განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/87-20-8
№ 0020310-7003
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02.0-- 20-9 წელი ქ. ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------ძე
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ნ-----–------------------–----–-ძე, დაბადებული 0--0-.1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ.ხ-–----ში, რუსთაველის ქ.N16-ში.
ადვოკატი - ი------------აევი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–-----–----–-ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
20-7 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში ქ.ხ-–----ში, რუსთაველის ქ.N16-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში ნ-----–-----–----–-ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის, თ------------–---–ის მიმართ. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს. კერძოდ, ხელი გაარტყა სახეში, დააგდო ძირს და ფეხი ჩაარტყა ტანის არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანებები.
ე.ი. ნ-----–-----–----–-ძემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. ბრალდებულმა ნ-----–-----–----–-ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ მას თავის მეუღლისთვის თ------------–---–ისთვის არც 20-7 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და არც არასდროს არ მიუყენებია რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა.- და მითუმეტეს დაზიანებები. მის მეუღლესთან ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა. თ------------–---–ი განიცდის მისი დედის ნ---------ძის ზეგავლენას და უსაფუძვლოდ სდებენ მას ბრალს დანაშაულის ჩადენაში. ნ---------ძე ცდილობს მისთვის ბავშვის წართმევას და საზღვარგარეთ წაყვანას რის საშუალებასაც არ აძლევს მას ნ-----–-----–----–-ძე. ამის გამო აქვს სიდედრთან კონფლიქტი, რომ იგი ყველა გზით ცდილობს მათთვის შვილის წართმევას. 20-7 წლის 3 ოქტომბერს ნ---------ძემ ამ მიზნით გაიტაცა რ-------------–--–-ილის სახლიდან თ------------–---–ი მათ საერთო შვილითან ერთად და წაიყვანა თ---–--ში. მანვე აჩვენა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, ნ---------ძე თავის შვილს თ------------–---–ს ხშირად აყენებს როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას.
სასამართლო ვერ დაეთანხმება ნ-----–-----–----–-ძის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან მისი ბრალი მოცემული დანაშაულის ჩადენაში სავსებით არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და სასამართლოს მიერ გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
კერძოდ, დაზარალებულ თ------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ნ-----–-----–----–-ძე არის მისი ყოფილი მეუღლე, რომელთანაც განქორწინდა 20-8 წლის ივნისის თვეში. ჰყავთ საერთო შვილი მ-----–----–აძე. ნ-----–--ზთან თანაცხოვრების პერიოდში მათ შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა დედამთილის გამო, რომელიც ნ-----–--ზს განაწყობდა მის საწინააღმდეგოდ. 20-7 წლის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში, ნ-----–-----–----–-ძემ მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, ხელი გაარტყა სახის არეში და შემდეგ წაქცეულს ფეხი ამოარტყა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ტკივილი. აღნიშნულის შესახებ მან 20-7 წლის 03 ოქტომბერს უამბო დეიდამისს რ-------------–--–-ილს, რომელმაც თავის მხრივ შეატყობინა დაზარალებულის დედას. იმავე დღეს ნ---------ძემ რ-------------–--–-ილის სახლიდან თ------------–---–ი ნ-----–-----–----–-ძისაგან მალულად, ბავშვთან ერთად წაიყვანა თ---–--ში და მომხდარის შესახებ განაცხადეს შსს თ---–--ის დიდუბე ჩუღურეთის პოლიციაში.
მოწმე რ-------------–--–-ილის ჩვენებით დადგენილია, რომ თ------------–---–ი არის მისი დეიდაშვილის შვილი და აქვთ კარგი ნათესაური ურთიერთობა. თეა გათხოვების შემდეგ ცხოვრობდა ქ.ხ-–----ში, მეუღლის ნ-----–-----–----–-ძის ოჯახში, თუმცა ხშირად იმყოფებოდა თ---–--შიც დედასთან, ნ---------ძესთან, რომელიც მატერიალურად ეხმარებოდა მათ, განსაკუთრებით კი ბავშვის გაჩენის შემდეგ. 20-7 წლის 03 ოქტომბერს თ------------–---–ი მივიდა მასთან ქ.ხ-–----ში მდებარე სახლში ბავშვთან ერთად. სახის მიდამოში შეამჩნია რა სილურჯე, ჰკითხა თუ რა მოუვიდა, რაზეც მან უპასუხა, რომ მისმა მეუღლემ სცემა. თან შიშობდა ამის შესახებ ნ-----–--ზს არ გაეგო, რომელიც მალე უნდა მისულიყო მათთან. რ-------------–--–-ილმა თეას მდგომარეობის შესახებ ტელეფონით აცნობა ნ---------ძეს, რომელმაც უთხრა რომ ტაქსით მივიდოდა და წაიყვანდა თეას ბავშვთან ერთად. გზაში მსვლელობის დროს ნ---------ძე კვლავ დაუკავშირდა რ-------------–--–-ილს ტელეფონით და თხოვა ნ-----–-----–----–-ძე გაერთო საუბარში და მისგან მალულად, კონფლიქტის გარეშე წაეყვანა თეა მისი სახლიდან. იგი დათანხმდა რა აღნიშნულზე, ნ-----–-----–----–-ძე შეაყოვნა ახლად გარემონტებული სააბაზანოს დათვალიერებით და თ------------–---–ი ბავშვთან ერთად წაიყვანა თ---–--ში ნ---------ძემ, ისე რომ ნ-----–-----–----–-ძეს იგი არ უნახავს.
ანალოგიური ჩვენება მისცა საქმის ფაქტობრივი გარენმოებების შესახებ დაზარალებულ თ------------–---–ის დედამ მოწმე ნ---------ძემ. კერძოდ, მან აჩვენა რომ 20-7 წლის 03 ოქტომბერს ტელეფონით დაუკავშირდა მისი დეიდაშვილი რ--------------–--–--ლი და უთხრა რომ თ------------–---–ი სცემა ნ-----–-----–----–-ძემ და უნდოდა თ---–--ში წასვლა. მან თავის მხრივ უთხრა რომ სამარშუტო ტაქსით გაემგზავრებინა თეა მასთან, რაზეც რუსუდანმა უპასუხა რომ თეას ეშინოდა ტავისი მეუღლის და ამას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ იგი უძულებული გახდა თავად წასულიყო ხ-–----ში და წაეყვანა თ------------–---–ი თ---–--ში ბავშვთან ერთად. გზაში მსვლელობის დროს შეიტყო რ-------------–--–-ილისაგან რომ ნ-----–-----–----–-ძეც მათთან იყო, რის გამოც კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით გადაწყვიტა ნ-----–--ზ შეყილაძისაგან მამულად წაეყვანა თეა. ასეც მოიქცნენ, რ-------------–--–-ილმა შეიყოლია საუბარში ნ-----–-----–----–-ძე, რა დროსაც თ------------–---–ი გავიდა სახლიდან ბავშვიანად და წაჰყვა დედამისს თ---–--ში. ამ დროს თეას სახეზე ეტყობოდა სილურჯე. იმავე დღეს განაცხადება შეიტანეს ქ.თ---–--ის დ------------------თის პოლიციაში, თ------------–---–ზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 20-7 წლის 07 ოქტომბრის N 0-------- დასკვნით და ექსპერტ თ----------------–-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ თ------------–---–ს მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე ზემო მესამედში და მარცხენა ბარძაყის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე, აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის სისხლნაჟღენთები. გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ კანის დონიდან მაღლა აღენიშნებოდა მოწითალო-მოყავისფრო ფუფხით დაფარული ნაჭდევი . ასევე მარჯვენა თვალბუდის ქვემო ქუთუთოზე აღენიშნებოდა განივად მდებარე მოლურჯო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი (იხ. ექსპერტიზის დასკვნა)
აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. მხრისა და ბარძაყის არეში არსებული სისხლნაჟღენთები ხანდაზმულობით შეესაბამება დაახლოებით 7-9 დღეს. გულმკერდის წინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევი და თვალის ქუთუთოზე არსებული სისხლნაჟღენთი- დაახლოებით 1-3 დღეს.
ექსპერტმა თ----------------–-ძემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და აჩვენა, რომ აღნიშნული დაზიანებები შეესაბამება საქმის გარემოებებში მითითებულ დროს. ასევე აჩვენა, რომ გამოკვლევის დროს თ------------–---–მა მის კითხვაზე თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული დაზიანებები, უპასუხა, რომ სცემა მისმა მეუღლემ.
მოწმის სახით დაკითხული ქ. თ---–--ის შს დ------------------თის რაიონული სამმართველოს გამომძიებლების: რ-----------იძის და მ-------------აძის ჩვენებებით დადგენილია, რომ 20-7 წლის 03 ოქტომბერს მათ სამსახურს განცხადებით მიმართა ნ---------ძემ, მისი ქალიშვილის თ------------–---–ის მიმართ, მეუღლის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ამ დროს თ------------–---–ს სახეზე ემჩნეოდა დაზიანება სილურჯის სახით. მათ მიერ გამოიკითხა როგორც ნ---------ძე, ისე თ------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ქ.ხ-–----ში სცემა მისმა მეუღლემ ნ-----–-----–----–-ძემ. მათ მიერ საქმეზე დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და საქმე ქვემდებარეობით გადმოიგზავნა შსს ხ-–----ის რაიონულ სამმართველოში.
სასამართლოში გამოკვლეულ ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, შსს ხ-–----ის რაიონული სამმართველოს გამომძიებლების: ღ--------–--ლის, ნ-----–--ზ კ----ძის, ა-–-------–---–--ლის, ჩვენებით დადგენილია, რომ მათ მოცემულ საქმეზე ჩაატარეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ბრალდებულის და დაზარალებულის გამოკითხვა, გასაუბრების ოქმის შედგენა, ადვოკატისათვის საქმის მასალების გადაცემა და სხვ. აღნიშნული მოწმეები შემთხვევის უშუალოდ თვითმხილველები არ არიან და მათ ჩვენებებს დანაშაულის შემთხვევის არსებით გარემოებათა შესახებ, მტკიცებულებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება.
აღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის სხვა ერთობლივი მასალების ანალიზის საფუძველზე სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიიჩნევს დადასტურებულად ნ-----–-----–----–-ძის ბრალს მოცემული დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოტივაციას ნ-----–-----–----–-ძის უდანაშაულობის შესახებ, რადგან ასეთი უარყოფილია საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებებით. კერძოდ,სასამართლო გამამართლებელი მტკიცებულების მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს დაცვის მხარის მოწმეების: საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტის ა------------------–---–ის, ყრუთა კავშირის გამგეობის წევრის მ------------ძის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხ-–----ის განყოფილების სოციალური მუშაკის თ-------–--ცი-ნ-–----ძის ჩვენებებს, რადგან მოწმეებმა მ------------ძემ და ა------------------–---–მა აჩვენეს რომ თ------------–---–ის გადმოცემის შესაბამისად მათთვის ცნობილი გახდა, რომ მისი დედა ნ---------ძე ახდენდა მასზე ზეწოლას მეუღლესთან განქორწინების მიზნით, რომ დედის მხრიდან არაერთჯერ განიცადა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამასთან, აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს რომ ასეთ ფაქტს (აღნიშნულზე დაზარალებულის მიერ მათ ინფორმირებას) ადგილი ჰქონდა 20-8 წლის მაისში, მაშინ როდესაც ნ-----–-----–----–-ძეს ბრალი ედება 20-7 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში განხორციელებულ ძალადობაში. მოწმე თ-------–--ცი-ნ-–----ძის ჩვენებით გაირკვა, რომ დაზარალებულ თ------------–---–ის დედამ ნ---------ძემ სოციალურ სამსახურს განცხადებით მიმართა 20-7 წლის 21 სექტემბერს შვილიშვილის, მცირეწლოვან მ-----–----–აძის მეურვეობის თხოვნით, მაგრამ აღნიშნულ განცხდებას მსვლელობა არ მიეცა, მისივე განცხადების საფუძველზე, რომელიც მეორე დღესვე წარადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოში.
სასამართლო ასევე ვერ მიანიჭებს ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულების მნიშვნელობას ნ-----–-----–----–-ძის მეზობლის მ---------------ის, ბრალდებულის მეგობრის ა--------------–---–ის, დედის ლ-------------ძის და ბრალდებულის დის, ი--–----–-ძის ჩვენებებს, რომლის შესაბამისად ნ-----–-----–----–-ძეს თავისი მეუღლისათვის არავითარი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რომ მათს შორის ყოველთვის არსებობდა თბილი, ჰარმონიული დამოკიდებულება. დაზარალებულის დედა ნ---------ძე დაინტერესებული იყო რა ნ-----–-----–----–-ძის საზიანოდ, თ------------–---–ზე ახდენდა ზეგავლენას მათი განქორწინების და მათთვის შვილის წართმევის მიზნით. უფრო მეტიც, თვით ნ---------ძემ განახორციელა ნ-----–-----–----–-ძის მიმართ ფიზიკური ძალადობა, რაზეც მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ნ-----–-----–----–-ძე კი დაზარალებულად არის ცნობილი, რომ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და სხვ.
სასამართლო აანალიზებს რა დაცვის მხარის ხსენებული მოწმეების ჩვენებებს, მიიჩნევს, რომ ისინი არიან რა, ნ-----–-----–----–-ძის ახლობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები და შესაბამისად საქმით დაინტერესებული პირები, შეძლებისდაგვარად ცდილობენ ბრალდებულის სს პასუხისმგებლობისაგან დაცვას. ამასთან, ვერცერთმა მათგანმა ვერ ახსნა თუ რა ვითარებაში და ვისგან შეიძლებოდა მიეღო თ------------–---–ს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები, მაშინ როდესაც 20-7 წლის ივლისიდან ამავე წლის სამ ოქტომბრამდე იგი ბავშვთან ერთად მხოლოდ ნ-----–-----–----–-ძის სახლში ცხოვრობდა და ნ---------ძესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. ნ-----–-----–----–-ძემ უარყო რა თ------------–---–ისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი, აჩვენა, რომ მას კონკრეტულ დროს თ------------–---–ისთვის რაიმე დაზიანება ან სილურჯე არ შეუმჩნევია. თუმცა ვერ ახსნა, თუ საიდან შეიძლებოდა მიეღო დაზარალებულს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები. (ცხადია, აქ ნ---------ძის ფაქტორი ვეღარ გამოდგება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ცალსახად დადასტურებულად მიიჩნევს ნ-----–-----–----–-ძის ბრალს მოცემული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებულსა და მის სიდედრს, ნ---------ძეს შორის თუნდაც რომ არსებობდეს კონფლიქტური დამოკიდებულება, აღნიშნული ნ-----–-----–----–-ძის ბრალეულობის თვალსაზრისით საქმის ვითარებას არსებითად არ ცვლის.
ამრიგად, სასამართლო სავსებით დადასტურებულად მიიჩნევს ნ-----–-----–----–-ძის ბრალს ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რომ მან 20-7 წლის სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში, ქ.ხ-–----ში, რუსთაველის ქ.N16-ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის, თ------------–---–ის მიმართ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ნ-----–-----–----–-ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნ-----–-----–----–-ძემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ნ-----–-----–----–-ძეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ-----–-----–----–-ძემ ჩაიდინა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ-----–-----–----–-ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი ხასიათდება უაღრესად დადებითად, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მესამე ჯგუფის ინვალიდი. მისი ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3.სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ-----–-----–----–-ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა შეეფარდოს არასაპატიმრო სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–-----–----–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
2. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ნ-----–-----–----–-ძის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. გაუქმდეს ნ-----–-----–----–-ძის მიმართ ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 20-8 წლის 26 აპრილის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება,- შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი