გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4528 - 19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი
მოსარჩელე ნ----- ს--–-----
წარმომადგენელი თ---------–---–ი
მოპასუხე დ----- ხ-----
წარმომადგენელი თ---------------------ე
დავის საგანი ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე დ----- ხ------------ არასრულწლოვანი შვილის, ნ-----–---- ხ------ (დაბადებული 2008 წლის 5-------------), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 05 მარტიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება;
1.2. მოპასუხე დ----- ხ------------ არასრულწლოვანი შვილის, რ--------- ხ------ (დაბადებული 2010 წლის 2------------–-), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 05 მარტიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის დაკისრება.
მოსარჩელე ნ----- ს--–----- და მოპასუხე დ----- ხ----- დაქორწინდნენ 2----–-–---------------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2008 წლის 05------------- ნ-----–---- ხ----- და 2010 წლის 2------------–- რ--------- ხ-----. მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა 2019 წლის 2----------. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში მდებარე, მისამართზე თ---–-------------------------------------------. მოპასუხე დ----- ხ----- არ იღებს მონაწილეობას ბავშვების აღზრდასა და მოვლა-პატრონობაში. მოპასუხე მუშაობს ორგანიზაციაში ,,ო------------------–--“ და მისი შემოსავალი თვეში შეადგენს 1000 ლარს. მოპასუხე ცხოვრობს დედის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, რომლის პირველი სართული გაქირავებულია. არასრულწლოვანი ნ-----–---- ხ----- და რ--------- ხ----- სწავლობენ თბილისის N--- საჯარო სკოლაში. რ--------- ხ----- დადის ცეკვის წრეზე, ხოლო ნ-----–---- ხ----- - ინგლისურის შემსწავლელ კურსზე, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 60 ლარს. არასრულწლოვანი ნ-----–---- ხ----- ასევე დადიოდა ცეკვის წრეზე და კ--------------–------- სკოლაში, თუმცა საცხოვრებელი სახლიდან ტერიტორიული დაშორებისა და მატერიალური მდგომარეობს გამო, არასრულწლოვანი ამჟამად აღარ იღებს მონაწილეობს ზემოაღნიშნულ აქტივობებში. არასრულწლოვან რ--------- ხ------ აქვს მწვავე ბრონქიტი, არსებობს ასთმის განვითარების საშიშროება. ასევე, ბავშვს უტარდება კბილების მკურნალობის კურსი. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. მოპასუხე ვალდებულია სტაბილურად იღებდეს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდა-განვითარებაში და სათანადოდ ზრუნავდეს შვილებზე.
(სარჩელი, 2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. - 2.2. მოპასუხე დ----- ხ----- არასრულწლოვან ბავშვებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაში. მოსარჩელე ნ----- ს--–----- აღარ მუშაობს 2017 წლის სექტემბრიდან. მითითებული პერიოდიდან შვილების ფინანსური უზრუნველყოფა სრულად დაეკისრა მოპასუხე მხარეს. მოპასუხის ოჯახის მიერ საცხოვრებლის გაქირავების შედეგად ისინი თვეში იღებენ თანხას 1000 ლარის ოდენობით. იპოთეკური სესხის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 873 ლარს. მოპასუხის შემოსავალი თვეში შეადგენს 975 ლარს, საიდანაც 296 ლარი ხმარდება საბანკო ვალდებულებებს.
(შესაგებელი, 2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ----- ს--–----- და მოპასუხე დ----- ხ----- 2019 წლის 2------------- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთად საოჯახო მეურნეობას;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი).
3.1.2. ნ----- ს--–----- არასრულწლოვან ნ-----–---- ხ---------- და რ--------- ხ---------- ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში მისამართზე თ---–-------------------------------------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი).
3.1.3. მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ნ----- ს--–------ მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 2018 წლის მარტის თვეში - 30 ლარს. ნ----- ს--–------ სხვა სახის მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი).
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 08 მაისის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 89, 91).
3.1.4. მოპასუხე დ----- ხ----- დედასთან ერთად ცხოვრობს კერძო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თ---–-------------------------. ოჯახს საცხოვრებლის პირველი სართული გაქირავებული აქვთ და იღებენ ყოველთვიურ შემოსავალს ქირის სახით თვეში 1000 (ათასი) ლარს.
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ----- ს--–----- და დ----- ხ----- დაქორწინდნენ 2007 წლის 0------------. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2008 წლის 5------------- ნ-----–---- ხ----- და 2010 წლის 2------------–- რ--------- ხ-----;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სრს თბილისის N-----–---–-----------–------------ის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა მ---------, აქტის ჩანაწერი N მ--------- (ს.ფ. 15);
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 16);
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნაძალადევის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების მოწმობა ნ---------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17).
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, დ----- ხ------ მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივნისის თვეში - 375 ლარს, ივლისის თვეში - 1000 ლარს, აგვისტოს თვეში - 1281.25 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1250 ლარს, ნოემბრის თვეში - 1243.75 ლარს და 43.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 43.75 ლარს და 1356.66 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 43.75 ლარს და 1218.75 ლარს, თებერვლის თვეში - 43.75 ლარს და 1218 ლარს, მარტის თვეში - 1218 ლარს და 43.75 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 08 მაისის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 89-90).
3.2.3. გ------- ხ------ სს ,,ს----------–-------------“ 2019 წლის 1--------–- მიღებული აქვს იპოთეკური სესხი 55 093.32 ლარის ოდენობით. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 873.88 ლარს.
დ----- ხ------ სს ,,ს----------–-------------“ 2019 წლის 0--------–- მიღებული აქვს სესხი 2891.73 ლარი და ყოველთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა განსაზღვრულია 263.39 ლარით. ასევე, დ----- ხ------ სს ,,თ---------------“ მიღებული აქვს სესხი 2018 წლის 1------------ 1187 ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი 4------ (ს.ფ. 50-53);
_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სესხის ნომერი 4------, ამონაწერი დ----- ხ------ საბანკო ანგარიშიდან, პერიოდი 01.09.2018-18.03.2019 (ს.ფ. 54-69);
_კრედიტის დაფარვის გრაფიკი, 1--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 70-72).
3.2.4. არასრულწლოვანი ნ-----–---- ხ----- და რ--------- ხ----- სწავლობენ სსიპ თბილისის 1---- საჯარო სკოლაში. ბავშვები 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით, 2017 წლიდან ირიცხებოდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლში ,,ი------“ და მათი სწავლის ყოველთვიური საფასური განსაზღვრული იყო 65 ლარით.
არასრულწლოვანი ნ-----–---- ხ----- დადის ინგლისურის შემსწავლელ წრეზე და დადიოდა კომაროვის საშაბათო სკოლაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საქართველოს ქ--------------------–----- მიერ 2019 წლის 25 თებერვალს გაცემული ცნობა (ს.ფ. 32);
_ამონაწერი სს ,,ს----------–----------“ ანგარიშიდან, პერიოდი 01.09-2018-27.02.2019 (ს.ფ. 25-31).
მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია 3.2.4. პუნქტში მითითებულ აქტივობებში არასრულწლოვანი ბავშვების მონაწილეობა და ხარჯების გაღება. მოსარჩელის მითითებით საცხოვრებელი სახლიდან ტერიტორიული დაშორებისა და მატერიალური მდგომარეობს გამო, არასრულწლოვანი ნ-----–---- ხ----- ამჟამად აღარ დადის ცეკვის წრეზე და კ--------------–------- სკოლაში.
3.2.5. არასრულწლოვან ნ-----–---- ხ------ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისი დიაგნოზია ბავშვთა ი---------------------–------. მას ესაჭიროება ფიზიკური აქტივობა და სამედიცინო დაკვირვება დინამიკაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სს ,,ე--------–------ი“ ს----------–--------–---–------ მიერ 2019 წლის 30 მაისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 109-111).
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ასევე არასრულწლოვან რ--------- ხ-------–, კერძოდ, მას აქვს მწვავე ბრონქიტი, არსებობს ასთმის განვითარების საშიშროება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეს არ ერთვის;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. - 4.2 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება თითოეულისათვის განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. – 6.2. მოსარჩელე ნ----- ს--–------ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: 2008 წლის 5------------- დაბადებული ნ-----–---- ხ----- და 2010 წლის 2------------–- დაბადებული რ--------- ხ----- (3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
დადგენილია, რომ ნ----- ს--–----- და დ----- ხ----- დაქორწინდნენ 2007 წლის 0------------. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2008 წლის 5------------- ნ-----–---- ხ----- და 2010 წლის 2------------–- რ--------- ხ-----. მხარეები 2019 წლის 2------------- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ნ----- ს--–----- არასრულწლოვან ნ-----–---- ხ---------- და რ--------- ხ---------- ერთად ცხოვრობს მშობლების საცხოვრებელ სახლში მისამართზე თ---–------------------------------------------- (3.2.1., 3.1.1., 3.1.2). მოსარჩელე მხარე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ნ----- ს--–------ მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 2018 წლის მარტის თვეში - 30 ლარს. ნ----- ს--–------ სხვა სახის მიღებული დასაბეგრი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.
მოპასუხე დ----- ხ----- დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, დ----- ხ------ მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივნისის თვეში - 375 ლარს, ივლისის თვეში - 1000 ლარს, აგვისტოს თვეში - 1281.25 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1250 ლარს, ნოემბრის თვეში - 1243.75 ლარს და 43.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 43.75 ლარს და 1356.66 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 43.75 ლარს და 1218.75 ლარს, თებერვლის თვეში - 43.75 ლარს და 1218 ლარს, მარტის თვეში - 1218 ლარს და 43.75 ლარს. ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი და ამჟამად, მის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი ბავშვებისა, სხვა პირი არ იმყოფება. ამასთან, მხარეთა განმარტებით, მოპასუხე დ----- ხ----- დედასთან ერთად ცხოვრობს კერძო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თ---–-------------------------. ოჯახს საცხოვრებლის პირველი სართული გაქირავებული აქვთ და იღებენ ყოველთვიურ შემოსავალს ქირის სახით თვეში 1000 (ათასი) ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. მოცემულ საქმეზე, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, ნ-----–---- ხ----- და რ--------- ხ----- სწავლობენ სსიპ თბილისის 1---- საჯარო სკოლაში. ბავშვები 2017 წლიდან ირიცხებოდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლში ,,ი------“ და მათი სწავლის ყოველთვიური საფასური განსაზღვრული იყო 65 (სამოცდახუთი) ლარით. ასევე, არასრულწლოვანი ნ-----–---- ხ----- დადის ინგლისურის შემსწავლელ წრეზე და ასევე, კ--------------–------- სკოლაში (3.2.4). მოპასუხე მხარეს სადავო არ ხდის მითითებულ აქტივობებში არასრულწლოვანი ბავშვების მონაწილეობა და ხარჯების გაღება. მოსარჩელის მითითებით საცხოვრებელი სახლიდან ტერიტორიული დაშორებისა და მატერიალური მდგომარეობს გამო, არასრულწლოვანი ნ-----–---- ხ----- ამჟამად აღარ დადის ცეკვის წრეზე და კ--------------–------- სკოლაში. დადგენილია, რომ ამ ეტაპზე არასრულწლოვანი რ--------- ხ----- ირიცხება ცეკვის სტუდიაში, ხოლო ნ-----–---- ხ----- დადის ინგლისურის წრეზე, რაც დაკავშირებულია შესაბამის ყოველთვიური ხარჯებთან. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არასრულწლოვან ნ-----–---- ხ------ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მისთვის დასმული დიაგნოზიდან (ბავშვთა ი---------------------–------) გამომდინარე, მას ესაჭიროება ფიზიკური აქტივობა და დაკვირვება დინამიკაში, რაც ასევე დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ასევე არასრულწლოვან რ--------- ხ-------–, კერძოდ, მას აქვს მწვავე ბრონქიტი და არსებობს ასთმის განვითარების საშიშროება, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეს არ ერთვის.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ საბანკო დავალიანებაზე. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, დ----- ხ------ სს ,,ს----------–-------------“ 2019 წლის 0--------–- მიღებული აქვს სესხი 2891.73 ლარი და ყოველთვიურად დასაფარი თანხის ოდენობა განსაზღვრულია 263.39 ლარით. ასევე, დ----- ხ------ სს ,,თ---------------“ 2018 წლის 1------------ მიღებული აქვს სესხი 1187 ლარის ოდენობით. რაც შეეხება იპოთეკურ სესხს, რომელიც მიღებულია სს ,,ს----------–-------------“ 2019 წლის 1--------–-, მსესხებელს წარმოადგენს არა მოპასუხე დ----- ხ-----, არამედ გ------- ხ----- (3.2.3). სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვების უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მხარის შემოსავალში იგულისხმება ის თანხა, რასაც იგი ამა თუ იმ საქმიანობის შედეგად იღებს და ალიმენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს სწორედ მისი ოდენობიდან. მხარე უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულების, შესაძლებლობისა და საჭიროებისამებრ განკარგოს შემოსავლის ის ნაწილი, რაც მას კანონით დადგენილი ვალდებულების (ამ შემთხვევაში საალიმენტო ვალდებულების) შესრულების შემდეგ დარჩება.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვების საუკეთესო ინტერესები. სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 22.11.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2019 წლის მაისის თვისათვის - 168.4 ლარს, ხოლო შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი - 190.1 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, ითვალისწინებს მოპასუხის სტაბილური შემოსავლის ოდენობას, არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს, განვითარებისათვის აუცილებელ პირობებს და იმ გარემოებას, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელობიდან გამომდინარე ითვალისწინებს დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას, რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა (თითოეული აქტივობა საშუალოდ შეადგენს 50 ლარს). არასრულწლოვანთა აქტივობების არსებობა მოპასუხე მხარემ სადავო რომც გახადოს, თითოეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს ჰქონდეს ერთი სპორტული, კულტურული ან საგანმანთლებლო აქტივობის უფლება მაინც. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნათ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან.
ამდენად, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით და მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეული არასრულწლოვანისათვის უნდა განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. - 7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ----- ს--–----- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 72 (სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ნ----- ს--–------ (პირადი №5----------) სარჩელი მოპასუხე დ----- ხ------ (პირადი №0----------) მიმართ:
1.1. დაეკისროს მოპასუხე დ----- ხ------ (პირადი №0----------) არასრულწლოვანი ნ-----–---- ხ------ (დაბადებული 2008 წლის 5-------------) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 05 მარტიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა;
1.2. დაეკისროს მოპასუხე დ----- ხ------ (პირადი №0----------) არასრულწლოვანი რ--------- ხ------ (დაბადებული 2010 წლის 2------------–-) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 05 მარტიდან) ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე დ----- ხ------ (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 72 (სამოცდათორმეტი) ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე