განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწი-–-
მცხეთის რაიონული სასამართლო
საქმე №1/96-19 8 მაისი, 2019 წელი ქალაქი მცხეთა
(გამოძიების №0-----------)
მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვი-–-,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ჯ----–-------–-–---–ი;
ბრალდებული - ი-–-ა თე------ს ძე ნა------–---–ი (დაბადებული 1--- წლის 8 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ქვრივი, ს-–----–-- განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, უმუშევარი, მცხოვრები: კასპის რაიონის სოფელ გ----------ში, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეფარდებული.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწი-–- - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივი-–- გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწი-–-
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 6 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნ-----ში მცხოვრებ ნ--–--------–---–ს, თავის საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ყოფილმა სიძემ ი-–-ა ნა------–---–მა, რის შედეგადაც ნ--–--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივი-–-.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ი-–-ა ნა------–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენი-–- დანაშაული და ითხოვა პატიება.
2.2. დაზარალებულ ნ--–--------–---–ის გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით დადგენი-–-ა, რომ იგი ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ ქვემო ნ-----ში, მეუღლესთან მ--------------–---–---ნ და არასრულწლოვან შვი-–-შვილებთან მ-----მ და თ----ა ნა------–---–ებთან, მისი შვი-–- ხ------ა ი-----–-ი-–- გარდაიცვალა 10 წლის წინ და შვი-–-შვილებს ზრდის თავის სახლში. 2019 წლის 6 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე მასთან სახლში, მივიდა ყოფი-–- სიძე ი-–-ა ნა------–---–ი მთვრალ მდგომარეობაში და ნ--–--------–---–ს ჰკითხა, თუ სად მიქონდა მისი არასრულწლოვანი შვილების დახმარების ფული, რაზედაც ნ--–--------–---–მა უთხრა, რომ წასულიყო მისი სახლიდან. აღნიშნულის გამო ი-–-ა ნა------–---–მა მარჯვენა ხელი მოუქნია და სახის არეში მარცხენა ლოყაში მთელი ძალით გაარტყა, რა დროსაც ნ--–--------–---–მა იგრძნო ტკივი-–- და დაეწყო ყბის კანკალი, ხოლო ი-–-ა ნა------–---–ი აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფების მიყენებას. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ნ--–--------–---–ის მეუღლე და მისი არასრულწლოვანი შვი-–-შვი-–- მ-----მ ნა------–---–ი. ნ--–--------–---–მა დარეკა 112-ში და ითხოვა პოლიციის და სასწრაფოს დახმარება.
2.3. აღნიშნული გარემოებები დაადასტურა არასრულწლოვანმა მ-----მ ნა------–---–მა გამოკითხვის ოქმით.
2.4. სამედიცინო ექსპერტიზის N1--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 7 მარტს, მოქალაქე ნ--–--------–---–ს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეული ზემოაღნიშნული და ასევე სხვა მტკიცებულებების (შეტყობიენები, ნ--–--------–---–ის, მ-----მ ნა------–---–ის გამოკითხვის ოქმები; შემაკავებელი ორდერი, სამედიცინო ბარათი, შემთხევის ადგი-–-ს დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოსურათები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნ--–--------–---–ის განცახდება პრეტენზიის არქონის შესახებ და ასევე საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა) სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-–-ა ნა------–---–მა 2019 წლის 6 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწი-–-თ გათვალისწინებული ქმედება - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივი-–- გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულ ი-–-ა ნა------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან თავი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში, ინანიებს ჩადენილს, სასამართლოს სთხოვს პატიებას, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, შერიგებულია დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:
5.1. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრი-–-ს დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენი-–-ა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწი-–-ს შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწი-–-ს დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. ამავე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
5.5. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-ა ნა------–---–ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.
სარეზოლუციო ნაწი-–-
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-ა ნა------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწი-–-თ და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. ი-–-ა ნა------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
3. ი-–-ა ნა------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგი-–-ს მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ოშხარელი