განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/26-19
№050030219001
05 აპრილი, 2019 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გი------–-ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზვ------------------–-------------------–--------–-–-------------------------------------–------------------------–-----–---------
ადვოკატი: ზვ---- დუ-----ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ზვ---- დუ-----ამ - ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 16 საათზე, ზვ---- ჟვ---ამ, ვ---ს რაიონის, სოფელ სა-–--------–ი მდებარე, თავის საცხოვრებელი სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას, რა----ი ჟვ---ას, სახის არეში ორჯერ ძლიერად დაარტყა მუჭი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1.სასამართლოს დასკვნა ზვ---- ჟვ---ას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულ ზვ---- ჟვ---ას გამოკითხვის ოქმს; დაზარლებულ რა----ი ჟვ---ას გამოკითხვის ოქმს; მოწმეების მა----–ა ჟვ---ასა და იუ--- ჭა--------ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ზვ---- ჟვ---ას მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ზვ---- ჟვ---ას ჰქონდა განზრახვა, ჩაედინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკიკუ--- ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ზვ---- ჟვ---ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზკიკუ--- ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზვ---- ჟვ---ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ზვ---- ჟვ---ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზვ---- ჟვ---ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
ზვ---- ჟვ---ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მსჯავრდებულის სასარგებლოდ გირაოს შემტანს ზ----- ჟვ---ას (---------------), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) 3000 ( სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება, რა----ი ჟვ---ასა და ზვ---- ჟვ---ას ტანსაცმელები, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს ვ---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეთ მის კანონიერ მფლობელებს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე