გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1116-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე ტ------------------ე
წარმომადგენელი ლ------------ე
მოპასუხე ნოტარიუსი ხ------–------–-–---–ი
მესამე პირები: ნ-----–----------უ, ე-–-----–--–---ო
მესამე პირი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი შ-------------–-–---–-
დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს ნოტარიუს ხ------–------–-–---–ს გასცეს სააღსრულებო ფურცელი მხარეთა შორის მედიაციის გზით მიღწეული შეთანხმების (24.01.2017წ. №1--------) შესასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ნოტარიუსი ხ------–------–-–---–ი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირები - ნ-----–----------უ და ე-–-----–--–---ო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ.
3.2. მესამე პირის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით პოზიცია არ დააფიქსირა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. 2017 წლის 09 იანვარს ნ-----–----------უმ, ე-–-----–--–---ომ და ტ------------------ემ, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, განცხადებით მიმართეს ნოტარიუს ხ------–------–-–---–ს და სსიპ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 იანვრის მიმართვის საფუძველზე (სარეგისტრაციო განაცხადი №8-----------; №8----------0; №8----------0) მედიაციის განხორციელება მოითხოვეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 24 იანვრის №1-------- მორიგების აქტი (ს.ფ. 15-17).
4.1.2. 2017 წლის 24 იანვრის მორიგების აქტით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - №1--------) ნ-----–----------უ, ე-–-----–--–---ო და ტ------------------ე შეთანხმდნენ შემდეგზე: „განხორციელდეს რეგისტრაცია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელიც შესრულებულია ინდ. მეწარმე ნ--------------ის თანამშრომლის - შემსრულებელი პირის გ------------–--–---–ის მიერ 09.01.2017წ. და მის შესაბამისად დარეგისტრირდეს სარეგისტრაციო განაცხადი №8-----------, სარეგისტრაციო განაცხადი №8----------0 და სარეგისტრაციო განაცხადი №8----------0 განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისი, დ----------–---–-----–----–-------------ა, დღევანდელი მდგომარეობით ქ. თბილისი, გ-------–--------ის 23-ის საკადასტრო მონაცემები და უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ე------- №8.“
ამავე სანოტარო აქტით (№1--------) მხარეებმა დაადასტურეს ინდ. მეწარმე ნ--------------ის თანამშრომლის - შემსრულებელი პირის გ------------–--–---–ის მიერ 09.01.2017წ. შესრულებული ნახაზის სისწორე და საკადასტრო მონაცემების სიზუსტე და სისწორე.
2017 წლის 24 იანვრის მორიგების აქტით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ წარდგენილი ნახაზის საფუძველზე, უძრავი ქონების რეგისტრაციის წარმოების დასრულების შემდეგ ე-–-----–--–---ო ნ-----–----------უსაგან და ტ------------------ისგან მიიღებდა 5-- (ხუთას აშშ) დოლარს იმ დღეს არსებული კურსით ექვივალენტი ლარებში. თანხის გადაცემის ფაქტს მხარეები დაადასტურებდნენ კუთვნილ ეგზემპლარებზე თავიანთი (სამივე მხარის) ხელმოწერით.
2017 წლის 24 იანვრის მორიგების აქტით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული შეთანხმების აქტი წარმოადგენდა მორიგების აქტის შემადგენელ ნაწილს და წარმოადგენდა საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 24 იანვრის №1-------- მორიგების აქტი (ს.ფ. 15-17).
4.1.3. 2017 წლის 31 იანვარს ე-–-----–--–---ომ №88---------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 01.72.14.009.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მონაცემებში ცვლილების შეტანა მოითხოვა. დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა მორიგების აქტის (№1--------) შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ე-–-----–--–---ოს 2017 წლის 31 იანვრის №88---------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 74-78).
4.1.4. 2017 წლის 06 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ №3---- წერილით მიმართა სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს“ და ვინაიდან ე-–-----–--–---ოს 2017 წლის 31 იანვრის №88---------- სარეგისტრაციო განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით იცვლება მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები, აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურის მიერ პოზიციის წარდგენა ითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 06 თებერვლის №3---- წერილი (ს.ფ. 84).
4.1.5. სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“ 2017 წლის 20 თებერვლის №7----/17 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ №3---- წერილით მიწოდებული დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი და ვერ ხდებოდა საკითხის მთლიანობაში განხილვა. იმისთვის, რომ არქიტექტორის სამსახურს ემსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამსახურის ვებგვერდზე http://tas.ge/-ზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს უნდა აერჩია ნომენკლატურა „მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადება“ > „მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირება (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მიწის ნაკვეთების საზღვრებისა)“, შეევსო მოთხოვნილი ველები და წარედგინა მიწის ნაკვეთის ელექტრონული ვერსია (DWG ფაილში შესრულებული). აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ სამსახური განმეორებით განიხილავდა საკითხს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის“ 2017 წლის 20 თებერვლის №7----/17 წერილი (ს.ფ. 85).
4.1.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №88-----------08 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა №88---------- სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 ივნისის №88-----------08 გადაწყვეტილება (ს.ფ. 83.)
4.1.7. 2018 წლის 06 ივლისს ტ------------------ემ №8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ. თბილისში, დ----------–---–---ს-–----–-------------–ი მდებარე 325 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული სარეგისტრაციო განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) წარმომადგენლობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3) ნახაზი და დისკი იხ. 8-----------; 4) ქვითარი; 5) მორიგების აქტი; 6) სიტუაციური ნახაზი (2).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტ------------------ის 2018 წლის 06 ივლისის №8----------- სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 58-70).
4.1.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილების თანახმად, ტ------------------ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ხდება ზედდება 01.72.14.009.3-- საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან, მესაკუთრე: ე-–-----–--–---ო. №1-------- მორიგების აქტით მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები შეთანხმდნენ მიწის ნაკვეთის საზღვრების ცვლილებაზე, თუმცა, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია მხოლოდ ტ------------------ის განცხადება. შესაბამისად, კვლავ ფიქსირდება ზედდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან.
ამავე გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ზედდების აღმოსაფხვრელად აუცილებელია ერთდროულად მოხდეს მომიჯნავე ნაკვეთების საზღვრების ცვლილება ან დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილება (ს.ფ. 71).
4.1.9. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს №8------------04 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა №8----------- სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 აგვისტოს №8------------04 გადაწყვეტილება (ს.ფ. 72).
4.1.10. 2018 წლის 17 აგვისტოს ტ------------------ემ №4----6/17 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2018 წლის 12 ივლისის №8------------03 გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილებით ტ------------------ეს უარი ეთქვა 2018 წლის 7 აგვისტოს №4----6/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ იმსჯელა 2018 წლის 12 ივლისის №8------------03 და ასევე 2018 წლის 13 აგვისტოს №8------------04 გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მათი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს №3----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 89-93).
4.1.11. 2019 წლის 28 იანვარს ტ------------------ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ხ------–------–-–---–ის და 2017 წლის 24 იანვრის №1-------- მორიგების აქტის საფუძველზე, ე-–-----–--–---ოს მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტ------------------ის 2019 წლის 28 იანვრის განცხადება (ს.ფ. 22-24).
4.1.12. ნოტარიუს ხ------–------–-–---–ის 2019 წლის 01 თებერვლის წერილით ტ------------------ეს ეცნობა, რომ 2017 წლის 24 იანვრის №1-------- აქტში არ არის მითითებული ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ვალდებულება და მხარეებს - ნ-----–----------უს, ე-–-----–--–---ოს და ტ------------------ეს აღნიშნული არ მოუთხოვიათ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნოტარიუს ხ------–------–-–---–ის 2019 წლის 01 თებერვლის წერილი (ს.ფ. 25).
-
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ------------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქცია“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს - ნოტარიუს ხ------–------–-–---–ს დაევალოს გასცეს სააღსრულებო ფურცელი მხარეთა შორის მედიაციის გზით მიღწეული შეთანხმების (24.01.2017წ. №1--------) შესასრულებლად.
6.2. სასამართლო მოიხმობს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც განსაზღვრას საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს, აგრეთვე სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა შესრულების ძირითად მოთხოვნებს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით გათვალისწინებული სანოტარო მოქმედებების გარდა, ნოტარიუსი ასრულებს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სანოტარო მოქმედებებს.
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარდგინებით ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაზე“, რომლის XI თავი განსაზღვრავს სანოტარო მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, სანოტარო მედიაციის პროცესში ნოტარიუსის მონაწილეობის წესსა და მის უფლებამოსილებებს, აგრეთვე, სანოტარო მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
ინსტრუქციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო მედიაცია (შემდგომში - მედიაცია) არის კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის პროცესი, რომელშიც მხარეები ნებაყოფლობით საწყისებზე ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ერთი ან მეტი მედიატორი ნოტარიუსის დახმარებით, აწარმოებენ მოლაპარაკებას სადავო საკითხების თაობაზე შეთანხმების მიღწევის მიზნით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მედიაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ყველა მხარის თანხმობით. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სავალდებულო წესით მიმართავს სანოტარო მედიაციას.
ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 109-ე მუხლის თანახმად, მედიაციის შედეგად მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დგება მორიგების აქტი, რომელიც დასტურდება სანოტარო წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 იანვრის მორიგების აქტით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი - №1--------) ნ-----–----------უ), ე-–-----–--–---ო და ტ------------------ე შეთანხმდნენ შემდეგზე: „განხორციელდეს რეგისტრაცია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რომელიც შესრულებულია ინდ. მეწარმე ნ--------------ის თანამშრომლის - შემსრულებელი პირის გ------------–--–---–ის მიერ 09.01.2017წ. და მის შესაბამისად დარეგისტრირდეს სარეგისტრაციო განაცხადი №8-----------, სარეგისტრაციო განაცხადი №8----------0 და სარეგისტრაციო განაცხადი №8----------0 განაცხადით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ქონება - მდებარე, ქ. თბილისი, დ----------–---–-----–----–-------------ა, დღევანდელი მდგომარეობით ქ. თბილისი, გ-------–--------ის 23-ის საკადასტრო მონაცემები და უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ე------- №8.“
ამავე სანოტარო აქტით (№1--------) მხარეებმა დაადასტურეს ინდ. მეწარმე ნ--------------ის თანამშრომლის - შემსრულებელი პირის გ------------–--–---–ის მიერ 09.01.2017წ. შესრულებული ნახაზის სისწორე და საკადასტრო მონაცემების სიზუსტე და სისწორე.
2017 წლის 24 იანვრის მორიგების აქტით მხარეები დამატებით შეთანხმდნენ, რომ წარდგენილი ნახაზის საფუძველზე, უძრავი ქონების რეგისტრაციის წარმოების დასრულების შემდეგ ე-–-----–--–---ო ნ-----–----------უსაგან და ტ------------------ისგან მიიღებდა 5-- (ხუთას აშშ) დოლარს იმ დღეს არსებული კურსით ექვივალენტი ლარებში. თანხის გადაცემის ფაქტს მხარეები დაადასტურებდნენ კუთვნილ ეგზემპლარებზე თავიანთი (სამივე მხარის) ხელმოწერით.
2017 წლის 24 იანვრის მორიგების აქტით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული შეთანხმების აქტი წარმოადგენდა მორიგების აქტის შემადგენელ ნაწილს და წარმოადგენდა საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
2019 წლის 28 იანვარს ტ------------------ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს ხ------–------–-–---–ის და 2017 წლის 24 იანვრის №1-------- მორიგების აქტის საფუძველზე, ე-–-----–--–---ოს მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
ნოტარიუს ხ------–------–-–---–ის 2019 წლის 01 თებერვლის წერილით ტ------------------ეს ეცნობა, რომ 2017 წლის 24 იანვრის №1-------- აქტში არ არის მითითებული ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის ვალდებულება და მხარეებს - ნ-----–----------უს, ე-–-----–--–---ოს და ტ------------------ეს აღნიშნული არ მოუთხოვიათ, კონკრეტულ შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არსებობდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა ნოტარიუს ხ------–------–-–---–ისთვის 2017 წლის 24 იანვრის №1-------- მორიგების აქტზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალების საფუძველი.
სასამართლო მიუთითებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 381 მუხლზე, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ სანოტარო მედიაციის პროცესში დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდა, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს, რომელიც დასტურდება სანოტარო წესით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მხარის მიერ სანოტარო მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულება ხორციელდება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მსგავსი შინაარსის ჩანაწერს ასევე ითვალისწინებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქცია“, რომლის 110-ე მუხლის თანახმად, მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნით, ამ ინსტრუქციის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება გაიცეს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტის არსებობა უპირობოდ არ წარმოადგენს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველს. კერძოდ, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცელი შესაძლებელია გაიცეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი ვალდებულება, აღნიშნული ვალდებულება არ შესრულდა და ამასთან, კრედიტორი მიმართავს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლს, რომ თანახმადაც, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 316-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება- მოვალეობათა არსებობა დამოკიდებულია ვალდებულების არსებობაზე, ანუ 316-ე მუხლი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა „ვალდებულების ძალით“ ერთი პირი უფლებამოსილია, მოითხოვოს შესრულება, ხოლო მეორე პირი ვალდებულია, შეასრულოს. ამასთან, მნიშვნელოვანია ვალდებულებითი ურთიერთობიდან ირკვეოდეს, თუ ვის აკისრია ვალდებულება და ვინ ფლობს შესაბამის მოთხოვნის უფლებას, ანუ ვინ არის მოვალე და ვინ არის კრედიტორი.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 24 იანვრის №1-------- მორიგების აქტის შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ მხარეებმა დაადასტურეს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორე და საკადასტრო მონაცემების სიზუსტე და სისწორე და შეთანხმდნენ მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციოდ წარდგენილი (სარეგისტრაციო განაცხადები №8-----------,№8----------0, №8----------0) უძრავი ქონების აღნიშნული კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად რეგისტრაციაზე. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში მორიგების აქტით არ ირკვევა, თუ ვის აკისრია ვალდებულება და ვინ ფლობს შესაბამის მოთხოვნის უფლებას, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა და მხარეთა უფლება-მოვალეობები არ განსაზღვრულა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მორიგების აქტით გათვალისწინებული დამატებითი შეთანხმებით ტ------------------ეს ე-–-----–--–---ოსთვის თანხის გადახდის ვალდებულება მხოლოდ წარდგენილი ნახაზის საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაციის წარმოების დასრულების შემდეგ ეკისრებოდა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მითითებული რეგისტრაცია არ განხორციელებულა.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მედიაციის ფარგლებში შემდგარი მორიგების აქტით დადგენილი შეუსრულებელი ვალდებულება და შესაბამისად, არ დგინდება ტ------------------ის მიერ სანოტარო აქტის (24.01.2017წ. №1--------) მხარეთა მიმართ შესაბამისი მოთხოვნის უფლების ფლობის ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს ხ------–------–-–---–ისთვის მხარეთა შორის მედიაციის გზით მიღწეული შეთანხმების (24.01.2017წ. №1--------) შესასრულებლად სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალების თაობაზე უსაფუძვლოა.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნოტარიუს ხ------–------–-–---–ისთვის 2017 წლის 24 იანვრის №1-------- მორიგების აქტზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალების საფუძველი. შესაბამისად, ტ------------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ტ------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2.მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია