გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.05.2019
საქმის ნომერი
030210018002654852
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
03.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N030210018002654852

N

გადაწყვეტილება

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 მაისი, 2019 წელი ქ. ფოთი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევან ქირია

მოსარჩელე მ--- კ--–--

წარმომადგენელი ლ---- ა------

მოპასუხეები სსიპ ქ-----------------------------–----------------------,ამავე სკოლის დირექტორი გ--- ხ---------, ამავე

ს----–-------–---–--------------------

წარმომადგენლები გ--- ხ---------, მ------ მ------–---–-, ი----- ჯ------

დავის საგანი სკოლის დირექტორის ბრძანების

ბათილად ცნობა, სკოლის დისციპლინური კომიტეტის

სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა,სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმის ბათილად ცნობა.

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1.ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N 1კ/31 ბრძანება.

1.2.ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო ს----–-------–---–-------------------- N3 სხდომის ოქმი (დღის წესრიგით გათვალისწინებული მ--- და მე-5 საკითხების ნაწილში).

1.3 ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის სამეურნეო საბჭოს სხდომის ოქმი.

2.მოსარჩელის მოთხოვნა:

მ--- კ--–--ს განმარტებით, ის 2014-2015 სასწავლო წლის მე-2 სემესტრიდან წარმატებით ხელმძღვანელობდა N- საჯარო სკოლის მ----- კლასს. 2018 წლის 29 მაისს საგაკვეთილო ცხრილის მიხედვით მე-9ბ კლასს მათემატიკის გაკვეთილი უტარდებოდა, ამ დროს ის მე-2 სართულზე სამასწავლებლოში იმყოფებოდა და როგორც კლასის დამრიგებელი შესვენების დროს კლასთან უნდა ყოფილიყო. კიბეებზე ასვლისას, შემოესმა დირექტორის მოადგილის - ი-–---- გ-------- ხმამაღალი ყვირილის ხმა, რომელიც მ--- სართულიდან მისი სადამრიგებლო კლასიდან ისმოდა, შეიხედა საკლასო ოთახში, საგაკვეთილო პროცესი შეჩერებული იყო. ი. გ-------- ყვირილით შეშინებული, აკანკალებული, ატირებული მოსწავლე ხ------- ჟ----- იდგა ორ მოძალადე მასწავლებელს შორის, რომელზეც მათემატიკის მასწავლებელი მთელი წლის მანძილზე ახდენდა ზეწოლას, რადგან ეს მოსწავლე მასთან არ ემზადებოდა, რის გამოც სისტემატურად აკლებდა ნიშანს. დაინახა რა ბავშვი იყო საშინელ მდგომარეობაში, შევიდა საკლასო ოთახში და შეეცადა ბავშვის დამშვიდება, როდესაც დაინტერესდა სიტუაციით, ი. გ-------- მხრიდან მისი მისამართით გაისმა ხმამაღალი ყვირილის ხმა, თუ რა უფლებით შევიდა სადამრიგებლო კლასში მისი ნებართვის გარეშე, მიმართა შემდეგი სიტყვებით: „სადაც მე ვარ იქ შენ როგორ გაბედე შემოსვლა“. ეს იყო ი. გ-------- მხრიდან მოსწავლეების წინაშე შეურაცხმყოფელი სიტყვები. მან ი. გ-------- შეახსენა, რომ ეს ის მასწავლებელია (მათემატიკის მასწავლებლის მიმართ), რომლის გაკვეთილზე ოქტომბრის თვეში 21 მოსწავლე არ შედიოდა კლასში. ბავშვი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მათემატიკის მასწავლებელს უთხრა, რომ იმიტომ ექცეოდა ხ------- ჟ-----ს, რომ ის მასთან არ დადიოდა და ფულს არ უხდიდა. ბავშვი შეიყვანა თავის კაბინეტში, ის აკანკალებული და ატირებული იყო, ხ. ჟ-----მ უთხრა, რომ არ მისულიყო და მოსწრებოდა გული გაუსკდებოდა. მან ბავშვი მის ოთახში დატოვა და შევიდა მის სადამრიგებლო კლასში, რათა ბავშვებისათვის ეკითხა თუ რა მოხდა. კლასში ერთ-ერთი მოსწავლე ლ----- ს---–-------- ხმამაღლა ყვირილით პასუხობდა და საუბრის საშუალებას არ აძლევდა. დერეფანში მყოფ მანდატურს სთხოვა დ. ს---–-------- გაეყვანა ოთახიდან, რადგან კლასთან საუბრის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ არ გაიყვანა. ამ დროს კლასში რუსული ენის მასწავლებელი ე-–--- კ-------- შევიდა, ის კლასიდან გამოვიდა და მის კაბინეტში შევიდა.

მან ხ. ჟ-----საგან გაარკვია, რომ ინციდენტამდე რამოდენიმე დღით ადრე, 16.05.2018 წელს კლასმა დაწერა N5 შემაჯამებელი სამუშაო მათემატიკაში, ამ დღეს ხ. ჟ----- სკოლაში არ იყო და მომდევნო დღეს, 17.05.2018 წელს მასწავლებელმა ხ-------ს გაკვეთილზე დააწერია შემაჯამებელი სამუშაო. 29.05.2018 წ. ჩათვლით ხ. ჟ----- ეკითხებოდა მასწავლებელს თუ რა ნიშანი მიიღო, მაგრამ მასწავლებელი არ ეუბნებოდა. 29.05.2018 წელს, როდესაც ხ. ჟ-----მ კვლავ შეეკითხა მათემატიკის მასწავლებელს ჯ---–----- მ------–---–- ნიშნის შესახებ მასწავლებელმა უპასუხა, რომ მან დაკარდა მოსწავლის შემაჯამებელი ნამუშევარი და მან ხელახლა უნდა დაწეროსო. ხ. ჟ-----მ ხელახლა დაწერა და ჩააბარა მასწავლებელს, რის შემდეგ ამ უკანასკნელმა დაფასთან გამოიყვანა ხ. ჟ----- და მოთხოვა დეტალურად დაეწერა თუ როგორ გამოიყვანა ტესტური დავალებები. ხ. ჟ-----მ დაიწყო ახსნა დაფასთან, თან გაეცინა, ალბათ მიხვდა, რომ პედაგოგის სიტყვები „დამეკარგა შენი ნამუშევარი“ სიცრუე იყო, რაზეც პედაგოგმა უხამსი სიტყვებით უპასუხა (ხამკა, დურა (რუსულად)), ბავშვმა ძალიან შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ფურცელი დააგდო და გავიდა საკლასო ოთახიდან. მოსწავლის კლასის დატოვება ეს იყო პროტესტი იმ მასწავლებლის მიმართ, რომელთანაც კლასის კონფლიქტი წლების მანძილზე გრძელდებოდა. ჯ. მ------–---–-- (მათემატიკის მასწავლებელი) მოსწავლე ლ----- ს---–-------- გაუშვლა დირექტორის მოადგილის ამოსაყვანად, რათა ბოლომდე გაენადგურებინა და დაემცირებინა ბავშვი.

მის მიმართ გამოტანილი ბრძანებები უკანონოა, რადგან არანაირი სიტყვიერ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და არანაირი გაკვეთილის შეგნებულად ჩაშლას ადგილი არ ჰქონია. ეს არის შეთქმულება სკოლის ადმინისტრაციის მიერ, რათა ამ ფორმით კვლავ მხარი დაუჭირონ მათემატიკის მასწავლებელს და გადაფარონ დირექრტორის მოადგილის დანაშაული, რომ თავად ჩაშალა მათემატიკის გაკვეთილი და საუბრის დროს ყვირილით მიმართავდა მოსწავლეს.

მოპასუხეებმა: სსიპ ქ. ფოთის N- სა-------------–-------–---–---------------------- სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორმა და ამავე სკოლის ს------------------- თავიანთ შესაგებლებში აღნიშნეს, რომ არ ეთანხმებიან იმ გარემოებას, რომ მ. კ--–-- (მოსარჩელე) წარმატებით ხელმძღვანელობდა სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის მ----- კლასს. ს----–-------–---–-------------------- მიერ მოხდა მ--- კ--–--ს მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტის განხილვა. ს----–-------–---–-------------------- ოქმის თანახმად, მ--- კ--–--ს დაეკისრა დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. სკოლის დირექტორის მიერ გამოტანილ იქნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლეებრივი აქტი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. მ. კ--–--ს მიერ გასაჩივრდა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება სკოლის სამეურვეო საბჭოში, რომლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. კ--–--ს საჩივარი და სკოლის დირექტორისა და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არ მოიპოვება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო ს----–-------–---–-------------------- 2018 წლის 22 ივნისის N3 სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგის მე-4, მე-5 საკითხებად მითითებულია - სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის მ----- კლასის დამრიგებლისა და ქიმიის მასწავლებლის მ--- კ--–--ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - გაკვეთილის ჩაშლის მცდელობის განხილვა;

 

სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის მ----- კლასის დამრიგებლისა და ქიმიის მასწავლებლის მ--- კ--–--ს შესაძლო დისციპლინური გადაცდომის - მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფის განხილვა.

 

დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ მათემატიკის მასავლებელი ჯ---–----- მ------–---–- 29.05.2018 წ. გაკვეთილს ატარებდა მ----- კლასში, მოსწავლე ხ. ჟ-----სთან კონფლიქტის შესახებ მან დირექტორის მოადგილეს ი-–---- გ-------- შეატყობინა, რომელმაც მოსწავლე კლასში დააბრუნა და აუხსნა, რომ ნიშანთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია გამოცდების მოთხოვნის გზით, ამის შემდეგ პრობლემა ამოიწურა, თუმცა მოულოდნელად კლასში უნებართვოდ კლასის დამრიგებელი მ--- კ--–-- შემოიჭრა, რომელიც საკითხის გარკვევის გარეშე მისკენ საცემად მიიწევდა. დირექტორის მოადგილის დანახვის შემდეგ იგი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, რასაც იგი ადამიანური და პედაგოგიური მოთხოვნიდან გამომდინარე სიმშვიდით შეხვდა.

 

მ--- კ--–--ს მიერ მოხდა შეგნებულად რუსულის გაკვეთილის ჩაშლა, ამ გაკვეთილის დაწყებამდე მ. კ--–-- შევიდა კლასში და აწეული ტონით ესაუბრებოდა მოსწავლეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ. აღნიშნული გაგრძელდა 5 წუთი, შემდეგ, ემოციურ ფონზე მოსწავლე ტ------- პ------- გული წაუვიდა. მ. კ--–--ს საკლასო ოთახიდან გაყვანა შეძლო დირექტორმა. გაკვეთილის დასრულებამდე დარჩენილი იყო 15 წუთი.

მ--- კ--–--ს, მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის დისციპლინური სახდელის სახით დაეკისრა სასტიკი საყვედური.

 

ასევე, მ--- კ--–--ს გაკვეთილის შეგნებულად ჩაშლისათვის გამოეცხადა საყვედური.

რეკომენდაცია მიეცა სკოლის დირექტორს სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის მ----- კლასის ხელმძღვანელი მ--- კ--–--სათვის დისციპლინური სახდელის სახით დაუდგინოს : - სასტიკი საყვედური და საყვედური პირად საქმეში შეტანით.

 

3.2.2. სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N1კ/31 ბრძანებით: 1. სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის მასწავლებელს მ--- კ--–--ს, მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მიეცა სასტიკი საყვედური პირად საქმეში შეტანით; 2. სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის მასწავლებელს მ--- კ--–--ს, გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით მიეცა საყვედური პირად საქმეში შეტანით.

 

3.2.3.მ--- კ--–--ს საჩივარი სკოლის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობისა და ს----–-------–---–-------------------- N3 სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე, შეტანილი სკოლის სამეურვეო საბჭოზე, სადაც ის უთითებს განსხავავებულ ფაქტობრივ გარემოებების მოსწავლე ხ. ჟ-----ს მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე.

 

3.2.4. სსიპ ქ-----------------------------–----------------------ს 2018 წლის 02 აგვისტოს N5 ოქმის თანახმად: არ დაკმაყოფილდა მ--- კ--–--ს საჩივარი სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო ს----–-------–---–-------------------- 2018 წლის 22 ივნისის N 3 სხდომის ოქმის ნაწილობრივ (საკითხი N-, მასწავლებლის სიტყვიერი შეურაცხყოფა) ბათილად ცნობისა და სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N1კ/31 ბრძანების პირველი პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

არ დაკმაყოფილდა მ--- კ--–--ს საჩივარი სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო ს----–-------–---–-------------------- 2018 წლის 22 ივნისის N3 სხდომის ოქმის ნაწილობრივ (საკითხი N5, მასწავლებლის მიერ გაკვეთილის შეგნებულად ჩაშლა) ბათილად ცნობისა და სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლიუს 27 ივნისის N1კ/31 ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

3.2.5.სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის შინაგანაწესი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მ--- კ--–--ს სასარჩელო მოთხოვნაზე სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო ს----–-------–---–-------------------- მიმართ მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

მ--- კ--–--ს სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N1კ/31-ის და ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 2 აგვისტოს N5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ბათილად უნდა იქნას ცნობილი:

 

ა) სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N1კ/31 ბრძანება.

ბ) სსიპ ქ-----------------------------–----------------------ს 2018 წლის 2 აგვისტოს N5 სხდომის ოქმი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.

 

ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ხ----- ა---------, განმარტა, რომ 2018 წლის 29 მაისს მათემატიკის მასწავლებელმა ჯ---–----- მ------–---–-- ხ------- ჟ-----ს უთხრა, რომ მისი საკონტროლო ნაწერი დაიკარგა, მერხი მიუდგა დაფასთან ახლოს და თავიდან დააწერია, ხოლო სხვა მოსწავლეებთან გაკვეთილი გააგრძელა. ხ. ჟ-----მ დაწერა საკონტროლო და ჩააბარა მასწავლებელს, რომელსაც არ მოეწონა ნაწერი და მოსთხოვა სიტყვიერად აეხსნა რა ჰქონდა დაწერილი, მასწავლებლის ამ მოთხოვნაზე ხ. ჟ-----ს გაეღიმა და მასწავლებელს უთხრა, რომ არ წაიკითხავდა, რაზედაც ჯ. მ------–---–- გაბრაზდა და ხ. ჟ-----ს შეურაცხყოფა მიაყენა, უწოდა: „შენ ხამო“ და „შენ დურა“. ხ. ჟ-----მ ამ შეურაცხყოფაზე ტირილი დაიწყო და კლასი დატოვა. ჯ. მ------–---–-- სთხოვა მოსწავლეებს სასწავლო ნაწილისთვის დაეძახათ. როდესაც სასწავლო ნაწილი მოვიდა, ხ. ჟ----- კლასში დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კლასში კლასის დამრიგებელი მ--- კ--–-- შემოვიდა, რომელმაც სცადა ხ. ჟ-----ს დაცვა. სასწავლო ნაწილმა მ. კ--–--ს დაუწყო ლანძღვა. მათემატიკის გაკვეთილის შემდეგ მათ რუსულის გაკვეთილი ჰქონდათ, სადაც შესვენების დროს მ. კ--–-- შემოვიდა და ბავშვებს ჰკითხა თუ რატომ არ დაიცვეს ხ. ჟ-----, ის დაახლოებით 10 წუთი თუ იქნებოდა კლასში, ამიტომ მას რუსულის გაკვეთილი არ ჩაუშლია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ---–----- მ------–---–-- განმარტა, რომ ხ------- ჟ-----ს საკონტროლო კარგად ქონდა დაწერილი და მას უნდოდა მისთვის მაღალი ნიშანი დაეწერა, თუმცა ამ ნაწერში იყო რაღაც დასაზუსტებელი, ამ მოტივით მან ხ-------ს სთხოვა, რომ აეხსნა მისთვის თუ რა ქონდა დაწერილი, ახსნა თუ არ უნდოდა, მაშინ გამოსულიყო დაფასთან და დაეწერა. ამ თხოვნაზე ხ-------მ დაიწყო სიცილი, რაზეც მან მისცა შენიშვნა, კერძოდ, უთხრა, რომ ასე იქცევა ხოლმე „ხამი“ და დურა, რის შემდეგაც მას ხ-------მ სახეში ესროლა ფურცელი, ცარცი და კლასიდან გავარდა. მას შეეშინდა ბავშვი სადმე არ გაქცეულიყო და ბავშვებს სთხოვა დაეძახათ სასწავლო ნაწილზე. სასაწავლო ნაწილთან ერთად კლასში შემოვიდა ხ------- ჟ-----ც, რომელიც მშვიდად იყო. სასწავლო ნაწილმა ხ-------ს და კლასში მყოფ ბავშვებს აუხსნა, თუ ვინმე არ ეთანხმებოდა მასწავლებლის მიერ დაწერილ ნიშანს შეეძლოთ გადაებარებინათ სხვა მასწავლებელთან. ის განმარტავს, რომ ინციდენტი უკვე ამოწურული იყო, როცა მ--- კ--–-- შემოვარდა კლასში და დაუწყო მას ლანძღვა და ჩხუბი ბავშვების თანდასწრებით. ამ კლასში არის 23 მოსწავლე, რომელთაგან მხოლოდ ერთი ემზადება მასთან. ის აღნიშნავს, რომ დაიკარგა ხ-------ს საკონტროლო ნაწერი, სკოლაში დიდი ხანია მუშაობს და არ ახსოვს ოდესმე რამე დაეკარგოს, ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს, თუმცა ვერაფერს დაამტკიცებს და ამიტომ აღიარა, რომ მისი ბრალი იყო საკონტროლო ნაწერის დაკარგვა, რაზეც მან ადმინისტრაციისგან საყვედურიც მიიღო. მას ხ------- ჟ-----სთან ქონდა ყოველთვის კარგი ურთიერთობა და მისთვის არ უთქვამს, რომ მაგიდა კედელთან მიედგა. ის განმარტავს, რომ არასოდეს არცერთ მოსწავლესთან უთანხმოება და კონფლიქტი არ ქონია.

 

მ--- კ--–--ს განმარტებით, მის სადამრიგებლო კლასიდან კიბეებზე ასვლისას გაიგონა ი-–---- გ-------- ხმამაღალი ყვირილის ხმა, საკლასო ოთახში დაინახა საგაკვეთილო პროცესი შეჩერებული იყო, ი. გ-------- ყვირილით შეშინებული, აკანკალებული, ატირებული მოსწავლე ხ. ჟ----- იდგა ორ მოძალადე მასწავლებელს შორის, ბავშვი იყო საშინელ მდგომარეობაში, შეეცადა ბავშვის დამშვიდება და სიტუაციაში გარკვევა, რა დროსაც მას ი. გ-------- უყვირა, რა უფლება ჰქონდა შესულიყო კლასში მისი ნებრართვის გარეშე, სიტყვებით:“ სადაც მე ვარ იქ შენ როგორ გაბედე შემოსვლა“, მან დაამცირა ის მოსწავლეების წინაშე. ბავშვი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მან უთხრა ჯ. მ------–---–-, რომ ასე იმიტომ ეპყრობოდა, რომ მასთან არ ემზადებოდა და ფულს არ უხდიდა. ატირებულმა და აკანკალებულმა ბავშვმა მას უთხრა, რომ ის რომ არ მისულიყო გული გაუსკდებოდა. შესვენების დროს შევიდა სადამრიგებლო კლასში, უნდოდა მოსწავლეებთან გასაუბრება, მაგრამ ლ----- ს---–-------- ხმამაღალი ყვირილით არ აძლევდა ამის საშუალებას. 17.05.2018 წ. ჯ. მ------–---–-- ხ. ჟ-----ს დააწერინა შემაჯამებელი სამუშაო. ხ. ჟ----- ეკითხებოდა რა ნიშანი მიიღო. 29.05.2018 წ. ჯ. მ------–---–-- ხ. ჟ-----ს განუცხადა, რომ მისი ნაშრომი დაიკარგა და ხელახლა დაეწერა, მიუდგა მერხი დაფასთან, ხ. ჟ-----მ დაწერა და გადასცა მასწავლებელს, რომელმაც დაფასთან გაიყვანა ხ. ჟ----- და მოსთხოვა დეტალურად აეხსნა, ხ. ჟ-----ს გაეცინა პროტესტის ნიშნად, რადგან მიხვდა, რომ მასწავლებლის სიტყვები: „დამეკარგა შენი ნამუშევარი“ სიცრუე იყო, ბავშვმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მოისროლა ტესტის ფურცელი, ჯ. მ------–---–-- სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხ. ჟ-----ს, რომელიც საკლასო ოთახიდან გავიდა. მას (მ--- კ--–--ს) ჯ. მ------–---–-სათვის არანაირი სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც მომდევნო გაკვეთილი არ ჩაუშლია.

 

არასრულწლოვანი ხ. ა-------- უთითებს, რომ 29.05.2018 წ. მასწავლებელმა ჯ. მ------–---–-- უთხრა ხ. ჟ-----ს, რომ მისი საკონტროლო ნაწერი დაიკარგა, მერხი დაფასთან მიუდგა და თავიდან დააწერინა, სხვა მოსწავლეებთან გაკვეთილი გააგრძელა. ხ. ჟ-----მ დაწერა საკონტროლო და ჩააბარა, მასწავლებელს არ მოეწონა ნაწერი და მოსთხოვა სიტყვიერად აეხსნა რა ჰქონდა დაწერილი, ხ. ჟ-----ს გაეღიმა და უთხრა, „შენ ხამი“ და „შენ დურა“. ხ. ჟ-----მ ტირილი დაიწყო და კლასიდან გავიდა. ჯ. მ------–---–-- სთხოვა მოსწავლეებს სასწავლო ნაწილისათვის დაეძახათ. როდესაც სასწავლო ნაწილი მოვიდა ხ. ჟ----- კლასში დაბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კლასში დამრიგებელი მ--- კ--–-- შემოვიდა, რომელმაც ხ. ჟ-----ს დაცვა სცადა. სასწავლო ნაწილმა მ. კ--–--ს დაუწყო ლანძღვა. რუსულის გაკვეთილზე მ--- კ--–-- 10 წთ თუ იქნებოდა კლასში.

 

მოწმე ი-–---- გ-------- განმარტებით, მუშაობს მ--- საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მასთან მათემატიკის მასწავლებელმა ჯ---–----- მ------–---–-- გამოაგზავნა მოსწავლე ლ----- ს---–--------, რომელმაც უთხრა, რომ მასწავლებელი ჯ---–----- მ------–---–- სთხოვდა მას კლასში ასვლას. კლასში, რომ ავიდა გაკვეთილი ფაქტიურად ჩაშლილი იყო, მასწავლებელი იყო განერვიულებული, მიზეზი რომ კითხა უპასუხა, რომ მოსწავლე ხ------- ჟ-----სთან მოუვიდა კონფლიქტი, კერძოდ, დაფასთან ყავდა გამოყვანილი დავალება რომ დაეწერა, რაც სწორად ვერ გააკეთა, რაზეც გაბრაზდა, დააგდო ფურცელი, ცარცი და გავიდა კლასიდან. მისთვის მასწავლებელს არ უთქვამს, რომ შემაჯამებელს აწერინებდა, ეს მან მოგვიანებით გაიგო. მან კლასში შესვლისთანავე ხ------- ჟ----- იკითხა, რომელიც კლასში არ იყო, ბავშვებმა უთხრეს, რომ გვერდით ოთახში დამრიგებელ მ--- კ--–--სთან იყო. მან გაუშვა მოსწავლე სახელი და გვარი არ ახსოვს და სთხოვა შემოეყვანა ხ------- ჟ-----, კლასში რომ შემოვიდა ხ------- განერვიულებული, იყო მაგრამ არა ისე, რომ საუბარი არ შესძლებოდა. მან როცა კითხა თუ რა მოხდა, ხ------- ჟ-----მ განუმარტა, რომ მასწავლებელთან მოუვიდა კონფლიქტი, კერძოდ, აკლებდა ნიშანს, რომ „დურა“ და „ხამკა“ უწოდა, რაც მასთან საუბარში ჯ---–----- მ------–---–--ც დაადასტურა. მან ხ-------ს აუხსნა, რომ ასე მოქცევა და გაკვეთილიდან თვითნებურად გასვლა არ შეიძლებოდა. მისი განმარტებით ინციდენტი ფაქტიურად ამოწურული იყო, რომ კლასში შემოვარდა მ--- კ--–--, ეცა ჯ---–----- მ------–---–- და დაუწყო ლანძღვა, რა დროსაც ის ჩადგა მათ შორის, რათა განემუხტა მდგომარეობა, მაგრამ ისე რთულად იყო საქმე, რომ მანდატურის გამოძახება დასჭირდა, მანდატურის ამოსვლამდე ზარი დაირეკა და გამოვიდნენ ყველანი კლასიდან. შესვენების შემდეგ მანდატური ურეკავს მას და ეუბნება, რომ რუსულის გაკვეთილზეც არის იგივე მდგომარეობა და სთხოვა ასულიყო. მან გადაწყვიტა დაერეკა დირექტორისთვის, რადგანაც თვითონ ვერ შეძლებდა ამ მდგომარეობის განმუხტვას, დირექტორი დაახლოებით 10 წუთში მოვიდა და გამოიყვანა მ--- კ--–-- რუსულის გაკვეთილიდან. თვითონ რუსულის გაკვეთილზე არ ასულა, მაგრამ თვლის, რომ გაკვეთილი ჩაიშალა.

 

მოწმე ლ----- ს---–--------- (არასრულწლოვანი) განმარტებით, სწავლობს ქ.ფოთის მ--- საჯარო სკოლაში და არის ხ------- ჟ-----ს კლასელი. 2018 წლის 29 მაისს ქონდათ მათემატიკის გაკვეთილი, სადაც მასწავლებელმა ჯ---–----- მ------–---–-- გამოიყვანა დაფასთან მოსწავლე ხ------- ჟ----- და სთხოვა ამოეხსნა ამოცანა, რაც ხ-------მ ვერ მოახერხა, გაბრაზდა, ფურცელი და ცარცი შეაყარა მასწავლებელს და გავიდა კლასიდან, რის შემდეგაც მასწავლებელმა მოიყვანა სასწავლო ნაწილი. სასწავლო ნაწილი რომ შემოვიდა კლასში იკითხა ხ------- ჟ-----, რომელიც ამ დროისთვის იყო გვერდით ოთახში მასწავლებელ მ--- კ--–--სთან. სასწავლო ნაწილმა შემოაყვანინა ხ------- კლასში და მასწავლებელთან ერთად აუხსნა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. უკვე ინციდენტი ამოწურული იყო, მოსწავლე და მასწავლებელიც მშვიდად იყო, რომ კლასში შემოვიდა მასწავლებელი მ--- კ--–--, რომელმაც დაუწყო ლანძღვა მასწავლებელ ჯ---–----- მ------–---–-. მათემატიკის გაკვეთილის შემდეგ ქონდათ რუსულის გაკვეთილი, რომელიც რამდენიმე წუთის დაწყებული იყო კლასში მ--- კ--–-- შემოვიდა და დაუწყო ბავშვებს ჩხუბი, ხ------- ჟ-----ს რატომ არ დაუდექით გვერდითო. რუსულის გაკვეთილიდან მ--- კ--–-- ვინ გაიყვანა არ ახსოვს. ის თვლის, რომ რუსულის გაკვეთილი ჩაიშალა.

 

მისი განმარტებით იყო შემთხვევა როცა კლასი არ შედიოდა ჯ---–----- მ------–---–-ს გაკვეთილზე, ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მ--- კ--–-- განაწყობდა მოსწავლეებს მასწავლებლის წინააღმდეგ. მასწავლებელ ჯ---–----- მ------–---–- პირადად ხ------- ჟ-----სთვის არ უთქვამს „ხამი“ ან დურა „ხარო“, მან თქვა, რომ შენ როგორც იქცევი, ისე „ხამები“ და „დურები“ იქცევიანო. საკონტროლო წერის დროს ყოველთვის ჯ---–----- მ------–---–- ხ------- ჟ-----ს სვამდა კედლისკენ შებრუნებულს და არა მარტო მას, არამედ სხვა ბავშვებსაც. შემაჯამებლის დაკარგვაზე მან არაფერი არ იცის.

 

მოწმე მ------ ს---–--------- (არასრულწლოვანი) განმარტებით, სწავლობს ქ.ფოთის მ--- საჯარო სკოლაში და არის ხ------- ჟ-----ს კლასელი. მისი განმარტებით 2018 წლის 29 მაისს მათემატიკის მასწავლებელმა ჯ---–----- მ------–---–-- გამოიყვანა დაფასთან მოსწავლე ხ------- ჟ----- და თხოვა აეხსნა თუ როგორ დაწერა საკონტროლო, რაზეც ხ-------მ განუცხადა, რომ ფურცელზე იყო დაწერილი და თვითონ ენახა, ფურცლები და ცარცი ესროლა და გავიდა კლასიდან. კლასში სასწავლო ნაწილის შემოსვლის შემდეგ შემოვიდა ხ------- ჟ-----, რომელიც მანამდე ქიმიის მასწავლებელ მ--- კ--–--სთან იყო. სასწავლო ნაწილის შემოსვლის შემდეგ ცოტა ხანში მდგომარეობა დალაგდა, დაწყნარებული იყო ხ-------ც და მასწავლებელიც, ამ დროს შემოვიდა მ--- კ--–-- ეცა პირდაპირ მათემატიკის მასწავლებელს და დაუწყო ლანძღვა, კერძოდ, ეუბნებოდა შენ რუსი ხარო და ამიტომ ექცევიო ხ-------ს ცუდად. მათემატიკის გაკვეთილის შემდეგ ქონდათ რუსულის გაკვეთილი, სადაც ამოვიდა მ--- კ--–-- და უნდოდა ხ-------ს გაყვანა კლასიდან, ის ლაპარაკობდა ხმამაღლა, რა დროს ამოვიდა სასწავლო ნაწილი და დირექტორი, რომლებმაც ძლივს გაიყვანა მ--- კ--–-- კლასიდან. რუსულის გაკვეთილზე ეს კონფლიქტი გრძელდებოდა დაახლოებით 20 წუთი. მისი განმარტებით მ--- კ--–--მ რუსულის გაკვეთილზე რამდენიმე ბავშვს მიაყენა შეურაცხყოფა, მათ შორის მის დას ლ----- ს---–--------ს, რომელსაც გველი უწოდა. იყო შემთხვევა როცა, მთელი კლასი არ შედიოდა მათემატიკის გაკვეთილზე და მ--- კ--–--მ შეიყვანა ისინი. მას და მის დას არასოდეს არ ქონიათ უთანხმოება მათემატიკის მასწავლებელთან, სხვა ბავშვებისგან კი სმენია, რომ იყო უკმაყოფილება მასწავლებლის მიმართ, ნიშნებთან დაკავშირებით. ჯ---–----- მ------–---–- ხ------- ჟ-----სთვის ის კი არ უთქვამს „ხამი“ და „დურა“ ხარო, არამედ უთხრა, შენ როგორც იქცევი ისე „ხამები“ და „დურები“ იქცევიანო. საკონტროლოს წერის დროს ჯ---–----- მ------–---–- ისიც დაუსვამს კედლისკენ მიბრუნებულ მდგომარეობაში.

 

მტკიცებულებათა საქმინობა მოქცეულია საპროცესო ჩარჩოში და ეფუძნება პროცესის საერთო პრინციპებს (შეჯიბრებითობა, უშუალობა და ა.შ).

სასამართლოში საქმის განხილვის მიზანია სამართლის სუბიექტების უფლებებისა და ინტერესების დაცვა (აღდგენა), ადამიანის ნებისმიერი საქმიანობა, წარმოუდგენელია შემეცნების გარეშე. ჭეშმარიტების დადგენის ყოველი პროცესი არის შემეცნებითი პროცესი.

სასამართლოსა და მხარეთათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ იურიდიული და მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, შესაბამისად გამოკვლეული უნდა იქნას მხოლოდ ასეთი ფაქტები.

 

ნიშანდობლივია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირები სხვადასხვა განმარტებებს იძლევიან 2018 წლის 29 მაისის მათემატიკისა და რუსული ენის გაკვეთილებზე მომხდარი გარემოებების შესახებ,კერძოდ:

 

ჯ. მ------–---–-ს განმარტებით ხ. ჟ-----ს კარგად ჰქონდა დაწერილი და უნდოდა მაღალი ნიშნის დაწერა, მას ხ. ჟ-----სათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, უთხრა, რომ მან როგორც მოიქცა ასე იქცევიან ხამები და დურები. სასწავლო ნაწილის შემოსვლის შემდეგ ინციდენტი უკვე ამოწურული იყო, როცა მ--- კ--–-- შემოვიდა და ბავშვების თანდასწრებით დაუწყო მას ლანძღვა და ჩხუბი. ხ. ჟ-----ს საკონტროლო ნაწერი მართლაც დაეკარგა, მაგრამ არ იცის რა ვითარებაში.

 

ი-–---- გ-------- განმარტებით, კ. მ------–---–- მოსწავლე ხ. ჟ----- დაფასთან ჰყავდა გამოყვანილი დავალება რომ დაეწერა, რაც სწორად ვერ გააკეთა, ის გაბრაზდა დააგდო ცარცი და ფურცელი და გარეთ გავარდა. კლასში, რომ დაბრუნდა ხ. ჟ----- ის განერვიულებული იყო, მაგრამ არა ისე, რომ საუბარი არ შესძლებოდა. მან, როცა უთხრა თუ რა მოხდა, ხ. ჟ-----მ განუმარტა, რომ მასწავლებელთან მოუვიდა კონფლიქტი, კერძოდ, აკლებდა ნიშანს, „დურა“ და „ხამი“ უწოდა, რაც მასთან საუბარში ჯ. მ------–---–-- დაადასტურა. მან ხ-------ს აუხსნა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა. მისი განმარტებით ინციდენტი ფაქტობრივად ამოწურული იყო, რომ კლასში მ. კ--–-- შომავარდა, ეცა ჯ. მ------–---–- და ლანძღვა დაუწყო.

 

ნიშანდობლივია, რომ მტკიცება არის სასამართლოს, საქმის მონაწილეთა და პროცესის სხვა მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც ფორმითა და შინაარსით იურიდიული საქმიანობაა, ვიანიდან ზუსტად, მკაფიოდ და დეტალურად არის მოწესრიგებული სამოქალქო საპროცესო სამართლის ნორმებით.

სასამართლო მტკიცებაში ორგანულადაა შეხამებული ორი მხარე: აზრობრივი და პრაქტიკული.

მტკიცების აზრობრივი მხარე ექვემდებარება ლოგიკური აზროვნების კანონებს.

პრაქტიკული საქმიანობა ექვემდებარება სასამართლო ნორმებს და უნდა შესრულდეს სამართლის ნორმით დადგენილი წესებით.

სახეზე უნდა იყოს ორი სახის საქმიანობის ერთობლიობა. შემეცნებითი პროცესი მთავრდება იმით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში აისახება სასამართლოს დასკვნები (მოსაზრებები).

 

მაშასადამე, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებების ანალიზით, რომელიც შეჯერდა სხვა მასალებთან (მტკიცებულებებთან), დადგინდა, რომ მათემატიკის მასწავლებელმა ჯ. მ------–---–-- დაკარგა მოსწავლე ხ. ჟ-----ს შემაჯამებელი (საკონტროლო) ნაშრომი, რის შესახებ 12 დღის შემდეგ აცნობა მოსწავლეს და გაკვეთილის მსვლელობისას, მოაბრუნა მერხი დაფასთან და ხელახლა დააწერინა. ჯ. მ------–---–-ს განმარტებით, კარგად ჰქონდა დაწერილი, მაგრამ მაღალი ნიშნისთვის დასჭირდა განმარტება, რაზეც მოსწავლეს გაეცინა, განმარტება არ მისცა, ცარცი და ფურცელი მოისროლა მისი მისამართით და ტირილით გარეთ გავიდა. როგორც ირკვევა, ხ. ჟ-----მ არ დაიჯერა, რომ მასწავლებელს სინამდვილეში დაეკარგა ნაშრომი, შეურაცხყოფად მიიღო და გამოხატა რეაქცია ზემოაღნიშნული მოქმედებით.

მ. კ--–--ს სრული უფლება გააჩნდა გაერკვია სადამრიგებლო კლასში რა ვითარება იყო, მაგრამ, როდესაც ხ. ჟ----- აკანკალებული, ატირებული ნახა გამოიჩინა ზედმეტი აქტიურობა იმ თვალსაზრისით, რომ იმავე კლასში, იმდროსვე, მოსწავლეების დასწრებით გამართა ცხარე კამათი ჯ. მ------–---–----, უთხრა, რომ ხ. ჟ----- არ ემზადებოდა მასთან და ამიტომ ეპყრობოდა ცუდად.

კონკრეტულად რა შეურაცხმყოფელი სიტყვები უთხრა მ. კ--–--მ ჯ. მ------–---–-, ამ უკანასკნელს სასამართლო სხდომაზე არ განუცხადებია და ამ ფაქტობრივმა გარემოებამ დადასტურება ვერ ჰპოვა.

დადგინდა, რომ მ. კ--–-- სადამრიგებლო კლასის მომდევნო რუსული ენის გაკვეთილზე მის დაწყებამდე, შესვენების დროს შევიდა, სურდა მოსწავლეებისაგან გაეგო მომხდარის შესახებ, მაგრამ გაგრძელდა ურთიერთობა ზარის დარეკვის შემდეგაც, 10-15 წთ-მდე, ის გამოიყვანა დირექტორმა, რუსულის მასწავლებელმა გააგრძელა გაკვეთილი, განახორციელა ის, რაც გეგმაში ჰქონდა, გარდა ახალი გაკვეთილის ახსნისა.

ასეთ ვითარებაში ცხადია, რომ რუსული ენის გაკვეთილის ჩაშლის განზრახვა ან მცდელობა არ იკვეთება, რადგან ის შესვენებაზე შევიდა სადამრიგებლო კლასში, ხოლო გაკვეთილი ფაქტობრივად სრულად არ ჩაშლილა.

 

2019 წლის 18 აპრილს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა სსიპ ქ--------------------------–-------–---–-------------------- წარმომადგენელი ი----- ჯ------, რომელიც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.

 

მოსარჩელე მხარემ ი. ჯ------ს არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა დუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან ცნობილია წინა სასამართლო სხდომიდან, მოსარჩელეს შეუძლია იშუამდგომლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ასეთ დროს სარჩელში მითითებული ფატქობრივი გარემობები დამტკიცებულად ითვლება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მ--- კ--–--ს სასარჩელო მოთხოვნაზე სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო ს----–-------–---–-------------------- მიმართ მიღებულ უნდა იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

მ--- კ--–--ს სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N1კ/31-ის და ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 2 აგვისტოს N5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ბათილად უნდა იქნას ცნობილი: ა) სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N1კ/31 ბრძანება; ბ) სსიპ ქ-----------------------------–----------------------ს 2018 წლის 2 აგვისტოს N5 სხდომის ოქმი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

 

1. მ--- კ--–--ს სასარჩელო მოთხოვნაზე სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო ს----–-------–---–-------------------- მიმართ მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2. მ--- კ--–--ს სასარჩელო მოთხოვნა სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N1კ/31-ის და ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 2 აგვისტოს N5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

 

ბათილად იქნას ცნობილი:

 

ა) სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 27 ივნისის N1კ/31 ბრძანება.

ბ) სსიპ ქ-----------------------------–----------------------ს 2018 წლის 2 აგვისტოს N5 სხდომის ოქმი.

3. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.

 

4. მოპასუხე სსიპ ქ. ფოთის N- საჯარო სკოლის დისციპლინურ კომიტეტს (წარმომადგენელი ი----- ჯ------) გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე