განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100119002870967
#1/60-19 (#0-----------)
თელავის რაიონული სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
18 ივნისი 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზვიად შარაძემ
თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი: დ----------–-----ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–--------–-–---–ი დაბადებული - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა-------------------------.
ადვოკატი: გ-----------------–-–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 31 იანვარს ქ---------–--------------------ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ--–--------–-–---–მა ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ------------–-–---–ს, კერძოდ მოქაჩა თმები და დაარტყა ხელი სახის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ქ------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2019 წლის 31 იანვარს ქ---------–--------------------ში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მ--–--------–-–---–ი დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ქ------------–-–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ და უდაოდ გამხდარ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - მ--–--------–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ--–--------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა ქ------------–-–---–მა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადა, რომ არ სურს მისი ოჯახის წევრის, მ--–--------–-–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, რის გამოც მისი დაკითხვა ვერ მოხდა.
მ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს იმყოფებოდა მ--–--------–-–---–თან და ქ------------–-–---–თან სახლში, სადაც ამ უკანასკნელებს მოუვიდათ სიტყვიერი კამათი სტუმრად წასვლასთან დაკავშირებით, ხოლო მ--–--------–-–---–ის მხრიდან ძალადობას, დანის გამოყენებას და მუქარას ადგილი არ ქონია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან(ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებითა და შეფასებით ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული ეჭვის გამომრიცხავი და უტყუარი მტკიცებულებებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
მ--–--------–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ მ--–--------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ იქნა დადასტურებული. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვმა მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ--–--------–-–---–ის მიმართ ზემოაღნიშნულ წარდგენილ ბრალდებებს, კერძოდ:
დაზარალებულმა ქ------------–-–---–მა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე განაცხადა, რომ არ სურს მის ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. რაც შეეხება მ-----------–-–---–ს, მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ--–--------–-–---–ს ქ------------–-–---–ისთვის არც ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია, ამასთან მას ხელში დანა არ ჭერია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ბრალდებულის ახლო ნათესავს. ახლო ნათესავის განმარტებას კი, თავის მხრივ, იძლევა ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი. კერძოდ, აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ,,ახლო ნათესავი არის მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)”. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მასმა ქეტევან თუშიშვილი, როგორც ბრალდებულის მეუღლე, უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე, ხოლო მის მიერ გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია გაზიარებულ არ უნდა იქნეს სასამართლოს მიერ, ვინაიდან სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ------------–-–---–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ კი სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლებრივად შეფასებული და გაანალიზებული უნდა იქნეს ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ, დასადგენია მ--–--------–-–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინირებულ დანაშაულებს.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები ასევე არიან მეუღლე, შვილი, რძალი და აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაციისათვის, მიყენებული დაზიანებების ხარისხთან ერთად (ცალკეულ შემთხვევებში, თუმცა არა ყოველთვის), გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მიერ გახორციელებული ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ამ უკანასკნელის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, ამასთან, ზემოაღნიშნულ ქმედებებს არ უნდა მოჰყვეს არც ჯანმრთელობის მძიმე და არც ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება.
რაც შეეხება მუქარას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშნებია: ქმედება ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.
ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.
მოცემულ შემთხევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა ქ------------–-–---–მა ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი, ხოლო მ-----------–-–---–მა არ დაადასტურა მ--–--------–-–---–ის მხრიდან ქ------------–-–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ყურადღებით იქნა მოსმენილი, შეფასებული და გაანალიზებული სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ჩვენება და სხვა არასადაო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მ--–--------–-–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში.
შესაბამისად, სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მ--–--------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებით სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას სასამართლო ეყრდნობა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეების მიერ იქნა კანონით დადგენილი წესით მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი, მ--–--------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვლისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც მ--–--------–-–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-272-ე, 275-ე-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:
მ--–--------–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მ--–--------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
მ--–--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას მ--–--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით 3000 (სამი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ თორნიკე ვალაშვილის (პირადი №08001037262) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N50.04.45.074.
საქმეზე ამოღებული დანა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ზვიად შარაძე