განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2----1-
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლე--–ა ქე–--–-–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნი--- გა------–ის ასული გო-------–ი (დაბადებული - 195--–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, ქვრივი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისში, წ-------–ის გამზირი, კორპუსი #1--, ბინა #8--ში), ამჟამად გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების ქვეშ მყოფი, (ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე).
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 201- წლის 10 მარტს, ქ.თბილისში, ი-–------–ის ქუჩა #1--ში მდებარე სასტუმრო „ა-----------ში“, ნი--- გო-------–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თე----- ლო-–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელჩანთა თავის არეში, რა დროსაც თე----- ლო-–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - ნი--- გო-------–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზებით სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნი--- გო-------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. დაზარალებულმა თე----- ლო-–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 10 მარტს, სასტუმრო „ა-----------ის“ საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომელსაც დაახლოებით 80 ადამიანი ესწრებოდა. მას ზოგადად კონფლიქტი ჰქონდა ადმინისტრაციასთან, რადგან ასაბუთებდა რომ სააქციო საზოგადოებაში იმალებოდა მთელი რიგი შემოსავლები. აღნიშნულის გამო იგი იწერდა ყველა კრების, მათ შორის 201- წლის 10 მარტის კრების, მიმდინარეობას აუდიოჩამწერის გზით. კრების მიმდინარეობის დრო, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ნი--- გო-------–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებს. კრების დასრულების შემდეგ მან აიღო აუდიოჩამწერი, რომელიც განთავსებული ჰქონდა პრეზიდიუმის მაგიდაზე და აპირებდა დარბაზის დატოვებას, რა დროსაც მას მიუახლოვდა ნი--- გო-------–ი, რომელიც კვლავ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. მან უთხრა, რომ მასთან საქმე არ ჰქონდა და თავი დაენებებინა, რის შემდეგაც დააპირა მისგან წასვლა, რა დროსაც მან დიდი, შავი ხელჩანთა ორჯერ ჩაარტყა თავში. აღნიშნულის შემდეგ, მასსა და ნი--- გო-------–ს შორის ჩადგა გ--- (გ-------) მა------ე, რომელმაც ნი--- გო-------–ს აღარ მისცა საშუალება კიდევ ჩაერტყა მისთვის. თე----- ლო-–--ის განმარტებით, აღნიშნული ჩარტყმის შედეგად მან იგრძნო ტკივილი და თავბრუსხვევა, განერვიულდა და გახდა შეუძლოდ, თუმცა, მას სამედიცი--- დაწესებულებისთვის არ მიუმართავს.
3.2. მოწმე ხა------ გრ----–-–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის თე----- ლო-–--ისა და მისი მეუღლის, ასევე, მა----–- ომ---ს ადვოკატი. 2012 წლიდან იგი ესწრებოდა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა თითქმის ყველა კრებას, რა დროსაც ნი--- გო-------–ი გამოირჩეოდა არაკორექტული გამოთქმებით. ამასთან, მათი მხრიდან ხორციელდებოდა ყველა კრების აუდიოჩაწერა, სადაც ასევე დაფიქსირებულია ნი--- გო-------–ის არაკორექტული მიმართვები მისი მარწმუნებლების მიმართ. აღნიშნული კი გამოწვეული იყო იმ ფაქტით რომ მის მარწმუნებლებს აქვთ გაცილებით ბევრი აქციები, ვიდრე სხვა აქციონერებს, თუმცა, არ აქვთ შემოსავალი, ხოლო ნი--- გო-------–ს პირიქით აქვს ცოტა აქციები და აქვს 3-4-ჯერ მეტი შემოსავალი. როდესაც აღნიშნულზე ისინი ნი--- გო-------–ს მწვავე შეკითხვებს უსვამდნენ, ეს უკანასკნელი მის მარწმუნებლებს აყენებდა შეურაცხყოფას. იგივე მოხდა 201- წლის 10 მარტს, სასტუმრო „ა-----------ში“ ჩატარებული კრების მიმდინარეობისას, ხოლო კრების დასრულების შემდეგ, თე----- ლო-–--ე წავიდა დიქტოფონის ასაღებად, რა დროსაც ნი--- გო-------–ი უხეში ჟესტით, დოინჯშემოყრილი, გაემართა თე----- ლო-–--ისკენ. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ მასთან საქმე არ ჰქონდა, აიღო დიქტოფონი და აპირებდა გამობრუნებას, რა დროსაც ნი--- გო-------–მა ხელში არსებული დიდი შავი ჩანთა თე----- ლო-–--ეს ორჯერ ჩაარტყა თავში. აღნიშნული ინციდენტის დროს, ნი--- გო-------–ის გვერდით იდგა გ--- (გ-------) მა------ე, რომელმაც დაინახა ნი--- გო-------–ის მხრიდან თე----- ლო-–--ის მიმართ ჩანთის ჩარტყმის ფაქტი და გაშველების მიზნით ჩადგა მათ შორის. მოწმის განმარტებით, მან აღნიშნული ინციდენტისას მართალია გადაიღო ვიდეო, თუმცა, იგი გამოძიებას არ წარუდგინა, რადგან მასში უშუალოდ ჩარტყმის მომენტი არ ჩანდა. ამასთან, აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასახული იყო როგორ იწევს ნი--- გო-------–ი თე----- ლო-–--ისკენ ჩანთის ჩასარტყმელად. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის შედეგად თე----- ლო-–--ე იყო ძალიან განერვიულებული და გაფითრებული. მოწმემ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია გ--- (გ-------) მა------ეს ნი--- გო-------–ის მხრიდან თე----- ლო-–--ის მიმართ განხორცილებული დარტყმები არ დაენახა, ასევე არ გაეგონა ჩარტყმის ხმა, რადგან იდგა მათთან ძალიან ახლოს.
3.3. მოწმე მა----–- ო---ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 10 მარტს, სასტუმრო „ა-----------ში“ ჩატარდა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომლის მიმდინარეობისასაც ნი--- გო-------–სა და თე----- ლო-–--ეს შორის საუბარს ჰქონდა კამათის ფორმა. კრების დასრულების შემდეგ ნი--- გო-------–ი, რომელსაც ხელში ეჭირა დიდი ზომის მუქი ჩანთა, გაემართა თე----- ლო-–--ისკენ, რომელსაც ორჯერ, ორივე ხელით, ჩაარტყა ზემოაღნიშნული ჩანთა თავში. აღნიშნული ჩარტყმის შედეგად თე----- ლო-–--ე გაფითრდა და გახდა შეუძლოდ.
3.4. მოწმე ქე------ ჯო---ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 10 მარტს ჩატარდა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომლის დასრულების შემდეგ ნი--- გო-------–ი გაემართა თე----- ლო-–--ისკენ და ამ უკანასკნელს ორჯერ ჩაარტყა თავში ჩანთა. მისი თქმით, იგი სთხოვდა ინციდენტის ადგილზე მყოფ გ------- მა---------ს, რომ გაეშველებინა ისინი და ნი--- გო-------–ისთვის არ მიეცა ჩარტყმის შესაძლებლობა, იგი ასევე ემუქრებოდა, რომ თუ არ გააშველებდა, ვიდეოს გადაიღებდა, თუმცა, მან ნი--- გო-------–ს მაინც მისცა ჩარტყმის საშუალება. მოწმის განმარტებით, მხოლოდ აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირებისა და იმის გაგების შემდეგ, რომ ხდებოდა ვიდეო გადაღება, მოხდა გ------- მა------ისა და უსაფრთხოების თანამშრომლის მხრიდან მათი გაშველება.
3.5. მოწმე ეთ---ი კა-----ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ აქციონერ ნ--- გუ-------ისაგან გაცემული მინდობილობის საფუძველზე ესწრებოდა 201- წლის 10 მარტს ჩატარებულ სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრებას, რომლის დამთავრების შემდეგ, ნი--- გო-------–ი გაემართა თე----- ლო-–--ისკენ და საკმაოდ დიდი ზომის ხელჩანთა ორჯერ ჩაარტყა თავში. აღნიშნულის შემდეგ მათ შორის ჩადგნენ სააქციო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და გააშველეს ისინი. მისი თქმით, ნი--- გო-------–ს კიდევ უნდოდა თე----- ლო-–--ისთვის ჩანთის ჩარტყმა, თუმცა, აღნიშნულის საშუალება აღარ მისცეს იქ მყოფმა პირებმა.
3.6. მოწმე ო----- კ--–---მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის მარტის თვეში, სასტუმრო „ა-----------ში“, ჩატარდა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომელსაც დაახლოებით 50 აქციონერი ესწრებოდა. იგი არის სააქციო საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შესაბამისად, იგი იმყოფებოდა აქციონერთა კრებაზე, რათა უცხო პირები არ შესულიყვნენ. კრების დასრულების შემდეგ ატყდა ჩოჩქოლი, სადაც იგი დაუყოვნებლივ მივიდა და დაინახა, რომ ნი--- გო-------–ს ხელი, რომელშიც ეჭირა შავი ჩანთა აწეული ჰქონდა მაღლა და აპირებდა თე----- ლო-–--ისთვის ჩარტყმას. მან ხელი დაუჭირდა ნი--- გო-------–ს, რა დროსაც ჩანთა მოხვდა ამ უკანასკნელის მარცხნივ მდგომ გ--- (გ-------) მა------ეს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინციდენტის დროს, რომელიც დაიწყო და დასრულდა მისი თვალთახედვის არეში, ნი--- გო-------–ის მოქნეული ხელჩანთა თე----- ლო-–--ეს არ მოხვედრია.
3.7. მოწმე გ------- მა------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 10 მარტს, სასტუმრო „ა-----------ში“, ჩატარდა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომელსაც დაახლოებით 50 აქციონერი ესწრებოდა, ასევე იყვნენ მინდობილი პირები, ადვოკატები და მოწვეული სტუმრები. კრების მიმდინარეობისას იყო შელაპარაკებები, ხოლო როდესაც კრება დასრულდა და გამოდიოდა, დაახლოებით 5 მეტრის გავლის შემდეგ, მის წინ გაიგონა ხმაურიანი საუბარი და მიხვდა, რომ თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის კონფლიქტი იწყებოდა, რის გამოც გაემართა მათკენ და დაინახა ნი--- გო-------–ი, რომელსაც ჩანთა აწეული ჰქონდა და მის მარცხნივ მდგომ თე----- ლო-–--ეს ეძახდა „ჩემი შვილის ცოდვა შენს კისერზე არისო“. იგი ჩადგა თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის, ამ უკანასკნელს ჩანთიანი ხელი ჩამოაწევინა, რა დროსაც ჩანთა ინერციით წამოვიდა მისკენ და მოხვდა მხარზე, რის შემდეგ ისინი ერთმანეთს დააშორეს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის დაპირისპირება დაიწყო და დასრულდა მისი თვალთახედვის არეში. ამასთან, ვიდრე მათ რაიმე სახის ფიზიკური კონტაქტი ექნებოდათ ერთმანეთთან, იქამდე მივიდნენ ის და ო----- კ--–---ი მათთან და მოხდა მათი გაშველება, შესაბამისად, აღნიშნული ინციდენტის დროს თე----- ლო-–--ეს ნი--- გო-------–ის მოქნეული ჩანთა არ მოხვედრია. მისი თქმით, ნი--- გო-------–ის მოქნეული ჩანთა მოხვდა მას მხარზე, თუმცა, რაიმე სახის ტკივილი არ განუცდია.
3.8. სასტუმრო „ა-----------ის“ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა - ალ---------ე სე-–-----ამ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის მარტის თვეში, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რა დროსაც, შეთანხმებისამებრ, ადგილზე წესრიგს უზრუნველყოფდნენ სააქციო საზოგადოების დაცვის სამსახური, შესაბამისად, არც კრების მიმდინარეობისას და არც მისი დასრულების შემდეგ იგი დარბაზში არ იმყოფებოდა და განსახილველი კონფლიქტის შესახებ არაფერი იცის. აღნიშნული კონფლიქტის შესახებ მან შეიტყო მოგვიანებით, როდესაც იგი დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში. მოწმის განმარტებით, საკონფერენციო დარბაზში, სადაც სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება გაიმართა, ვიდეოკამერები არ იყო დამონტაჟებული.
3.9. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------–- განყოფილების გამომძიებელმა - ირ---–- გე------ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საპროცესო ნორმების დაცვით, დაზარალებულად ცნობის შემდეგ თე----- ლო-–--ეს გააცნო დაზარალებულის უფლებები, ასევე, ბრალდებულის ადვოკატს გაუცვალა მტკიცებულებები.
3.10. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-----------–- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა - ს------ ენ----–--ემ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 12 მარტს, თე----- ლო-–--ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მის მიმართ განხორციელებული ცემის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გამოკითხულ იქნენ მოწმეები. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ავთენტურობა და სისწორე.
3.11. დაცვის მხარის მოწმე ქე------ აბ--–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის მარტის თვეში ჩატარდა სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი - ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომელსაც ესწრებოდა თითქმის ყველა აქციონერი, მათ შორის თავადაც. კრების დასრულების შემდეგ, თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ნი--- გო-------–მა თე----- ლო-–--ეს მოუქნია ხელჩანთა, რომელიც მოხვდა ამ უკანასკნელთა შუაში მდგომ გ--- (გ-------) მა------ეს. ზემოაღნიშნული ინციდენტი დაწყებიდან დასრულებამდე ხდებოდა მისი თვალთახედვის არეში. მას არ დაუნახავს, რომ ნი--- გო-------–ის მოქნეული ხელჩანთა მოხვედროდა თე----- ლო-–--ეს, ასევე, არც ინციდენტის დროს და არც შემდეგ მას არც დაუნახავს და არც გაუგია, რომ თე----- ლო-–--ე შეუძლოდ ყოფილიყო. მისი თქმით, ნი--- გო-------–ის მხრიდან ჩანთის მოქნევას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი.
3.12. დაცვის მხარის მოწმე ლ--–- ლო--------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 10 მარტს ჩატარდა სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი - ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომელიც როგორც ყოველთვის დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. კრების დასრულების შემდეგ თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც გ--- (გ-------) მა------ისგან შეიტყო, რომ ნი--- გო-------–ის მოქნეული ჩანთა მოხვდა მას - გ--- (გ-------) მა------ეს. მოწმის თქმით, უშუალოდ მას არც ნი--- გო-------–ის მხრიდან ჩანთის მოქნევა დაუნახავს და არც ის ფაქტი, რომ აღნიშნული ჩანთა ვინმეს მოხვედროდა.
3.13. დაცვის მხარის მოწმე მან--- სა-----–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 10 მარტს, სასტუმრო „ა-----------ის“ საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომელსაც ესწრებოდა თითქმის ყველა აქციონერი, მათ შორის თავადაც. კრების დასრულების შემდეგ, აპირებდნენ უკვე დარბაზიდან გასვლას, რა დროსაც ნი--- გო-------–ი მივიდა თე----- ლო-–--ესთან და მიმართა: „რა გინდა ჩემგან, რატომ გადამეკიდე, რატომ არ მანებებ თავსო“. აღნიშნულზე თე----- ლო-–--ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნი--- გო-------–ს, ხოლო ამ უკანასკნელმა კუთვნილი პატარა ზომის ხელჩანთა მოუქნია თე----- ლო-–--ეს, რაც მოხვდა არა ამ უკანასკნელს, არამედ ნი--- გო-------–სა და თე----- ლო-–--ეს შორის მდგომ გ------- მა------ეს მხარზე. აღნიშნულის შემდეგ ისინი გააშველეს და ნი--- გო-------–ს მეორედ და მესამედ აღარ მოუქნევია ჩანთა.
3.14. დაცვის მხარის მოწმე მ----- ას------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ ერთ-ერთი აქციონერი და იმავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე. 201- წლის 10 მარტს, სასტუმრო „ა-----------ში“ ჩატარდა აღნიშნული სააქციო საზოგადოების რიგგარეშე კრება, რომელიც მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში. კრების დასრულების შემდეგ, იგი აპირებდა დარბაზიდან გასვლას, რა დროსაც გაიგო ჩხუბის ხმა და უშუალოდ დაინახა, რომ ნი--- გო-------–ი იქნევდა ხელჩანთას, რაც მის მოადგილეს გ------- მა------ეს მოხვდა მხარში. მოწმის განმარტებით, ნი--- გო-------–ის მოქნეული ხელჩანთა თე----- ლო-–--ეს არ მოხვედრია. ამასთან, აღნიშნული ინციდენტი ხდებოდა მისი თვალთახედვის არეში, შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ნი--- გო-------–ს თე----- ლო-–--ისთვის ჩაერტყა ხელჩანთა და მას ვერ დაენახა. მას ასევე არ დაუნახავს, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს თე----- ლო-–--ე შეუძლოდ ყოფილიყო.
3.15. დაცვის მხარის მოწმე რ----- ო---–---იამ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 201- წლის 10 მარტს, სასტუმრო „ა-----------ში“, ჩატარდა სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრება, რომელსაც როგორც ერთ-ერთი აქციონერი ესწრებოდა თავადაც. კრების დასრულების შემდეგ თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღნიშნული კონფლიქტის დროს თე----- ლო-–--ემ რაღაც ცუდად უთხრა ნი--- გო-------–ს შვილის მისამართით, რომელიც არის ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული, რაც ნი--- გო-------–მა მიიღო როგორც მისი შვილის გალანძღვა და გაიწია თე----- ლო-–--ისკენ, რა დროსაც მათ შუაში ჩადგა გ------- მა------ე. ნი--- გო-------–მა, მართალია, თე----- ლო-–--ეს მოუქნია ხელჩანთა, თუმცა, იმის გამო, რომ გ------- მა------ე უკვე მათ შუაში იდგა, ვერ მიწვდა თე----- ლო-–--ეს და მის მიერ მოქნეული ხელჩანთა მოხვდა გ------- მა------ეს მხარზე. აღნიშნულის შემდეგ, კონფლიქტში ჩაერია დაცვის სამსახურიც და ფიზიკური დაპირისპირება აღარ გაგრძელებულა, თუმცა, სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთმანეთის მიმართ ჰქონდა ადგილი. მოწმის განმარტებით, თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის დაპირისპირება დაიწყო და დასრულდა მისი თვალთახედვის არეში, შესაბამისად, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ნი--- გო-------–ის მოქნეული ხელჩანთა თე----- ლო-–--ეს არ მოხვედრია. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ მოცემული საქმის შედეგით დაინტერესებული არ არის. დაზარალებული თე----- ლო-–--ე და ბრალდებული ნი--- გო-------–ი მისი თანამშრომლები არიან და არცერთ მათგანთან სხვა ურთიერთობა, გარდა სამსახურებრივისა, არა აქვს.
3.16. დაცვის მხარის მოწმე თ----- თ-----შვილმა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2012 წლიდან მუშაობს სააქციო საზოგადოება „სავაჭრო სახლი - ბ--–---- ს--------ში“ კორპორატიულ მდივნად და იმავდროულად იგი არის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მდივანიც. 201- წლის 10 მარტს, შა-----–--ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ა-----------ში“ ჩატარდა სააქციო საზოგადოების რიგგარეშე კრება, რაც მიმდინარეობდა დაძაბულ რეჟიმში, მათ შორის თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის. კრების დასრულების შემდეგ იგი აპირებდა სხდომის აუდიოჩანაწერის გადატანას მეხსიერების ბარათზე, რა დროსაც გაიგო თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ხმა, კერძოდ, ნი--- გო-------–ი თე----- ლო-–--ეს ეუბნებოდა: „რა გინდა, თავს რატომ არ მანებებო“, რაზეც ამ უკანასკნელმა ნი--- გო-------–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - შეაგინა. აღნიშნულზე ნი--- გო-------–მა თე----- ლო-–--ეს მოუქნია ხელჩანთა, თუმცა, ნი--- გო-------–ს ხელი დაუჭირა მის უკან მდგომმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა - ო----- კ--–---მა, რის გამოც ხელჩანთა მხარზე მოხვდა გ------- მა------ეს, რომელიც ასევე, იდგა ნი--- გო-------–სა და თე----- ლო-–--ეს შუაში, შესაბამისად, თე----- ლო-–--ეს ჩანთა არ მოხვედრია. აღნიშნულის შემდეგ ისინი გააშველეს. თავად ნი--- გო-------–ს კი ხელჩანთა მეტჯერ აღარ მოუქნევია. მისი თქმით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ თე----- ლო-–--ემ მის თანმხლებ პირებთან - ხა------ გრ----–-–---–თან და მა----–- ო---ესთან ერთად დატოვა საკონფერენციო დარბაზი. ამასთან, მას არ დაუნახავს, რომ თე----- ლო-–--ეს თავზე ხელი მოეკიდოს ან შეუძლოდ გამხდარიყოს. მისი თქმით, აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ თე----- ლო-–--ე ტრავმირებულის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, პირიქით, მისი და მისი თანმხლები პირების სახის გამომეტყველება იყო მხიარული.
3.1-. დაცვის მხარის მოწმე გ------- მა---------მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ ერთ-ერთი აქციონერი და აღმასრულებელი დირექტორი, შესაბამისად, იგი ესწრებოდა 201- წლის 10 მარტს, სასტუმრო „ა-----------ში“ ჩატარაბულ აქციონერთა კრებას, რომელიც ზოგადად დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მათ შორის ადგილი ჰქონდა თე----- ლო-–--ესა და ნი--- გო-------–ს შორის კონფლიქტურ ურთიერთობას - ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელ შეძახილებს. კრების დასრულების შემდეგ ნი--- გო-------–ი მივიდა თე----- ლო-–--ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ნი--- გო-------–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - შეაგინა, რის გამოც ნი--- გო-------–მა ხელჩანთა მოუქნია თე----- ლო-–--ეს, თუმცა, იგი მოხვდა არა თე----- ლო-–--ეს, არამედ გ------- მა------ეს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული დაინახა გარკვევით, რადგან ინციდენტის დროს იგი იდგა გ------- მა------ესთან ერთად მათ შუაში და თავად აკავებდა თე----- ლო-–--ეს, ხოლო გ------- მა------ე ნი--- გო-------–ს. ამასთან, აღნიშნული ინციდენტი დაიწყო და დასრულდა მისი თვალთახედვის არეში და დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ნი--- გო-------–ის მოქნეული ხელჩანთა თე----- ლო-–--ეს არ მოხვედრია, ასევე, ნი--- გო-------–მა მხოლოდ ერთხელ მოუქნია ხელჩანთა თე----- ლო-–--ეს. ინციდენტის დროს არ დაუნახავს, რომ თე----- ლო-–--ე შეუძლოდ გამხდარიყოს. მოწმემ დამატებით ასევე აღნიშნა, რომ თე----- ლო-–--ესთან და მა----–- ო---ესთან აქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა, თუმცა, დაპირისპირებულ მხარეებად ითვლებიან. ნი--- გო-------–თანაც აქვს ჩვეულებრივი, სამსახურებრივი ურთიერთობა.
3.18. ბრალდებულმა ნი--- გო-------–მა საქმის არსებითი განხილვის საწყის ეტაპზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. ამასთან, ნი--- გო-------–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დადგენილია, რომ იგი დაავადებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებინი სიმსივნით, მეტასტაზებით ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ძვლებში, თავის ტვინში. IV სტადია.) და მისი განცხადების საფუძველზე მოცემული საქმის განხილვა გაგრძელდა მისი მონაწილეობის გარეშე.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
4.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.5. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.
4.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.408-2/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 1-/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.9. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.10. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგი---ს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (მცირე სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი და სხვა), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად კვალიფიკაციისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, რაც უნდა შეფასდეს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით, კერძოდ, დასადგენია, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში პირი ობიექტურად განიცდიდა თუ არა ფიზიკურ ტკივილს და ასევე, პირმა სუბიექტურად განიცადა თუ არა ასეთი ტკივილი.
4.13. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგი---ნ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.14. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ 201- წლის 10 მარტს ნი--- გო-------–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა თე----- ლო-–--ის ცემის ფაქტს. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა, ერთი მხრივ, ბრალდების მხარის მტკიცებულებები - დაზარალებულ თე----- ლო-–--ის, მოწმეების ხა------ გრ----–-–---–ის, მა----–- ომ---ს, ქე------ ჯო---ის და ეთ--- კა-----ის ჩვენებები, რომელთა თანახმადაც, 201- წლის 10 მარტს, სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრების დასრულების შემდეგ, ნი--- გო-------–მა ხელჩანთა ორჯერ ჩაარტყა თე----- ლო-–--ეს თავში, თე----- ლო-–--ის განმარტებით კი, აღნიშნული ჩარტყმის შედეგად მან განიცადა ტკივილი, ხოლო მეორე მხრივ, წარმოდგენილ იქნა ასევე, ბრალდების მხარის მტკიცებულებები - მოწმეების ო----- კ--–---ის და გ------- მა------ის და გარდა ზემოაღნიშნულისა, აგრეთვე, დაცვის მხარის მტკიცებულებები - მოწმეების რ----- ო---–---იას, თ----- თ-----შვილის, გ------- მა---------ის, მ----- ას------ის, ქე------ აბ--–---–ის, მან--- სა-----–---–ის და ლ--–- ლო--------ის ჩვენებები, რომელთაც დაადასტურეს 201- წლის 10 მარტის სააქციო საზოგადოება „ბ--–---- ს--------ს“ აქციონერთა კრების დასრულების შემდეგ, ნი--- გო-------–სა და თე----- ლო-–--ეს შორის კონფლიქტის ფაქტი, თუმცა, ასევე, განმარტეს, რომ, მართალია, ნი--- გო-------–მა თე----- ლო-–--ეს მოუქნია ხელჩანთა, მაგრამ, იმის გამო, რომ მოქნეული ხელი დაუჭირა ო----- კ--–---მა, მან ვერ მოახერხა ხელჩანთის თე----- ლო-–--ისათვის ჩარტყმა. მითითებული მოწმეების ჩვენებებით, აღნიშნული ხელჩანთა მოხვდა არა დაზარალებულად ცნობილ თე----- ლო-–--ეს, არამედ ამ უკანასკნელსა და ნი--- გო-------–ს შორის, გაშველების მიზნით, მდგომ გ------- მა------ეს. დასახელებულმა მოწმეებმა კატეგორიულად გამორიცხეს ზემოაღნიშნული ინციდენტის დროს ნი--- გო-------–ის მოქნეული ხელჩანთის თე----- ლო-–--ისთვის ჩარტყმის ფაქტი, ასევე გამორიცხეს, გარდა აღნიშნული ერთი მოქნევისა, მეორედ და მესამედ ჩანთის მოქნევის ფაქტიც. რაც შეეხება თავად გ------- მა------ის ჩვენებას, მისივე გაცხადებით, მას ხელჩანთის მოხვედრის შედეგად რაიმე სახის ფიზიკური ტკივილი არ განუცდია.
4.15. ამდენად, ასეთ ვითარებაში სასამართლოში წარმოდგენილი არ არის სხვა, შუალედური და ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც რომელიმე ზემოაღნიშნულ ვერსიას გაამყარებდა, შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების დროს არსებობს ეჭვი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის - ნი--- გო-------–ის სასარგებლოდ.
4.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
4.1-. მაშასადამე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტი, რომ ნი--- გო-------–ის მიერ ჩადენილია ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4.18. სწორედ ამიტომ, ნი--- გო-------–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და იგი უნდა იქნეს უდანაშაულოდ ცნობილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე- 277-ე, 279-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნი--- გო-------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გამართლებულ - ნი--- გო-------–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. გაუქმდეს ნი--- გო-------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე