განაჩენი

სისხლის სამართლის 17.06.2019
საქმის ნომერი
340100119003028872
დავის ტიპი
126
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003028872

№1/80-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

17 ივნისი 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ბე---- შე-----–---–--

ადვოკატ - გე-–- ნუ----–---–--

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ბე---- შე-----–---–-

მამის სახელი: ფრ-------

დაბადებული: 0--0-.1--- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი შრ----

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი შრ----

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

კვალიფიკაცია: ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 23 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრ----ში, ბე--- შე-----–---–-ა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - მა----- შე-----–---–-- თანდასწრებით, მამას - ფრ------ შე-----–---–- თავში ჩაარტყა „პორტსიგარა“, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბე--- შე-----–---–- 2019 წლის 23 აპრილს, 20:10 საათზე დააკავეს და 2019 წლის 24 აპრილს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 23 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრ----ში, ბე--- შე-----–---–-ა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - მა----- შე-----–---–-- თანდასწრებით, მამას - ფრ------ შე-----–---–- თავში ჩაარტყა „პორტსიგარა“, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების - მა----- შე-----–---–-- შეტყობინება, დაზარალებულების - ფრ------ შე-----–---–-- და მა----- შე-----–---–-- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული „პორტსიგარა“, ბრალდებულ ბე---- შე-----–---–-- გამოკითხვის ოქმი, მა----- შე-----–---–-- დაბადების მოწმობის ასლი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბე--- შე-----–---–-ა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - მა----- შე-----–---–-- თანდასწრებით, მამას - ფრ------ შე-----–---–- თავში ჩაარტყა „პორტსიგარა“, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით: მოწმეების - მა----- შე-----–---–-- შეტყობინება, დაზარალებულების - ფრ------ შე-----–---–-- და მა----- შე-----–---–-- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული „პორტსიგარა“, ბრალდებულ ბე---- შე-----–---–-- გამოკითხვის ოქმი, მა----- შე-----–---–-- დაბადების მოწმობის ასლი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ბე--- შე-----–---–-ა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის - მა----- შე-----–---–-- თანდასწრებით, მამას - ფრ------ შე-----–---–- თავში ჩაარტყა „პორტსიგარა“, ხოლო შემდეგ სახის არეში დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. საქმის მასალების მიხედვით, მა-----ი შე-----–---–- არის არასრულწლოვანი, (დაბადებული 2003 წლის 2- ნ---------- გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბე--- შე-----–---–-ა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბე--- შე-----–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ბე--- შე-----–---–-- მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბე--- შე-----–---–-- მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, არსებობს ყველა ის საფუძველი, რაც საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოსაყენებლად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. ბე--- შე-----–---–- ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 2- ა-----–-- განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით, ბე--- შე-----–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა შეიცვალა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით-გირაო 2000(ორი ათასი) ლარი და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომათა დარბაზიდან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბე---- შე-----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით ჩაეთვალოს პირობითი მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 ( ერთი) წელი.

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

3. ბე---- შე-----–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს .

 

4. ბე---- შე-----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 23 ა-----–-- 20:10 საათიდან 2019 წლის 11 ივნისის ჩათვლით.

 

5. ნივთიერი მტკიცებულება:

1) პორტსიგარა, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

2) სამზარეულოს დანა, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე