განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 340100119003041150
№1/88-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24.06.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილი სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - მა------ ის--ვის
ადვოკატი- მი----- მუ------–--ლის
თარჯიმანი - რა----- მე-----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: მა------ ის--ვი;
მამის სახელი: მა-----;
დაბადებული: 1----–-–-----------;
პირადი ნომერი:№3----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: საშუალო;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი კ----–----;
ფაქტობრივად მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი კ----–----.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: მა------ ის--ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
რაც გამოხატა შემდეგში:
2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 16 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უ---------–-–-, მა------ ის--ვმა, ურთიერთშელაპარაკებისას თავის არეში დაკეცილი დანა ჩაარტყა მეუღლეს, თა-------– მა------ვას რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
მა------ ის--ვი 2019 წლის 27 აპრილს 20:40 საათზე დააკავეს ჩადენილი ქმედებისათვის და 2019 წლის29 აპრილს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით. 2019 წლის 06 ივნისს წარედგინა დაზუსტებული ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 16 საათზე, ლაგოდეხის რაიონის სოფელ უ---------–-–-, მა------ ის--ვმა, ურთიერთშელაპარაკებისას თავის არეში დაკეცილი დანა ჩაარტყა მეუღლეს, თა-------– მა------ვას რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ შეტყობინება დანაშაულის შესახებ; მოწმე ვა-–- ის--ვის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ჯე---– გო---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, მოწმე თე--- ის--ვას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ჰა---– იმ----ვის გამოკითხვის ოქმი, დანის ამოღების ოქმი და ამოღებული დანა, დაზარალებულ თა-------– მა------ვას გამოკითხვის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა------ ის--ვმა, ურთიერთშელაპარაკებისას თავის არეში დაკეცილი დანა ჩაარტყა მეუღლეს, თა-------– მა------ვას რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, გამოიხატება მხოლოდ განზრახ მოქმედებაში. ამასთან აუცილებელია, რომ აღნიშნულმა მოქმედებამ გამოიწვოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მა------ ის--ვმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა------ ის--ვმა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა მა------ ის--ვის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთ შეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მა------ ის--ვის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
მა------ ის--ვის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
მა------ ის--ვის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მა------ ის--ვთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
მა------ ის--ვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 აპრილს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა, რაც 2019 წლის 18 ივნისს სეეცვალა გირაოთი და გათავისუფლდა პატიმრობიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1 მა------ ის--ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
3. აღკვეთის ღონისძიება -გირაო გაუქმდეს .
4. მა------ ის--ვს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 27 აპრილის 20:40 საათიდან 2019 წლის 18 ივნისის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება:
5. დანა, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
6. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
7. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე