განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/478-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძე
სხდომის მდივანი თამარ ფიფია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------–-
დაცვის მხარე:
ადვოკატი - გ------------------–---–-
ბრალდებული - ნ-----–-------------–---–- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–---------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თბილისში, ს-----------------------------ში, ამჟამად პატიმარი
წარდგენილი კვალიფიკაცია და დისპოზიცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
ნ-----–-------------–---–- 2012 წლიდან ცხოვრობს თბილსში, ს-----------------------------------ში, დასთან - მ------------–---–თან ერთად. ერთად ცხოვრების განმავლობაში, ნ-----–-------------–---–- ხშირად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას და ამცირებს თავის დას, ასევე, ემუქრება სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც იწვევს მ------------–---–ის ტანჯვას და მუქარის გამო აქვს მუდმივად შიშის გრძნობა. 2018 წლის 28 დეკემბერს, დილის საათებში, იმყოფებოდნენ რა საცხოვრებელ ბინაში ზემოაღნიშნულ მისამართზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ-----–-------------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------------–---–ს, რომლის მიმართ, ასევე, განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც სცემა იგი ხელებით თავისა და სახის არეში, რამაც გამოიწვია მ------------–---–ის ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის დაზიანება. ამავდროულად, ნ-----–-------------–---–- დაემუქრა მ------------–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა და დაასახიჩრებდა. მ------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ნ-----–-------------–---–-ს ქმედების შედეგად, ასევე, მიადგა მორალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–-------------–---–- ცხოვრობს თბილისში, ს-----------------------------------ში, დასთან - მ------------–---–თან ერთად. 2018 წლის 28 დეკემბერს, დილის საათებში, იმყოფებოდნენ რა საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ-----–-------------–---–მა მ------------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, დაარტყა თავისა და სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის დაზიანება.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკვილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ა) ძალადობა
სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებასაც ეფუძნება სასამართლოს დასკვნა.
წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულისა და ბინაში გამოცხადებულ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებისა.შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა მტკიცებულებას, გარდა ხსენებული მტკიცებულებებისა, მიენიჭა პრეიუდიციული ძალა.
საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ------------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ძმის - ნ-----–-------------–---–-ს წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორები - მ-----–-----–-------------------–------–---–-, რომლებმაც განმარტეს, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დილის საათებში, დაახლოებით 8 საათისთვის, 112-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მ------------–---–ის მიერ განხორციელებული შეტყობინების გამო, გამოცხადდნენ თბილისში, ს-----------------------------------ში. შეტყობინების ინიციატორი ითხოვდა, დროულად მისულიყვნენ, ძალიან განერვიულებული იყო და ყვიროდა. ამის გამო, მიხეილ ძნელაძემ ისიც კი უთხრა, რომ კარი ღია დაეტოვებინა, რომ ეგრევე შესულიყვნენ. იქვე იყვნენ და ძალიან მალე მივიდნენ. ბინაში დახვდათ მ------------–---–ი და ნ-----–-------------–---–-, რომელიც იწვა, მაგრამ არ ეძინა. მ------------–---–ს ცხვირი ჰქონდა დასისხლიანებული, ყვიროდა, შველას ითხოვდა, ამბობდა, რომ ძმამ - ნ-----–------ სცემა, მუშტები ურტყა. ამბობდა, რომ როდესაც სვამდა, ხდებოდა აგრესიული და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გაესაუბრნენ ნ-----–-------------–---–ს, რომელმაც უარყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და, ჩვეულებრივ, წყნარად იქცეოდა. ეს უკანასკნელი დააკავეს და შედგა დაკავების ოქმი. ალკოტესტით შემოწმებისას დაკავებულს დაუდგინდა თრობა. მ------------–---–მა ადგილზე უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და მისი გამოძახება მოხდა საპატრულო პოლიციაში.
სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით, რომლიც დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, 2018 წლის 28 დეკემბერს მ------------–---–ს პირადი გასინჯვით აღენიშნებოდა ნაჭდევი ცხვირის ზურგზე ზედა მესამედში, რომელიც განვითარებული რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 2018 წლის 28 დეკემბერს.
2018 წლის 28 დეკემბერს გაცემული შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომლებიც დაცვის მხარეს, ასევე, არ გაუხდია სადავოდ, დგინდება მოძალადის - ნ-----–-------------–---–-ს მხრიდან მსხვერპლის - მ------------–---–ის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით, რომელიც, ასევე, უდავო მტკიცებულებას წარმოადგენს, დადგენილია ნ-----–-------------–---–-ს სიმთვრალე.
მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ------------–---–მა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, უდავო მტკიცებულებადაა ცნობილი მისი განცხადება, დათარიღებული 2018 წლის 28 დეკემბრით, რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნულ დღეს ძმამ - ნ-----–-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და დახმარება აღმოუჩინა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. აღნიშნული ბრიგადის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე, უდავო მტკიცებულებას წარმოადგენს.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულისა და დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ პატრულ-ინსპექტორებს ბინაში მხოლოდ და-ძმა - მ--- და ნ-----–-------------–---–ები დახვდნენ, დაზარალებულს ცხვირი სისხლიანი ჰქონდა და ძალიან განერვიულებული იყო. მ------------–---–მა მათ ადგილზე განუცხადა, რომ მისმა ძმამ რამდენჯერმე ჩაარტყა, რითაც მიადგა დაზიანება და განიცადა ტკივილი. მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, დადგენილია, რომ ბრალდებული, მართლია, იწვა ლოგინში, თუმცა არ ეძინა, როგორც ამას დაცვის მხარე უთითებს. გარდა ამისა, ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებით, ასევე, დგინდება, რომ მისვლამდე ისინი ესაუბრნენ დაზარალებულს, რა დროსაც ის განერვიულებული იყო, ყვიროდა და ითხოვდა მათ დროულად მისვლას. ამდენად, იმ დროს, როდესაც ბინაში, და-ძმის გარდა, არავინ იყო, სასამართლო გამორიცხავს დაზარალებულისთვის სხვა პირის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს, რაზეც არც დაცვის მხარეს მოუხდენია აპელირება. რაც შეეხება დაცვის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა გამოძიების ეტაპზე ძმის წინააღმდეგ ჩვენება მისი სასმელზე დამოკიდებულებისა და გაბრაზების გამო მისცა, სასამართლო ცალსახად ვერ გაიზიარებს, რამდენადაც, დაზარალებულის მიერ ბრალდებულის მიმართ რაიმე სახის ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ის იგივე პოზიციას დაიკავებდა სასამართლოში და უარს არ განაცხადებდა ძმის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მართალია, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ვერ მიიღო ჩვენება უშუალოდ დაზარალებულისგან, ხოლო პატრულ-ინსპექტორები პირადად არ შესწრებიან ნ-----–-------------–---–-ს მხრიდან მ------------–---–ზე ძალადობის განხორციელების ფაქტს, თუმცა, ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მოწმეთა მიერ აღწერილი დაზარალებულის ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მათ მიიჩნევს მიწოდებული ინფორმაციის პირველწყაროდ.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მ------------–---–ის პირადი გასინჯვისა და სამედიცინო ბარათის საფუძველზე არის გაცემული, და რაც მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, დადგენილია, რომ მ------------–---–ის დაზიანება, ცხვირის ზურგზე ზედა მესამედში, არის მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით განვითარებული. ამასთან, დასკვნაში პირდაპირაა მითითებული მ------------–---–ის მიერ ექსპერტისთვის გადაცემული ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, საცხოვრებელ ბინაში, ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი თავის არეში. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია მოწმეების - მ-----–-----–---------------------–------–---–-- ჩვენებებთან, რაც ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს, რომ სწორედ ნ-----–-------------–---–მა განახორციელა ძალადობა მ------------–---–ის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ზემოთ მითითებული მტკიცებულებები და გარემოებები, როგორც სხდომაზე გამოკვლეული, ისე, უდავოდ მიჩნეული, ერთობლიობაში წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს ნ-----–-------------–---–-ს მიერ მ------------–---–ის მიმართ განხორცილებული ძალადობის დასადასტურებლად.
ბ) სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება
გარდა ძალადობისა, ნ-----–-------------–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება მოიცავს მის მიერ მ------------–---–ის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას, რასაც სასამართლო არ ეთანხმება, რამდენადაც აღნიშნული უტყუარად ვერ დადასტურდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პატრულ-ინსპექტორებმა - მ-----–-----–--------------------–------–---–-- თავიანთ ჩვენებებში დეტალურად აღწერეს ზ----------------------------ში განვითარებული მოვლენები. ამასთან, ორივე მათგანმა მიუთითა, რომ მ------------–---–მა მათ უთხრა, რომ მისი ძმა სისტემატურად სვამდა, ამის გამო ხდებოდა აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
ფაქტი, რომ ნ-----–-------------–---–- სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა დაზარალებულს, არ დასტურდება სხვა არცერთი მტკიცებულებით. ამასთან, არცერთ მოწმეს არ მიუთითებია, რომ დაზარალებულმა მათ დაუსახელა რომელიმე კონკრეტული ფაქტი, პერიოდი და დრო, როდესაც ნ-----–-------------–---–მა ამგვარი ქმედება განახორციელა მ------------–---–ის მიმართ, დაზარალებულისგან კი სასამართლომ ვერ მიიღო ჩვენება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ ადგენს, რომ ნ-----–-------------–---–-ს მხრიდან დის მიმართ ადგილი ჰქონდა ტანჯვის გამომწვევ სისტემატურ შეურაცხყოფას, დამცირებას ან შანტაჟს, რის გამოც ნ-----–-------------–---–ს წარდგენილი ბრალის ფორმულირებიდან ამოურიცხავს ამ შემადგენლობას.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ბრალდებულის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების საფუძველს, რამდენადაც ნ-----–-------------–---–ს უტყუარად უდასტურდება მ------------–---–ის მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტი 2018 წლის 28 დეკემბერს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფითა ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმები. სისხლისსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დილის საათებში, თბილისში, ზ--------------------------ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–-------------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი დაარტყა დას - მ------------–---–ს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და დაზიანება ცხვირზე.
რაც შეეხება ნ-----–-------------–---–-ს მხრიდან მ------------–---–ის მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და დამცირებას, არ დადასტურდა არც საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და არც მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით.
ამასთან, ის გარემოება, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ნ-----–-------------–---–-ს მიერ სისტემატური შეურაცხმყოფელი ქმედებები, არ ათავისუფლებს მას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით შერაცხული ქმედების პასუხისმგებლობისგან, რამდენადაც გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა მ------------–---–ის მიმართ მისი მხრიდან ძალადობის ჩადენა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ-----–-------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა მ------------–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება.
საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულ არცერთ პატრულ-ინსპექტორს, არც ქ----------–------–---–---------–-------–-----–----, სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში არ განუცხადებიათ, რომ შეესწრნენ ნ-----–-------------–---–-ს მხრიდან დის მიმართ მუქარის განხორციელებას, ან ამ სახის ინფორმაცია მათ მიაწოდა დაზარალებულმა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის შესახებ ინფორმაციის შემცველი არანაირი დოკუმენტი არ მოიპოვება, ასევე, უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებშიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არათუ ერთობლიობაში არ იძლევა საკმარის საფუძველს ნ-----–-------------–---–-ს მიმართ ოჯახის წევრის - მ------------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიჩნევისათვის, არამედ - არ შეიცავს არცერთ ირიბი სახის ინფორმაციასაც კი. აღნიშნულის გაცხადებისას სასამართლო, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს ზოგადად ოჯახური ძალადობის საქმეებზე დანაშაულის ლატენტურ ხასიათს, რომ იზოლირებულ სივრცეში ხდება მათი უმეტესობა და რიგ შემთხვევებში არ არსებობს დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველი, გარდა დაზარალებულისა, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გარემოება არ იძლევა არც იმის შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებების შეფასება მოხდეს ნაკლები სტანდარტით, ვიდრე ეს საჭიროა პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით გონივრული ეჭვის ბარიერის გადასალახად და, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ბრალდებულის მიმართ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე (დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა), სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–-------------–---–-ს მიმართ არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მისი მხრიდან 2018 წლის 28 დეკემბრის დილას დის - მ------------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, სხვა მტკიცებულება კი, რაც ინფორმაციის მომცემი იქნებოდა ბრალდებულის მიერ დის მიმართ მუქარის თაობაზე, არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–-------------–---–-ს მიერ 2018 წლის 28 დეკემბერს მ------------–---–ის მიმართ მუქარის ეპიზოდთან მიმართებით არ არსებობს გონივრული ეჭვის ბარიერის გადამლახავი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც ნ-----–-------------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ამასთან, ნ-----–-------------–---–ს მოცემული მტკიცებულებებით უტყუარად დაუდასტურდა მ------------–---–ის მიმართ ძალადობის განხორციელება, რამაც ფიზიკური ტკვილი გამოიწვია და არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რის გამოც ნ-----–-------------–---–- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, ბრალის ფორმულირებიდან სასამართლო ნ-----–-------------–---–ს ამოურიცხავს სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას მ------------–---–ის მიმართ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ/დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, რომ დაზარალებულმა ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი; ასევე, ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, რომ არ არის ნასამართლევი, რა დროსაც, ასევე, ითვალისწინებს მის ასაკს; ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას, ასევე, მხედველობაში იღებს, იმ გარემოებას, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობის ერთჯერად ჩადენას.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის პრევენციის, ბრალდებულის რესოციალიზაციისა და სასჯელის მიზნების უზრუნველსაყოფად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული 5 თვე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებულ უნდა იქნეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, რა დროსაც მხედველობაში იქნება მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებული ნორმა და ნ-----–-------------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე, ჩაეთვლება სასჯელის ვადაში (შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 1 დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი), რაც მოხდილი აქვს სრულად.
ამასთან, სასამართლო არ იმსჯელებს საქმეზე დართულ ვიდეოჩანაწერზე, რამდენადაც აღნიშნული ჩანაწერი დაუშვებლად იქნა ცნობილი წინასასამართლო სხდომაზე და, შესაბამისად, არ წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ-----–-------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ-----–-------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ-----–-------------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის მოხდის ვადაში.
ნ-----–-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე