გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002827548
საქმე № 3/11-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: რ----- ჩ--–-----ი
წარმომადგენელი: ხ----- კ---------
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: თ----- ი------–---–-
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): გორის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი: ნ--- ფ---–---–---–-
მესამე პირი (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): გ------ ბ----ე
წარმომადგენელი: მ----- ც----–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე 5883 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის გ------ ბ----ისა (პირ. № 5----------) და თანამესაკუთრის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 სექტემბრის № 882013423318-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე 5883 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის გ------ ბ----ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 სექტემბრის № 882013453457-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე გ------ ბ----ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 5883 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 2 მარტის № 892018161433-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც 5883 მ2 შემცირდა 5491 მ2-მდე.
1.4. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე გ------ ბ----ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 5491 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 დეკემბრის № 892018744369-20 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულება, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ------ ბ----ის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ - საერთო სარგებლობის გზის ნაწილში - უარის თქმის შესახებ.
სარჩელის თანახმად, რ----- ჩ--–-----მა (პირ. № 3----------) 2007 წელს გორის მუნიციპლიტეტის სოფელ მ------ში შეიძინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაც მის სახელზე აღირიცხა 2018 წლის 30 მარტს. მის მეზობლად მდებარეობს გ------ ბ----ის მიწის ნაკვეთი, რომელთა შორისაც გადიოდა საავტომობილო გზა. ამ გზის გამოყენებით ახდენდა მოსარჩელე კუთვნილ ნაკვეთამდე მისვლას, ტრაქტორის მიყვანას, მოსავლის გამოტანას.
გ------ ბ----ემ უძრავი ქონების საზღვრების, ფართის დაზუსტებისა და ელექტრონულ ფორმატში რეგისტრაციის მიზნით რეესტრის სამსახურში წარადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით მესამე პირის საკუთრებაში მოექცა მიწის გარკვეული მონაკვეთი, რაც ოდითგან იყო საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ უთხრა უარი გ------ ბ----ეს საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობაზე, თუმცა, საბოლოოდ, ურთიერთშეუსაბამო მონაცემების მიუხედავად, მაინც დაუდგინა იდენტურობა.
2. მოპასუხეებისა და მესამე პირთა პოზიცია
მოპასუხემ და მესამე პირებმა სარჩელი არ სცნეს, მიუთითეს და განმარტეს, რომ საზღვრების დაზუსტება სრულად შეესაბამება გ------ ბ----ის საკუთრებაში არსებულ ფართსა და კონფიგურაციას; სადავო მონაკვეთის რეგისტრაციით მესამე პირის საკუთრებაში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა არ მოქცეულა, რადგან იქ ამგვარი გზა საერთოდ არ არსებობდა. სადავო მონაკვეთზე გადის მხოლოდ სარწყავი რუ, რასაც აქვს თავის სასარგებლო ზოლი.
გ------ ბ----ის განმარტებით, მას ნებაყოფლობით ჰქონდა კუთვნილი იურიდიული საზღვარი შემცირებული და ფაქტობრივად ღობე შიგნით შეწეული, რაც აძლევდა რ----- ჩ--–-----ს საშუალებას, ეს მონაკვეთი გამოეყენებინა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისათვის. შემდგომში მან აღადგინა ფაქტობრივი საზღვარი იურიდიული საზღვრის გასწვრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე 5883 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2013 წლის 10 სექტემბერს დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა გ------ ბ----ისა და თანამესაკუთრის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით;
მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 სექტემბრის № 882013423318-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 131-133).
3.2.2. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე, № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5883 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთი, 2013 წლის 25 სექტემბერს სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე, დაზუსტებული მონაცემებით აღირიცხა გ------ ბ----ის ერთპიროვნულ საკუთრებაში;
მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 სექტემბრის № 882013453457-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 145-147).
3.2.3. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე გ------ ბ----ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მონაცემებში 2018 წლის 2 მარტს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შევიდა ცვლილება და 5883 მ2 მიწის ფართი შემცირდა 5491 მ2-მდე;
მტკიცებულება: რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 2 მარტის № 892018161433-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 156-158).
3.2.4. გ------ ბ----ემ 2018 წლის 24 აგვისტოს კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ მიწის ნაკვეთის მონაცემების დაზუსტება, რაზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება; მასალები გადაეგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერიას უფლების დამდგენი დოკუმენტისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობის დასადგენად;
მტკიცებულება: 2018 წლის 24 აგვისტოს განცხადება, განცხადების მიღების ბარათი (ტომი1, ს. ფ. 160-164), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 31 აგვისტოს № 892018744369-03 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, 2018 წლის 31 აგვისტოს № 375149 (ტომი1, ს. ფ. 173-174).
3.2.5. მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 10 ოქტომბრის ოქმით დადასტურებულად არ ჩაითვალა გ------ ბ----ის საკუთრებაში № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5491 მ2 და წარდგენილ საადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რადგან ნახაზი მოითხოვდა კორექტირებას;
მტკიცებულება: სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 10 ოქტომბრის ოქმი № 00122, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 ოქტომბრის № 04/16896 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 184-186).
3.2.6. მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 17 ოქტომბრის ოქმით დადგენილად ჩაითვალა გ------ ბ----ის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან K---------------------------) და წარდგენილ საადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა; მიეთითა, რომ A-B მონაკვეთზე მითიტებული პირი გარდაცვლილია, B-C მონაკვეთზე მითითებული პირი დაუსაბუთებელი მიზეზით არ აწერს ხელს. ხელმოწერებს აკეთებენ მითითებული ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მფლობელები;
მტკიცებულება: სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 17 ოქტომბრის ოქმი № 00125, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ოქტომბრის № 04/17489 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 191-193).
3.2.7. საჯარო რეესტრის სამსახურმა კვლავ მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას საკითხის ხელახლა განხილვის შესახებ იმ მოტივით, რომ 2018 წლის 17 ოქტომბრის № 00125 ოქმში არ იკვეთება, რომელ მიწის ნაკვეთთან დასტურდება საკადასტრო აზომვით ნახაზში ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 24 ოქტომბრის № 445161 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 195).
3.2.8. მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 5 დეკემბრის № 00142 ოქმით დადასტურებულად არ ჩაითვალა გ------ ბ----ის საკუთრებაში № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5491 მ2 და წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა;
გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 5 დეკემბრის № 04/20469 მიმართვით კი საჯარო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ 2018 წლის 5 დეკემბრის № 00142 ოქმით მერია ადასტურებს ამ მიწის ნაკვეთების იდენტურობას;
მტკიცებულება: სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 5 დეკემბრის ოქმი № 00142, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 5 დეკემბრის № 04/20469 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 211-213).
3.2.9. 2018 წლის 5 დეკემბრის № 00142 ოქმსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 5 დეკემბრის № 04/20469 მიმართვაში ასახული შეუსაბამობის გამო, საჯარო რეესტრის სამსახურმა იმავე დღეს კვლავ მიმართა მერიას საკითხის განსახილველად;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 დეკემბრის № 497309 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 215).
3.2.10. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს საჯარო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ მერია არ ადასტურებს მითითებული მიწის ნაკვეთების იდენტურობას სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 5 დეკემბრის № 00142 ოქმის საფუძველზე;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 დეკემბრის № 04/20858 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 218).
3.2.11. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს საჯარო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ მხედველობაში არ მიეღო 2018 წლის 10 დეკემბრის № 04/20858 მიმართვის შინაარსი, რადგან მერიაში დამატებით მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა მოსაზღვრე მეზობლების ჩართულობით და პასუხს უმოკლეს ვადაში აცნობებდა;
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 10 დეკემბრის № 04/20867 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 222).
3.2.12. საჯარო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ------ ბ----ეს უარი ეთქვა ცვლილების რეგისტრაციაზე;
მტკიცებულება: რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 14 დეკემბრის № 892018744369-18 გადაწყვეტილება (ტომი 1, ს. ფ. 221).
3.2.13. მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 11 დეკემბრის ოქმით მერიამ დაადასტურა გ------ ბ----ის საკუთრებაში № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5491 მ2 და წარდგენილ საადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა; მიეთითა, რომ მოსაზღვრე მეზობლებმა დაადასტურეს მიწის ნაკვეთის იდენტურობა უფლების დამდგენ დოკუმენტთან;
მტკიცებულება: სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2018 წლის 11 დეკემბრის ოქმი № 00146, გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 დეკემბრის № 04/20952 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 225-227).
3.2.14. საჯარო რეესტრის სამსახურმა 2018 წლის 18 დეკემბერს განაახლა საქმის წარმოება და, 2018 წლის 11 დეკემბრის № 00146 ოქმის საფუძველზე, იმავე დღეს მოახდინა ცვლილების რეგისტრაცია;
მტკიცებულება: სარეგისტრაციო წარმოების განახლების შესახებ 2018 წლის 18 დეკემბრის № 892018744369-19 და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 დეკემბრის № 892018744369-20 გადაწყვეტილებები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 228-231).
3.2.15. გ------- ს---–---–თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რ----- ჩ--–-----ის სახელზე 2018 წლის 30 მარტს, № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდით აღირიცხა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე 1503 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულებები, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 30 მარტის № 892018251970-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 104-114).
3.2.16. გ------ ბ----ის № 6--5--0--0-- და რ----- ჩ--–-----ის № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობენ ერთმანეთის მეზობლად, რომელთა შორის მთელ სიგრძეზე არსებობს გარკვეული, კერძო საკუთრებაში დაურეგისტრირებელი ფართი;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 1 აპრილის სიტუაციური ნახაზი (ტომი 2, ს. ფ. 39).
3.2.17. სისტემური აღწერის დაუზუსტებელ მონაცემებთან (ე. წ. ყვითელი ფენა) მხარეთა მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემები (ე. წ. წითელი ფენა) არსებით თანხვედრაში არ არის; რ----- ჩ--–-----ი სადავოდ ხდის გ------ ბ----ის საკუთრების რეგისტრაციის კანონიერებას სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ,,საავტომობილო გზის" ნაწილში;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 1 აპრილის სიტუაციური ნახაზი (ტომი 2, ს. ფ. 39).
3.2.18. გ------ ბ----ის საკუთრების სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ე. წ. ყვითელ ფენაზე ასახული ის მონაკვეთი, რასაც რ----- ჩ--–-----ი მიიჩნევს საავტომობილო გზად, არ არის მოქცეული გ------ ბ----ის დაზუსტებული მონაცემებით აღრიცხულ საკუთრებაში (ე. წ. წითელ ფენაში);
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის 2019 წლის 1 აპრილის სიტუაციური ნახაზი (ტომი 2, ს. ფ. 39).
3.2.19. მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შ----– თ--------–ის, დეპუტატ მ----- მ------–---–ისა და სოფელ მ------ში მცხოვრებ ა-–---- ჩ--–-----ის მიერ 2016 წლის 20 იანვარს შედგენილი იქნა აქტი იმის შესახებ, რომ გზა, რომელიც შედის ა-–---- ჩ--–-----ისა და ნ----–- გ---–-–---–ის სახლებს შორის არის ფაქტობრივი მდგომარეობით 3,40 სანტიმეტრი სარწყავი არხის ჩათვლით, რაც დაფიქსირებულია მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ რუქებზე. აღნიშნული გზა არის საერთო სარგებლობის და აგრეთვე ა-–---- ჩ--–-----ისა და გ------ ბ----ის ბაღში მისასვლელი;
მტკიცებულება: 2016 წლის 20 იანვრის აქტი (ტომი 1, ს. ფ. 40).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ გ------ ბ----ის სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციებით მის საკუთრებაში სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსვლეთით საერთო სარგებლობის შიდა საავტომობილო გზა არ მოქცეულა; ამასთან, მის საკუთრებაში № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული და წარდგენილ საადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა დადასტურებულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 11 დეკემბრის ოქმით, რაც გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, ,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განსაზღვრის წესი", ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების თანახმად, რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ბ) წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; გ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; რეგისტრაციის გაუქმება შეიძლება, გასაჩივრდეს მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად.
მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაირკვეს, გ------ ბ----ის სახელზე განხორციელებული სადავო რეგისტრაციებით მის საკუთრებაში სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსვლეთით მოექცა თუ არა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა.
სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესა და მესამე პირს ერთმანეთის მეზობლად საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები; მათ შორის და გ------ ბ----ის ნაკვეთის სამხრეთით არსებობს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზა, რომლითაც სარგებლობდა რ----- ჩ--–-----იც. გ------ ბ----ემ კი უძრავი ქონების დაზუსტებული რეგისტრაციისას რეესტრის სამსახურში წარადგინეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რაც არ შეესაბამება იურიდიულ და ფაქტობრივ მდგომარეობას; ამგვარი რეგისტრაციით კი მოსარჩელეს შეეზღუდა საერთო სარგებლობის შიდა საავტომობილო გზის გამოყენების შესაძლებლობა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არაერთხელ უთხრა უარი გ------ ბ----ეს საკადასტრო აზომვითი ნახაზისა და უფლების დამდგენი დოკუმენტის იდენტურობაზე, თუმცა, საბოლოოდ, ურთიერთშეუსაბამო მონაცემების მიუხედავად, მაინც დაუდგინა იდენტურობა.
ამ საკითხის გარკვევის მიზნით უნდა განისაზღვროს ისეთი მტკიცებულება(ები) რომელიც შეიცავს მოდავე მხარეთა საკუთრების შესახებ საკადასტრო აზომვით მონაცემებს და ამავე დროს გააჩნია უტყუარობისა და სიზუსტის, შესაბამისად, სანდოობის მაღალი ხარისხი.
მოცემულ საქმეზე წარმოდგენილია სიტუაციური ნახაზი, სადაც ასახულია სისტემური აღწერის დაუზუსტებელი (ე. წ. ყვითელი ფენა) და მხარეთა მიერ წარდგენილი დაზუსტებული მონაცემები (ე. წ. წითელი ფენა), რომლებიც ერთმანეთთან არსებით თანხვედრაში არ არის.
სასამართლო არ მსჯელობს, სადავო საკითხთან მიმართებაში თუ რომელ მონაცემს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რადგან დადგენილია, რომ გ------ ბ----ის № 6--5--0--0-- და რ----- ჩ--–-----ის № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები მდებარეობენ ერთმანეთის მეზობლად, რომელთა შორის მთელ სიგრძეზე არსებობს გარკვეული, კერძო საკუთრებაში დაურეგისტრირებელი ფართი.
მოცემულ შემთხვევაში ჯერ უნდა დადგინდეს, ეს დაურეგისტრირებელი ფართი წარმოადგენდა საავტომობილო გზას, თუ სხვა დანიშნულებით გამოყენებად მონაკვეთს, ხოლო შემდეგ უნდა გაირკვეს, მოექცა თუ არა გ------ ბ----ის საკუთრებაში საერთო სარგებლობის ფართი ან მისი ნაწილი.
გ------ ბ----ის მითითებით, იქ გადის რუ და სადავო მონაკვეთიც მხოლოდ რუსთვის განკუთვნილი ზოლია, რომლის საავტომობილო გზად გამოყენებაც შეუძლებელია.
წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის მიხედვით, გ------ ბ----ის დაზუსტებულ მონაცემებში (ე. წ. წითელ ფენაში) სისტემური აღწერით (ე. წ. ყვითელი ფენა) განსაზღვრული კერძო საკუთრებაში აღურიცხავი ფართი მოქცეული არ არის.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში რ--------- კ--–--ე, ყოფილი წარმომადგენელი შ----– თ--------–ი, სოფელ მ------ის დეპუტატი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მ----- მ------–---–ი, რ----- ჩ--–-----ზე ნაკვეთის გამყიდველი გ------- ს---–---–ი, სოფელ მ------ში მცხოვრებნი - ქ------- გ------–--–ი და ნ------- ს---–---–ი.
მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელ რ--------- კ--–--ის ჩვენებით, სოფლის მაცხოვრებლებმა დაადასტურეს, რომ სადავო ადგილზე გზა არასდროს ყოფილა; ვიდრე ჩ--–-----ი ნაკვეთს იყიდდა, ეს ნაკვეთი გაერთიანებული ყოფილა ჯ----– გ-------შვილის ნაკვეთთან, რაც შემდეგ გაიყო, და ამ ნაკვეთს ჩრდილოეთიდან ჰქონდა მისასვლელი; მერია დარწმუნდა, რომ რ----- ჩ--–-----ი ცდილობდა გ------ ბ----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ხარჯზე მოეწყო მისასვლელი გზა თავის ნაკვეთთან; გ------ ბ----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრიდან რუმდე არის 1 მეტრი, რომლის გაზომვაც მოხდა მერიის წარმომადგენლების მიერ.
შ----– თ--------–ის ჩვენებით (გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში), თავდაპირველად სადავო ადგილი რ----- ჩ--–-----ის მამის - ა--–-- ჩ--–-----ის თხოვნით დაათვალიერა, რა დროსაც გ------ ბ----ეს ღობე რუსკენ გადმოწეული არ ჰქონდა. მეორე მისვლისას კი კი ღობე გამოწეული ჰქონდა; სადავო ადგილზე განთავსებულია ვენახი და ღობეც ამ ვენახების ძირში გაატარა ბ----ემ. ვენახი კი რუს ნაპირამდეა მისული. რუს გარდიგარდმო მიწის ნაკვეთით მოსახლეობა სარგებლობს საცალფეხო გზით, თუმცა რ----- ჩ--–-----ის ნაკვეთამდე გზა არ მიდის. რუს სიგანე დაახლოებით 1 მეტრია; იმ დროს, როდესაც გ------ ბ----ეს ღობე შეწეული ჰქონდა, რუს გამოკლებით გზის სიგანე დაახლოებით 2,30 მეტრი იქნებოდა.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფელ მ------ის დეპუტატ მ----- მ------–---–ის ჩვენებით, იგი მ------ში დაბადებულია (1970 წელს) და სადავო ადგილზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა, იყო მხოლოდ საცალფეხო გზა რუს გასწვრივ. იმ ადგილზე იდგა ჭადრის 2 დიდი ხე და მათ შორის მოსახლეობა დადიოდა მხოლოდ ფეხით, რადგან მანქანით გავლა შეუძლებელი იყო.
გ------- ს---–---–ის ჩვენებით (რ----- ჩ--–-----ზე ნაკვეთის გამყიდველი), ვიდრე ნაკვეთს ჩ--–-----ებს მიჰყიდდა, ამ ნაკვეთის სამხრეთით სამანქანო გზა არასდროს ყოფილა; ისინიც ამ ნაკვეთში დადიოდნენ ჩრდილოეთის მხრიდან თავისივე კუთვნილი მეორე ნაკვეთიდან. ბ----ესა და ამ ნაკვეთს შორის ჩამოდის რუ, რაც სამხრეთით ოდნავ ფართოვდება. ამ ნაკვეთთან მისასვლელად რუს მონაკვეთი მათ არასდროს გამოუყენებიათ საავტომობილო გზად. სამხრეთიდან შესაძლებელი იყო მხოლოდ ხელის პატარა ტრაქტორის (მოტობლოკის) გატარება რუს კალაპოტში და ისიც იმ პერიოდში, როდესაც ბ----ეებს ღობე კუთვნილი საზღვრიდან შიგნით ჰქონდათ შეწეული. ამ დროს გ------ ბ----ის დედა გამოხატავდა უკმაყოფილებას, რომ იმ მონაკვეთზე გზა არ იყო და არც ხელის ტრაქტორი უნდა გატარებულიყო. ნაკვეთს, რომელიც შემდეგ რ----- ჩ--–-----ს მიჰყიდა, სამხრეთიდან კარი არ ჰქონდა, მან (გ------- ს---–---–მა) ჩააყენა მხოლოდ იმ ზომის კარი, რომ ხელის ტრაქტორი გატეულიყო.
სოფელ მ------ის მკვიდრ ნ------- ს---–---–ის ჩვენებით (დაბადებული 1950 წელს) მხარეთა შორის ჩამოდის სარწყავი არხი (რუ), რასაც მიუყვება მხოლოდ საცალფეხო ბილიკი; საავტომობილო გზა იქ არასდროს ყოფილა. ვიდრე ჩ--–-----ზე გაასხვისებდნენ, ნაკვეთში ს---–---–ები დადიოდნენ ჩრდილოეთის მხრიდან.
ქ------- გ------–--–ის ჩვენებით (მ------ის მცხოვრებელი 1982 წლიდან), გ------ ბ----ის ნაკვეთთან ახლოს საკუთრებაში მასაც აქვს მიწის ნაკვეთი; იქ ჩამომდინარე რუსთან გადიოდა მხოლოდ საცალფეხო გზა და დღესაც იმ გზით დადის ყველა. ვიდრე ჩ--–-----ზე გაასხვისებდნენ, ნაკვეთში ს---–---–ები დადიოდნენ ჩრდილოეთით მდებარე თავისივე კუთვნილი მეორე ნაკვეთიდან. რ----- ჩ--–-----ის ნაკვეთს სამანქანო გზა არც ერთი მხრიდან უდგება. ვიდრე გ------ ბ----ე ღობეს კუთვნილ საზღვარზე დააბრუნებდა, რუს კალაპოტში არსებული გზა ისედაც ვიწრო იყო. მას რ----- ჩ--–-----ის დედამ მიუტანა დოკუმენტი და ხელმოწერა სთხოვა; თავდაპირველად უარი განუცხადა იმის გამო, რომ იქ საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა, ხოლო შემდეგ ხელი მოაწერა, თუმცა განუმარტა, რომ ხელმოწერა არ ნიშნავდა იქ საავტომობილო გზის არსებობის დადასტურებას. მან გ------ ბ----ის დედისაგან გადმოცემით იცის, რომ ღობე შეივიწროვეს სახლის ასაშენებლად; ხეხილი და ვენახიც ისეა ჩარგული, რომ იქ საავტომობილო გზის არსებოა გამორიცხულია. იმის გამო, რომ გ------ ბ----ემ ღობე კუთვნილ ტერიტორიაზე გადასწია, ხელის ტრაქტორის გატარება შეუძლებელია.
ყველა ამ მოწმის ჩვენებით ირკვევა, სადავო მონაკვეთზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა.
გარდა ამისა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემდეგი ქონება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და მათი ნაწილები, ქუჩები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები, მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები და ნაპირსამაგრი ნაგებობები.
,,ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განსაზღვრის წესის” (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის № 220-ე დადგენილებით) 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებად ითვლება თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებული საავტომობილო გზები, დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელი გზები, მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები.
სადავო მონაკვეთზე საავტომობილო გზის არსებობას არ ადასტურებს არც თვით ადგილობრივ თვითმმართველობა - გორის მუნიციპალიტეტის მერია, რომლისთვის მიკუთვნებულ ქონებასაც წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის გზები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------ ბ----ის № 6--5--0--0-- და რ----- ჩ--–-----ის № 6--5--0--1-- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის მთელ სიგრძეზე, სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებობს გარკვეული, კერძო საკუთრებაში დაურეგისტრირებელი ფართი, სადაც გადის რუ და სადავო მონაკვეთიც მხოლოდ რუსთვის განკუთვნილი ზოლია;
ეს კი გამორიცხავს იმის მტკიცების შესაძლებლობას, რომ ეს მონაკვეთი წარმოადგენდა საავტომობილო გზას.
იმის მიუხედავად, საავტომობილო გზად მიიჩნევა თუ რუსთვის განკუთვნილ ზოლად ეს მონაკვეთი, ასევე უნდა გაირკვეს, მოექცა თუ არა სადავო მონაკვეთი გ------ ბ----ის საკუთრებაში.
როგორც აღინიშნა, მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 11 დეკემბრის ოქმით მერიამ დაადასტურა გ------ ბ----ის საკუთრებაში № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 5491 მ2 და წარდგენილ საადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, რაც საფუძვლად დაედო 2018 წლის 18 დეკემბერს მის საკუთრებაში ცვლილების რეგისტრაციას.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა საპილოტო პროექტის ფარგლებში დგინდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
ნორმის ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის 2018 წლის 11 დეკემბრის № 00146 ოქმი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით რეგლამენტირებულ აღმჭურველი სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რაც კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის.
შესაბამისად, მასში მოყვანილი გარემოებები რ----- ჩ--–-----თან მიმართებაში უტყუარად და დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
ის ფაქტი, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არაერთხელ ითქვა უარი გ------ ბ----ის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის იდენტურობაზე, ეს არ აქარწყლებს 2018 წლის 11 დეკემბრის № 00146 ოქმში ასახულ გარემოებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ გ------ ბ----ის საკუთრებაში მოექცა საავტომობილო გზად თუ რუსთვის განკუთვნილ ზოლად მიჩნეული სადავო მონაკვეთი.
გარდა ამისა, სადავო მონაკვეთის გ------ ბ----ისადმი კუთვნილებაზე მიუთითებენ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რეესტრის სამსახურის მიერ სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას სწორად იქნა საქმის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი, სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები რ----- ჩ--–-----თან მიმართებაში არ ეწინააღმდეგება ,,საჯარო რეესტრის შესახებ”საქართველოს კანონს და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველიც.
იმის გამო, რომ არ დასტურდება სადავო აქტების უკანონობა რ----- ჩ--–-----თან მიმართებაში, არც ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნის მიმართ არსებობს მისი იურიდიული ინტერესი და სარჩელი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
მოცემულ სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ქონებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების კანონიერება; საქმის მასალებით ირკვევა, რომ ოთხივე გადაწყვეტილება შეეხება ერთი და იგივე მიწის ნაკვეთის სადავო მონაკვეთს, რომელთა ბათილად ცნობის მოთხოვნასაც ერთი და იგივე საფუძველი აქვს; შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობად უნდა განისაზღვროს 100 ლარი.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის ეტაპზე გადახდილია 400 ლარი, საიდანაც მას უნდა დაუბრუნდეს 300 ლარი.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი 400 ლარიდან 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. რ----- ჩ--–-----ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე 5883 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის გ------ ბ----ისა და თანამესაკუთრის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 სექტემბრის № 882013423318-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.2. რ----- ჩ--–-----ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე 5883 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთის გ------ ბ----ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 25 სექტემბრის № 882013453457-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.3. რ----- ჩ--–-----ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე გ------ ბ----ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 5883 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 2 მარტის № 892018161433-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.4. რ----- ჩ--–-----ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ------ში მდებარე გ------ ბ----ის სახელზე № 6--5--0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 5491 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 18 დეკემბრის № 892018744369-20 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.5. რ----- ჩ--–-----ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულების შესახებ, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ------ ბ----ის განცხადების დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ (საერთო სარგებლობის გზის ნაწილში) უარის თქმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. რ----- ჩ--–-----ის მიერ 2019 წლის 4 თებერვალს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 10, რეფერენსი 7552168279) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. რ----- ჩ--–-----ს დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 11 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი (საგადახდო დავალება № 252, რეფერენსი 7580124509).
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი