვალისწინებს კონდიქციური ვალდებულების განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა ქონების უსაფუძვლოდ მიმღებს, იგი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა და ამასთან დაკავშირებით განსაზღვრული ხარჯები გაიღო ამ ქონების გაუმჯობესებისათვის ან წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი. უფლებამოსილი პირის გამოჩენის შემთხვევაში, მიმღები მოვალეა, დააბრუნოს ქონება, მაგრამ მას უფლება აქვს, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ან მიღებული ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურება. მიმღების მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე (პირი, რომელსაც დაუბრუნდა ქონება) ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. გამდიდრების ფაქტის დასადგენად უნდა გაირკვეს, თუ რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება იგი, ანუ უნდა დადგინდეს გამდიდრების ხარისხი. ამ ფაქტის დადგენა აუცილებელია, რადგან გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად, ამასთან, კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა. ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მოსარჩელე მიმართავს რა სასამართლოს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ მან ნადვილად მოიყვანა ვენახი, ყანა და ხეხილი, რომ სწორედ მან დარგო და მოუარა მიწის ნაკვეთს, ამასთან მან განსაზღვრული ხარჯები გაიღო ქონების გაუმჯობესებისათვის ან წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნენ ავთანდილ ბარბაქაძე, მზია დონაძე და ოთარ ბარბაქაძე, მათი ჩვენებების თანახმად, ან--------------ის მფლობელობაში გადასვლამდე მიწის ნაკვეთი იყო მოუვლელი, გაფუჭებული, მოსარჩელემ განაახლა ვენახი, ახალი ძირები დარგო, ასევე ჩაყარა ხილის ნერგები და მოიყვანა მოსავალი. მოწმეთა ჩვენებები განმტკიცებულია საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 ივლისის ქონების აუდიტორული დასკვნით, რომლის თანახმად, კო-------------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ტყემლის ნამყენი 8 ძირი- 10-11 წლისაა, 9 ძირი 2 წლიანი ნამყენით, ბალი- 1 ძირი 15 წლის, ვაშლი 2 ძირი 10/11 წლისაა. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ან---------------ემ თხუთმეტი წლის განმავლობაში აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ხეხილი გააშენა, რაც შეეხება 11 რიგ ვენახს, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვინაიდან აუდიტის დასკვნის მიხედვით, ვენახი 21-25 წლისაა, შესაბამისად, იგი არსებობდა ჯერ კიდევ მანამ სანამ ან---------------ე დაეუფლებოდა აღნიშნულ ნაკვეთს, ის ფაქტი, რომ მან ვენახი გააუმჯობესა, კერძოდ, გამოაცოცხლა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღნიშნული ვაზის ღირებულების მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან ან---------------ე უვლიდა რა ვენახს, ყოველწლიურად მისგან იღებდა შემოსავალს, შესაბამისად, მის მიერვე გაწეული ხარჯები მას მოსავალის სახით უკან უბრუნდებოდა. ამიტომ, სასამართლო მიიჩნევს, რომ 11 რიგი ვენახის ნაწილში მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია. სარჩელში მითითებული გარემოებები ასევე დაადასტურეს მოპასუხის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ტარიელ გრიგალაშვილმა და სულიკო დონაძემ, მათი განმარტებით, 1990-ან წლებში ნაკვეთს ამუშავებდა კო-------------------ის მამა, მისი გარდაცვალების შემდეგ გაყიდეს ვენახი, ვინაიდან ვერ ახერხებდნენ მის მოვლას, დღეის მდგომარეობით ნერგების ოდენობა გაზრდილია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მან განმარტა, რომ ვინაიდან ვერ მოახერხა უსაფუძვლოდ გადაცემული თანხის 1100 ლარის უკან დაბრუნება, მანვე შესთავაზა მოსარჩელეს რომ განეგრძო ნაკვეთის მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხეხილის მოყვანის ხარჯის 1000 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. რაც შეეხება კო-------------------ის შეგებებულ სარჩელს, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობები არ შესრულებულა, კერძოდ, მართალია ან---------------ეს 1100 ლარის სანაცვლოდ გადაეცა მიწის ნაკვეთი, თუმცა ვინაიდან ან---------------ეს ნასყიდობის დარჩენილი თანხა 700 ლარი არ გადაუხდია, კო-------------------ემ მას არ გადაუფორმა მიწის ნაკვეთი, თუმცა მას სანაცვლოდ უკან არ დაუბრუნებია 1100 ლარი მოსარჩელისათვის, რის გამოც მანვე სთხოვა მოსარჩელეს რომ მოეარა მიწის ნაკვეთისათვის, შესაბამისად, მისი მოთხოვნა 15 წლის განმავლობაში მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მას არათუ არ მიუმართავს მოსარჩელისათვის ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნით, არამედ მისივე თხოვნით უვლიდა ან--------------ე მიწის ნაკვეთს და მასზე მოყვანილ ხეხილს, შესაბამისად, კო-------------------ის ახსნა-განმარტებიდანვე ირკვევა, რომ მან ნება დართო მოსარჩელეს მოეარა მიწის ნაკვეთისათვის და მასზე არსებული ვენახის, ხეხილისათვის. შესაბამისად, მისი მოთხოვ ნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
sarezolucio nawili
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 208-ე; 243-ე;244-ე, 247-ე,249-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.ან---------------ის სარჩელი მოპასუხე კო-------------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2.მოპასუხე კო-------------------ეს ან---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ხეხილის ღირებულების 1000 ლარის ანაზღაურება. 3.მოპასუხე კო-------------------ეს ან---------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1100 ლარის ანაზღაურება. 4. კო-------------------ის შეგებებული სარჩელი არ დაკამყოფილდეს. 5.მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი