გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
330210119002810562
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/691-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - მ------------–---ი

წარმომადგენელი - ფ---------------ე

 

მოპასუხე - შპს ,,მ-----------------------------–-- კ-------------–----------------ი"

წარმომადგენელი - კ----------ა

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა, პირგასამტეხლოს შემცირება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შემცირდეს 2014 წლის 4 დეკემბრის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო10-ჯერ. შესაბამისად ცვლილება შევიდეს 2015 წლის 23 სექტემბრის N--------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 161.24 აშშ დოლარით;

1.2. შემცირდეს 2014 წლის 4 დეკემბრის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 10-ჯერ. შესაბამისად ცვლილება შევიდეს 2015 წლის 23 სექტემბრის N--------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 155.79 აშშ დოლარით;

1.3. შემცირდეს 2014 წლის 4 დეკემბრის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 10-ჯერ. შესაბამისად ცვლილება შევიდეს 2015 წლის 23 სექტემბრის N--------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 161.24 აშშ დოლარით;

1.4. შემცირდეს 2014 წლის 4 დეკემბრის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 10-ჯერ. შესაბამისად ცვლილება შევიდეს 2015 წლის 23 სექტემბრის N--------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 161.21 აშშ დოლარით;

1.5. შემცირდეს 2014 წლის 4 დეკემბრის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 10-ჯერ. შესაბამისად ცვლილება შევიდეს 2015 წლის 23 სექტემბრის N--------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 161.24 აშშ დოლარით;

1.6. შემცირდეს 2014 წლის 4 დეკემბრის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 10-ჯერ. შესაბამისად ცვლილება შევიდეს 2015 წლის 23 სექტემბრის N--------- სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 155.79 აშშ დოლარით;

 

მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

შპს „მ-----------------------------–-- კ-------------–----------------ს“ და მსესხებლებს: ნ--–-----------–---–ს, მ------------–---ს, ა------------------ეს, გ----------------–--ეს, ე-–---------–----სა და ბ--------–-–---–ს შორის გაფორებული 6 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, მსესხებლებმა ისესხეს 25000-25000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. მათ უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ------------–---ის კუთვნილი 3 უძრავი ქონება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს ოდენობა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 2%, რაც შეუსაბამოდ მაღალია და თითოეულ სესხზე უნდა შემცირდეს 10-ჯერ. კანონი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისთვის დაკისრება, ასევე კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შესაბამისობაშია კანონის მოთხოვნასთან, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით გათვალისწინებული მოთხოვნა წლიური პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირის 150%-ს, რაც დღიურად 0,41%-ია. სესხის ხელშეკრულებებით აღნიშნული წესი დაცულია. გარდა ამისა, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ პირგასამტეხლოს შემცირება გაუიოლებს ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან სესხის ძირითადი თანხა არის 18835,11 აშშ დოლარი, პროცენტი - 1809,18 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო მხოლოდ 1612,47 აშშ დოლარი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან შედარებით 11-ჯერ ნაკლებია და შეიძლება ითქვას, რომ მისი შეუმცირებლობა უფრო მეტ სავალალო მდგომარეობას ვერ შეუქმნის და დიდად ვერ გაუადვილებს ვალდებულების შესრულებას. გარდა ამისა, ძირითადი თანხების ჯამური ოდენობა შეადგენს 111 733,2 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 9565,44. ძირითად თანხასთან მიმართებით მისი ოდენობა 11-ჯერ ნაკლებია და არ არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 4 დეკემბერს, გამსესხებელს - შპს „მ-----------------------------–-- კ-------------–----------------სა“ და მსესხებლებს: ა------------------ეს, მ------------–---ს, გ----------------–--ეს, ნ--–-----------–---–ს, ე-–---------–----სა და ბ--------–-–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, კერძოდ:

 

· N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მ------------–---მა ისესხა 25000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის გადახდის პირობით, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2% პირგასამტეხლო;

· N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ბ--------–-–---–მა ისესხა 25000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის გადახდის პირობით, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2% პირგასამტეხლო;

· N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ე-–---------–----მ ისესხა 25000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის გადახდის პირობით, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2% პირგასამტეხლო;

· N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნ--–-----------–---–მა ისესხა 25000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის გადახდის პირობით, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2% პირგასამტეხლო;

· N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ----------------–--ემ ისესხა 25000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის გადახდის პირობით, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2% პირგასამტეხლო;

· N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ა------------------ემ ისესხა 25000 აშშ დოლარი, 18 თვის ვადით, წლიური 30% სარგებლის გადახდის პირობით, გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2% პირგასამტეხლო;

 

აღნიშნული ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ------------–---ის სახელზე რეგისტრირებული 3 უძრავი ქონება, მდებარე:

 

ა) ქ. თბილისი, კ--–------------------ში, 246,50 კვ.მ. ფართი N-- (სართული 2), საკადასტრო კოდი N-----------------------;

 

ბ) ქ. თბილისი, ხ--–-------–-------------ში 120 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები, საკადასტრო კოდი N----------------;

 

გ) ქ. თბილისი, გ-------------------ში 114,60 კვ.მ. ფართი, სართული 5, ბინა 1--, საკადასტრო კოდი N------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.12.2014 წლის სესხისა და იპოთეკის შესახებ 6 ხელშეკრულება;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.2. ექვსივე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობაზე, კერძოდ გრაფიკით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გრაფიკით გათვალისწინებული შემოსატანი თანხის 2%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 04.12.2014 წლის სესხისა და იპოთეკის შესახებ 6 ხელშეკრულება (6.1 და 10.1.3 პუნქტები).

 

3.1.3. მოპასუხის (კრედიტორის) მოთხოვნის საფუძველზე, 2015 წლის 23 სექტემბერს, ნოტარიუს ბ------–-----–--ს მიერ გაიცა 6 სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ:

 

ა) მსესხებლის (მოვალის) მ------------–---ის მიერ აღებულ სესხთან მიმართებაში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 18835,11 აშშ დოლარი, პროცენტი - 1809,18 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1612,47 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი;

 

ბ) მსესხებლის (მოვალის) ე-–---------–----ს მიერ აღებულ სესხთან მიმართებაში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 18835,11 აშშ დოლარი, პროცენტი - 1809,18 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1612,47 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი;

 

გ) მსესხებლის (მოვალის) ნ--–-----------–---–ის მიერ აღებულ სესხთან მიმართებაში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 18831,19 აშშ დოლარი, პროცენტი - 1808,85 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1612,19 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი;

 

დ) მსესხებლის (მოვალის) ა------------------ის მიერ აღებულ სესხთან მიმართებაში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 18198,34 აშშ დოლარი, პროცენტი - 1748,01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1557,92 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი;

 

ე) მსესხებლის (მოვალის) გ----------------–--ის მიერ აღებულ სესხთან მიმართებაში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 18835,11 აშშ დოლარი, პროცენტი - 1809,18 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1612,47 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი;

 

ვ) მსესხებლის (მოვალის) ბ--------–-–---–ის მიერ აღებულ სესხთან მიმართებაში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 18198,34 აშშ დოლარი, პროცენტი - 1748,01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1557,92 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარი;

 

ექვსივე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა მ------------–---ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული 2 უძრავი ქონების რეალიზაცია, მდებარე:

 

ა) ქ. თბილისი, კ--–------------------ში, ფართი N--, სართული 2, 246,50 კვ.მ., საკადასტრო კოდი N-----------------------;

 

ბ) ქ. თბილისი, გ------------------, სართული 5, ბინა N1--, 114,60 კვ.მ., საკადასტრო კოდი N------------------------.

 

სააღსრულებო ფურცლები კრედიტორმა აღსასრულებლად დროულად, 2015 წლის 5 ოქტომბერს წარადგინა. სააღსრულებო ფურცლებში აღნიშნულია, რომ ვალდებულების შესრულების დრო არის 2015 წლის 7 სექტემბერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 23.09.2015 წლის სააღსრულებო ფურცლები;

- წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ------------–---ისა და ა------------------ის სარჩელები შპს მ-----------------------------–-- კ-------------–----------------ის“ მიმართ, ამავე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების არ დარღვევის ფაქტის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლების გაუქმების შესახებ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალეებს შპს „მ-----------------------------–-- კ-------------–----------------ის“ მიმართ ვალდებულება შესასრულებელი აქვთ სააღსრულებო ფურცლებში მოცემული ოდენობით, სადაც პირგასამტეხლო დაანგარიშებულია 5 თვის ვადაგადაცილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.10.2017 წლის გადაწყვეტილება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.12.2018 წლის განჩინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სკ-ს მე-400 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს თითოეული დღისთვის. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული 0.27 პროცენტის მიზნებისათვის, გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსურ სანქციაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას (ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე) პირგასამტეხლოს სახით ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარის (ან უცხოური ვალუტით მისი ეკვივალენტის), აგრეთვე ამ მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად სესხის რეფინანსირების ან სესხის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება. სესხის ვადის გადაცილებისას ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ნარჩენ ძირითად თანხაში არ გაითვალისწინება სესხის ვადის გადაცილებისას სესხის გადავადების, სესხის რეფინანსირების ან/და სესხის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნაზარდი, ხოლო სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად არ მიიჩნევა ვადის გადაცილების აღმოფხვრა სესხის რესტრუქტურიზაციის, სესხის რეფინანსირების (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) ან/და გადავადების გზით. ამ ნაწილის მიზნებისათვის, სესხის ვადის გადაცილების სრულ აღმოფხვრად სესხის რესტრუქტურიზაცია, სესხის რეფინანსირება (თუ რეფინანსირება ხდება თავდაპირველ გამსესხებელთან ხელშეკრულების დადებით) და გადავადება მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა სრულად გადაიხადა ვადის გადაცილებისას დაკისრებული პირგასამტეხლოს, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის, საკომისიოს და ფინანსური ხარჯის შესაბამისი ფულადი სახსრები.

 

მითითებული ნორმით დაწესდა საკანონმდებლო შეზღუდვა, კერძოდ, მაქსიმალური ზღვარი სესხის გაცემის შემთხვევაში, ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ჯამური ოდენობის განსაზღვრის მიმართ სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 150%-ის ოდენობით. კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშებისას შპს „მ-----------------------------–-- კ-------------–----------------ის“ მხრიდან დაცულია აღნიშნული წესი.

 

მიუხედავად ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შინაარსი არ წარმოადგენს სასამართლოსთვის ამავე კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილების ფარგლების განმსაზღვრელ ნორმას, რადგან 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო პირგასამტეხლოს შეამცირებს თუ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, აღნიშნული კი უნდა დადგინდეს განსახილველი დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

 

დადგენილად არის მიჩნეული, რომ სესხისა და იპოთეკის ყველა ხელშეკრულებები ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას. მისი ოდენობა შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გრაფიკით გათვალისწინებული შემოსატანი თანხის 2%. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლების გაცემის მოთხოვნით კრედიტორმა ნოტარიუსს მიმართა ძირითადი ვალდებულების დარღვევიდან ერთ თვეში და აღსასრულებლად დროულად, რამოდენიმე დღეში წარადგინა. ამასთან, მოსარჩელე არ უარყოფს რომ დარიცხული პირგასამტეხლო მოიცავს მხოლოდ 5 თვის ვადაგადაცილების პერიოდს. ამდენად, კრედიტორის მხრიდან ადგილი არ აქვს პირგასამტეხლოს ხელოვნურად დაგროვების მცდელობას. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებას, რომ სესხის ძირითადი თანხასთან მიმართებით დარიცხული პირგასამტეხლო 11-ჯერ ნაკლებია და მისი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი არ არის. შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა, რათა მოხდეს სასამართლოს მიერ მისი გონივრულ ოდენობამდე შემცირება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 690 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე