განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/16-19 (N041261018004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
10.06.2019წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ---------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–---- ჩ------–---ი
მამის სახელი: მ-----------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ--------------------–-------------
ადვოკატი - გ-------------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ--–---- ჩ------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ოქტომბერს, ქ-------–----------–--------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში და 2018 წლის 20 ოქტომბერს, ქ-------–------------------ ტერიტორიაზე მ--–---- ჩ------–---ი ყოფილ მეუღლეს - ქ---------------------ს, იმის გამო რომ ქ-------------------- თხოვდა მ--–---- ჩ------–---ს შვილების - დ----- და კ------ ჩ------–---ების დაბრუნებას, დაემუქრა როგორც მისი, ასევე შვილების სიცოცხლის მოსპობით. ქ--------------------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ შეაფასა რა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული მ--–---- ჩ------–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები:
მოწმე ო------------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 26 ოქტომბერს პოლიციის მ--- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება კ--------------------ს მიმართ, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო 112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე. მოწმე გაესაუბრა კ--------------------ს, რომლის განმარტებით ის და მ--–---- ჩ------–---ი დაქორწინებულები იყვნენ და ცხოვრობდნენ რუსეთში, ჰყავდათ ორი საერთო შვილი. განქორწინების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ როდესაც მ--–---- ჩ------–---ი საქართველოში წამოვიდოდა, წამოიყვანდა ბავშვებს საქართველოში სამო თვის ვადით, რაც დამოწმებული იყო ნოტარიულად და კ--------------------მ ეს დოკუმენტები წარუდგინა გამოძიებას. მ--–---- ჩ------–---მა წამოიყვანა შვილები საქართველოში, ხოლო როდესაც, სამი თვის შემდეგ ისინი უნდა დაებრუნებინა რუსეთში, მან აღარ წაიყვანა ბავშვები. ამასთან დაკავშირებით მ--–---- ჩ------–---ის ყოფილი მეუღლე ჩამოვიდა საქართველოში, რათა წაეყვანა თავისი შვილები, მივიდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე, რა დროსაც მან კ---------ს მიმართ განახორციელა მუქარა. აღნიშნულზე, პოლიციის მ--- განყოფილებაში დაიწყო გამოძიება. მოწმე პირადად გამოცხადდა მ--–---- ჩ------–---ი საცხოვრებელ მისამართზე, რათა მისთვის ჩაებარებინა უწყება, რომ გამოცხადებულიყო განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. პირველ ნოემბერს მივიდა მ--–---- ჩ------–---თან უწყების ჩასაბარებლად, ის მას სახლში არ დახვდა. სახლში იმყოფებოდა მ--–---- ჩ------–---ის ძმის მეუღლე, რომელმაც განაცხადა, რომ მ--–---- ჩ------–---ი თავის შვილებთან ერთად წასული იყო სვანეთის ერთ-ერთ სოფელში. ასევე 8-9 ნოემბერს იმყოფებოდა იმავე მისამართზე, სახლში არავინ არ დახვდა და შესაბამისად შეადგინა ოქმი. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა მ------ ჩ------–---ი - მ--–---- ჩ------–---ის ძმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ძმა შვილებთან ერთად იმყოფებოდა ლ--------------------------–-------–-. მან გადაამოწმა აღნიშნული მისამართი, მაგრამ მ--–---- ჩ------–---ი და მისი შვილები არ იმყოფებოდნენ. მან ასევე გამოკითხა სხვა მოწმეები: კ--------------------, ა------------------, კ------ და დ----- ჩ------–---ები, რის შემდეგაც მ--–---- ჩ------–---ი დააკავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ასევე მან განახორციელა კ--------------------ს ფეისბუქ გვერდის შემოწმება, გააკეთა ეგრეთ წოდებული „სქრიინშოთები“. აღნიშნული მასალები დევს სისხლის სამართლის საქმეში. კ--------------------მ მიმართა სოციალურ სამსახურს დახმარებისათვის, რადგან საქართველოში ყოფნის დროს მ--–---- ჩ------–---მა ვერ უზრუნველყო ბავშვებისთვის სათანადო განათლების მიღება, ბავშვებს არ ჰქონდათ საბუთები, რომლის საშუალებითაც ისინი სწავლის გაგრძელებას შეძლებდნენ. მან ასევე გამოკითხა სოციალური მუშაკი ი------------, რომელმაც წარმოადგინა ის დოკუმენტაცია, რომელიც კ--------------------მ მას გადასცა და ასევე ის დოკუმენტები, რომლებიც მან მოიპოვა. ი------------ იმყოფებოდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ სახლში, გაესაუბრა მის ოჯახის წევრებს და ასევე ბავშვებსაც, თუმცა, მეორედ მისვლის დროს მ--–---- ჩ------–---ი და მისი შვილები ადგილზე აღარ დახვდნენ. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე კი ბრალდება წარუდგინა მ--–---- ჩ------–---ს. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ა-------------–---–-ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობდა მუქარის განხორციელების ფაქტზე. გამოიკვეთა, რომ მ--–---- ჩ------–---მა მისი ყოფილი მეუღლის კ--------------------ს მიმართ განახორციელა მუქარა. როგორც უბნის ინსპექტორს დაევალა ჩაებარებინა მ--–---- ჩ------–---ისთვის უწყება. ადგილზე მისვლისას მას არ დახვდა მ--–---- ჩ------–---ი, სახლში იმყოფებოდა მისი ძმა, რომელმაც არ იცოდა თუ სად იმყოფებოდა მ--–----ი, მან თქვა რომ მ--–---- ჩ------–---ი და მისი შვილები წავიდნენ სადღაც, რის შემდეგაც შეადგინა შესაბამისი ოქმი. 2 ნოემბერს, გამომძიებლის დავალებით, კიდევ გამოცხადდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე უწყების ჩასაბარებლად, რომ გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით. სახლში დახვდა მ--–---- ჩ------–---ის დედა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი და შვილიშვილები იმყოფებოდნენ ლ-------- რაიონის სოფელში. მან შეადგინა გამოკითხვის ოქმი და გააფრთხილა ის რომ, მისი შვილისთვის გადაეცა უწყება და გამოცხადებულიყო პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის მიზნით, რაზედაც დედამ განაცხადა, რომ მას შეეძლო თავის შვილთან დაკავშირება და შეძლებისდაგვარად გადასცემდა უწყებას. მას პირადად არ უნახავს მ--–---- ჩ------–---ი და ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ი-----------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, მუშაობს სოციალური მუშაკის პოზიციაზე. 2018 წლის 23 ოქტომბერს სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარების მიზნით მიმართა რუსეთის მოქალაქე კ--------------------მ, რათა თავისი შვილები კ------ და დ----- ჩ------–---ები წაეყვანა თავის საცხოვრებელ სახლში რუსეთში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 24 ოქტომბერს, ი------------ სამსახურის იურისტთან ერთდ გამოცხადა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ----------–----------–-----------, გაესაუბრა როგორც ბავშვებს, ასევე ოჯახის დანარჩენ წევრებსაც, ბავშვების მამას, ძიძას, ბებიასა და ბიცოლას. გასაუბრებიდან გაირკვა, რომ კ-------------------- და მ--–---- ჩ------–---ი განქორწინებულები იყვნენ. ბავშვების დედამ მამას გამოატანა ისინი, მინდობილობის საფუძველზე საქართველოში და მ--–---- ჩ------–---ს ბავშვები უნდა დაებრუნებინა რუსეთში 7 ოქტომბერს. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები არ დაბრუნდნენ რუსეთში, კ-------------------- ჩამოვიდა საქართველოში და დახმარებისთვის მიმართა სოციალურ სამსახურს, რათა გაერკვია მიმეზი თუ რატო არ დააბრუნა მამამ ბავშვები დედასთან. ი------------ პირადად გაესაუბრა ბავშვებს, მათ აღნიშნეს, რომ მოსწონდათ მამასთან ცხოვრება, მათი უსაფრთხოება, კვება და სხვა საბაზისო საჭიროებები იყო უზრუნველყოფილი, მაგრამ გაირკვა, რომ ბავშვები არ იმყოფებოდნენ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე, ასევე არ იღებდნენ განათლებას. ამ კუთხით ოჯახის წევრებსა და ბავშვების მამას მისცა რეკომენდაციები, რათა აღნიშნული პრობლემები გამოესწორებინათ. ბავშვებმა ი------------სთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მოსწონთ მამასთან და მის ნათესავებთან ურთიერთობა, თუმცა საცხოვრებლად ისურვებდნენ დაბრუნებას იმ გარემოში, სადაც აქვთ სკოლა, ჰყავთ მეგობრები, არიან სპორტულ და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართული, რის გამოც სურდათ დედასთან რუსეთში დაბრუნება. გაარკვია, რომ ბავშვებს დედასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მათ ყავდათ კიდევ ერთი დედმამიშვილი, რომელიც დედას ყავდა მისი მეორე ქორწინებიდან, ასევე ბავშვებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დედის მეორე მეუღლესთანაც. 24 ოქტომბრის შემდეგ, ანუ ოჯახში რეაგირების შემდეგ, ი------------ ესაუბრა ბავშვების დედას, რომელიც მივიდა და დაინტერესდა თავისი შვილების მდგომარეობით. დედამ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას მას ჰქონდა სურვილი ბავშვები წაყვანის, მაგრამ მისი ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა მას, რომ შვილებს არ გაატანდა. ჩამოსვლის შემდეგ ისევ ჰქონდა ბავშვების წაყვანის მცდელობა, მაგრამ ყოფილი მეუღლის მხრიდან იყო მუქარა სიცოცხლის ხელყოფის. ამ ფაქტის გამო ი------------მ საჭიროდ ჩათვალა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. მას აქვს ვალდებულება, რომ შეაფასო ბავშვები, რისთვისაც საჭირო იყო მათთან მეორე ვიზიტი. ი------------ ცდილობდა, ტელეფონის საშუალებით დაკავშირებოდა მ--–---- ჩ------–---ს, მაგრამ ვერ მოახერხა. მან გამომძიებლისგან მიიღო ინფორმაცია, რომ მ--–---- ჩ------–---ი და თავისი შვილები საცხოვრებელ მისამართზე არ იმყოფებოდნენ. შემდეგ დაუკავშირდა ბავშვების ბიძას, რომელმაც დაადასტურა, რომ ბავშვები და მამა არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში და მან არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ ი------------ აღარ მისულა აღნიშნულ მისამართზე. აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით სოციალურ სამსახურს მუდმივი კონტაქტი ქონდა პოლიციასთან, რათა იმ შემთხვევაში, თუ გაარკვევდნენ ბავშვების ადგილსამყოფელს, ი------------ს ისინი უნდა ენახა შემდგომი შეფასებისათვის. პოლიციამ სატელეფონო საშუალებით მიმართა სოციალურ სამსახურს და აცნობა მათ, რომ იპოვეს ბავშვები და იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა მათი შეხვედრა. ბავშვებისგან მან მოისმინა, რომ ისინი იყვნენ მამასთან ერთად წასულები და ისევ სურდათ დედასთან დაბრუნება. მოწმე დადებითად ახასიათებს კ---------ს, როგორც დედას. ის ორივე ბავშვის მიმართ ერთნაირად გამოხატავდა სითბოს, კ---------ს მისთვის არ შეუთავაზებია, რომ მას მედიატორის როლი შეესრულებინა და მოლაპარაკებები ეწარმოებინა ოჯახთან, ბავშვების გაყოფის თაობაზე. ადვოკატმა საჯაროდ წაიკითხა მოწმის 26 ოქტომბრის ახსნა-განმარტება(ს.ფ.104), რომელიც ი------------მ მისცა საპატრულო პოლიციას, სადაც მოწმე აცხადებს ბრალდებულ მ--–---- ჩ------–---ის მუქარაზე მისი ყოფილ მეუღლის მიმართ, რომ ბავშვებს არ გაატანდა, ხოლო სიცოცხლის ხელყოფის მუქარა არ აღუნიშნავს. რაზედაც ი------------მ განმარტა, რომ შესაძლებელია გამორჩა ან დაავიწყდა ამ ფაქტის აღნიშვნა. ასევე, ი------------ს საჯაროდ წაეკითხა 8 ნოემბერის გამოკითხვის ოქმი(ს.ფ.73-77), სადაც მოწმეს ასევე არ აქვს აღნიშნული, რომ მ--–---- ჩ------–---ი სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა კ--------------------ს, რაზედაც მოწმემ განმარტა, რომ მისთვის გამომძიებელს არ დაუსვამ ამ კუთხით შეკითხვა. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე გ----------------–---–-ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 7 ნოემბერს, ქ----------–---------–-----------–- გამოცხადდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე, რათა ჩაებარებინა უწყება, რომ გამოცხადებულიყო ქუთაისის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში. აღნიშნულ მისამართზე მისვლისას არავინ დახვდა, რაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმი. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მ--–---- ჩ------–---ის მიერ განხორციელდა მუქარა მისი მეუღლის მიმართ. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე გ--------------------–---–ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, 2018 წლის 26 ოქტომბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ქალაქ ქ-------–-, რადიოსადგურის 112-ის საშუალებით შემოვიდა შეტყობინება, სოციალური მომსახურების იმერეთის სამხარეო ცენტრში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისვლისას შეიტყვეს დანარჩენი დეტალების შესახებ. მათთვის ცნობილი იყო, რომ რუსეთის მოქალაქემ სოციალური დახმარების სააგენტოს მიმართა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით. შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე, სადაც მოხდა ინიციატორის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთან ი------------სთან გასაუბრება. მან განმარტა, რომ მასთან მივიდა რუსეთის მოქალაქე კ--------------------, რომელმაც თქვა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მ--–---- ჩ------–---მა მინდობილობის საფუძველზე შვილები კ------ და დ----- ჩ------–---ები წამოიყვანა საქართველოში და შემდეგ აღარ დააბრუნა შვილები რუსეთში. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა მას სიცოცხლის ხელყოფით, იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვიდოდა, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ერთმანეთთან სოციალურ ქსელ „სკაიპის“ საშუალებით, რა დროს განხორციელდა მუქარა. საპატრულო პოლიციის, კომპეტენციის ფარგლებში ინიციატორს განემარტა შემაკავებელი ორდერის გაცემის შესახებ, რაზეც მან თანხმობა განაცხადა და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. რეაგირების ოქმში შეტანილია ის ინფორმაცია რაც უშუალოდ ინიციატორმა გადასცა პატრულის თანამშრომლებს. მოწმეს პირადი კონტაქტი არ ჰქონია არც მ--–---- ჩ------–---თან და არც კ--------------------სთან. მან მხოლოდ შეადგინა შემაკავებელი ორდერი. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე კ--------------------ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ის საქართველოში ჩამოვიდა 2018 წლის 19 ოქტომბერს, თავის ახლანდელ მეუღლესთან და ახალშობილთან ერთად. მისი მიზანი იყო, რომ შვილები დაებრუნებინა რუსეთში. მის ყოფილ მაუღლეს, მ--–---- ჩ------–---ს ბავშვები წამოყვანილი ჰყავდა საქართველოში, ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების საფუძველზე. გარკვეული დროის შემდეგ მას უნდა დაებრუნებინა ბავშვები რუსეთში. თუმცა, პირობა არ შეასრულა და ითხოვა, რომ ბავშვები მასთან დაეტოვებინა, რაზედაც უარი განუცხადა. 21 ოქტომბერს კ-------------------- შეხვდა მ--–---- ჩ------–---ს და ესაუბრა მას, ამ დროს ბავშვები სახლში არ იყვნენ, ის და მისი მეუღლე იყვნენ პირველ სართულზე. კ--------------------მ ითხოვა ბავშვების დაბრუნება და რუსეთში წაყვანა, მ--–---- ჩ------–---მა უარი განაცხადა, რაზედაც მათ მოუვიდათ შეკამათება და მ---–--- ჩ------–---მა უთხრა, რომ ბავშვებს არ აჩვენებდა და დაემუქრა მას სიცოცხლის ხელყოფით. მანამდე, რუსეთში ყოფნის დროს, 2018 წლის 3 აგვისტოს, მ--–---- ჩ------–---მა და კ--------------------მ ისაუბრეს ტელეფონზე, რა დროსაც მ--–----მა უთხრა, რომ ბავშვებს არ დაუბრუნებდა. დასმულ შეკითხვებზე მოწმე განმარტავს, რომ პირველად მ--–---- ჩ------–---ი მას დაემუქრა 2018 წლის 3 აგვისტოს როდესაც ისინი ტელეფონზე საუბრობდნენ, რა დროსაც თავად იმყოფებოდა რუსეთში. კერძოდ, როდესაც მან უთხრა ბრალდებულს, რომ ის თავის ქმართან ერთად აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას ბავშვების წამოსაყვანად, მ--–---- ჩ------–---ი დაემუქრა მას დახვრეტით. 8 ოქტომბრამდე მ--–---- ჩ------–---ს უნდა დაებრუნებინა ბაშვები, რაც მან არ გააკეთა, ამიტომ 19 ოქტომბერს ჩამოფრინდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინოდა მ--–---- ჩ------–---ის, მისი შვილების გამო მაინც ჩამოვიდა ქ-------–- და მივიდა მ--–---- ჩ------–---ის სახლში. 19 ოქტომბერს, როდესაც კ-------------------- მივიდა მ--–---- ჩ------–---თან სახლში, ბრალდებულის ძმამ, მ------ ჩ------–---მა უთხრა მას: „მადლობა თქვი, რომ აქამდე ცოცხალი ხარო.“ ამ დღეს მ--–---- ჩ------–---ი არ დამუქრებია კ--------------------ს. არც მეორე დღეს - 20 ოქტომბერს, „-------------–-- სეირნობისას მ--–---- ჩ------–---ი მას არ დამუქრებია, ისინი უბრალოდ კამათობდნენ ბავშვების თაობაზე. 21 ოქტომბერს კ-------------------- იმყოფებოდა ბრალდებულის სახლში, რა დროსაც მ--–----ი დაემუქრა მას, რომ ბავშვების წაყვანის შემთხვევაში მოკლავდა მას და მის შვილებს და თავსაც მოიკლავდა, ამ ფაქტს არავინ შესწრებია. ამ დროს ბავშვები და მ--–----ის დედა იყვნენ ქალაქში, მისი მეუღლე - ა------- შვილთან ერთად იყო სახლის პირველ სართულზე, ხოლო კ--------- და მ--–----ი იმყოფებოდნენ მეორე სართულზე. კ--------------------სა და მ--–---- ჩ------–---ს, ქორწინების პერიოდშიც ჰქონდათ ოჯახური კონფლიქტი და მ--–----ი მას ემუქრებოდა ბავშვების წართმევით. როდესაც მან ჩვენება მისცა, მ--- განყოფილებაში, მას თავისი ჩვენება არ გააცნეს და არ გადაუთარგმნეს, ჩვენება იყო ქართულად დაწერილი რაზედაც მოაწერა ხელი. (სასამართლო სხდომის ოქმი).
უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით, ა------- მ--------ის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ, 2013 წელს დაქორწინდა კ--------------------ზე, რომელსაც პირველი მეუღლიდან ჰყავდა 2 შვილი კ------ და დ----- ჩ------–---ები. 2018 წელს კ---------მ და მ--–----მა ნოტარიალურად გააფორმეს შეთანხმება მასზე, რომ ბავშვების მამა მ--–----ი წაიყვანდა თავის შვილებს საქართველოში 2018 წლის 7 ივლისს და უკან დააბრუნებდა 2018 წლის 7 ოქტომბერს. 2018 წლის 3 აგვისტოს კ---------ს სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა მ--–---- ჩ------–---ი, საუბრის დროს კ---------მ დაიწყო ტირილი და მას უამბო, რომ მ--–----ი დაემუქრა, თუ კი ბავშვების წასაყვანად ჩამოხვალ, არ გაცოცხლებო. ამის შემდეგ ის და კ--------- წავიდნენ საქართველოში ბავშვების წამოსაყვანად და დაბინავდნენ ქ-------–- სასტუმროში. 2018 წლის 19 ოქტომბერს კ--------- წავიდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე გ------–--------------–-, ხოლო როდესაც დაბრუნდა სასტუმროში, კ--------- იყო აღელვებული და ნამტირალევი. მან უამბო, რომ მ--–---- ჩ------–---ი მას დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, თუ არ წახვალ საქართველოდან და უარს არ იტყვი ბავშვების წაყვანაზეო. როგორც კ---------მ უამბო, მუქარის ფაქტს ესწრებოდა მ--–----ის ძმა - მ------ ჩ------–---ი.(ს.ფ.146-147).
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 26 ოქტომბერს, ქ-------–-, ჩ----–-–---–-------------–-, რუსეთის მოქალქე კ--------------------მ საპატრულო ეკიპაჟს აცნობა, რომ გ------–--------------–- მცხოვრები ყოფილი მეუღლე მ--–---- ჩ------–---ი არ აძლევს ბავშვების ნახვის და რუსეთში წაყვანის საშუალებას. ასევე, ემუქრება მას სიცოცხლის ხელყოფით. (ტომი 1.ს.ფ.1).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 26 ოქტომბერს შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,----- საპატრულო ეკიპაჟის პატრულ - ინსპექტორი გ-------------–---–- 26/10/2018 წელს 14:19 საათზე, ატყობინებს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების მორიგეს, რომ ქ-------–-, ჩ----–-–---–-------------–-, რუსეთის მოქალქე კ--------------------მ საპატრულო ეკიპაჟს აცნობა, რომ გ------–--------------–- მცხოვრები ყოფილი მეუღლე მ--–---- ჩ------–---ი არ აძლევს ბავშვების ნახვის და რუსეთში წაყვანის საშუალებას. ასევე ემუქრება მას სიცოცხლის ხელყოფით. (ტომი 1, ს.ფ.2).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტი დაფიქსირდა 10/26/2018 წელს, 13:08:36 საათზე, კერძოდ, ქ--------------–-–---–-----------------, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში N5-------- სააბონენტო ნომრიდან რეკავს ი------------ და ატყობინებს, რომ მიმართა რუსეთის მოქალაქე ქალბატონმა, რომლის განცხადებითაც, მისი შვილები, რომლებიც ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, წამოყვანილი ჰყავს მამას და არ უბრუნებს დედას. (ტომი 1.ს.ფ.3).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 26 ოქტომბერს გაცემული შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 2018 წლის 21 ოქტომბერს დაახლოებით 14:00 საათზე მოქალაქე მ--–---- ჩ------–---ი თავის ყოფილ მეუღლეს კ--------------------ს დაემუქრა სიცოცხლის ხელყოფით, თუ ის ბავშვებს რუსეთში წაიყვანდა. (ტომი 1.ს.ფ. 91-97).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების დასადასტურებლად. ბრალდების მხარე თავის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მ--–---- ჩ------–---მა ჩაიდინა ძალადობა, ამყარებს მხოლოდ ერთი მოწმის კ--------------------ს ჩვენებაზე, რომელიც არ შეესაბამება ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ გარემოებებს და სხვა მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე, რომლებშიც ასახულია მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, თუმცა, მათ შორის არის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები.
მუქარა:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან, მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ საქმეზე ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ 1 პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ კ--------------------ს ჩვენება, რომელიც მართალია ადასტურებს სიცოცხლის ხელყოფის შემცველი მუქარის ფაქტებს თავისი ყოფილი მეუღლის მ--–---- ჩ------–---ის მხრიდან, მაგრამ სულ სხვა დროს და სხვა ვითარებაში, ვიდრე მითითებულია ბრალდების ფაბულაში. კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად მ--–---- ჩ------–---ი დაემუქრა კ--------------------ს 2018 წლის 19 ოქტომბერს თავის საცხოვრებელ სახლში ქ-------–-, გ------–---------------–- და 2018 წლის 20 ოქტომბერს, ქ-------–------------------ ტერიტორიაზე. დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მოცემულ დღეებში მის ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის და მათი საერთო შვილების რუსეთში წაყვანაზე დავის ფაქტი, მაგრამ განმარტა, რომ ამ დღეებში მის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია მ--–---- ჩ------–---ს(19 ოქტომბერს მუქარა იყო მაზლის - მ------ ჩ------–---ის მხრიდან). არამედ მ--–---- ჩ------–---ი პირველად დაემუქრა 2018 წლის 3 აგვისტოს, როდესაც ტელეფონის საშუალებით ჰქონდათ ერთმანეთთან კომუნიკაცია რუსეთიდან საქართველოში და 2018 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც კ-------------------- იმყოფებოდა ბრალდებულის სახლში, ამ დროს მ--–----ი დაემუქრა მას, რომ ბავშვების წაყვანის შემთხვევაში მოკლავდა მას და მის შვილებს და თავსაც მოიკლავდა, ამ ფაქტს არავინ შესწრებია. ამ დროს ბავშვები და მ--–----ის დედა იყვნენ ქალაქში, მისი მეუღლე - ა------- შვილთან ერთად იყო სახლის პირველ სართულზე, ხოლო კ--------- და მ--–----ი იმყოფებოდნენ მეორე სართულზე. როდესაც მან ჩვენება მისცა, პოლიციაში, მას თავისი ჩვენება არ გააცნეს და არ გადაუთარგმნეს, ჩვენება იყო ქართულად დაწერილი, რაზედაც მოაწერა ხელი.
მოცემულ ჩვენებას არსებითად ეწინააღმდეგება ირიბი მოწმის ა------- მ--------ის(დაზარალებულის მეუღლე) ჩვენება, რომელიც განსხავებულად აღწერს დანაშაულის გარემოებებს: 2018 წლის 19 ოქტომბერს კ--------- წავიდა მ--–---- ჩ------–---ის საცხოვრებელ მისამართზე გ------–--------------–-, ხოლო როდესაც დაბრუნდა სასტუმროში, კ--------- იყო აღელვებული და ნამტირალევი. მან უამბო, რომ მ--–---- ჩ------–---ი მას დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით, თუ არ წახვალ საქართველოდან და უარს არ იტყვი ბავშვების წაყვანაზეო. როგორც კ---------მ უამბო, მუქარის ფაქტს ესწრებოდა მ--–----ის ძმა - მ------ ჩ------–---ი. ამდენად, ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაა, როგორც მუქარის განხორცილების თარიღის ნაწილში, ისე ფაქტობრივი გარემოების კუთხით. მოწმის ჩვენების თანახმად მუქარას ადგილი ჰქონდა არა 21 ოქტომბერს, არამედ 19 ოქტომბერს, დაზარალებულის ჩვენების თანახმად მუქარის ფაქტს არავინ ესწრებოდა, ა------- კი თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა სახლის პირველ სართულზე, ხოლო ა------- მ--------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მისი მეუღლის გადმოცემით, მუქარის ფაქტს ესწრებოდა მ------ ჩ------–---ი, ხოლო ამ დროს თვითონ იმყოფებოდა სასტუმროში.
რაც შეეხება დანარჩენ მოწმეებს, ყველა მათგანი არის ან ირიბი მოწმე, მაგალითად, ი------------ და ო-----------–---–-, ან ორმაგი ირიბი მოწმე - გ--------------------–---–ი(მოწმეს პირადი კონტაქტი არ ჰქონია არც მ--–---- ჩ------–---თან და არც კ--------------------სთან) ან ისეთი მოწმეები(ა-------------–---–- და გ----------------–---–-), რომლებიც დანაშაულის ფაქტების დასადასტურებლად რაიმე ღირებულ ინფორმაციას ვერ აწვდიან სასამართლოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც განაჩენის დადგენა მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთადერთი პირდაპირი მოწმის კ--------------------ს ჩვენებას, სხვა სარწმუნო მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით მ--–---- ჩ------–---ის მსჯავრდება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ წინააღმდეგობრივია არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ წერილობითი მტკიცებულებებიც. 2018 წლის 26 ოქტომბერს შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ,----- საპატრულო ეკიპაჟის პატრულ - ინსპექტორი გ-------------–---–- 26/10/2018 წელს 14:19 საათზე, ატყობინებს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების მორიგეს, რომ ქ-------–-, ჩ----–-–---–-------------–-, რუსეთის მოქალქე კ--------------------მ საპატრულო ეკიპაჟს აცნობა, რომ გ------–--------------–- მცხოვრები ყოფილი მეუღლე მ--–---- ჩ------–---ი არ აძლევს ბავშვების ნახვის და რუსეთში წაყვანის საშუალებას. ასევე ემუქრება მას სიცოცხლის ხელყოფით. პრაქტიკულად იმავდროულად, 2018 წლის 26 ოქტომბრის შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ინციდენტი დაფიქსირდა 10/26/2018 წელს, 13:08:36 საათზე, კერძოდ, ქ--------------–-–---–-----------------, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში N5-------- სააბონენტო ნომრიდან რეკავს ი------------ და ატყობინებს, რომ მიმართა რუსეთის მოქალაქე ქალბატონმა, რომლის განცხადებითაც, მისი შვილები, რომლებიც ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები, წამოყვანილი ჰყავს მამას და არ უბრუნებს დედას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში გაუჩნდეს, რაც საქმის მასალებითა და ბრალდებულისა და დაზარალებულის წარსული ურთიერთობების საერთო კონტექსტით საკმაოდ საეჭვოა. კერძოდ, წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს სატელეფონო მუქარის მიუხედავად კ-------------------- 2018 წლის 19 ოქტომბერს ჩამოდის საქართველოში ქმართან ერთად შვილების წასაყვანად, ისე რომ მოსალოდნელი მუქარისაგან თავის დასაცავად არ იღებს არანაირ ზომებს, არ მიმართავს არც სამართალდამცავ ორგანოებს და პირდაპირ აკითხავს მ--–---- ჩ------–---ს საცხოვრებელ სახლში და მასთან აქვს რამდენიმე დღიანი პირადი კომუნიკაცია, რაც გამოიხატება სხვადსხვა ადგილებზე პირისპირ შეხვედრებში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა ბავშვების რუსეთში წაყვანის შესახებ, 2018 წლის 26 ოქტომბერს, ანუ სავარაუდო მუქარის განხორცილებიდან 5-6 დღის შემდეგ კეთდება შეტყობინება 112-ზე მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შესახებ. ეს გარემოებები კი წარმოდგენილი წინააღმდეგობრივი მტკიცებულებების ფონზე ობიექტურ დამკვირვებელში აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ხომ არ იყო ასეთი შეტყობინების დაფიქსირება იმის საშუალება, რომ მ--–---- ჩ------–---ის მიმართ განხორციელებულიყო სისხლის-სამართლებრივი დევნა, რასაც სავარაუდოდ მოჰყვებოდა მისი დაკავება, რაც იქნებოდა დაზარალებულის მიერ მიზნის მიღწევის(ბავშვების დაბრუნების და რუსეთში წაყვანის) უმოკლესი გზა. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ მოვლენები შემდეგში სწორედ ამ სცენარით განვითარდა.
ყველა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე ობიექტური კრიტერიუმები იმისა, რომ მ--–---- ჩ------–---ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორცილებული სიცოცხლის ხელყოფის მუქარით(თუ ბავშვებს წაიყვანდა, ჯერ მას მოკლავდა, შემდეგ შვილებს და ბოლოს თავსაც მოიკლავდა) მისი დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დაზარალებულს გასჩენოდა ამ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მ--–---- ჩ------–---ის მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, მ--–---- ჩ------–---ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–---- ჩ------–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ--–---- ჩ------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მ--–---- ჩ------–---ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 4 000 (ოთხი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ბ------ ჩ------–---ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მდებარე ხ-----------------------–-------------–-------------------------------------- - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
3. გამართლებულ მ--–---- ჩ------–---ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე