განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
სასამართლოს დასახელება
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თარიღი ადგილი
მოსამართლე - დავით მგელიაშვილი
სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე
ბრალმდებელი - გ------- მიქელაძე
დაცვის მხარე
დამცველები - ლ-------------–-–---–-, თ-------------
ბრალდებული - ვ----–- მ--–------ ძე დ------–-–---–-, დაბადებული - 1--- წლის 1--------–-- პირადი №-----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, შპს „---–--- დირექტორი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ლ--–-----------–---- მ-------------–------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ბრალდებული - დ-------- ვ----- ძე ჩ------, დაბადებული - 1--- წლის 1--------, პირადი №------------ დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, შპს „--------–------- დირექტორი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ---–---------------------------ში.
კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, შპს „---–--- დირექტორმა ვ----–- დ------–-–---–მა, ამავე კომპანიის საწარმოო ხაზის გამოყენებით, ქ. თბილისში, ფ--------------------ში, აწარმოა შპს ,--------–-----–-------------------- რეგისტრირებული N----- (საიდენტიფიკაციო N-------) სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 650 ტომარა ცემენტი, 50 კილოგრამიან შეფუთვაში, რომელიც 2018 წლის 20 თებერვალს შეიტანა სამოქალაქო ბრუნვაში და 5 525 ლარად მიჰყიდა შპს „----------------, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია.
2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, შპს „--------–------- დირექტორმა დ-------- ჩ------მ, ამავე კომპანიის საწარმოო ხაზის გამოყენებით, ქ. თბილისში, გრიგოლ ლორთქიფნიძის ქუჩა N---ში, აწარმოა შპს ,--------–-----–-------------------- რეგისტრირებული N----- (საიდენტიფიკაციო N-------) სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 650 ტომარა ცემენტი, 50 კილოგრამიან შეფუთვაში, რომელიც 2018 წლის 20 თებერვალს შეიტანა სამოქალაქო ბრუნვაში და 5 850 ლარად მიჰყიდა შპს „----------------, რამაც მნიშნველოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვ----–- დ------–-–---–-სა და დ-------- ჩ------ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას
მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენლის - გ------- ც------- ჩვენების მიხედვით: მუშაობს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კომპანია შპს „------------------------------–---––-- იურისტის პოზიციაზე. 2016 წლიდან შპს ,--------–-----–------------------- უწევს იურიდიულ მომსახურებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით. იმის გამო, რომ კონკურენტი კომპანიები ბაზარზე უკანონოდ იყენებდნენ შპს ,--------–-----–-------------------- საქაქონლო ნიშანს, 2009 წელს „საქპატენტში“ შეიტანეს პირველი განაცხადი, ხოლო 2014 წელს - მეორე, რის საფუძველზეც სსიპ „საქპატენტში“ კომპანიას რეგისტრირებული აქვს სამ განზომილებიანი სასაქონლო ნიშანი - ცემენტის შესაფუთი ტომარა (2014 წლის 19 დეკემბერი, N-----). სასაქონლო ნიშნის ფერებს წარმოადგენს ორი ფერი: მწვანე და ბეჟი ფერი. თუმცა დომინანტი არის მწვანე ფერი, დაახლოებით 70-75% წინა და უკანა ხედზე დაკავებული აქვს მწვანე ფერს, დანარჩენი უმნიშვნელო რაოდენობა ბეჟ ფერს, ხოლო გვერდებზე აქვს დატანილი მწვანე მართკუთხედის ფორმის გამოსახულებები. შპს ,--------–-----–-------------------- წარმომადგენლები სისტემატურად სწავლობენ ბაზარს და ცემენტის სარეალიზაციო ობიექტებს, რათა გაარკვიონ ხდება თუ არა მათი სასაქონლო ნიშნით ცემენტის ტომრების უკანონო გამოყენება. ბაზარის და ცემენტის სარეალიზაციო ობიექტების შესწავლა ხორციელდება ანონიმურად და სწორედ აღნიშნულ ფარგლებში გახდა მათთვის ცნობილი, რომ შპს „---–-- და შპს „--------–------ შპს ,--------–-----–-------------------- შეფუთვით აწარმოებდნენ ცემენტს, რის შესახებაც შემდგომი რეაგირებისათვის განცხადებით მიმართა საქართველოს ფ------------------------------------------------ს. მოწმის განმარტებითვე, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია წარმოშობს ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას და მას შეუძლია აუკრძალოს მესამე პირებს გამოიყენოს მისი ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ნიშანი, მოითხოვოს ასეთი საქონლის განადგურება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ., მათ შორის სისხლის სამართლის წესით დასჯა. ამასთან, ბრალდებულების ქმედების შედეგად კომპანიას მიადგა მატერიალური ზიანი და შეილახა მისი რეპუტაცია.
მოწმე უ-----–----–-- ჩვენებით დასტურდება, რომ მუშაობს ი-----–--------–------------------------------–-–------–-------------------–------------–-----–--------------------–-------–--------------------------------------–ი. მის მოვალეობაში შედის სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციოდ წარდგენილ განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარება. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შედეგად, ნიშანზე მოიპოვება განსაკუთრებული უფლება, რომლის მიხედვით ნიშნის მფლობელს შეუძლია მესამე პირს აუკრძალოს თავისი ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი სასაქონლო ნიშნის გამოყენება ნებისმიერი ფორმით. გამოყენებაში იგულისხმება საქონლის შეტანა ბაზარზე, შეფუთვა და რეკლამისთვის გამოყენება. მათ ვებ გვერდზე განთავსებულია სრული ინფორმაცია, რაც არის საჯარო, ყველასთვის ხელმისაწვდომი და სასაქონლო ნიშნის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნება წარმოადგენს ნიშნის მფლობელის კონკურენტებისათვის გაფრთხილებას. წინამდებარე მონაცემების მიხედვით N----- სასაქონლო ნიშანზე განაცხადი შეიტანილია 2014 წლის 25 ნოემბერს, რომელიც დარეგისტრირდა 2014 წლის 19 დეკემბერს დაჩქარებული პროცედურით, რომლის მფლობელს წარმოადგენს შპს ,--------–-----–-------------------, საიდენტიფიკაციო კოდით N---------. სასაქონლო ნიშანი არის სამ განზომილებიანი ფიგურა და შესრულებულია ორ ფერში - მწვანე და ჩალისფერ ფერებში. აღნიშნულ საქმეზე შეისწავლა შპს ,----–---- და შპს ე-------–------- მიერ ცემენტის შესაფუთად გამოყენებული ტომრები, რომლებიც აღრევამდე მსგავსია შპს ,--------–-----–-------------------- მიერ ,,საქპატენტში“ დარეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან. მოწმის განმარტებითვე, თანამედროვე პრაქტიკით და ევროკავშირის ე.წ. „გაიდლაინებით“, იდენტურად მიიჩნევა ძალიან უმნიშვნელო დეტალის განსხვავების მქონე ნიშნებიც კი და შესაბამისად, აღნიშნულ პრაქტიკაზე და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ადასტურებს, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ცემენტის შესაფუთი ტომრები არის აღრევამდე მსგავსი - ფაქტიურად ერთმანეთის იდენტური.
მოწმე ლ---- კ------–---- ჩვენების მიხედვით, მუშაობს ფ------------------------------------------------------------------------–----–---------------------------–--–--------------------------–-- თანამდებობაზე. შპს „---–--- ტერიტორიაზე შეხვდა ვ----– დ------–-–---–ს, რომელსაც უთხრა, რომ უნდოდა ცემენტის შესყიდვა. ვ----– დ------–-–---–მა განუმარტა, რომ ცემენტს დაუმზადებდა რამდენიმე დღეში, ბეჟი ფერის, მწვანე ორნამენტებით გაწყობილ ტომრებში. რამდენიმე დღეში მართლაც დაუკავშირდა ბრალდებული და აცნობა, რომ მზად იყო ცემენტი. მივიდა შპს „---–--- ტერიტორიაზე, სადაც დახვდა ცემენტი შეფუთული ბეჟი-ჩალისფერი ფერის ტომრებში, რომელსაც ჰქონდა მწვანე ფერის ორნამენტები-კვადრატები. ცემენტი იყო დაფასოებული და ავტომანქანაზე დატვირთული, რომლის ღირებულება გადაუხადა ვ----– დ------–-–---–ს, რის შემდეგაც ვ----–მა შესაბამისი ზედნადები და ჩეკი გადასცა. საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
მოწმე ლ---- ღ-----–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუ–--------------------------------------------------------------------------------–----–---------------------------–--–-------------–-ს თანამდებობაზე. 2018 წლის 20 თებერვალს მისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „---–-- და შპს „--------–----–-- უნდა მომხდარიყო საკონტროლო შესყიდვა. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და მივიდნენ შპს „---–--- მიმდებარე ტერიტორიაზე. ინსპექტორ-გამომძიებელ ლ---- კ------–--ეს უნდა განეხორციელებინა საკონტროლო შესყიდვა, რის შემდეგ მათ ევალებოდათ შემდგომი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. ლ---- კ------–--ე შევიდა შპს „---–--- ტერიტორიაზე ცემენტის შესასყიდად, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ შეატყობინა, რომ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა და საგამოძებო ჯგუფი შევიდა შპს „---–--- ტერიტორიაზე. გამომძიებლის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რომელიც ვ----– დ------–-–---–ს წარედგინა, გაეცნო და ჩხრეკაც ჩატარდა. გაიჩხრიკა ოფისი, რა დროსაც მაგიდიდან ამოღებული იქნა საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში ბრალდებულისთვის გადაცემული თანხა 5 525 ლარი. ასევე, ამოღებული იქნა 3000-მდე პარკი, რომლებიც იყო მოყვითალო-მოჩალისფრო ფერის, მწვანე შეფერილობის და შავი წარწერებით. მის მიერ დათვალიერდა შეძენილი ცემენტი - 550 ტომარა, რომელიც განთავსებული იყო „VOLVOS“-ს მარკის ავტომანქანაზე, ხოლო 100 ტომარა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანაზე. მანვე, დაათვალიერა ორი ცალი სასაქონლო ზედნადები და ჩეკი და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიმუშების აღებაში.
2018 წლის 25 თებერვლის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდისა და საინფორმაციო ბაზების დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შპს „---–-- რეგისტრირებულია 0--------- წელს სარეგისტრაციო ნომრით 2--------. კომპანიის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, გ-–-----------–------------------------------------. კომპანიის დირექტორია ვ----– დ------–-–---–- (პ--------------), ხოლო დამფუძნებლები არიან: ი-------- ა-----–--- (პ/ნ 0----------) – 60%-ით და მ------ წ---–------ (პ/ნ 0----------) – 40%. დღგ-ს გადამხდელად კომპანია რეგისტრირებულია 2--------- წელს. კომპანიის ერთობლივი შემოსავალი 2005-2016 - წლებში შეადგენს 7 312 140 ლარს, ამავე პერიოდში მოგება - 765 790 ლარს, ხოლო 2005-2018 დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 7 687 264 ლარს. სალარო აპარატი რეგისტრირებული აქვს იურიდიულ მისამართზე - ქ. თბილისი, გ-–-----------–------------------------------------. იგივე ადგილია მითითებული კომპანიის მიერ გამოწერილი ელ. ზედნადებებში ტრანსპორტირების ადგილად. კომპანიას ისევე როგორც წინა პერიოდებში, 2017-2018 წლების ანგარიშ-ფაქტურების მიხედვითაც უფიქსირდება ცემენტის საწარმოებლად საჭირო საქონლის შესყიდვა (მათ შორის კლინკერი, ღორღი, შესაფუთი ტომარა). ამავე პერიოდის გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში შპს-ს უფიქსირდება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე ცემენტის რეალიზაცია.
- შპს „--------–------ რეგისტრირებულია 1--------- წელს სარეგისტრაციო კოდი: 4--------. კომპანიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ს----------–-----------------------------. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია დ-------- ჩ------ (პ/ნ 0----------). კომპანია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებულია 09.01.2018 წელს. 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე კომპანიის დღგ-ს დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 114 431 ლარს. შპს „ევროპლიუსს“ რეგისტრირებული აქვს ერთი სალარო აპარატი მისამართზე: ქ. თბილისი, გ-------–--–---------------- (ყოფილი კ------- ქუჩა) N--. იგივე ადგილია მითითებული კომპანიის მიერ გამოწერილი ელ. ზედნადებებში ტრანსპორტირების დაწყების ადგილად. 2018 წლის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით კომპანიას უფიქსირდება ცემენტის საწარმოებლად საჭირო საქონლის შესყიდვა (მათ შორის კლინკერი, ღორღი, შესაფუთი ტომარა). ამავე პერიოდის გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში შპს-ს უფიქსირდება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებზე ცემენტის რეალიზაცია.
2016 წლის 14 იანვრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგინდა, რომ შპს „---–--- დირექტორი არის - ვ----–- დ------–-–---–-.
2017 წლის 18 დეკემბრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დადგინდა, რომ შპს „----------–------- დირექტორი არის - დ-------- ჩ------.
2018 წლის 15 თებერვლის ოფიციალური ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ვებ გვერდზე „სასაქონლო ნიშნების“ საძიებო ველში სარეგისტრაციო ნომრის 25510 მითითების შედეგად მოძიებული ინფორმაციით, შპს „-------–-----–------------------- 2014 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი (ნიშნის გამოსახულება) საიდენტიფიკაციო ნომრით 7------- კომპანიის წარმომადგენლად სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისას ფიქსირდება გ------- თ-------–---–ი, ხოლო ნიშნის ვადის გასვლის თარიღია - 19.12.2024 წელი. სასაქონლო ნიშნად რეგისტრირებული შეფუთვა მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს: ბეჟი ფერის ტომრის წინა მხარეს დატანილია მწვანე ფერში შესრულებული მართკუთხედი ფორმის ფიგურა, რომლის ზედა მხარე არის რკალისებური, უკანა მხარეს ბეჟ ფერზე დატანილია მწვანე ფერის მართკუთხედი სწორი გვერდებით. ტომრის ასევე ბეჟი ფერის ძირსა და გვერდებზე დატანილია მწვანე ფერის გრძელი მართკუთხედის ფორმის ზოლები. სასაქონლო ნიშანი განკუთვნილია ცემენტის, ბეტონის, კირხსნარის და მასთან დაკავშირებული ნაწარმის შეფუთვისა და წარმოება-მომსახურების მიზნებისთვის (ვენის კლასიფიკაცია, N------------
2018 წლის 20 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ფ--------- ქუჩა N---–ი შპს „---–--- საქმიანობის ეზოში განთავსებულია „ფორდ ტრანზიტის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანა და „VOLVO“-ს ფირმის მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა. ორივე ავტომანქანა დატვირთულია ცემენტის ტომრებით. ლ---- კ------–---- განმარტებით, ავტომანქანებზე მოთავსებულია მის მიერ 20 თებერვალს შპს „---–------ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვისას შეძენილი 650 ტომარა ცემენტი, მათ შორის 100 ტომარა მოთავსებულია „ფორდ ტრანზიტის“ ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე, ხოლო 550 ტომარა „VOLVO“-ს მარკის ავტომანქანის მისაბმელზე. დათვალიერებით დადგინდა, რომ „VOLVO“-ს მარკის ავტომანქანის სახელმწიფო ნომერია „--------, ხოლო მისი მისაბმელის ნომერია „--------- მისაბმელზე მწკრივებად ალაგია ცემენტით სავსე ტომრები. ტომრები კრემისფერია და გაწყობილია მწვანე ფერში. მწვანე ფერში აღინიშნება მწვანე ფერის საღებავით შესრულებული აგურების გამოსახულება, მის ქვემოთ კი ქართულად შესრულებული წარწერა „--------–-----–--------, E-------, ევროპული სტანდარტი, დამზადებულია საქართველოში, ხარისხიანი მშენებლობისთვის, 50 ლგ +_1“. ტომრებს მეორე მხარეს ს/ნ აქვს იგივე შინაარსის წარწერა ლათინურად. ტომრებს გვერდითა მხარეებზეც აქვს წარწერა „--------–-----–--------, მათ შორის ორ გვერდზე შესრულებულია ქართულად, ორზე ლათინურად. „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის სახელმწიფო ნომერია „300-460“. მასზე ალაგია ზუსტად იგივე აღწერილობის ტომრები. დათვალიერებით დადგინდა, რომ „VOLVO“-ს მარკის ავტომანქანის მისაბმელზე მოთავსებულია 550 ცემენტით სავსე ტომარა, ხოლო ფორდ ტრანზიტის“ ფირმის მანქანის ძარაზე - 100 ცემენტით სავსე ტომარა. ყველა ტომარას აქვს ერთი და იგივე აღნიშვნა და არის ერთნაირი.
ასევე დათვალიერებულ იქნა სასაქონლო ზედნადებები და ჩეკი. გამოწერილია ორი ცალი სასაქონლო ზედნადები. ერთი ზედნადების ნომერია ე-–------------ თარიღია 20.02.2018, დრო 1-------, გამყიდველია შპს „---–-- ს/ნ 2--------, მყიდველი შპს „--------------- ს/ნ 4--------- ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ქ. თბილისი, ფ------------------- დასრულების ადგილი დ--------------, მ----------–-------------, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი „-------- მძღოლი ნ-----–---- ბ------–---–-- პ-------------- საქონლის დასახელება - ცემენტი, კოდი 1620, რაოდენობა - 100, ერთეულის ფასი 8,5, სულ - 850 ლარი. მეორე ზედნადების ნომერია ე-–------------ თარიღია 20.02.2018, დრო 11.55.31, გამყიდველია შპს „---–-- ს/ნ 2--------, მყიდველი შპს „--------------- ს/ნ 4--------- ტრანსპორტირების დაწყების ადგილია ქ. თბილისი, ფ--------- ქუჩა N--, დასრულების ადგილი დ--------------, მ----------–-------------, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი „--------, მისაბმელის „--------- მძღოლი ჯ----– ძ-------–---–-, პ-------------, საქონლის დასახელება - ცემენტი, კოდი 1620, რაოდენობა - 550, ერთეულის ფასი 8,5, სულ -4675 ლარი. ჩეკის გამომწერია შპს „---–--, ს/ნ 2--------, თანხის ოდენობაა 5525 ლარი, თარიღია 20.02.2018; დრო 12:07.
2016 წლის 20 თებერვლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისი, ფ--------- ქუჩა N---–ი მდებარე შპს „---–--- (ს/ნ 2--------) სამუშაო ადგილზე დირექტორ ვ----–- დ------–-–---–თან, რომლისგანაც ამოღებული იქნა 5525 ლარი ფულადი თანხა და 3683 ცემენტის შესაფუთი ტომარა.
2016 წლის 20 თებერვლის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარდა ქ. თბილისი, ლ---------------- ქუჩა N---ში მდებარე შპს „--------–------- ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე საწარმოს დირექტორის დ-------- ჩ------ს მონაწილეობით, ამოღებული იქნა ფულადი თანხა 5850 ლარის ოდენობით, 3782 ცემენტის შესაფუთი ტომარა და ცემენტის 50 კილოგრამიანი შეფუთვისთვის განკუთვნილი 40 ცალი ტომარა.
2018 წლის 05 მარტის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ შპს „--------–---------- (მისამართი: გ. ლ---------------- N--) ამოღებულ 1 ცალ 50 კილოგრამიან ცემენტის შეფუთვაზე (შიგთავსით), წარწერით „--------–-----–--------, განთავსებული გამოსახულებების შედარებითი კვლევისას წარდგენილ დოკუმენტაციაში N------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით, რეგისტრაციის ნომრით 2----- რეგისტრაციის თარიღი----------- (სულ 5 ფურცლად) და სისხლის სამართლის N------------ საქმის ტომში განთავსებულ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებასთან (საქმის N-------, შეტანის თარიღი: 2---------- რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი: 2----------, გამოვლინდა შემდეგი სახის თანადამთხვევები: გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტომარაზე, ასევე შესადარებელ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებაზე, სახით და უკანა მხარეებზე განთავსებულია მომწვანო ფერის მართკუთხედი ფორმის გამოსახულება. ტომრების ოთხივე გვერდზე, მთელ სიგრძეზე განთავსებულია მომწვანო ფერის მართკუთხედი ფორმის ზოლი. თანადამთხვევებთან ერთად გამოვლინდა მცირედი განსხვავება, კერძოდ: გამოსაკვლევი ტომრის ფონის შეფერილობა არის ღია მოყავისფრო, ხოლო შესადარებელი სასაქონლო ნიშნის ტომრის ფონის შეფერილობა არის მუქი ყავისფერი. გამოსაკვლევ ტომარაზე, სახით და უკანა მხარეზე განთავსებული მომწვანო ფერის მართკუთხედის გამოსახულების გვერდები სწორია, ხოლო შესადარებელი სასაქონლო ნიშნის ტომრის ერთ-ერთ მხარეზე მომწვანო ფერის მართკუთხედის ზედა მხარე რკალისებრი ფორმისაა.
- შპს „---–------ (მისამართი: ფ--------- N--) ამოღებულ 1 ცალ 50 კილოგრამიან ცემენტის შეფუთვაზე (შიგთავსით), წარწერით „--------–-----–--------, განთავსებული გამოსახულებების შედარებითი კვლევისას წარდგენილ დოკუმენტაციაში N------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით, რეგისტრაციის ნომრით 2----- რეგისტრაციის თარიღი----------- (სულ 5 ფურცლად) და სისხლის სამართლის N------------ საქმის ტომში განთავსებულ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებასთან (საქმის N-------, შეტანის თარიღი: 2---------- რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი: 2----------, გამოვლინდა შემდეგი სახის თანადამთხვევები: როგორც გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტომარაზე, ასევე შესადარებელ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებაზე, სახით და უკანა მხარეებზე, განთავსებულია მუქ მოყავისფრო ფერის ფონზე დატანილი მომწვანო ფერის მართკუთხედი ფორმის გამოსახულება. ტომრების ოთხივე გვერდზე, მთელ სიგრძეზე განთავსებულია მომწვანო ფერის მართკუთხედი ფორმის ზოლი. თანადამთხვევებთან ერთად გამოვლინდა მცირედი განსხვავება, კერძოდ: გამოსაკვლევ ტომარაზე, სახით და უკანა მხარეზე განთავსებული მომწვანო ფერის მართკუთხედის გამოსახულების გვერდები სწორია, ხოლო შესადარებელი სასაქონლო ნიშნის ტომრის ერთ-ერთ მხარეზე მომწვანო ფერის მართკუთხედის ზედა მხარე რკალისებური ფორმისაა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: თ----- გ-----–-–---–-ა.
2018 წლის 7 მარტის დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ შპს „--------–---------- ამოღებულ 16 ცალ 25 კილოგრამიან ცემენტის შესაფუთ ცარიელ ტომრებზე და 1 ცალ 50 კილოგრამიან ცემენტის შესაფუთ ცარიელ ტომარაზე (სულ 17 ცალი), წარწერით „--------–-----–--------, განთავსებული გამოსახულებების შედარებითი კვლევისას წარდგენილ დოკუმენტაციაში N------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით, რეგისტრაციის ნომრით 2----- რეგისტრაციის თარიღი----------- (სულ 5 ფურცლად) და სისხლის სამართლის N------------ საქმის ტომში განთავსებულ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებასთან (საქმის N-------, შეტანის თარიღი: 2---------- რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი: 2----------, გამოვლინდა შემდეგი სახის თანადამთხვევები: როგორც გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტომრებზე (25 და 50 კგ.), ასევე შესადარებელ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებაზე, სახით და უკანა მხარეებზე, განთავსებულია მომწვანო ფერის მართკუთხედი ფორმის გამოსახულება. ტომრების ოთხივე გვერდზე, მთელ სიგრძეზე განთავსებულია მომწვანო ფერის მართკუთხედი ფორმის ზოლი. თანადამთხვევებთან ერთად გამოვლინდა მცირედი განსხვავება, კერძოდ: გამოსაკვლევი ტომრების ფონის შეფერილობა არის ღია მოყავისფრო, ხოლო შესადარებელი სასაქონლო ნიშნის ტომრის ფონის შეფერილობა არის მუქი მოყავისფრო. გამოსაკვლევ ტომებზე, სახით და უკანა მხარეზე განთავსებული მომწვანო ფერის მართკუთხედის გამოსახულების გვერდები სწორია, ხოლო შესადარებელი სასაქონლო ნიშნის ტომრის ერთ-ერთ მხარეზე მომწვანო ფერის მართკუთხედის ზედა მხარე რკალისებრი ფორმისაა.
- შპს „---–------ ამოღებულ 32 ცალ (50 კგ.) ცემენტის შესაფუთ ცარიელ ტომარაზე, წარწერით „--------–----–--------, განთავსებული გამოსახულებების შედარებითი კვლევისას წარმოდგენილ დოკუმენტაციაში N------- საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებით, რეგისტრაციის ნომრით 2----- რეგისტრაციის თარიღი----------- (სულ 5 ფურცლად) და სისხლის სამართლის N------------ საქმის ტომში განთავსებულ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებასთან (საქმის N-------, შეტანის თარიღი:2---------- რეგისტრაციის N-----, რეგისტრაციის თარიღი: 2----------, გამოვლინდა შემდეგი სახის თანადამთხვევები: როგორც გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტომრებზე, ასევე შესადარებელ სასაქონლო ნიშნის გამოსახულებაზე, სახით და უკანა მხრებზე, განთავსებულია მუქ მოყავისფრო ფერის ფონზე დატანილი მომწვანო ფერის მართკუთხედი ფორმის გამოსახულება. ტომრების ოთხივე გვერდზე, მთელ სიგრძეზე განთავსებულია მომწვანო ფერის მართკუთხედი ფორმის ზოლი. თანადამთხვევებთან ერთად გამოვლინდა მცირედი განსხვავება, კერძოდ: გამოსაკვლევ ტომრებზე, სახით და უკანა მხარეზე განთავსებული მომწვანო ფერის მართკუთხედის გამოსახულების გვერდები სწორია, ხოლო შესადარებელი სასაქონლო ნიშნის ტომრის ერთ-ერთ მხარეზე მომწვანო ფერის მართკუთხედის ზედა მხარე რკალისებრი ფორმისაა.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: თ----- გ-----–-–---–-ა.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულებმა: ვ----– დ------–-–---–მა და დ-------- ჩ------მ თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ სხვისი სასაქონლო ნიშანი არ გამოუყენებიათ და ცემენტის შესაფუთად მათ მიერ გამოყენებული ტომრები არსებითად განსხვავდება შპს „-------–-----–-------------------- მიერ ,,საქპატენტში“ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისგან, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. კერძოდ; დაზარალებულის წარმომადგენლის გ------- ც-------, მოწმე უ-----–----–-- და ექსპერტ თ----- გ-----–-–---–ის ჩვენებებს, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს, სასაქონლო ნიშნების ოფიციალური ვებ გვერდის დათვალიერების ოქმს, სადაც ფიქსირდება რომ შპს „-------–-----–------------------- 2014 წლიდან რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი, რომლის ვადის გასვლის თარიღია - 2024 წლის 19 დეკემბერი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარის შუამდგომლობით უდავოდ იქნა მიჩნეული საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება, რომლის მიხედვითაც შპს „--------–------- მიერ წარმოებული ცემენტის შესაფუთი ტომარა არის მსგავსი და არა იდენტური შპს „-------–-----–-------------------- მიერ დარეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან, ვერ გამოდგება ბრალდებულთა უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან სსკ-ის 196-ე მუხლის 1-ლი გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას იძლევა არა მხოლოდ იდენტური, არამედ მსგავსი სასაქონლო ნიშნის და იდენტური ან იმდენად მსგავსი საქონლის გამოყენება, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის N-------- განაჩენი), რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი - გამოყენებული სასაქონლო ნიშანი აღრევამდე მსგავსია, ხოლო საქონელი - იდენტური (ცემენტი).
სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ვ----– დ------–-–---–თან და დ-------- ჩ------სთან მიმართებაში პროკურატურამ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა: ვ----– დ------–-–---–მა და დ-------- ჩ------მ ჩაიდინეს სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივეა განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ვ----–- დ------–-–---–- და დ-------- ჩ------ თავს არ ცნობდნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და ვ----–- დ------–-–---–-ს და დ-------- ჩ------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე ადამიანის სახელი; ასოები; ციფრები; ბგერები; გამოსახულება; სამგანზომილებიანი ფიგურა, მათ შორის, საქონლის ფორმა ან შეფუთვა ისევე, როგორც საქონლის სხვა გარეგნული გაფორმება ფერის ან ფერთა კომბინაციის გამოყენებით. სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე.
ამავე კანონის მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პროდუქცია კონტრაფაქციულია და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველია გარემოება, როდესაც გამოყენებული სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
ამავდროულად, ამავე კანონის მე-6 მუხლით რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო. ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე; ამ მუხლის მე-4 პუნქტით სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.; ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია.
მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 15 თებერვლის ოფიციალური ვებ-გვერდის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ვებ გვერდზე „სასაქონლო ნიშნების“ საძიებო ველში სარეგისტრაციო ნომრის N----- მითითების შედეგად მოძიებული ინფორმაციით შპს „-------–-----–------------------- 2014 წლის 25 ნოემბერს რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი (ნიშნის გამოსახულება) საიდენტიფიკაციო ნომრით 7------ და სასაქონლო ნიშნის ვადის გასვლის თარიღია - 19.12.2024 წელი, რომელიც უნებართვოდ იქნა გამოყენებული შპს „---–--- და შპს „--------–------- მიერ, რაც უტყუარად იქნა დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით (მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 ივლისის N-------- განაჩენი, რომელშიც განმარტებულია, რომ „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ნებისმიერი საქონელი, მათ შორის შესაფუთი საქონელი, რომელზეც უნებართვოდაა მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც კანონიერად არის რეგისტრირებული ამ საქონელთან დაკავშირებით ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და აქედან გამომდინარე, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებებს, წარმოადგენს კონტრაფაქციულ პროდუქციას. ამავე განაჩენში საქართველოს უზანაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სსკ-ის 196-ე მუხლის შემადგენლობას იძლევა არა მხოლოდ იდენტური, არამედ მსგავსი სასაქონლო ნიშნის და იდენტური ან იმდენად მსგავსი საქონლის გამოყენება, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა - „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.
საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლში ასახული ნორმაც არსებითად მიმართულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საბაზრო ეკონომიკის პირობებში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი ფაქტორია საწარმოს საქმიანი რეპუტაცია, მისი სახელი. თუმცა, სასაქონლო ნიშანი და სხვა კომერციული აღნიშვნები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებსაც წარმოადგენენ. სასაქონლო ნიშნებზე უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო შეთანხმებებია პარიზის კონვენცია „სამრეწველო საკუთრების დაცვის შესახებ“ და მადრიდის კონვენცია „სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ“. 1999 წლის 5 თებერვალს კი, მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“, ვინაიდან სამეწარმეო ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხვადასხვა სახის კომერციულ აღნიშვნებს, რომელთა დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ მეწარმეს უადვილებს მომხმარებლამდე მიღწევას და საქმიანობის სარფიანად და კონკურენტულ გარემოში წარმართვას. სასაქონლო (მომსახურების) ნიშნისა, საქონლის ადგილ წარმოშობის დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნის ან საფირმო სახელწოდების უფლების სამართლებრივი დაცვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით, მათი რეგისტრაციის საფუძველზე. თუმცა რეგისტრაციით უფლებათა მოპოვება მაინც მოითხოვს რეალური გამოყენებით გამყარებას ანუ რეგისტრაციით მინიჭებულ განსაკუთრებულ უფლებას გამოყენებით სჭირდება დასაკუთრება. უფრო მეტიც, საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის გარეშეც. სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლი პასუხისმგებლობას ადგენს დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებისათვის ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენებისათვის, აგრეთვე სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოებისა ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის გვარეობითი ობიექტი სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლებია, ხოლო უშუალო ობიექტი – სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს კეთილსინდისიერ კონკურენციასა და სასაქონლო ნიშნით სარგებლობას. თუ ზიანი მიადგება მომხმარებელთა ინტერესებს, მაშინ ფაკულტატური ობიექტიც გვექნება სახეზე. დანაშაულის საგანი არის – სასაქონლო (მომსახურების) ნიშანი, საფირმო სახელწოდება, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება, გეოგრაფიული აღნიშვნა.
სასაქონლო (მომსახურების) ნიშანი – ეს არის საქონელზე ან შეფუთვაზე მოთავსებული ნიშანდება საქონლის ან მისი მწარმოებლის (გამყიდველის) ინდივიდუალიზაციისათვის. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვებით ან ციფრებით, ნახატით, გრაფიკული სიმბოლოებით, ფერთა შეხამებით და ა.შ. მეწარმეთა კანონის მიხედვით სასაქონლო ნიშანი ასრულებს საქონლის რეკლამისა და მისი ხარისხის გარანტის ფუნქციას. განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, სახელდობრ დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებაში ან მათ სხვაგვარ უკანონო გამოყენებაში, აგრეთვე, სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოებაში ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილ წარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება გულისხმობს საქონლის ნიშანდებისათვის (მარკირებისათვის ვარგისი ნიშნის (სხვა კომერციული აღნიშვნის) დაბეჭდვას ან სხვა გზით გამოშვებას მისი მესაკუთრის ნებართვის გარეშე. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ან სხვა კომერციული აღნიშვნის) სხვაგვარ უკანონო გამოყენებაში შეიძლება ვიგულისხმოთ სარგებლობა საქონლის ნიშანდებისას (მარკირებისას), რეკლამაში, ნაბეჭდ გამოცემებში, ოფიციალურ ბლანკებზე და სხვა. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით (ან სხვა კომერციული აღნიშვნით) უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება გულისხმობს მათ სერიულ გამოშვებას, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა – სავაჭრო ქსელში შეტანას ან შეთავაზებას ანდა სხვაგვარად სამეურნეო ბრუნვაში გაშვებას.
დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება, თუ სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ან სხვა კომერციული აღნიშვნის) დამზადებას დიდი ოდენობით ჰქონდა ადგილი ან თუ 196-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულმა ქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი ოდენობით ადგილი აქვს, მაშინ როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 1000 ცალს, ხოლო მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად ჩაითვლება დანაშაული თუ წარმოებული ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით (ან სხვა კომერციული აღნიშვნით) არის უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) აღემატება 5000 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ შპს „-------–-----–------------------- რეგისტირებული აქვს N----- სასაქონლო ნიშანი, რომელიც უნებართვოდ გამოიყენეს შპს „---–--- დირექტორმა ვ----–- დ------–-–---–მა და შპს „--------–------- დირექტორმა დ-------- ჩ------მ, რის შედეგადაც შპს „---–--- შემთხვევაში წარმოებული და რეალიზებული იქნა 650 ტომარა ცემენტი, რომელიც გაიყიდა 5525 ლარად, ხოლო შპს „--------–------- შემთხვევაში წარმოებული და რეალიზებული იქნა 650 ტომარა ცემენტი, რომელიც გაიყიდა 5850 ლარად.
სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია. პირდაპირ მიემართება და რელ----ტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ემსახურება მხოლოდ ბრალდებულთათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მცდელობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).
ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელ----ტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).
ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ ბრალდებულებმა: ვ----–- დ------–-–---–მა და დ-------- ჩ------მ ჩაიდინეს სხვისი სასაქონლო (მომსახურების) ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული (მარკირებული) საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ----–- დ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
დ-------- ჩ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას და მათ ნასამართლობას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი -ჯარიმის სახით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
- შპს „---–--- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 5 525 ლარი, უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფ------------------------------------------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შპს „---–--- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცარიელი ტომრები, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 20.02.2018 წლის დათვალიერების ოქმზე თანდართული, შპს „---–------ საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი დაფასოებული ტომრებში, რომელიც ინახება შპს „---–--- წარმოების ადგილას - ქ. თბილისში, ფ--------------------ში, საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი შეფუთვის გარეშე დაუბრუნდეს შპს „---–---, ხოლო მათი შესაფუთი მასალა უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შპს „--------–------- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 5 850 ლარი, უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფ------------------------------------------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შპს „--------–------- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცარიელი ტომრები, რომლებიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 20.02.2018 წლის დათვალიერების ოქმზე თანდართული, შპს „--------–---------- საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი დაფასოებული ტომრებში, რომელიც ინახება შპს „--------–------- წარმოების ადგილას - ქ. თბილისში, გ--- ლ---------------- ქუჩა N---ში, საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი შეფუთვის გარეშე დაუბრუნდეს შპს „ე-------–------- ხოლო მათი შესაფუთი მასალა უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 05.03.2018 წლის სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 4 ცალი ცემენტის ტომარა შიგთავსით, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, ცემენტი შეფუთვის გარეშე უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო მათი შესაფუთი მასალა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 05.03.2018 წლის, სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული მასალები სასაქონლო ნიშნის შესახებ, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 07.03.2018 წლის, სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 65 ცალი ცარიელი ტომარა რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 07.03.2018 წლის, სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული მასალები სასაქონლო ნიშნის შესახებ, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
-13.04.2018 წლის, სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ნივთმტკიცება - ცემენტი, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ----–- დ------–-–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ვ----–- დ------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
3. დ-------- ჩ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. დ-------- ჩ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას დ-------- ჩ------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ. თბილისი, სოფელი დ-------------------------–---–-- ქუჩა N----- საკადასტრო კოდი 0---------------- რომელიც დაყადაღებულია 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ნაწილში.
5. ნივთმტკიცება:
- შპს „---–--- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 5 525 ლარი, დაუბრუნდეს საქართველოს ფ------------------------------------------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შპს „---–--- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცარიელი ტომრები, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 20.02.2018 წლის დათვალიერების ოქმზე თანდართული, შპს „---–------ საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი დაფასოებული ტომრებში, რომელიც ინახება შპს „---–--- წარმოების ადგილას - ქ. თბილისში, ფ--------------------ში, საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი შეფუთვის გარეშე დაუბრუნდეს შპს „---–---, ხოლო მათი შესაფუთი მასალა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შპს „--------–------- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 5 850 ლარი, დაუბრუნდეს საქართველოს ფ------------------------------------------------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- შპს „--------–------- ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცარიელი ტომრები, რომლებიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 20.02.2018 წლის დათვალიერების ოქმზე თანდართული, შპს „--------–---------- საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი დაფასოებული ტომრებში, რომელიც ინახება შპს „--------–------- წარმოების ადგილას - ქ. თბილისში, გ--- ლ---------------- ქუჩა N---ში, საკონტროლო შესყიდვის წესით შეძენილი ცემენტი შეფუთვის გარეშე დაუბრუნდეს შპს „ე-------–------- ხოლო მათი შესაფუთი მასალა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 05.03.2018 წლის სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 4 ცალი ცემენტის ტომარა შიგთავსით, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, ცემენტი შეფუთვის გარეშე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო მათი შესაფუთი მასალა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 05.03.2018 წლის, სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული მასალები სასაქონლო ნიშნის შესახებ, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 07.03.2018 წლის, სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული 65 ცალი ცარიელი ტომარა რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- 07.03.2018 წლის, სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული მასალები სასაქონლო ნიშნის შესახებ, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- 13.04.2018 წლის, სსიპ „ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N--------- ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ნივთმტკიცება - ცემენტი, რომელიც ინახება საქართველოს ფ------------------------------------------------ის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქ. თბილისი, უ--------------------------, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი