განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე #1-------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ა------–-------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---- გ-------- ძე შ------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1--- წლის 1----–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივი მცხოვრები: თ---–---- სოფელი დ-------- რ---------–-- ქ.#1--–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)
ადვოკატი - გ------- ბ------
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1.2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, თბილისში, სოფელი დ-------- რ---------–-- ქ.#1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ გ---- შ------ეს და მის მეუღლეს - მ----- ე-------ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. კონფლიქტისას, გ---- შ------ემ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა თავის, გულმკერდისა და მხრების არეში.
1.2. გ---- შ------ის ქმედების შედეგად მ----- ე-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა
2.1. 2019 წლის 23 იანვარს, ,,112-ში“ შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, რაც გახდა საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გამოძიების დაწყების.
2.2. პატრულ-ინსპექტორების გ------- ს--------ის და ლ---- უ-----ის ჩვენებებით, 2019 წლის 23 იანვარს, რადიოსადგურ ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მიღებული გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ თბილისში, სოფელი დ-------- რ---------–-- ქ.#1--–-. სახლში შესვლამდე ეზოში ესმოდათ ბინიდან გამომავალი ხმამაღალი ხმა. სახლში დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მ----- ე-------ი, გ---- შ------ე და ლ------ შ------ე. მ.ე-------მა პოლიციელებს განუცხადა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის დროს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის, მხრების და გულმკერდის არეში. მოწმეთა ჩვენებებით დაზარალებულს ვიზუალურად დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა იყო აღელვებული. გ---- შ------ე დაკავებულ იქნა მის საცხოვრებელ სახლში.
2.3. გამომძიებლების გ------- გ------–--ის და ი----- ს-----–--ის ჩვენებებით, შეტყობინებიდან მეორე დღეს - 2019 წლის 24 იანვარს გამოცხადდნენ მ------ ე-------ის სახლში, სადაც ამ უკანასკნელს გ. გ------–--ემ გააცნო დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება. დაზარალებულმა განაცხადა, რომ იყო შეუძლოდ, სტკიოდა წინა დღეს მეუღლის - გ.შ------ის მიერ მიყენებული დაზიანებები გულმკერდისა და ზურგის არეში. სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
2.4.სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები - ი----- რ------ე და ქ------- კ---–--–-–---–ი. მოწმეთა ჩვენებებით, 2019 წლის 24 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ,,112-დან’’ შევიდა შეტყობინება თბილისში, სოფელი დ-------- რ---------–-- ქ.#1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში მ----- ე-------ის სამედიცინო დახმარების საჭიროების შესახებ. შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე მისვლისას ადგილზე დახვდათ მ----- ე-------ი, რომელიც ამბობდა რომ წინა დღეს - 2019 წლის 23 იანვარს მეუღლემ გ.შ------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. უჩიოდა ტკივილს ზურგის არეში. მ----- ე-------ს ვიზუალურად დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მიეცა დამამშვიდებელი აბები.
2.5. პაციენტის მ----- ე-------ის #1--- სამედიცინო ბარათის მიხედვით 2019 წლის 23 იანვარს, თბილისში, სოფელი დ-------- რ---------–-- ქ.#1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოძახებული იქნა სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტს სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. მ.ე-------ის გადმოცემით, ქმარმა ნასვამ მდგომარეობაში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.6. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი #1--- /დათარიღებული 2--------ით/ მონაცემების თანახმად: მოქალაქე მ----- ე-------ის სამედიცინო ბარათის მიხედვით დაუდგინდა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევით ან წინასწარ განზრახული - დიაგნოზი დაუზუსტებელია. ვინაიდან დიაგნოზი იყო დაუზუსტებელი სხეულის დაზიანების განსაზღვრისას იგი ექსპერტიზამ მხედველობაში არ მიიღო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერით მ----- ე-------ს სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2.7. გ---- შ------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და ჩვენებაში განმარტა, 2019 წლის 23 იანვარს იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მეუღლეს მ----- ე-------ს სთხოვა ფული პირადი მიზნებისთვის, ფულის გადაცემაზე მ----- ე-------მა უარი განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე ერთმანეთში იკამათეს, მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც გამოიხატა ლანძღვა-გინებაში, ფიზიკურ ძალადობას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის განმარტებით, მ----- ე-------ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, აღნიშნულიდან გამომდინარე 2019 წლის 23 იანვარს სტკიოდა წელი, წელის ტკივილი არ იყო დაკავშირებული ფიზიკურ ძალადობასთან.
2.8.პატრულ-ინსპექტორების გ------- ს--------ის და ლ---- უ-----ის ჩვენებები, რომ სოფელ დიღომში, რ---------–-- ქ.#1--–- შესვლამდე გაიგონეს სახლიდან გამომავალი ხმამაღალი ხმა დადასტურდა ბრალდებულ გ---- შ------ის ჩვენებით, მან არ უარყო მეუღლესთან სიტყვიერი კონფლიქტი, თუმცა გამორიცხა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობა.
2.9.სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებულის დედა ლ------ შ------ე, რომელიც მოწმეების გ------- ს--------ის და ლ---- უ-----ის ჩვენებებით 2019 წლის 23 იანვარს იმყოფებოდა სახლში გ---- შ------ესთან და მ----- ე-------თან ერთად. მოწმე ლ------ შ------ემ ზეპირ ჩვენებაში კატეგორიულად გამორიცხა ოჯახში ძალადობის ფაქტი გ---- შ------ის მხრიდან.
2.10.დაზარალებულმა მ----- ე-------მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულს პატიმრობის კოდექსის შესაბამისად პროკურორის დადგენილების საფუძველზე არ ჰქონდა შეზღუდვა დაზარალებულთან სატელეფონო ან პირადი კონტაქტის თვალსაზრისით, ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით გ---- შ------ეს პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 7 მარტს ჰქონდა ხანმოკლე პაემანი მეუღლესთან, ანუ იქამდე ვიდრე მ----- ე-------ი გამოცხადდებოდა სასამართლოში საქმის არსებით განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, აღნიშნულიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული დაზარალებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარი იყოს ურთიერთ შეთანხმებული სტრატეგია ან დაზარალებულის დაყოლიება არ მისცეს სასამართლოს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ.
2.11. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი.
2.12. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულება ან მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ოჯახის სხვა წევრმა ლ------ შ------ემ, რომელიც შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე კატეგორიულად გამორიცხა გ---- შ------ის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი, შეტყობინების საფუძველზე მისამართზე მისულ პოლიციელებს მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მათი ჩვენებებით უჩიოდა სხეულზე ტკივილს არ გამოუვლენიათ სამედიცინო ჩარევის საჭიროება, 2019 წლის 23 იანვარს არ გამოძახებულა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, მეორე დღეს გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კი დაზარალებულის სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშანი ვერ აღმოაჩინა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაეყრდნო პაციენტის სამედიცინო ბარათს - დაზარალებულის სხეულზე დაზიანება არ დადასტურდა, ხოლო ექსპერტიზის ფარგლებში დაზარალებულის პირადი შემოწმება არ ჩატარებულა. სასამართლო აქვე ხაზს უსვამს ექსპერტიზის დასკვნის მნიშვნელობას და განმარტავს, მართალია, არ არის აუცილებელი ყველა ძალადობა აპრიორი დადასტურებული იყოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ან პაციენტის სამედიცინო ბარათით, თუმცა მაშინ, როცა საუბარია მასშტაბურ ფიზიკურ ძალადობაზე, ინტენსიურ და მრავალჯერად დარტმაზე სხეულის სხვადასხვა მიდამოში (თავი, მხრები, გულმკერდი), ობიექტურად და გონივრულად ამ ხარისხის ძალადობამ სისხლაჟღენთის ან სიწითლის სახით ასახვა უნდა ჰპოვოს პირის სხეულზე, ან მინიმუმ ექსპერტმა უნდა გააკეთოს განმარტება, არის თუ არა შესაძლებელი ამგვარი მასშტაბური ძალადობის შემთხვევაში პირის სხეულზე არ დარჩეს ძალადობის კვალი. სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის. მოწმეების ლ---- უ-----ის, გ------- ს--------ის, ი----- რ------ის, ქ------- კ---–--–-–---–ის, გ------- გ------–--ის და ი----- ს-----–--ის ზეპირი ჩვენებები მათი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენენ ირიბ ინფორმაციას, რომლებიც არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებით სხდომაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი არ ყოფილა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელიც მოწმე გ------- ს--------ის ჩვენებით და პატაკით გამოცემულ იქნა, განსახილველი კატეგორიის საქმეებში ასეთი ოქმი არსებით მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან მსხვერპლი მის მიერ გაცემული პირველადი ინფორმაციის სიზუსტეს და ნამდვილობას ადასტურებს ამ ოქმზე ხელმოწერით. ხელმოწერის მნიშვნელობიდან გამომდინარე დოკუმენტი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში იძენს პირდაპირი და წონადი მტკიცებულების ხარისხს.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ---- შ------ის ბრალეულობაში.
3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
3.3. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---- შ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.გ---- შ------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2.გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით გ---- შ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გამართლებული პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.
3. გ---- შ------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა