განაჩენი

სისხლის სამართლის 15.05.2019
საქმის ნომერი
180100119002898697
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
15.05.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასა----თლო

 

საქმე №1/65-19 15 მაისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსა----თლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ-------------–---–ი;

 

დაცვის მხარე - ქ------------–-----ე

 

ბრალდებული - ავ-------ლ თე-----ის ძე ქე----ე (დაბადებული 1--- წლის 9 ა-----–ს, პირადი №0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ს-–----–-- განათლების მქონე, ნასა----თლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის, სოფელ ფ--------ში, მე-7 რიგი, ბინა N1---ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია:

1) საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2) საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასა----თლომ დაადგინა:

 

1.1. 2016-2018 წლებში მცხეთის რაიონის სოფელ ფ--------ში, თანაცხოვრების განმავლობაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ავ-------ლ ქე----ე მეუღლეს დ---ა ტ-–------ს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რაც იწვევდა მის ტანჯვას.

2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ფ--------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ავ-------ლ ქე----ემ მეუღლეს დ---ა ტ-–------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვინაიდან რამდენიმე საათით ადრე დ---ა ტ-–------მ ბავშვის გამო მისცა შენიშვნა მეუღლეს. დ---ა ტ-–------მ დაიწყო ტირილი, რის შემდეგაც ავ-------ლ ქე----ემ მეუღლეს რამდენჯერმე დაარტა ხელი სახის არეში, შემდეგ მოკიდა ხელი თმაზე, დააგდო ძირს და რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის, თავის და ტანის არეში. აღნიშნული ძალადობის შედეგად დ---ა ტ-–------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.2. 2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ფ--------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ავ-------ლ ქე----ემ მეუღლეს დ---ა ტ-–------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და განახორციელა ფიზიკური ძალადობა. დ---ა ტ-–------მ დააღწია თავი მეუღლეს და სცადა გაქცევა სახლიდან, რა დროსაც ავ-------ლ ქე----ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითი, უთხრა რომ მოკლავდა, რაც დ---ა ტ-–------მ მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დაიმალა ეზოში მდებარე სააბაზანო ოთახში.

 

2. ქმედების სა----თლებრივი აღწერა:

 

2.1. სასა----თლო პროცესზე ბრალდებულმა ავ-------ლ ქე----ემ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.

 

2.2. დაზარალებულ დ---ა ტ-–------ს გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2010 წლიდან იმყოფება არაოფიციალურ ქორწინებაში ავ-------ლ ქე----ესთან და ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფელ ფ--------ში დევნილთა დასახლებაში. 2018 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, სახლში მივიდან მისი მეუღლე ნასვამ მდგომარეობაში. მათი სამის წლის შვილის თამაშზე შენიშვნის მიცემის გამო, ავ-------ლ ქე----ემ დაუწყო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღავდა უშვერი სიტყვები, რაზედაც დ---ა ტ-–------მ დაიწყო ტირილი, აგრესიულად ჰკითხა თუ რა ატირებდა და მარჯვენა ხელი სამჯერ თუ ოთხჯერ დაარტყა სახის არეში, შემდეგ წვდა თმაში და დააგდო ძირს, ურტყავდა წიხლებს სახის, თავის და ტანის არეში. ცემის დროს ბრალდებული ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომ მოკლავდა, დ---ა ტ-–------მ მუქარა აღიქვა რეალურად და აღნიშნული ძალადობის დროს განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ტკიოდა როგორც თავი ასევე მთელი სხეული. შემდეგ მოახერხა ა--------–--გან თავის დაღწევა, გაიქცა და დაიმალა სახლის გარეთ მდებარე სააბაზანოში და დარეკა 112-ში. დაზარალებულის განმარტებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ავ-------ლ ქე----ე სისტემატურად ძალადობს მასზე ფიზიკურად, ცემდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

2.3. სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 12 დეკემბერს მოქალაქე დ---ა ტ-–------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.4. სასა----თლო ფსიქოლოგიური N0-------- დასკვნის თანახმად, დ---ა ტ-–------მ ავ-------ლ ქე----ის ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

2.5. საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სა----თლებრივი შეფასება:

 

3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობინება; დაზარალებულ დ---ა ტ-–------ს გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: ნ----------–-----–---–-ს და თა---- ბე------–---–-ს გამოკითხვის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა და ფოტოსურათები; სისხლის ნიმუშის აღების ოქმი; სამედიცინო ბარათის ამოღების ოქმი და სამედიცინო ბარათი; ალკოტესტით შემოწმების ოქმი; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; სასა----თლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმის სხვა მასალათა ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასა----თლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ავ-------ლ ქე----ემ ჩაიდინა 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ავ-------ლ ქე----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასა----თლოს სთხოვს პატიებას, შერიგებულია დაზარალებულთან, ხასიათდება დადებითად, არის ოჯახის მარჩენალი, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 ა-----–ის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.2. საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სა----თლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.3. საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასა----თლო დამნაშავეს სა----თლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სა----თლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასა----თლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, კერძოდ, ის პირველად არის სა----თალში, მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ხასიათდება დადებითად, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, თავად დაზარალებული შერიგებულია მეუღლესთან და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, უფრო მეტიც, დაზარალებულის მიერ შეგზავნილია ამანათი პენიტენციურ დაწესებულებაში.

5.5. სწორედ, სა----თლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასა----თლოს მიაჩნია, რომ ავ-------ლ ქე----ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სა----თლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ავ-------ლ ქე----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

2. ავ-------ლ ქე----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით.

3. საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ავ-------ლ ქე----ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სა----თლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

4. ავ-------ლ ქე----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასა----თლო სხდომის დარბაზში.

5. ავ-------ლ ქე----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით.

6. ავ-------ლ ქე----ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: სისხლისმაგვარი ლაქა საკონტროლო ნიმუშთან ერთად და დ---ა ტ-–------ს სისხლის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასა----თლოს სისხლის სა----თლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასა----თლოს მეშვეობით.

 

მოსა----თლე მ. ოშხარელი