გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.06.2019
საქმის ნომერი
330210019002937950
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7763-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ივნისი 2019 წელი ქ. თბი-–-სი

თბი-–-სის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვი-–-

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვი-–-

მოსარჩელე -ლი-–- ჭა------ე

მოპასუხეები- ლი--- სი------ი

წარმომადგენელი - მი----– ჯო---ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწი-–-

1.სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. ლი--- სი------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა 8000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

1.2. ლი--- სი------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის პროცენტი 4 685 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოპასუხე ლი--- სი------ს ბიზნესის გასაფართოებლად ესაჭიროებოდა 10000 აშშ დოლარი. რადგან მოსარჩელე თვითონ იყო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში და არ გააჩნდა გასასესხებელი თანხა, ლინა სი------ის თხოვნით მოსარჩელემ ნაცნობებისაგან ისესხა 8000 აშშ დოლარი, იმ პირობით, რომ თითოეული მსესხებლისაგან აღებულ 2000 აშშ დოლარზე უნდა გადაეხადა თვეში 60 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენდა ნასესხები თანხის 3%-ს ყოველთვიურად. მოსარჩელის განმარტებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თუ რომელიმე გამსესხებელი მოითხოვდა ვალის დაბრუნებას, მოპასუხეს ერთ კვირაში უნდა დაებრუნებინა ვალი.

 

რადგან ლი--- სი------ი არ ასრულებდა ვალდებულებას და არ იხდიდა თანმიმდევრულად პროცენტს გამსესხებლებმა მკაცრად მოითხოვეს თანხის დაბრუნება სესხის ძირი თანხის და გადაუხდელი სარგებელის. ლი--- სი------ის ნაცვლად ვალდებულებების შესრულება მოუწია მოსარჩელის ქალიშვილს, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენი-–- შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა 8000 აშშ დოლარი საიდანაც გადახდი-–-ა 3000 აშშ დოლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2016 წელს დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 8000 აშშ დოლარს. სესხის ვადა თავდაპირველად დაიდო სამი თვით, შემდეგ კი გაგრძელდა უვადოდ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილები (ს.ფ.35-41)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენი-–- სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 სესხის ხელშეკრულებისათვის განისაზღვრა პროცენტი, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 3%-ს, რაც თანხობრივად 240 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილები (ს.ფ.35-41)

 

3.2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 20016 წელს პროცენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 1740 აშშ დოლარს. მოპასუხის მიერ გადახდი-–-ა 300 აშშ დოლარი და 200 ლარი.

 

ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წელს პროცენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შადგენდა 2880 აშშ დოლარს, საიდანაც გადახდი-–-ა 500 აშშ დოლარი და 700 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ხელწერილები (ს.ფ.35-41)

 

მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მატერიალური სამართლებრივი ნორმით მოცემული გარემოებების დამტკიცებისათვის ამა თუ იმ მტკიცებულების არჩევის აუცილებლობას ზოგ შემთხვევაში კარნახობს ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. ასე მაგალითად, სასესხო ვალდებულების დროს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს რეალურ ხელშეკრულებას. რეალურად მიიჩნევა ხელშეკრულება, რომელიც დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან, არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას. თუმცა აღნიშნული მსჯელობა ეხება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, ვინაიდან ზეპირი შეთანხმება ვერ მიიჩნევა სესხის ხელშეკრულების დადებად, მაშინ როდესაც ამისათვის აუცილებელია რეალური ქმედება. რეალური ხელშეკრულება დადებულად ითვლება რეალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების შემდეგ. სადავოობის შემთხვევაში, ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს, მხარემ უნდა ამტკიცოს არა სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის სახით თანხის რეალურად გადაცემა. მართალია, სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს სასესხო ურთიერთობებთან მიმართებით წერილობითი ფორმის უპირატესობას ზეპირ ფორმასთან, მაგრამ ეს დასტურდება პრაქტიკით. შესაბამისად, მხარეები წერილობითი ხელშეკრულების დადებით ქმნიან მათი ინტერესების დაცვის უფრო მეტ გარანტიას, როდესაც რეალური ქმედების ამსახველ წერილობით დოკუმენტში აღწერენ სესხის ხელშეკრულების, როგორც რეალური ხელშეკრულების, მაკვალიფიცირებელი ქმედების განხორციელებას, კერძოდ, სესხის ხელშეკრულების დადებას.

 

სასესხო ურთიერთობაში თანხის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი თანხის გამცემის - მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ლი-–- ჭა------ე სესხის სახით თანხის გადაცემის ფაქტს ადასტურებს როგორც ახსნა-განმარტებით ასევე საქმეში წარმოდგენი-–- ხელწერილებით, რომლის ნამდვილობა მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთან ზეპირი სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი და ოდენობა სადავოდ არ გაუხდია არც მოპასუხეს და შესაგებლით აღიარა, ის ფაქტი, რომ სესხის თანხა შეადგენდა 8000 აშშ დოლარს.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა ძირი თანხის სახის 8000 აშშ დოლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ძირი თანხიდან გადახდი-–- ქონდა 3000 აშშ დოლარი, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ძირ თანხასთან ერთად შედგენს ყოველთვიური სარგებლის 3%-ის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრება.

 

მოპასუხეს წარმოდგენი-–- შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია პროცენტის ოდენობა და ზოგადად მიუთითა, რომ შესასრულებელი ვალდებულება შეადგენდა მხოლოდ ძირი თანხის სახით 5000 აშშ დოლარს.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო სამართალურთიერთობაში მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების შესრულების მიღება სსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად განიმარტება შემდეგნაირად: „კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის

მოვალის მიმართ მას შეუძლია არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით.

 

ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს

მოვალისათვის რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს

ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით.

 

კანონი მოვალეს აღჭურავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების

შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამუფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ

მითითებული გარემოების დადასტურებას.

 

ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი

ეკისრება მოვალეს, ხოლო სსკ -ის 429- ე მუხლის საფუძველზე შესაბამისი

მტკიცებულება შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ფულადი ვალდებულების სპეციფიკისა და სამოქალაქო ბრუნვის თავისებურების გათვალისწინებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, ვალდებულების არსიდან გამომდინარე, თავადვე აგებს პასუხს იმ სამოქალაქო რისკის თაობაზე, რომელიც ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების არ არსებობას შეიძლება მოჰყვეს შედეგად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ კანონმდებელი ფულადი ვალდებულების (თანხის გადახდა) შესრულების მიღების დამადასტურებელ დოკუმენტად განიხილავს კრედიტორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ან თანხის გადარიცხვის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტს, რაც განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოქალაქო კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, შესრულების თაობაზე დოკუმენტი შედგენი-–- უნდა იყოს კრედიტორის ან საამისოდ უფლებამოსი-–- პირის მიერ. ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას, მოვალეს აკისრია მტკიცების ტვირთი და ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, შესაბამისად იგი უფლებამოსი-–-ა კრედიტორისგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულება შესრულებულად და შესაბამისად შეწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არსებობს კრედიტორის მიერ დადასტურებული დოკუმენტი ვალდებულების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთს და სასამართლო, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაარწმუნა მის მიერ მითითებული გარემოებების სისწორეში. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ლი--- სი------ს ვალდებულების შესასრულებლად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 8000 აშშ დოლარის და 4685აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

სამოტივაციო ნაწი-–-

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ლი-–- ჭა------ის სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 429-ე, მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 248-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსი-–-ა მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობი-–- ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწი-–-ს თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხეს ედავება ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებას. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის გადახდის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ თავი ვერ გაართვა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთს და შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით, ვერ დაარწმუნა სასამართლო მის მიერ მითითებული გარემოებების სისწორეში. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ლი--- სი------ს ვალდებულების შესასრულებლად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 8000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს მიხედვით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდა კრედიტორის მიერ სარჩელის აღძვრით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის სახით თანხის დაკისრებას. უდავოა, რომ მხარეებს შორის არსებობს ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ 20016 წელს პროცენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 1740 აშშ დოლარს. მოპასუხის მიერ გადახდი-–-ა 300 აშშ დოლარი და 200 ლარი. 2017 წელს პროცენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენდა 2880 აშშ დოლარს, საიდანაც გადახდი-–-ა 500 აშშ დოლარი და 700 ლარი.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ დადგენი-–- ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დასტურდება სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული სარგებლის გადახდის თაობაზე მოპასუხის ვალდებულება, რაც ყოველთვიურად შეადგენდა ძირი თანხის 3%-ს .

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს საქმეში წარმოდგენი-–- ხელწერილები სადავოდ არ გაუხდია.

 

ზეპირი სესხის ხელშეკრულების დადების თარიღიდან, 2016 წლის მაისის თვიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 2 წელი და 11 თვე, შესაბამისად გადასახდელი პროცენტის ოდენობა აღნიშნულ პერიოდზე შეადგენს 8400 აშშ დოლარს.

 

სსსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის ნაწილში შეადგენს 4685 აშშ დოლარს. შესაბამისად სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ფარგლებში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწი-–-ს პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 3%.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენი-–- წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწი-–-

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლი-–- ჭა------ის სარჩელი დაკმყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ლი--- სი------ს ლი-–- ჭა------ის სასარებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 8000 აშშ დოლარის და სარგებლის 4 685 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე ლი--- სი------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით (სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფაზე) 1130.76 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბი-–-სის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწი-–-ს მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბი-–-სის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-ა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწი-–-ს გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბი-–-სის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვი-–-