განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
330100117002240787
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სხდომის მდივანი - სოფიკო უგრეხელიძე,პროკურორი - ნ----------–--

ადვოკატი - გ---------------------

ბრალდებული - გ-------–--------------–-------------------–-------–-–--------------------------------–----------–--------------------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მ--------–--------------------–----------------------------–----------------–-----------------------------–--

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2----–-–-----------, დაახლოებით 18:25 საათზე, ქ------–--–--------------------------- გ--------–----- მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით „------------ (სარეგისტრაციო ნ-----------------, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი მე-2 პუნქტის მოთხოვნები, #-----–- განათების ბოძის მიმდებარედ შეეჯახა ა-–-----------–--–--- მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „------------- (სარეგისტრაციო ნ----------------), დ------------–---–-- მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „-----–--- (სარეგისტრაციო ნ----------------), შ--------------–-–---–-- მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილ „-----–--- (სარეგისტრაციო ნომრით X-------- ამავდროულად, გ--------–-----, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა ტროტუარზე მყოფ ქვეითებს ი-----–---------–-–---–- და ა-----–------. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ი-----–---------–-–---–-- მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტების ს------------–------ და ზ---------------–-–---–-- ჩვენებებით, 2----–-–----------------- მათ მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------- რომლის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (–------------------------–-----------------------–---------–-----–---------–-----------------–-----------------------–-----------------–------------------------–- და სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #---- - ასლები, თითოეული დამოწმებული ამავე დაწესებულების ბეჭდით “–---------------) მონაცემების თანახმად: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე ი-----–---------–-–---–- მოთავსებული იქნა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში---.--.--–--------სთ-ზე, გადიოდა სტაციონარული მკურნალობის კურსს და გაეწერა ----.--.--–-------- სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის გაჭყლეტვა ტერფის ნაწილობრივი ტრავმული ამპუტაციით (ტერფის წინა-ლატერალური მიდამოს კანის, რბილი ქსოვილების, II-III-IV-V თითების და V მეტატარზალური ძვლის დისტალური მესამედის არარსებობა).

წარმოდგენილი, შ-----------------------–----–--------------–---------–-------------–-----–--------------------–-----------------------–------------------–----------–---------------------------–-- და სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ასლების (თითოეული დამოწმებული ამავე დაწესებულების ბეჭდით “–---------------) მონაცემების თანახმად: მოქალაქე ი-----–---------–-–---–- სტაციონარში მოთავსებული იქნა---.--.----–-------- სთ-ზე და გაეწერა ----.--.-----–-------- სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის პოსტტრავმული განგრენა.

წარმოდგენილი, შ------------------------–-----------------------–---------–-----–--------------------–-----------------------–--------------–----------–------------------------–-- და სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------- ასლების (თითოეული დამოწმებული ამავე დაწესებულების ბეჭდით “–---------------) მონაცემების თანახმად: მოქალაქე ი-----–---------–-–---–- მოთავსებული იქნა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში---.--.--–-------- სთ-ზე და გაეწერა ----.--.--–-------- სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის ტრავმის შემდგომი კანის დეფექტი.-----.--.----–-------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით დადგინდა, რომ: მოქალაქე ი-----–---------–-–---–- მარჯვენა ტერფის ნაწილი ამპუტირებული აქვს - ტერფის ნაწილი (II, III, IV და V თითებთან ერთად) არ აღენიშნება და ამ მიდამოში ფორმირებულია ტაკვი.-----.--.-----–--------------- წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოქალაქე ი-----–---------–-–---–- (---------------- გამოიკვლია და წარდგენილი რენტგენოგრამები შეისწავლა თ------------------–-----------------------------–--------–-----------------ა, ი-----–--------–---–-- და დაადგინა: “--------------.--.-- მომართვის საფუძველზე მოქალაქე ი-----–---------–-–---–- (პირადი ნ-------------------- გადაუღეს მარჯვენა წვივის ძვლების პირდაპირი და გვერდითი, მარჯვენა წინა ტერფის პირდაპირი და ირიბი რენტგენოგრამა. აგრეთვე შესწავლილი იქნა მარჯვენა წვივის დისტალური ნახევრის პირდაპირი და წინა ტერფის ირიბი რენტგენოგრამა გადაღებული---.--.--–- წინატერფის პირდაპირი და ირიბი რენტგენოგრამა გადაღებული---.--.--–- წარმოდგენილ რენტგენოგრამებზე აღინიშნება მცირე წვივის ძვლის ბზაროვანი მოტეხილობა დიაფიზის დისტალურ მესამედში ფრაგმენტების უმნიშვნელო ცდომით. მარჯვენა წინა ტერფის II-V თითების ამოვარდნილობა ცდომით ლატერალურად. V და IV მეტატარზალური ძვლების მოტეხილობა დიაფიზის შუა მესამედში.---.--.--–- გადაღებულ რენტგენოგრამებზე აღინიშნება მარჯვენა წინა ტერფის I თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის ნამსხვროვანი მოტეხილობა. II და III თითების ამპუტაცია. IV და V მეტატარზალური ძვლების ამპუტაცია დიაფიზის შუა მესამედში. ჩვენს მიერ გადაღებული რენტგენოგრამების ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ: წარმოდგენილი რენტგენოგრამები ეკუთვნის ერთი და იგივე პიროვნებას, კერძოდ, ი-----–---------–-–---–-. ამჟამად აღინიშნება 1 თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის პოსტტრავმული დეფორმაცია. II მეტატარზალური ძვლის ამპუტაცია დიაფიზის შუა მესამედში. III, IV და V მეტატარზალური ძვლების ამპუტაცია ლისფრანკის სახსრის დონეზე. რენტგენოგრამებზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს ----.--.--–-“------.--.----–--------------- წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოქალაქე ი-----–---------–-–---–- (---------------- გამოიკვლია და წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია შეისწავლა ს----------–----–--------------------–-------------–---–---------–------------------ ექსპერტმა ო------------------------–------------–------------------------–--------–--------------------–------------------- და დაადგინა, რომ: “ი-----–---------–-–---–- აღენიშნება მარჯვენა ტერფის I თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის პოსტტრავმული დეფორმაცია, II მეტატარზალური ძვლის ამპუტაცია დიაფიზის შუა მესამედში, III, IV და V მეტატარზალური ძვლების ამპუტაცია ლისფრანკის სახსრის დონეზე----.-- ი-----–---------–-–---–- მარჯვენა ქვედა კიდურის საყრდენი და მამოძრავებელი ფუნქცია დარღვეული აქვს სრულად წინა ტერფის საყრდენი ზედაპირების 3/4-ის არ არსებობის და გადანერგილი კანის ნაწილის ტროფიკის მოშლის გამო. მარჯვენა ქვედა კიდურის ფუნქციის აღდგენა შესაძლებელია გარე პროთეზით - მარჯვენა წვივის შუა და ქვედა მესამედის დონეზე ამპუტაციის შემდეგ“.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს ----.--.----–--, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - მარჯვენა ქვედა კიდურის საყრდენი და მამოძრავებელი ფუნქციის დაკარგვის ნიშნით.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ა-–------------------- ჩვენებით, 2----–-–---------–--- მის მიერ გაცემული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #--------, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის და ექსპერტიზის წარმოების პროცესში ჩატარებული პროფილური გამოკვლევის მონაცემებიდან გამომდინარე, მოქ. ი-----–---------–-–---–- დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის II მეტატარზალური ძვლის ნაწილობრივი ამპუტაცია. III-IV-V მეტატარზალური ძვლების ეგზარტიკულაცია. მერჯვენა ტერფის II-III-IV-V თითების ამპუტაცია. კანის დეფექტი II-III-IV-V სხივების ტერფზურგის და ტერფგულის ზედაპირებზე. არასატრდენუნარიანი ტერფი.

აღსანიშნავია, რომ ტერფგულის კანის სტრუქტურის ანალოგიური კანი, რომელიც უძლებს სხეულის წონას სიარულის პროცესში, ადამიანის სხეულის სხვა მიდამოებში არ არსებობს. ტერფგულის კანის ნებისმიერი აუტოტრანსპლანტაცია, მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით წარმატების შემთხვევაშიც კი, ტერფის საყრდენუნარიანობას ვერ აღადგენს. ამდენად, სახეზეა ფუნქციურად სრულიად დაკარგული ტერფის შერჩენილი ნაწილის არსებობა.

ი-----–---------–-–---–- ესაჭიროება მარჯვენა ქვემო კიდურის ამპუტაცია წვივის შუა და ქვემო მესამედების დონეზე შემდგომი პროთეზირებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2----–-–------------ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მოქ. ი-----–---------–-–---–- მიღებული აქვს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვის ნიშნით ერთ მესამედზე მეტად.

მოწმის განმარტებით, ი-----–---------–-–---–-ს მიმართ თავიდანვე არსებობდა მოთხოვნა ტერფის ამპუტაციის, რაზეც პაციენტი იყო კატეგორიული წინააღმდეგი, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა და ამჟამად დარჩენილია უფუნქციო ტერფის ძვალი. პაციენტი დაუჯერებდა თუ არა ექიმს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა დაზიანების ხარისხის გაუარესებაში, რადგან შედეგი იქნებოდა მაინც იგივე. მთლიანობაში, ი-----–---------–-–---–-ს ტრავმა კავშირშია და პირდაპირ მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებაშია--------- მომხდარ ა/საგზაო შემთხვევასთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ--------–-----ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართულ სქემასთან ერთად, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნა #---------- ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #------ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა #------- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #---------, სამედიცინო ექსპერტიზის #-------------------------------------------------------------------- დასკვნები, დაზარალებულების ი-----–---------–-–---–-ს და ა-----–------ დაკითხვის ოქმები, მოწმეების ა-–-----------–--–---, გ---–----------------------------–--------------------- დ------------–---–--, შ--------------–-–---–--, ზ--------–---–----------–-–---–------ დაკითხვის ოქმები) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები იმ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე, უდაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------–-----მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში. ამასთანავე, დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია. ამდენად, მისი დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მძიმე შედეგის, კერძოდ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აქედან გამომდინარე, ობიექტური მხარე მოიცავს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, ასევე საგზაო წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს.

მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როცა პირის ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო შედეგის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ეს შედეგი არ განხორციელდებოდა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ--------–-----ს ქმედება უშუალო მიზეზობრივ კავშირშია ი-----–---------–-–---–-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან, რაც უტყუარად დასტურდება მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე, უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებებით და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სამედიცინო და ავტოტეტქნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოიური ექსპერტიზის დასკვნებით, რითაც დადგენილია, რომ გ--------–-----ს მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა და რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშულება ისე, რომ დაცული იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს საგზაო პირობები, ადგილის რელიეფი, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, მისი დატვირთვა, ატმოსფერული პირობები, მოძრაობის ინტენსივობა, არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვეაში გაჩერდეს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ--------–----- მ----------- მარკის ა/მანქანით, დასახლებულ ადგილას ავტო-საგზაო შემთხვევამდე მოძრაობდა 87 კმ/სთ სიჩქარეზე უფრო მაღალი სიჩქარით, რამაც განაპირობა კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი დაზარალებულ ი-----–---------–-–---–-ს სამედიცინო დოკუმენტაციის და მის საფუძველზე გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ 2----–-–----------- მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ი-----–---------–-–---–- მოთავსებული იქნა შ------------------------–-----------------------–---------–-----–------–-- სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის გაჭყლეტვა ტერფის ნაწილობრივი ტრავმული ამპუტაციით, ტერფის წინა-ლატერალური მიდამოს კანის, რბილი ქსოვილების, II-III-IV-V თითების და V მეტატარზალური ძვლის დისტალური მესამედის არარსებობა. შ-----------------------–----–--------------–---------–-------------–-----–-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მონაცემების თანახმად, ი-----–---------–-–---–- დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის პოსტტრავმული განგრენა. რაც შეეხება, საქმეში წარმოდგენილ ა-----------------–-----------------------–---------–-----–-------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მონაცემებს, ი-----–---------–-–---–- დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა ტერფის ტრავმის შემდგომი კანის დეფექტი, ხოლო---.--.---- წელს ჩატარებული პირადი გასინჯვით დადგინდა, რომ ი-----–---------–-–---–- მარჯვენა ტერფის ნაწილი ამპუტირებული აქვს - ტერფის ნაწილი (II, III, IV და V თითებთან ერთად) არ აღენიშნება და ამ მიდამოში ფორმირებულია ტაკვი.

ი-----–---------–-–---–- გამოიკვლია და მის წინაშე წარდგენილი რენტგენოგრამები შეისწავლა თ------------------–-----------------------------–--------–-----------------ა, ი-----–--------–---–--, რითაც დადგენილი იქნა, რომ ი--------–-–---–- აღენიშნება მცირე წვივის ძვლის ბზაროვანი მოტეხილობა დიაფიზის დისტალურ მესამედში ფრაგმენტების უმნიშვნელო ცდომით. მარჯვენა წინა ტერფის II-V თითების ამოვარდნილობა ცდომით ლატერალურად. V და IV მეტატარზალური ძვლების მოტეხილობა დიაფიზის შუა მესამედში.---.--.--–- გადაღებულ რენტგენოგრამებზე აღინიშნება მარჯვენა წინა ტერფის I თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის ნამსხვროვანი მოტეხილობა. II და III თითების ამპუტაცია. IV და V მეტატარზალური ძვლების ამპუტაცია დიაფიზის შუა მესამედში. აღინიშნება 1 თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის პოსტტრავმული დეფორმაცია. II მეტატარზალური ძვლის ამპუტაცია დიაფიზის შუა მესამედში. III, IV და V მეტატარზალური ძვლების ამპუტაცია ლისფრანკის სახსრის დონეზე. რენტგენოგრამებზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დაზიანების მიღების თარიღს - 2----–-–-----------.

ს----------–----–--------------------–-------------–---–---------–------------------ ექსპერტ ლ------------------- მიერ შემოწმებული და შესწავლილი იქნა ი-----–---------–-–---–-ს სამედიცინო დოკუმენტაცია, რითაც დადგენილი იქნა, რომ ი-----–---------–-–---–- აღენიშნება მარჯვენა ტერფის I თითის საფრჩხილე ფალანგის ფუძის პოსტტრავმული დეფორმაცია, II მეტატარზალური ძვლის ამპუტაცია დიაფიზის შუა მესამედში, III, IV და V მეტატარზალური ძვლების ამპუტაცია ლისფრანკის სახსრის დონეზე----.-- ი-----–---------–-–---–- მარჯვენა ქვედა კიდურის საყრდენი და მამოძრავებელი ფუნქცია დარღვეული აქვს სრულად წინა ტერფის საყრდენი ზედაპირების 3/4-ის არ არსებობის და გადანერგილი კანის ნაწილის ტროფიკის მოშლის გამო. მარჯვენა ქვედა კიდურის ფუნქციის აღდგენა შესაძლებელია გარე პროთეზით - მარჯვენა წვივის შუა და ქვედა მესამედის დონეზე ამპუტაციის შემდეგ“.

ზემოაღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ექსპერტების ს------------–------ და ზ---------------–-–---–-- მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #---------- რომლის თანახმად დადგენილია, რომ ი-----–---------–-–---–--- მიყენებული დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება ტრავმის მიღების თარიღს - 2----–-–-----------, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს - მარჯვენა ქვედა კიდურის საყრდენი და მამოძრავებელი ფუნქციის დაკარგვის ნიშნით.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ--------–-----ს ქმედება პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ი-----–---------–-–---–-ს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან, რასაც უტყუარად მოწმობს საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა #--------, რომლის სისწორედ დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ა-–-------------------, რითაც დადგენილია, რომ 2----–-–------------ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მოქ. ი-----–---------–-–---–- მიღებული აქვს სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება საერთო შრომის უნარის მყარი დაკარგვის ნიშნით ერთ მესამედზე მეტად. ამავე ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით წარმატების შემთხვევაშიც კი, ვერ მოხდებოდა ი-----–---------–-–---–-ს ტერფის საყრდენუნარიანობის აღდგენა. ამდენად, სახეზეა ფუნქციურად სრულიად დაკარგული ტერფის შერჩენილი ნაწილის არსებობა, რის გამოც ი-----–---------–-–---–- ესაჭიროება მარჯვენა ქვემო კიდურის ამპუტაცია წვივის შუა და ქვემო მესამედების დონეზე შემდგომი პროთეზირებით.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ა-–------------------- აღნიშნა, რომ მართალია ი-----–---------–-–---–-ს მიმართ თავიდანვე არსებობდა მოთხოვნა ტერფის ამპუტაციის, რის წინააღმდეგიც იყო თავად დაზარალებული, თუმცა პაციენტი დათანხმდებოდა თუ არა ექიმს ტერფის ამპუტაციის ჩატარებაზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა დაზიანების ხარისხის გაუარესებაში, რადგან შედეგი იქნებოდა მაინც იგივე - ჯანმრთელობის მძიე ხარისხის დაზიანება, რაც მთლიანობაში პირდაპირ კავშირშია და მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებაშია--------- მომხდარ ა/საგზაო შემთხვევასთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ასევე იმ მტკიცებულებების გაანალიზებით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე (ცნობა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართულ სქემასთან ერთად, ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნა #---------- ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #------ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა #------- სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა #---------, სამედიცინო ექსპერტიზის #-------------------------------------------------------------------- დასკვნები, დაზარალებულების ი-----–---------–-–---–-ს და ა-----–------ დაკითხვის ოქმები, მოწმეების ა-–-----------–--–---, გ---–----------------------------–--------------------- დ------------–---–--, შ--------------–-–---–--, ზ--------–---–----------–-–---–------ დაკითხვის ოქმები) სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, გ--------–-----მ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევიდან გასულია რამდენიმე წელი, ამ პერიოდის განმავლობაში ბრალდებულის მხრიდან არ ყოფილა ქმედითი ნაბიჯები გადადგმული მოეხდინა დაზარალებულთან შერიგება და ზიანის ანაზღაურება. სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ--------–-----ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილი განესაზღვროს პირობით მსჯავრად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებითა და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ--------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ--------–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულებისთვის მისი დაკავების მომენტიდან -------–-–----------------

გ--------–-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დაზარალებულის სურათები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდგომ, მსჯავრდებულ გ--------–-----ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი