განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
040100119003055697
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 1
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 040100119003055697

საქმე N1/ -25

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე მუკბანიანი

 

პროკურორის - ზ----- შ--–----------

ბრალდებულის - ლ---- კ----------

ადვოკატის –მერაბ დარახველიძის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე

 

ბრალდებულ ლ---- კ---------- მიმართ

მამის სახელი: ჯ----–-;

დაბადებული: 0-.0-. 1--- წელი;

დაბადების ადგილი: ს----------–--, ა-------–------;

მოქალაქეობა: ს----------–--;

განათლება: ს-–----–--;

ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;

პირადი ნომერი: 0----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი–ა-------–------, სოფელი- კ--–------;

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი– ა-------–------, სოფელი- კ--–------;

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ლ---- კ----------, 2019 წლის 2 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ა-------–------ს რაიონის სოფელ კ--–-----–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, უმიზეზოდ განაწყენებისას, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის დარტყმის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა დედას, ნ--- კ----------, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 14 ივნისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.129–133).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. ლ---- კ---------- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------–------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 3 მაისს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა ლ---- კ---------- ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, ნ--- კ----------, რის გამოც აეკრძალა იმ სახლთან, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა(ს.ფ.64–69).

 

6.დაზარალებულ ნ--- კ---------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლ---- კ---------, 2019 წლის 2 მაისს აგინებდა, რამდენჯერმე დაარტყა ხელი ბეჭის არეში, ეძახდა უპატრონო ქალს, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური სტრესი.(ნ--- კ---------- დაკითხვის ოქმები, ს.ფ. 3-6; 16–19; 60-63).

7.მოწმის სახით დაკითხული ე--- მ----–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დგინდება, რომ არის კ--–------ს სოფლის ექიმი. 2019 წლის 2 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიმართა პიოლიციამ დახმარების თხოვნით. რომ ენახა დაზარალებული ნ--- კ---------, რომელსაც კარგად იცნობს და არის მისი პაციენტი. ნ--- კ---------- აწუხებს ნევროზი, საიჭიროებს ფსიქიატრის კონსულტაციას, საუბრობს ხმამაღლა რაც მახასიათებელია ამ დაავადებისათვის, იხსენებს წლების წინ მომხდარ ფაქტებს. 2 მაისს რა მოხდა მასა და მის შვილს შორის არ უთქვამს. გარეგულად რაიმე დაზიანება არ აღმოაჩნდა(ს.ფ. 12-14)

8.მოწმის სახით დაკითხული ფ------ კ--------- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დგინდება, რომ 2019 წლის 2 მაისს შესული შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე ნ--- კ---------- გარეგნული შემოწმების მიზნით გამოცხადდა ა-------–------ს რაიონის სოფელ კ--–-----–-, ნ--- კ---------- ოჯახში. ნ--- კ---------- განმარტა, რომ მას სცემა შვილმა, ლ---- კ----------. როგორც ექიმმა გასინჯა ნ--- კ---------, რომელსაც ვიზუალურად სხეულზე არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. თუმცა განმარტავდა, რომ 2019 წლის 2 მაისს ცემა შვილმა და ცემის დროს იგრძნო ტკივილი(მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ.82-83);

9.2019 წლის 3 მაისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ 2019 წლის 2 მაისს, ა-------–------ს რაიონის სოფელ კ--–-----–-, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ლ---- კ----------, იძალადა დედაზე –ნ--- კ---------ზე, რის გამოც წარედგინა ბრალდება ს----------–--ს სისხლის სამართლის კოოექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით(დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.71-73);

 

10. საქმეში წარმოდგენილი, წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული 2019 წლის 2 მაისის ოქმით სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ, დგინდება, რომ ნ--- კ---------- უარი განაცხადა საავადმყოფოში წასვლასა და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ მოტივით, რომ ფიზიკური დაზიანება მისთვის არც მის შვილს ლ---- კ---------- და არც სხვას არ მიუყენებია(ს.ფ.7) .

 

11. ლ---- კ---------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 2 მაისის მოწმე ც----- მ------- გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 3 მაისის ბრალდებულ ლ---- კ---------- გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 2 მაისის ოქმით ექიმის მიერ ნ--- კ---------- ვიზუალური დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 2 მაისის ოქმით ნ--- კ---------- მიერ სამედიცინო ბარათის წარმოდგენის შესახებ, 2019 წლის 2 მაისის ოქმით ბრალდებულ ლ---- კ---------- დაკავების შესახებ, 2019 წლის 2 მაისის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ თანდართული ამონაწერით, 2019 წლის 2 მაისის ოქმით დაკავებულის ნათესავთან სატელეფონო გასაუბრების შესახებ, 2019 წლის 3 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით თანდართული ფოტოცხრილით, 2019 წლის 3 მაისის ოქმით დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების შესახებ, 2019 წლის 3 მაისის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, 2019 წლის 2 მაისის დადგენილებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2019 წლის 2 მაისის დადგენილებით სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, 2019 წლის 3 მაისის ცნობით ლ---- კ---------- ნასამართლობის შესახებ, 2019 წლის 3 მაისის ცნობით ლ---- კ---------- ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ, 2019 წლის 6 მაისის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ლ---- კ---------- შესახებ თანდართული ამონაწერით, 2019 წლის 13 მაისის ცნობით ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ლ---- კ---------- მიმართ, შეტყობინებით დანაშაულის ჩადენის შესახებ, ნ--- კ---------- სამედიცინო ბარათით, ფორმა N1-თ, ინფორმაციით ლ---- კ---------- შესახებ, დადგენილებით, 2019 წლის 3 მაისის დადგენილებით ნ--- კ---------- დაზარალებულად ცნობის შესახებ, წერილობითი მიმართვებით და პასუხებით, 2019 წლის 3 მაისის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2019 წლის 3 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, 2019 წლის 4 მაისის საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე, 2019 წლის 6 მაისის შეტყობინებით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ლ---- კ---------- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ 2019 წლის 8 მაისის ოქმით, 2019 წლის 8 მაისის გირაოს გადახდის ქვითრებით, 2019 წლის 8 მაისის წერილით სასჯელაღსრულების დაწესებულებას ლ---- კ---------- პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების შესახებ;

 

12.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად ნ--- კ--------- არის ლ---- კ---------- ოჯახის წევრი.

 

13.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ლ---- კ---------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სამართლებრივი შეფასება:

 

14.სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ---- კ---------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

15.ლ---- კ---------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

16. ლ---- კ---------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული(არ არის ნასამართლევი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, შერიგებულია დაზარალულთან, რომელსაც მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია. ხასიათდება დადებითად, დანაშაულს წინ უძღოდა ალკოჰოლური თრობით გამოწვეული დაზარალებულის არაადეკვატური ქმედება, არის თვითდასაქმებული.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

17. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ---- კ---------- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ლ---- კ---------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაზარალებული არის აფექტური, უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე, უბნის ექომის ჩვენებით დეზორიენტირებულია დროსა და სივრცეში, იხსენებს წლების წინანდელ მოვლენებს, ასადაგებს აწმყოს და რომ არა ბრალდებულის გულწრფელი აღიარება და მონანიება ჩადენილი ქმედებისა, მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას ვერ დაეფუძნებოდა ბრალდებულის ქმედების შეფასება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ლ---- კ---------- მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ლ---- კ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ლ---- კ----------, 2019 წლის 2 მაისის 20:20 საათიდან, 2019 წლის 08 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 35 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 115 (ას თხუთმეტი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1(ერთი) წლის ვადით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ლ---- კ---------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ლ---- კ---------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი