განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 14010011900279735
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №------ 06 მარტი, 2019 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ
თ----- ბერუაშვილის მდივნობით
პროკურორ - შ------ა მ---–----–-–---–ის,ადვოკატ - დ------ ა-–-----–---–ის,ბრალდებულ - გ------ ქ--------ის
მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის (გამოძიების №077181117001) საქმე გ------ ა-–----------ს ძე ქ--------ის მიმართ, დაბადებულის 1967 წლის 0-----–---, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არ მქონის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: ქ.ხაშურში, თ-----------------–---------ში, მცხოვრების: ხაშურის რაიონის სოფელ ახ--–-------––-, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------ ქ--------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 138-ე კილომეტრზე, ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე, თბილისის მიმართულებით ,,მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსით სახელმწიფო სარეგისტრაციო №---------- მოძრავმაგ------ ქ--------ემ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მცირეწლოვან - ა------- ლ-----ეს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რადგან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ, ამდენად მათ, საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---–---- ლ-----ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მოძრაობდა ქობულეთიდან ჯავახეთის მიმართულებით. სურამთან გაუფუჭდა ავტომანქანა, რა დროსაც მასთან მივიდა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელსაც ასევე გაფუჭებული ჰყავდა ავტომანქანა და დახმარება სთხოვა. მისი შვილი მანქანაში იჯდა. მან თვალის მოკვრაც ვერ მოასწრო, რომ ბავშვმა გადაურბინა დასავლეთიდან მოძრავ ავტომანქანას, რომელიც შეეჯახა მას და ბავში იპოვა სანიაღვრე არხში. იგი წაიყვანეს ბრალდებულის ავტომანქანით. ბავშვს გაუკეთდა სამი ოპერაცია. ბრალდებულმა მას აუნაზღაურა 2400 ლარი. შემდეგ კი ყურადღება აღარ მიაქცია
გარდა აღნიშნულისა, გ------ ქ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და თანდართული ფოტოცხრილით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.
ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გ------ ქ--------ის ბრალეულობას დადასტურებულად მიიჩნევს და თვლის, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. გ------ ქ--------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მან აღიარა წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი დასტურდება, რომ დაზარალებულს მის მიმართ არ გააჩნია პრეტენზია, ხოლო ბრალდებული თანხმობას გამოთქვამს მისი მხრიდან ანაზღაურებული იქნეს მიყენებული ზიანი, გ------ ქ--------ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რომლის პირობით ჩათვლაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------ ქ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 (ოთხი) წელი.
მასვე, 2 (ორი) წლის ვადით, ჩამოერთვას ავტო-სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ გ------ ქ--------ეს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
3. პირობით მსჯავრდებულ გ------ ქ--------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. გ------ ქ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის №------ განჩინებით დაყადაღებულ, თ----- ქ--------ის (პირადი №-----------) კუთვნილ უძრავ ქონებას (მდებარე: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი პატარა ა---–-------–-, საკადასტრო კოდი №69.03.54.5--).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. საქმეზე დართული საგნები და ნივთები: „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ერთი დისკი, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე