განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე
პროკურორები - ვ--------------------------------------------------–----------
1. ბრალდებული ი----------------------------------- დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: რ---------------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: რ-----------–------–------------------------------------
ადვოკატი - მ--------–------
2. ბრალდებული ლ--–----------------------------- დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–--------------------------------------------
3. ბრალდებული კ-----------------------------------, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს----------------–----------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----–--–----------–-------------.
ადვოკატი - ა-–--------------------–---–-
4. ბრალდებული მ-------–-----------------------, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----–-------–--------------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: კ-----------------------–------–---–----
ადვოკატი - ს-------------–------
პროცესის სხვა მონაწილე: ი-----------------–---------–---
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი - უკანონოდ კრედიტის მიღება, ე.ი ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2016 წლის 04 აპრილს, ი----------------------------------–--------–-- შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 3500 ლარი და წარადგინა შ-------–----------------------------- მიერ გაცემული ყალბი №------------ სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა 8052.10 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 04 აპრილს, ი----------------------------------–-------------- მიიღო კრედიტი 14 300 აშშ დოლარის ოდენობით.
1.2 2016 წლის 18 აპრილს, ლ--–----------------------------–--------–-- შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 900 ლარი, ხოლო დამატებით მიუთითა 1800 ლარის შემოსავალი და წარადგინა შ-------–----------------------------- მიერ გაცემული ყალბი №------------ სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა 1-961.78 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 18 აპრილს, ლ--–----------------------------–-------------- მიიღო კრედიტი 25 320 აშშ დოლარის ოდენობით.
1.3 2016 წლის 17 მარტს, მ-------–-----------------------–--------–-- შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 3 000 ლარი და წარადგინა შ-------–----------------------------- მიერ გაცემული ყალბი №------------ სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა 15 803 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 17 მარტს, ლ--–----------------------------–-------------- მიიღო კრედიტი 27 770 აშშ დოლარის ოდენობით.
1.4 2016 წლის 26 აპრილს, კ-----------------------------------–--------–-- შეავსო ავტო სესხის განაცხადი, სადაც შემოსავლად მიუთითა 800 ლარი, ხოლო დამატებით მიუთითა 5 000 ლარის შემოსავალი და წარადგინა შ-------–----------------------------- მიერ გაცემული ყალბი №------------ სალაროს შემოსავლის ორდერი, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს გადახდილი ჰქონდა ავტომანქანის ღირებულების თანამონაწილეობის თანხა 9390.28 ლარი. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 27 აპრილს, კ-----------------------------------–-------------- მიიღო კრედიტი 17 150 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ი---------------------------–---------------------------------–--–----------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ი---------------------------–---------------------------------–--–----------- დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ი---------------------------–---------------------------------–--–----------- მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენა, გარდა ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სალაროს შემოსავლის ორდერებს, ავტოსესხის განაცხადებს, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებს, დათვალიერების ოქმებს, ამოღების ოქმებს, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე ბრალდებულების ი---------------------------–---------------------------------–--–----------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 0-/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/201-; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.3 საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული კრედიტის მიღების მიზნით ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდებისათვის. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობის მიწოდებაში გამოიხატება, სუბიექტური მხარე კი პირდაპირ განზრახვასა და სპეციალური, კრედიტის მიღების მიზნის არსებობაში ვლინდება.
4.4 კრედიტი ფულადი საშუალებაა, რომელსაც ბანკი მსესხებელს აძლევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით. კრედიტორის გადაწყვეტილებაზე გასცეს თუ არა კრედიტი და - რა პირობებით, არსებითად ახდენს გავლენას მის ხელთ არსებული ინფორმაცია პოტენციური მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და შემოსავლების შესახებ, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის შესაბამისი ფინანსური მდგომარეობა, მისი გადახდისუნარიანობა წარმოადგენს კრედიტის დაფარვის გარანტიას.
4.5 მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებითა და დამკვიდრებული პრაქტიკით, დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც წესი, შეიცავს მონაცემებს საკუთრების, ქონებრივი უფლებებისა და ვალდებულებების, ბალანსის, მოგებისა და ზარალის, კრედიტის დაფარვის გარანტიების შესახებ. ბანკში ან სხვა საკრედიტო ორგანიზაციაში წარდგენილი ამ მონაცემების სიყალბე შეიძლება მდგომარეობდეს შეგნებულად არასწორი, დამახინჯებული ან არასრული ინფორმაციის მიწოდებაში.
4.6 მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, არასწორი ინფორმაციის შემცველი ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით, სს სს ,,საქართველოს ბანკს“ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია მისი ფინანსური მდგომარეობის, მუდმივი სამუშაო ადგილისა და სტაბილური შემოსავლის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა მის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით კრედიტორისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნას და ბანკისგან სასურველი კრედიტის მიღებას.
4.7 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ი---------------------------–---------------------------------–--–----------- ქმედებები შეიცავს საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშნებს. საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, მოცემული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება არა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის, არამედ ყალბი ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან.
4.8 სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავსებით აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და მათი ერთობლიობა საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ი---------------------------–---------------------------------–--–----------- მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - კრედიტის უკანონოდ მიღება, ე.ი. კრედიტის მიღების მიზნით ბანკისათვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდება. შესაბამისად, ისინი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი და მათ სისხლისსამართლებრივი წესით პასუხი უნდა აგონ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.10. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ი----------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.2. კ----------------------------–------------–--–----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს დანაშაულებრივი ქმედება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ასევე მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
6.3. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის ი----------------- უნდა დაენიშნოს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მ-------–------ 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, კ------------------------–--–----------- 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2. გაუქმდეს ი----------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. ლ--–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
4. გაუქმდეს ლ--–----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
5. მ-------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
6. გაუქმდეს მ-------–------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3-------- განჩინებით მ-------–------------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება 2 000 (ორი ათასი) ლარი გირაოს თანხის ფარგლებში ყადაღადადებულ უძრავ ქონებას (მესაკუთრე: დ-----------–--–-–---–--------------------- მდებარე: ქ-------–-------–----------------------------------------------–------------ საკადასტრო კოდი 7-.1-.0-.1--- მოეხსნას ყადაღა.
7. კ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;
8. გაუქმდეს კ------------------ მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
9. განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულების ი-----------------, ლ--–-----------, მ-------–------ და კ------------------ მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე