განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100119003035403
საქმე №1/19-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ივნისი, 2019 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე მუკბანიანი
პროკურორის - მ----- ტ--–--–-–---–--
ბრალდებულის - ნ-----–---- კ----------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №------------ საქმე
ბრალდებულ ნ-----–---- კ---------- მიმართ
მამის სახელი: ტ--–----;
დაბადებული: 0-.0-.1--- წელი;
დაბადების ადგილი: ს----------–--, ა-------–------;
მოქალაქეობა: ს----------–--;
განათლება: ტ----------;
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-;
პირადი ნომერი: 0----------;
რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი – ა-------–------, სოფელი - ვ--–---;
ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-ს----------–--, მუნიციპალიტეტი – ა-------–------, სოფელი ვ--–---;
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მეორე ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა :
1. ნ-----–---- კ----------, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ა-------–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ--–--–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახა, 34,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“ . ხსენებული ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა 2019 წლის 22 მარტს, ნ-----–---- კ---------- საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა;
2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 28 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.76 - 80).
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. საქმეზე წინასწარ გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ს---–--- მ-----------, ზ---- კ-------–----, ზ------- ჩ----------, დ----- გ--–------- ჩვენებებით დგინდება, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებთ ჩატარდა ჩხრეკა ა-------–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ--–--–- მცხოვრებ ნ-----–---- კ---------- საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში, რა დროსაც ამოღებული იქნა მომწვანო-მოყავისფრო ფერის მძაფრი სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, რომელიც დაილუქა სათანადო წესით(ს.ფ.4-6, ს.ფ.7-9, ს.ფ.24-26, ს.ფ.27-29 ).
5. ნ-----–---- კ---------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო და განაცხადა, რომ მან უკანონოდ შეიძინა და შეინახა ,,მარიხუანა“.
6. 2019 წლის 22 მარტის ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ა-------–------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ--–--–-, ნ-----–---- კ---------- საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისაღებ ოთახში მდგარი მაგიდიდან ამოღებული იქნა მომწვანო-მოყავისფრო ფერის მძაფრი სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა (ს.ფ.17-21).
7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო -კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 29 მარტის N--- სქ დასკვნით, მომწვანო ფერის მცენარეული მასა, მშრალ მდგომარეობაში, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,გამომშრალ მარიხუანას“, საერთო წონით -34,14 გრამს.
8. ნ-----–---- კ---------- მიმართ წარდგენილ ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 23 მარტის მოწმე დ----- გ--–------- გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 22 მარტის შუამდგომლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ და მოსამართლის განჩინებით; დადგენილებით ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ნ-----–---- კ---------- სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული და ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილიო ნარკოტიკული საშუალებით - ,,გამომშრალი მარიხუანა“; ინფორმაციით ნ-----–---- კ---------- შესხებ; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ცნობით რ----ლ--------- და ქვემო ს-------- პ------–--- ბიუროდან, ა-------–------ს რიონული სასამართლოს 2015 წლის 19 აპრილის განაჩენით ნ-----–---- კ---------- მიმართ და განკარგულებით განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შესახებ; ცნობით შპს ,,ქ--------- ფ---------- ჯ---------–----- ც-----------“; ს---–--- მ----------- პატაკით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით - ფორმა N1, მიმართვით ა-------–------ს რაიონული პროკურატურისადმი, მიმართვით საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურისადმი, მიმართვით შპს ,,ქ--------- ფ---------- ჯ---------–----- ცენტრისადმი, მიმართვით სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი, მიმართვით რ----ლ--------- და ქვემო ს-------- პ------–--- ბ-------------, დადგენილებით ნ-----–---- კ---------- ბრალდების შესახებ, შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ და შესაბამისი განჩინებით, გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის გაფრთხილების შესახებ ოქმით, ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ;
9. .ნარკოტიკული საშუალება ” გამომშრალი მარიხუანა” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში №90 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა და შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რაც ნ-----–---- კ---------- არ ჰქონია.
უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით, 34,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა”, ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობას.
10.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-----–---- კ---------- უკანონოდ შეიძინა და შეინახა - 34,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა“
სამართლებრივი შეფასება:
11. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- კ----------, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 - ე მუხლის მეორე ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
12. ნ-----–---- კ---------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
13.ნ-----–---- კ---------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი ქმედების გულწრფელი აღიარება და მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
14.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ნ-----–---- კ---------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი -ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების საფრთხე, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
15.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნ-----–---- კ---------- როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს უნდა ჩამოერთვას ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები შესაბამისი ვადებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1.ბრალდებული ნ-----–---- კ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731–ე მუხლის მეორე ნაწილი გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე და მესამე მუხლების თანახმად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: ა).სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ბ)საადვოკატო საქმიანობის, უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება: დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება: ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება
2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულ ნ-----–---- კ---------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. ნ-----–---- კ---------- მიმართ უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
4.საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა” , რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად
5. ბრალდებულ ნ-----–---- კ---------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი