განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2020-15 (0------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლელა ნოზაძემ,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძის,პროკურორ - ე---------,ადვოკატ - ა----–-–---–---–-ს,განსასჯელ - ზ------ ლ------ ძე ბ------–ის, დაბადებული 1----–-–--------------, რეგისტრირებულის ქ------–--–------------------------ში, დაუსწრებლად, ამჟამად ძებნილის მიმართ, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია).
აღწერილობით-სამოტივაციო
ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ზ------ ბ------–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ------ ბ------–ი 1995 წლის 6 ივლისს, საღამოს საათებში სტუმრად იმყოფებოდა თ---–--–---–---–--------------ში, მე-----------------------------------–--ე, თავის ნაცნობ ვ------- ნ--------ან, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელები. იმავე ღამით, მისი ბინიდან გამოსვლის შემდეგ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გაქურდვის მიზნით გატეხა და შეაღწია
ამავე სადარბაზოს მე-6 სართულზე ი-----–- ქ-------–---–ის #-----–----------–-----–ი, საიდანაც ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებს. კერძოდ, ორ ცალ ხალიჩას ღირებულს 500 რუსულ რუბლად, ჩეხური წარმოების ძველებურ ჭაღს ღირებულს 300 რუსულ რუბლად, რითაც დაზარალებულს მიაყენა 800 რუსული რუბლის მატერიალური ზიანი. ნაქურდალი საქონელი მან წაიღო და გადამალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაც ამოღებული იქნა დ-----------------------–-–-------------------------–---- მუშაკთა მიერ.
დაზარალებულმა ი-----–- ქ-------–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება რომლის თანახმად, თ---–--–---–---–----------------ე ფლობს საცხოვრებელ სახლს, რომელიც 1995 წელს მინდობილი ჰქონდა მის ნათესავს მ---------–----–---–ს. იმავე წლის 7 ივლისს, მას დაურეკა მ-----მ და უთხრა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის კარი იყო გატეხილი და გაძარცვული. მეორე დღეს ჩამოვიდა თბილისში და ნახა, რომ კარი ნამდვილად გატეხილი იყო და ბინიდან მოპარული იყო ორი ცალი ხალიჩა ჩეხური ბროლის ჭაღთან ერთად. მომხდარი ფაქტის შესახებ არ განუცხადებია, რადგან არ ჩათვალა საჭიროდ. კარი შეაკეთა, თუმცა დაზიანების კვალი მაინც ეტყობოდა. ფაქტის შემდგომ, ქალაქ გ----–- მყოფს ისევ მ---------–----–---–მა შეატყობინა, რომ ნივთები ნაპოვნი იყო და დიდუბის პოლიციის განყოფილებაში უნდა მისულიყო.
მოწმე მ---------–----–---–მა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ დეიდამისის გარდაცვალების შემდგომ, ქ.თ---–--–---–---–----------------ე მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღები მისცა ბიძამისმა ა---- ქ-------–---–მა, რათა პერიოდულად მისულიყო და მიექცია ყურადღება. 1995 წლის 7 ივლისს, დაურეკა მეზობელმა და უთხრა, რომ ბინის კარი გატეხილი იყო. ადგილზე მისულს წაღებული დახვდა ჭაღი და ორი ხალიჩა. მომხდარი ფაქტი შეატყობინა ი-----–- ქ-------–---–ს. იმავე წლის 24 ივლისს დაიბარეს პოლიციაში და უთხრეს, რომ ბინიდან მოპარული ნივთები იპოვეს. თუ ვინ გაქურდა სახლი მისთვის უცნობია.
მოწმე ი-–----------------- გამოქვეყნებული ჩვენებით: - ცხოვრობს ქ------–--–--–---–---------------------------------------------------------------ში. 1995 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, სახლში იყო ზ------ ბ------–თან ერთად, შემდეგ ისინი ავიდნენ ვ------- ნ------ის სახლში და არაყის სმა დაიწყეს. მათ სუფრას შეუერთდა მეზობელი გ--–- დაახლოებით 00:30 საათზე გ-- წავიდა სახლში, თვითონაც წამოვიდა და სახლში მშობლებთან ჩხუბის შემდგომ დაწვა დასაძინებლად. რამდენიმე წუთში ზ------ ბ------–იც დაბრუნდა მასთან და ერთ ოთახში ეძინათ.
ივლისის შუა რიცხვებში ზ------ ბ------–მა უთხრა, რომ კუთვნილი ნივთები დაალაგა მისი კორპუსის სადარბაზოს სხვენში. მათგან ორი ხალიჩა ერთად წაიღეს პ---–- მ-----ესთან გასაყიდად. არსებული გარემოების შესახებ მან ასევე განუმარტა პოლიციის თანამშრომლებს, რომელთაც შემდეგ მ--------–---–---------ში პ---–-- მ-----ის ბინიდან ამოიღეს ორი ხალიჩა, რაც შეეხება ჭაღს, არსებული განთავსებული იყო სხვენში.
მოწმე პ---–- მ-----ის გამოქვეყნებული ჩვენებით: - 1995 წელის 15 ივლისს, ი-–---- ე---------ამ და ზ------ ბ------–მა, იმის გამო, რომ თავად სახლში არ იმყოფებოდა მეზობელთან გასაყიდადა დაუტოვეს ორი ხალიჩა, რაც შემდეგ პოლიციის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.
მოწმე ვ------- ნ------ის გამოქვეყნებული ჩვენებით: - 1995 წლის 6 ივლისს, მის სახლში, არაყის დასალევად ი-–-----------------თან ერთად მივიდა ზ------ ბ------–იც, რომელთაც ასევე შეუერთდა მეზობელი გ--. სტუმრად მყოფი პირების წასვლის შემდეგ ის დაწვა დასაძინებლად და ქურდობის შესხებ არაფერი იცის.
მოწმე თ------ შ----–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით მისთვის უცნობია შვილის, ზ------ ბ------–ის ადგილსამყოფელი.
მოწმე შ----- ი---------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით, ზ------ ბ------–ი არის მისი ცოლის ძმა და ის არ უნახავს 1995 წლის შემდეგ. როცა პოლიციაში დაიბარეს დასაკითხად მისთვის იქ გახდა ცნობილი, რომ ბინა გაქურდა სამმა პირმა.
ამოღების ოქმის (1995 წლის 24 ივლისის) თანახმად, თ---–--–---–---–--------------ის მ------------------ სხვენიდან ამოღებული იქნა თეთრ ბალიშის პირში შეხვეული მინის ჭაღი.
ამოღების ოქმის (1995 წლის 25 ივლისის) თანახმად, თბილისში, მ--------–---–---------ში მცხოვრებ პ---–- მ-----ის საცხოვრებელი ბინიდან ამოიღეს იატაკზე დასაფენი ნოხი 3X1,90 მ მოწითალო, მოთეთრო ფიგურებით. ასევე, სამუშაო ოთახიდან ამოღებული იქნა შავ დიდ ჩანთაში ჩაგდებული კედლის ხალიჩა 240X160 მ წითელ ფერებში.
ოქმით ნივთმტკიცების ამოცნობის შესახებ (1995 წლის 28 ივლისი), დაზარალებულმა ი-----–- ქ-------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი სამი ცალი ბროლის ჭაღიდან და ოთხი ხალიჩიდან ამოიცნო ძველებური ჩეხური ჭაღი, ოთხსანთლიანი, შუაში დიდი ნათურით ჭაღის ერთი სანთლის ქვედა ფინჯანი გატეხილია და განაცხადა, რომ ეს ჭაღი არის მისი კუთვნილი, რომელიც ჩამოხსნილი და მოპარულია მისი საცხოვრებელი ბინიდან; ასევე დაზარალებულმა ინდივიდუალური ნიშნების მიხედვით ამოიცნო ორი ცალი ხალიჩა, ზომებით 3X1,90მ, და 240X160მ.
ოქმით ფოტოსურათით ამოცნობის შესახებ, ი-–---- ე---------ამ ამოსაცნობ სამ პირთა ფოტოსურათებიდან ამოიცნო ზ------ ბ------–ი, რომლის თხოვნით, 1995 წლის ივლისის შუა რიცხვებში მასთან ერთად მიიტანა მ--------–---–---------ში ორი ხალიჩა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაწესებული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განაცხადი №10590/83; 06/12/1988, რომელშიც განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას.
დაზარალებულმა ი-----–- ქ-------–---–მა და მოწმე მ---------–----–---–მა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ თ---–--–---–---–--------------ში მდებარე ი-----–- ქ-------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან წაღებული იყო ჩეხური წარმოების ბროლის ოთხსანთლიანი ჭაღი ორ ცალ ხალიჩასთან ერთად და მათთვის უცნობია თუ ვინ ჩაიდინა ქურდობის ფაქტი.
მოწმე შ----- ი---------–---–ის ჩვენება შემოიფარგლა მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომ ზ------ ბ------–ი არ იმყოფებოდა საქართველოში და დამატებით განაცხადა, რომ როცა დასაკითხად დაიბარეს პოლიციაში მისთვის იქ გახდა ცნობილი, რომ ქურდობა ჩაიდინა სამმა პირმა.
მოწმე ვ------- ნ------ის გამოქვეყნებული ჩვენებით დგინდება, რომ მან ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შეიტყო თავად სამართალდამცავი პირებისაგან როცა დაიბარეს დაკითხვისას.
რაც შეეხება ი-–-----------------ა და პ---–- მ-------- გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციას, რომელთა მიერ გადმოცემული შინაარსით დგინდება კავშირი ზ------ ბ------–სა და ამაევ საქმეზე ამოღებულ ნივთებს შორის სასამართლო ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევს და თვლის, რომ არ შიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ----- ბ------–ის დანაშაულს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია) და ის უნდა იქნეს გამართლებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ra საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 504-ე, 506-507-ე, 510-512-ე, 523-ე მუხლებით (1998 წლის 20 თებერვლის კოდექსი)
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ------ ბ------–ი გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ზ------ ბ------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
გაუქმდეს პროკურორის 1995 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით ზ------ ბ------–ის საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე დადებული ყადაღა.
ზ------ ბ------–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლელა ნოზაძე