განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
340100119003009610
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003009610

N1/72-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

24.06.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოთ--- სა-----–--ლის

ბრალდებულ -ელ--- მა------ვის

ადვოკატ -ლა-–- ჩა---–-–--ლის

თარჯიმანი - რა----- მე-----–--ლი

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული:ელ--- მა------ვი ;

მამის სახელი: დუ------;

დაბადებული: 05.03.1----–;

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული:ლაგოდეხის რაიონი სოფელი გ------–-.

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი გ------–-.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 17 აპრილს დაახლოებით 21:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გ------–-ში, ელ--- მა------ვმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო სცემა დას - თე-–-–- მა------ვას, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ელ--- მა------ვს 2019 წლის 20 აპრილს 20:00 საათზე დააკავეს და 2019 წლის 22 აპრილს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 30 აპრილს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ განთავისუფლდა პატიმრობიდან.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 17 აპრილს დაახლოებით 21:00 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გ------–-ში, ელ--- მა------ვმა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების გამო სცემა დას - თე-–-–- მა------ვას, რომელსაც სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, - შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - მა-–-- ის----------ვას, მუ----- მი------ვის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ თე-–-–- მა------ვას გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ელ--- მა------ვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დას - თე-–-–- მა------ვას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ--- მა------ვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ელ--- მა------ვმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და მონანიება. ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

ელ--- მა------ვის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ელ--- მა------ვის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გამოყენებული იქნას პირობითი მსჯავრი, რადგან ელ--- მა------ვი ადრე არ არის ნასამართლევი და ჩადენილ ქმედებას გულრწფელად ინანიებს.

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

ელ--- მა------ვს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 3000 ( სამი ათასი) ლარი, გირაოს სრულ გადახდამდე დარჩა პატიმრობაში.

2019 წლის 30 აპრილს ელ--- მა------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უზრუნველყოფილი იქნა ფულადი თანხით და იგი განთავისუფლდა პატიმრობიდან.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ელ--- მა------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

3. აღკვეთის ღონისძიება-გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ამ--– ნი------- (პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 30 აპრილს ელ--- მა------ვის (პ/ნ 2---------- ) აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი, შემოსავლის ორდერი N1------- ბანკის კოდი BAGAGE22, სისხლის სამართლის საქმე N№0-----------.

 

4. ელ--- მა------ვს სასჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 20 აპრილის 20:00 საათიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან, ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე