განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
340100119003040782
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003040782

№1/85-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 ივლისი 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშილის

ბრალდებულ - ზა------ ბრ----ძის

ადვოკატ - თა---–- გო----–-ძის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ზა------ ბრ----ძე;

მამის სახელი: ბო-----;

დაბადებული: 21.12.1---–-

პირადი ნომერი: 2----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ო--------;

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ო--------;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კვალიფიკაცია: ზა------ ბრ----ძემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2019 წლის 03 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ონ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზა------ ბრ----ძემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, იძალადა მეუღლეზე - ელ- ბი---–აევზე, კერძოდ, თმებში მოქაჩა ხელით და დააგდო იატაკზე, რის შედეგადაც ელ- ბი---–აევმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზა------ ბრ----ძე, 2019 წლის 04 მაისს, 00:05 საათზე დააკავეს და 2019 წლის 05 მაისს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 03 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ონ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ზა------ ბრ----ძემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, იძალადა მეუღლეზე - ელ- ბი---–აევზე, კერძოდ, თმებში მოქაჩა ხელით და დააგდო იატაკზე, რის შედეგადაც ელ- ბი---–აევმა განიცადა ფიზიკური ტკივილი

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმე მა-- ბრ----ძის გამოკითხვის ოქმით, მოწმე იმ---- სა------ძის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ელ- ბი---–აევის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზა------ ბრ----ძემ, ჩაიდინა ძალადობა მეუღლის - ელ- ბი---–აევის მიმართ, კერძოდ, თმებში მოქაჩა ხელით და დააგდო იატაკზე, რის შედეგადაც ელ- ბი---–აევმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა იძალადა ოჯახის წევრზე, კერძოდ - მეუღლეზე ელ- ბი---–აევზე, რომელმაც ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზა------ ბრ----ძემ ოჯახის წევრის მიმართ, ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ზა------ ბრ----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ზა------ ბრ----ძის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ზა------ ბრ----ძე არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზა------ ბრ----ძის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, არსებობს ყველა ის საფუძველი, რაც საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოსაყენებლად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ზა------ ბრ----ძეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზა------ ბრ----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

3. ზა------ ბრ----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 04 მაისის 00:05 საათიდან 2019 წლის 08 მაისის ჩათვლით.

 

4. აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთ თვეში ია---- ბრ----ძეს(პ/ნ 2----------) დაუბრუნდეს 2019 წლის 08 მაისს ზა------ ბრ----ძის (პ/ნ 2----------) აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარი. შემოსავლის ორდერი N1------; ბანკის კოდი BAGAGE22, სისხლის სამართლის საქმე N0-----------,5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე