განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119002926776
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/134-19 23 აპრილი, 2019 წელი
ქ.გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ,თამარ ბერუაშვილის მდივნობით,პროკურორ - ო----- ხ--------–---–ის,ბრალდებულ - თ------ ხ-------ის
მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №011220219004 საქმე თ------ ზ------- ძე ხ-------ის (დაბადებული 1959 წლის 2------------- პირადი №----------0, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: გორის რაიონის სოფელ დ-––-) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თ------ ხ-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 17:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ დ-––- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ------ ხ-------ი მეუღლეს - ნ--- ხ-------ს, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ--- ხ-------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
წინასასამართლო სხდომაზე, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, ბრალდებულმა თ------ ხ-------მა თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
თ------ ხ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოცხრილით, დათვალიერების ოქმით, შეტყობინების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო თ------ ხ-------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. თ------ ხ-------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია. თ------ ხ-------ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ------ ხ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ თ------ ხ-------ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ თ------ ხ-------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. თ------ ხ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 22 თებერვლიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დანა და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: შალვა კაკაურიძე