განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
330100119002939042
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1572-19

(№0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - გ--------------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - თ----------------–ი

 

ბრალდებული - ვ-------ი ა-–----–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, რეგისტრირებული: ა---------------–----–---–------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–--------------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

დისპოზიცია: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1. ვ-------ი ა-–----–---–მა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა განეხორციელებინა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ-------ი ა-–----–---–ი 2----–-–---------------რიდან - 2----–-–---------------ის ჩათვლით პერიოდში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ვ-------ი ა-–----–---–ი ეწეოდა მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას. ვ-------ი ა-–----–---–ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 29 000 აშშ დოლარი და 15 000 ლარი, რაზედაც 2----–-–---------------რიდან - 2----–-–---------------ის ჩათვლით პერიოდში მიღებულმა სარგებელმა შეადგინა 13 189.98 ლარი. ვ-------ი ა-–----–---–ის მიერ მიღებული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო გადასახადის სახით გადასახდელად დაეკისრებოდა 1 919.75 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ბრალდებულმა ვ-------ი ა-–----–---–მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე, მიჩნეულ იქნა უდავო მტკიცებულებებად და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

 

2.2 ვ-------ი ა-–----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: ნ-----------–---–--------------------–---–-------------–---–---–--------------------------------------------ს გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად ბრალდებულის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმით და მის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით ბრალის აღიარების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომართვის წერილებით, შემოსავლების სამსახურის მომართვის წერილით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის თემატური რევიზიის აქით.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი პოზიციების დასასაბუთებლად.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ვ-------ი ა-–----–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფოს ფინანსური ინტერესი, რადგან იგი ვერ ღებულობს მეწარმეთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ბაჟს, ლიცენზიის გაცემისათვის - გადასახადს, ასევე სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს.

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.4. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ვ-------ი ა-–----–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ვ-------ი ა-–----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით ბრალდებულის მხრიდან ბრალის ნებაყოფლობით აღიარებას.

 

6.3. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ-------ი ა-–----–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის მას უნდა დაენიშნოს ადეკვატური სასჯელი, კერძოდ, ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-------ი ა-–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. ვ-------ი ა-–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

3. განაჩენის აღსრულებაზე მსჯავრდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე