განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/989-18.წ
გამოძიების ნომერი N041031018002
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მაისი 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - დ----- დათიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ------- უ-----ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--- კ-------ე
მამის სახელი: ი-----
პირადი ნომერი: N2----------
დაბადების თარიღი: 0-.12.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება:საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ბარდუბანი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
გ--- კ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქუთაისში, შ--------ს ქუჩაზე, გ--- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ს--–---- გ---–-----ს ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში. ასევე, ქუთაისში, ბ------ის #11-ში არსებულ სილამაზის სალონ ,,ა------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხელი გაარტყა სახის არეში. ასევე, ქუთაისში, ბ------ის #20-ში მდებარე საცხობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორჯერ ხელი დაარტყა თავის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, გ--- კ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 3 ოქტომბერს, ქუთაისში, ბ------ის #20-ში მდებარე ბინაში გ--- კ-------ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ს--–---- გ---–-----ს. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ--- კ-------ემ ჩაიდინა, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული--ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს--–---- გ---–-----მა საქმის სასამრთლო განხილვის დროს განმარტა, რომ ბრალდებული გ--- კ-------ე არის მისი მეუღლე, რომელთანაც დაქორწინდა 2014 წელს. ეს უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ფსიქიკურად ძალადობდა მასზე, რადგანაც ეჭვიანობდა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც, მისთვის გაუსაძლისი გახდა გ--- კ-------ესთან ცხოვრება, ისინი ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ შეეძინათ ორი შვილი. დაზარალებულის განმარტებით, ასევე, მას სხვა მეუღლისგან ყავთ მესამე შვილი. განმარტავს, რომ მუშაობს სალონში. შემთხვევის დღეს 3 ოქტომბერს დილის 12 საათიდან მიაკითხა ბავშვს სკოლაში და გამოიყვანა იგი, როდესაც გზაში მიდიოდა მას წინ გადაუდგა ბრალდებული გ--- კ-------ე, რომელმაც უთხრა, რომ ეთქვა მისთვის, თუ ვის ესაუბრებოდა ტელეფონზე. გამოგლიჯა ხელიდან ტელეფონი და დაიწყო ამ ტელეფონში არსებული მესიჯების კითხვა და თან დაუწყო მას ცემა თავის არეში, რაც ძალიან ეტკინა. მან გააგრძელა გზა ბინის მიმართულებით და ბინის კუთხეში გ--- კ-------ემ ისევ დაუწყო ცემა, რის გამოც, ითხოვდა დახმარებას, ხოლო ბავშვი კი ტიროდა. ამის შემდეგ დაზარალებულის განმარტებით, მან ბავშვი გაუშვა სახლში, გამობრუნდა და წავიდა სამსახურის მიმართულებით. მას თან გაჰყვა გ--- კ-------ეც, რომელიც ქუჩაში სიარულის დროს, ისევ ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მას. როდესაც მივიდნენ მის სამსახურთან, გ--- კ-------ემ ის გადაიყვანა გზის მეორე მხარეს და კვლავ დაარტყა მას სახის არეში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, ხელში ეკავა დანა. დაზარალებულის განმარტებით, იგი გაექცა მას და სხვისი მობილური ტელეფონის საშუალებით დარეკა პოლიციის განყოფილებაში. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, ბრალდებულმა გ--- კ-------ემ მას რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ,,ეჯაჯგურებოდა“ მას და უძახოდა ცუდ სიტყვებს. კერძოდ ,,შე ბოზო, ალბათ ვიღაცა გყავსო“. განმარტავს, რომ მუქარის დროს გ--- კ-------ეს დანა ხელში ეჭირა, გარდა ამ შემთხვევისა გ--- კ-------ე 3 წლის განმავლობაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ს--–---- გ---–-----ის გამოკითხვის ოქმი, სადაც გადმოცემულია შემთხვევის დღეს, 3 ოქტომბერს, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, დაზარალებულმა მთლიანად დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ სალონში მყოფმა თანამშრომლებმა დაინახეს და გაიგონეს, თუ როგორ ემუქრებოდა გ--- კ-------ე მას სიცოცხლის მოსპობით და ასევე, დაინახეს ხელით თუ როგორ ,,ეჯაჯგურებოდა“ მას. ადასტურებს, რომ მის მეუღლეს გ--- კ-------ეს მუდმივად კონფლიქტი ქონდა არა მხოლოდ მასთან, არამედ მის მშობლებთან და ძმასთან. განმარტავს, რომ გ--- კ-------ე მუშაობდა ქ.თბილისში და უგზავნიდა მათ ფულად თანხას. ითხოვს ბრალდებულის კანონის შესაბამისად დასჯას.
მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- გ--------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ მუშაობს ბ------ის ქუჩაზე არსებულ სამკერვალო სალონში მკერავად. იცნობს დაზარალებულს ს--–---- გ---–-----ს, რომელიც მუშაობს მის გვერდით არსებულ სალონში, ეს უკანასკნელი გაიცნო მუშობის დროს, რადგანაც მათი სალონები არის ერთმანეთის გვერდით, ასევე იცნობს ს--–----ს მეუღლეს გ--- კ-------ეს. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 3 ოქტომბერს, შუა დღის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, ქუჩიდან გაიგონა ყვირილისა და გინების ხმა. დაინახა, რომ ს--–---- გ---–-----ი ხელის ჯიკავით ქუჩის მეორე მხარეზე გადაჰყავდა გ--- კ-------ეს, ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს--–----ს, ,,ეჯიკავებოდა“ მას და ისე გადაჰყავდა გზის მეორე მხარეს, რა დროსაც, ს--–---- ყვიროდა და ითხოვდა შველას. განმარტავს, რომ ყველაფერი ხდებოდა მისი სამსახურის წინ ბ------ის ქუჩაზე. მან დაინახა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. განმარტავს, რომ მას ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს.
მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებელმა დ----- დ---–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ს--–---- გ---–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. მის მეირ გამოკითხული იქნა დაზარალებული ს--–---- გ---–-----ი, რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვთან ერთად მის მიმართ ძალადობა განახორციელა მისმა მეუღლემ გ--- კ-------ემ. საქმეზე დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გამოკითხა მოწმეები და ბრალდებული რომელსაც გაუცვალა მტკიცებულებები. გააცნო ბრალდების არსი. დაზარალებულმა ს--–---- გ---–-----მა წარუდგინა მას დანა, რომელიც დალუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. მის მიერ მოწმის სახით იქნა გამოკითხული ნ----- გ--------ე, რომელმაც დაადასტურა, რომ დაზარალებულზე ხელის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ დაადასტურა გ--- კ-------ის მხრიდან დაზარალებულზე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ო------ ხ-----------მ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს თავის მეწყვილესთან ერთად მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა ს--–---- გ---–-----ი, რომელმაც ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა ბ------ის ქუჩაზე არსებულ რამდენიმე ადგილზე, დაახლოებით 3-4 ადგილას და მიუთითა, რომ ამ ადგილზე მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მისმა მეუღლემ. განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს ახდენდა ფოტოგადაღებას. გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც მასში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ხელის მოწერით.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N006959418 დასკვნის თანახმად ,,03.10.2018წ. 19:18-18:30 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით: მოქ. ს--–---- გ---–-----ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
მოწმის სახით დაკითხულმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო საექსპერტო ბიუროს ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს შესაბამისი დადგენილებით საექსპერტო ბიუროში წარდგენილი იქნა მოქალაქე ს--–---- გ---–-----ი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. განმარტავს, რომ შემოწმების დროს, ს--–---- გ---–-----მა განუცხადა მას, რომ მისმა მეუღლემ გ--- კ-------ემ ბ------ის ქუჩაზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. განმარტავს, რომ გარეგნულად მას მექანიკური დაზიანებისათვის ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების აღწერა:
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გ--- კ-------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს, როდესაც მისი მეუღლე ს--–---- გ---–-----ი ბავშვთან ერთად მიდიოდა სახლში, შეხვდა მათ და გზაში სიარულის დროს მოუხდა მეუღლესთან კამათი, თუმცა ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ქონია. ამის შემდეგ, მისი მეუღლე ს--–---- გ---–-----ი მივიდა სახლში და თვითონ კი ელოდებოდა გარეთ, რადგან ს--–----ს ჩანთა დარჩა სამსახურში და მის წამოსაღებად უნდა წასულიყვნენ, როდესაც ს--–----ს სამსახურიდან დაბრუნდებოდნენ, შემდეგ აპირებდა, რომ ს--–----ს მშობლებთან ერთად ელაპარაკა რაღაც საკითხთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ სამსახურში მისვლამდე მათ გზაში მართლაც ქონდათ ერთმანეთთან კამათი და სიტყვიერი შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. განმარტავს, რომ მის მეუღლეს ს--–---- გ---–-----ს მართლაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე უყვიროდა ხმამაღლა, თუმცა ხელით ნამდვილად არ შეხებია მას. განმარტავს, რომ დანა რომელიც მისმა მეუღლემ ს--–---- გ---–-----მა წარუდგინა გამოძიებას, თვეების მანძილზე იდო მათთან სახლში სხვა დანებთან ერთად, განმარტავს, რომ ს--–----ს დანით არ დამუქრებია, იგი მეუღლეს არ გაშორებია არასოდეს, უბრალოდ თბილისში მუშაობდა მთელი კვირის მანძილზე და მხოლოდ შაბათ-კვირას ახერხებდა სახლში მოსვლას. განმარტავს, როდესაც მის მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან ერთად მათი შვილი არ იმყოფებოდა. განმარტავს, რომ ის თავს გრძნობს დამნაშავედ იმაში, რომ მან ნამდვილად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ქუჩაში მის მეუღლეს ს--–---- გ---–-----ს, თუმცა არ აღიარებს და თავს არ სცნობს დამნაშავედ მასზე ფიზიკური შეურაცხყოფისა მიყენებისა და მუქარის განხორციელების ნაწილში. ითხოვს პატიებას და სასჯელის შემსუბუქებას.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული, თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ბრალდებულის ჩვენებას შორის წინააღმდეგობრიობის ფაქტის არსებობისას მნიშვნელოვანია ბრალდებულის ჩვენება შეფასდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად არსებითია ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობა და რამდენად შეესაბამებიან მათში გადმოცემული ფაქტები, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ გარემოებებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ასახავს თუ არა ბრალდებულის ჩვენებში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს.
საქმეში არსებული შეტყობინების (რეგისტრაციის N2414416) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა დაზარალებულ ს--–---- გ---–-----ისგან. შეტყობინების თანახმად, ,,ქმარი აწუხებს და ემუქრება მოკვლით“.
საქმეში არსებული შეტყობინების (რეგისტრაციის N2415596) თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა პატრულ-ინსპექტორ გ. გ-------ისგან. შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, ბ------ის ქ. #11-ში მდებარე სალონ ,,ა------–-ში“ ითხოვა დახმარება იქვე მომუშავე ს--–---- გ---–-----მა, რომლის განმარტებით, კინო-თეატრ ,,ს---–----ს“ მიმდებარე ტორიტორიაზე ყოფილმა მეუღლემ გ--- კ-------ემ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა, ასევე დაემუქრა დანით სიცოცხლის მოსპობით.
სისხლის სამართლის საქმეში არსებული, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 2018 წლის 03 ოქტომბერს ს--–---- გ---–-----ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებებს და უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს იძლევა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებები რომლებიც, უშუალოდ აღწერენ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და ადასტურებენ მათ.
იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებულმა ს--–---- გ---–-----მა, საქმის სასამართლო განხილვის დაროს, დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს 3 ოქტომბერს დილის 12 საათიდან მიაკითხა ბავშვს სკოლაში და გამოიყვანა იგი, როდესაც გზაში მიდიოდა მას წინ გადაუდგა ბრალდებული გ--- კ-------ე, რომელმაც უთხრა, რომ ეთქვა მისთვის, თუ ვის ესაუბრებოდა ტელეფონზე. გამოგლიჯა ხელიდან ტელეფონი და დაიწყო ამ ტელეფონში არსებული მესიჯების კითხვა და თან დაუწყო მას ცემა თავის არეში, რაც ძალიან ეტკინა. მან გააგრძელა გზა ბინის მიმართულებით და ბინის კუთხეში გ--- კ-------ემ ისევ დაუწყო ცემა, რის გამოც იგი ითხოვდა დახმარებას, ხოლო ბავშვი კი ტიროდა. ამის შემდეგ დაზარალებულის განმარტებით, მან ბავშვი გაუშვა სახლში, გამობრუნდა იქედან და წავიდა სამსახურის მიმართულებით. მას თან გაჰყვა გ--- კ-------ეც, რომელიც ქუჩაში სიარულის დროს, ისევ ახორციელებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სცემდა მას. როდესაც მივიდნენ მის სამსახურთან, გ--- კ-------ემ ის გადაიყვანა გზის მეორე მხარეს და კვლავ დაარტყა მას სახის არეში და ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, ხელში ეკავა დანა. დაზარალებულის განმარტებით, იგი გაექცა მას და სხვისი მობილური ტელეფონის საშუალებით დარეკა პოლიციის განყოფილებაში. განმარტავს, რომ შემთხვევის დღეს, ბრალდებულმა გ--- კ-------ემ მას რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე ,,ეჯაჯგურებოდა“ მას და უძახოდა ცუდ სიტყვებს. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ს--–---- გ---–-----ის გამოკითხვის ოქმი, სადაც გადმოცემულია შემთხვევის დღეს 3 ოქტომბერს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, დაზარალებულმა მთლიანად დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ სალონში მყოფმა თანამშრომლებმა დაინახეს და გაიგონეს თუ როგორ ემუქრებოდა გ--- კ-------ე მას სიცოცხლის მოსპობით და ასევე, დაინახეს ხელით თუ როგორ ,,ეჯაჯგურებოდა“ მას.
მოწმის სახით დაკითხულმა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო საექსპერტო ბიუროს ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა, რომ შემოწმების დროს, ს--–---- გ---–-----მა განუცხადა მას, რომ მისმა მეუღლემ გ--- კ-------ემ ბ------ის ქუჩაზე მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მიუთითა, რომ გარეგნულად მას მექანიკური დაზიანებისათვის ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შინაარსობრივად შეფასდეს საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმე ნ----- გ--------ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც, ეს უკანასკნელი უშუალოდ შეესწრო ბრალდებულსა და მის ყოფილ მეუღლეს - ს--–---- გ---–-----ს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ მოწმემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს სრულყოფილად აღწერა და დაადასტურა, ბრალდებულ გ--- კ-------ის მხრიდან შემთხვევის ადგილზე განხორციელებული ძალადობრივი მოქმედების ფაქტი, კერძოდ, მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 3 ოქტომბერს შუა დღის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, ქუჩიდან გაიგონა ყვირილისა და გინების ხმა. დაინახა, რომ ს--–---- გ---–-----ი ხელის ჯიკავით ქუჩის მეორე მხარეზე გადაჰყავდა გ--- კ-------ეს. ადასტურებს, რომ ეს უკანასკნელი აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ს--–----ს, ,,ეჯიკავებოდა” მას და ისე გადაჰყავდა გზის მეორე მხარეს, რა დროსაც, ს--–---- ყვიროდა და ითხოვდა შველას. განმარტავს, რომ ყველაფერი ხდებოდა მისი სამსახურის წინ ბ------ის ქუჩაზე. მან დაინახა, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია. განმარტავს, რომ მას ხელის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს მაგრამ დაინახა, თუ როგორ ,,ეჯიკავებოდა“ ბრალდებული გ--- კ-------ე მის მეუღლეს ს--–---- გ---–-----ს და ისე გადაყავდა ქუჩის მეორე მხარეს.
დაზარალებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია მოწმის ნ----- გ--------ის ჩვენებით, სადაც ერთმნიშვნელოვნად მითითებულია, რომ ბრალდებული გ--- კ-------ემ საზოგადოების თავშეყრის ადგილზე ქუჩაში მისი მეუღლის მიმართ განახორციელა, როგორც სიტყვიერი, რომელსაც თავად ბრალდებულიც აღიარებს, ასევე ფიზიკური შეურაცყოფა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, აღნიშნული არსებითად ეწინააღმდეგება, საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულ გ--- კ-------ის ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს, მაგრამ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, რაც, ბრალდებულის ჩვენების გარდა დადასტურებული არ არის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს და შეიცავენ საკმარის საფუძველს, ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მიერ, მისი მეუღლის დაზარალებულ ს--–---- გ---–-----ის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რადგანაც მტკიცებულებათა ერთობლიობა ნიშნავს იმას, რომ აშკარად უნდა დასტურდებოდეს რაიმე ფაქტის ან გარემოების არსებობა და მასში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს, აქედან გამომდინარე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, შეფასდეს, წარდგენილი ბრალდების შინაარსი თუ რამდენად გამომდინარეობს საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან.
ბრალდებულ გ--- კ-------ის მიმართ, წარდგენილი სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შემადგენლობისათვის უნდა არსებობდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და იგი დადგენილი უნდა იყოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც, იმას ნიშნავს, რომ ძალადობა უნდა განხორციელდეს არასრულწლოვნის თანდასწრებით, ხოლო, ამავე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიცია კი გულისხმობს, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც თავისთავად გულისხმობს ამ შემადგენლობების სხვადასხვა შინაარსობრივი ფორმის არსებობას, კერძოდ, ამ მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის დისპოციზიიდან გამომდინარე, მისი არსებობისათვის დადგენილი უნდა იქნეს დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ხოლო, ამავე მუხლის პირველი ნაწილი გამორიცხავს დაზარალებულის მიმართ ძალადობის განხორციელებას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და მისი ობიექტური შემადგენლობის არსებობისათვის მოითხოვს მხოლოდ დაზარალებულის მიმართ ძალადობას რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.
საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 3 ოქტომბერს ქუთაისში, ბ------ის #11-ში არსებულ სილამაზის სალონ ,,ა------–-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა გ--- კ-------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს დაზარალებულ ს--–---- გ---–-----ს, რაც, დადგენილია არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, ასევე, შემთხვევის ადგილზე მყოფი, ძალადობის ფაქტის შემსწრე მოწმის ნ----- გ--------ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც მიუთითებს, რომ სახეზეა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი. ხოლო, რაც შეეხება, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდების დამადასტურებელ გარემოებას, კერძოდ, 2018 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქუთაისში, შ--------ს ქუჩაზე, გ--- კ-------ემ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ს--–---- გ---–-----ს ხელი ორჯერ დაარტყა სახის არეში, ასევე, ქუთაისში, ბ------ის #20-ში მდებარე საცხობის მიმდებარე ტერიტორიაზე ორჯერ ხელი დაარტყა თავის არეში, აღნიშნულ გარემოებაზე მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაშია მითითებული. რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობის განხორციელების ფაქტი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დადგენილია მხოლოდ დაზარალებულ ს--–---- გ---–-----ის ჩვენებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სხვა რაიმე სახის მტკიცებულება ამ ფაქტის დასადასტურებლად მხარეთა მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა, რის გამოც, დაზარალებულის ჩვენება, რომლის დასადასტურებლად საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხოლოდ ირიბი მტკიცებულებებია გამოკვლეული, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, საკმარისი არ არის ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, განმარტებულია, რომ მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება). იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს გარდა დაზარალებულის ჩვენებისა არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მიმართ, სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს ამ კვალიფიკაციით.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, სასამართლო საქმის განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა წარდგენილ ბრალდების ამ ნაწილში გ--- კ-------ის ბრალეულობაში, რის გამოც, მის მიმართ, წარდგენილი სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის ს--–---- გ---–-----ის ჩვენებით, მოწმე ნ----- გ--------ის ჩვენებით, ასევე, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე.
წარდგენილი ბრალდების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლისა კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობისათვის აუცილებელია ძალადობა გამოხატული იყოს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში მითითებული პირების მიმართ, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ასევე ითვლება ყოფილი მეუღლე.
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ძალადობა, თავისი შინაარსით გამოიხატება მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამ შემთხვევაში სახეზეა განზრახი დანაშაული, რა დროსაც, მოტივსა და მიზანს არ გააჩნია მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი-ფიზიკური ტკივილი, რასაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ამ კვალიფიკაციისათვის დამახასიათებელ დანაშაულის შემადგენლობას.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს და რა მიზანი ამოძრავებდა მას, რაც, შესაძლებელს გახდის დადგინდეს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი და ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ერთობლიობაში შეფასდეს საქმეში არსებული მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდგომ განისაზღვროს, არსებობს თუ არა წარდგენილი ბრალდების შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშანი.
წარდგენილ ბრალდებებში, ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მათ შორის ბრალდებულის ქცევა დანაშაულის ჩადენის დროს და ამის შედეგად შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, რაც, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებულმა გ--- კ-------ემ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართული იყო მისი ყოფილი მეუღლის ს--–---- გ---–-----ის მიმართ, ეჭვიანობის ნიადაგზე. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ს--–---- გ---–-----მა ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული მიუთითებს, რომ ბრალდებულის ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს და გამორიცხავს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი მთლიანად უარყოფს მისი მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც შეეხება ბრალდებულის მიმართ, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ამ მუხლის დისპოზიციაში, სადაც მითითებულია, რომ ამ დანაშაულად მიჩნეულია სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, რა დროსაც, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, არა ზოგადი ხასიათის მოქმედების განხორციელების გამომჟღავნება, არამედ, ამ შემთხვევაში მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობის ჩადენით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული და გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს--–---- გ---–-----მა, განმარტა, რომ შემთხვევის დღეს როდესაც მივიდა მის სამსახურთან, გ--- კ-------ემ ის გადაიყვანა გზის მეორე მხარეს და კვლავ დაარტყა მას სახის არეში და ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც, ხელში ეკავა დანა. დაზარალებულის განმარტებით, იგი გაექცა მას და სხვისი მობილური ტელეფონის საშუალებით დარეკა პოლიციის განყოფილებაში. გარდა ამ შემთხვევისა მას გ--- კ-------ე თანაცხოვრების სამი წლის განმავლობაში ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ს--–---- გ---–-----ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ გ--- კ-------ის ბრალდების ამ ნაწილში უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის მუქარას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება ამ ნაწილში დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი კვალიფიკაციით.
საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, რომ ბრალდებულის მხრიდან გამოხატული იყო ამ შემადგენლობისათვის დამახასიათებელი კანონით დაცული სიკეთის განადგურების ან დაზიანების მუქარა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მიერ განხორციელებული ქმედება არ შეიცავს მუქარის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს, რის გამოც, ბრალდებული გ--- კ-------ე უნდა გამართლდეს, მის მიმართ წარდგენილ სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში, ამ მუხლის შემადგენლობისათვის აუცილებელი დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ გ--- კ-------ეს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ--- კ-------ის მიმართ, გამოყენებულ უნდა იქნას ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, აღნიშნული კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაც იქნება და ასევე, ხელს შეუწყობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის დაწესებული პრევენციული მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-270-ე, 271-275-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული გ--- კ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბრალდებული გ--- კ-------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე და ბრალდებულ გ--- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
3. მსჯავრდებულ გ--- კ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა - გაუქმდეს.
4. მსჯავრდებულ გ--- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 ოქტომბრიდან.
5. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ს--–---- გ---–-----ისაგან ამოღებული დანა, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს, ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, რომლიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე