გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310019002851110
საქმე № 3/25-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: ს----------–-------------------
წარმომადგენლები: ე---–--- ქ------- და მ--- დ----------
მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: თ----- თ-------–---–-
მესამე პირები (სასკ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით): სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო", ნ---- ე--------ი
წარმომადგენლები: ს------- ჩ-------, ე-----–- კ---------, ს--–---- თ---–---
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. 2019 წლის 7 თებერვლის ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულება, ძალადაკარგულად ცნოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის № 882011268869-03 და 2014 წლის 16 აპრილის № 882014141405-08 გადაწყვეტილებები მხოლოდ ეკლესიის ნაწილში, და ძალადაკარგულად ცნოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მითითებული გადაწყვეტილებები ასევე სამრეკლოს, გალავანისა და გალავნის შიგნით არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში.
სარჩელის თანახმად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------–-ში მდებარეობს XVII - XVIII საუკენეების ისტორიული ძეგლი - ა---–--------- ციხე-დარბაზი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლია. კასპის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებებით ეს ძეგლი აღირიცხა კერძო საკუთრებაში და მისი დღევანდელი მესაკუთრე ნ---- ე--------ია. რეგისტრაციისას კერძო საკუთრებაში მოექცა გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორია ეკლესიით და სამრეკლოთი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილებით მხოლოდ ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კასპის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები ეკლესიისა და 103 მ2 მიწის ნაკვეთის ნაწილში, ხოლო გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორია და სამრეკლო დარჩა კერძო მესაკუთრის საკუთრებაში. მას შემდეგ, რაც სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ" გასცა დასკვნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად და ტერიტორიულად დაკავშირებული კულუტურული მემკვიდრეობის ობიექტების (საეკლესიო, სათავდაცვო და საერო) ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებად ერთობლიობას ქმნის და მისი ფუნქციური დანაწევრება და ფიზიკური გამიჯვნა არ არის მიზანშეწონილი, ეკლესიასთან ერთად, ძალადაკარგულად უნდა ყოფილიყო ცნობილი გალავნით შემოსაზღვრული ტერიტორია და სამრეკლო.
ს----------–-------------------მ მიმართა განცხადებებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ამ ნაწილშიც ძალადაკარგულად ცნობა, თუმცა პასუხი საერთოდ არ იქნა გაცემული, რაც ითვლება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.
2. მოპასუხისა და მესამე პირების პოზიცია
მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაგებელი არ წარმოუდგენია; წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მოძიებულ დოკუმენტაციაში ა---–--------- ციხე-დარბაზის საზღვრად ეკლესიაა მითითებული, და რეგისტრაციაც სწორედ ამ ნაწილში იქნა ძალადაკარგულად ცნობილი.
მესამე პირმა - ნ---- ე--------მა სარჩელი არ სცნო, მიუთითა, რომ სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" მიმართვა წარმოადგენს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის წერილს, რაც არ არის ახლად აღმოჩენილი გარემოება და არ იწვევს რეგისტრირებული მონაცემების ძალადაკარგულად გამოცხადებას; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილებით მხოლოდ ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კასპის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები, რაც მოსარჩელის მხრიდან არ გასაჩივრებულა და სადავოდ არ გამხდარა. ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნა განპირობებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გვერდის ავლის მიზნით. საქართველოს სახელმწიფოსა და ს----------–---------–-----–---------------–------------–----------–--------–---ას შორის გაფორმებული შეთანხმების მე-7 მუხლით სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის საკუთრებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფოს და არა კერძო საკუთრებაში არსებულ საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს ან არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული; შენობა, რომელსაც მოსარჩელე მოიხსენიებს სამრეკლოდ, XVII საუკუნიდან წარმოადგენს სათავდაცვო ფუნქციის მატარებელს, რასაც, შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, ეკლესია-მონასტრის სტატუსთან კავშირი არ აქვს.
მითითებული ეკლესია წარმოადგენდა ა---–--------- ე. წ. კარის ეკლესიას, მათ საკუთრებას, და არ იყო საზოგადოებისათვის ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი შენობა-ნაგებობა; ამ ეკლესიის ს--------------სათვის გადაცემა ნ---- ე--------ის კეთილი ნების საფუძველზე, მათთან შეთანხმებით განხორციელდა და ამ ნაწილში რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობა მათი მხრიდან სადავო ამიტომ აღარ გახდა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ შემდგომში პრეტენზია გამოხატა კიდევ სხვა ტერიტორიაზეც.
ა---–--------- ციხე-დარბაზს ესაზღვრებოდა სრულიად სხვა ეკლესია, და მათი საკუთრების საზღვარიც არა სადავო ეკლესიის, არამედ ამ სხვა ეკლესიასთან გადიოდა, რაც შემდგომში, XX საუკუნის შუა წლებში იქნა დანგრეული.
ა---–--------- ეკლესიას სამრეკლო დაშენებული ჰქონა სახურავზე, რაც შემდეგ მოიშალა, და ამ სამრეკლოს სათავდაცვო კოშკთან კავშირი არ აქვს.
მესამე პირმა - სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ" განმარტა, რომ ისტორიული ძეგლი - ა---–--------- ციხე-დარბაზი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსური ძეგლია, რაც ქმნის ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად და ტერიტორიულად დაკავშირებული კულუტურული მემკვიდრეობის ობიექტების (საეკლესიო, სათავდაცვო და საერო) ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებად ერთობლიობას, და მისი ფუნქციური დანაწევრება და ფიზიკური გამიჯვნა არ არის მიზანშეწონილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე სამკვიდროს მიღების ფაქტი იმის შესახებ, რომ ე---------- ჩ---–----–---–მა მიიღოო კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე, გ--- ა---–------ის ს-----–------- შენობა და მიწა (ასევე სხვა მოძრავი ნივთები); იგი ცნობილი იქნა ამ სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ; კასპის რაიონის ტექბიუროს და საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა, რეგისტრაციაში გაეტარებინა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე ე---------- ჩ---–----–---–ის, როგორც მესაკუთრე;
მტკიცებულება: კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება № 2-65 (ს. ფ. 237-241), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.2. გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ე---------- ჩ---–----–---–ის მიერ მოპოვებულია სანოტარო წესით 1908 წლის 14 მარტს შედგენილი სააღსრულებო ფურცელი, გაცემული თბილისის ოლქის სასამართლოს მიერ გორის ნოტარიუს თ--------------ის № 182 ჩანაწერისა და სამედიატორო სასამართლოს 1908 წლის 11 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, რომლითაც მომხდარია ი---- ა---–------ის (გ--- ი----ს ძე ა---–------ის მამის) ქონების გაყოფა მის შვილებს შორის. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზეგ--- ი----ს ძე ა---–------ს საკუთრებაში გადაეცა კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე ს-----–------- აგარაკი და მიწა, კერძოდ: თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრაში მდებარე ს-----–------- აგარაკი (ქ---------–-), 2 სართულიანი ქვის სახლი სარდაფით, 6 ოთახით, 2 შესასვლელით, სამზარეულო და 1 კოშკით და სხვა სათავსოებით და მიწით 600 კვ. საჟენით შემდეგი საზღვრებით: აღმოსავლეთით - ეკლესია, სამხრეთით - ბაღი, ჩრდილოეთით - გზა, დასავლეთით - მდინარე ლეხურა;
მტკიცებულება: კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება № 2-65 (ს. ფ. 237-241), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე---------- ჩ---–----–---–მა მთლიანად მიიღო გ--- ა---–------ის სამკვიდრო, მათ შორის კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე ს-----–------- სასახლე, მასთან მდებარე მიწის ნაკვეთით;
მტკიცებულება: კასპის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება № 2-65 (ს. ფ. 237-241), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.4. კასპის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, კასპის რაიონის სოფელ ქ---------–-ში მდებარე 10 500 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (შენობა-ნაგებობით) დარეგისტრირდა ე---------- ჩ---–----–---–ის საკუთრება;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნომებრის № 665 ბრძანებულებით ა---–-------ის XVII - XVIII საუკუნეების ციხე-დარბაზებს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი;
მტკიცებულება: საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის № 665 ბრძანებულება, სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის № 12/09/271 მიმართვა (ს. ფ. 28-29).
3.2.6. რეგისტრაციის შესახებ კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის № 882011268869-03 გადაწყვეტილებით, კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, აღნიშნული ქონება № 67.04.41.032 საკადასტრო კოდით აღირიცხა ე---------- ჩ---–----–---–ის შვილის - ნ---- ე--------ის სახელზე;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.7. კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის № 882014141405-08 გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ქონებაზე დარეგისტრირდა ცვლილება და მიწის ნაკვეთის ფართად განისაზღვრა 10 118 მ2;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.8. ს----------–---------–-----–---------------–------------–----------–--------–---ის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2015-2016 წლებში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, მოხდა № 67.04.41.032 საკადასტრო კოდით ნ---- ე--------ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერება, რა დროსაც დადგინდა, რომ ამ უძრავ ნივთზე დგას ეკლესია, რომელიც წარმოადგენს ბაზილიკას; ეკლესიას დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება კოშკი; ეკლესია მოიცავს მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმაზე ასახული № 04/1 შენობა-ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილს, ხოლო კოშკის მდებარეობა ემთხვევა ამ შენობა-ნაგებობის დასავლეთ ნაწილს; ასევე დადგინდა, რომ № 04/1 შენობა-ნაგებობის რეგისტრირებული მონაცემი, საკადასტრო გეგმაზე ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, მცირედით არ შეესაბამება ეკლესიისა და კოშკის ფაქტობრივ მდებარეობას;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოკვლეული იქნა, რომ ამ უძრავი ნივთის შესაბამისი ტოპორუქის ფრაგმენტზე აღნიშნულია ჯვარი, რაც არის სამლოცველოს აღმნიშვნელი პირობითი ნიშანი; 1908 წლის სააღსრულებო ფურცელსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეკლესია მოხსენიებულია, როგორც ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ქონების მიჯნა აღმოსავლეთ მხარეს, და უფლების დამდგენი საბუთი, რაც დაადასტურებდა ე---------- ჩ---–----–---–ის ან ნ---- ე--------ის საკუთრებას მასზე, არ წარდგენილა;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით, კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის № 882011268869-03 და 2014 წლის 16 აპრილის № 882014141405-08 გადაწყვეტილებები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ეკლესიის (62,29 მ2) ნაწილში 103 მ2 მიწის ფართობით, რადგან ჩაითვალა, რომ ამ ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ძველ მესაკუთრეს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოსა და ს----------–---------–-----–---------------–------------–----------–--------–---ას შორის გაფორმებული შეთანხმების მე-7 მუხლის საფუძველზე, ეკლესიის შენობა წარმოადგენს ს----------–---------–-----–---------------–------------–----------–--------–---ის საკუთრებას;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება (ს. ფ. 17-27).
3.2.11. სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის მიმართვით სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსს ეცნობა, რომ სპეციალისტებისაგან შექმნილმა კომისიამ (არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნე, იურისტი) ადგილზე შეისწავლა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------–-ში მდებარე ა---–--------- ციხე-დარბაზის არსებული მდგომარეობა, განიხილა საარქივო მასალა და შეაჯერა საკითხის დარეგულირება შემდეგნაირად: ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით სოფელ ქ---------–-ში, ა---–--------- ციხე-დარბაზები შედგებოდა სამი კომპლექსისაგან, რომელთაგან ერთ-ერთის - მთავარი ციხე-დარბაზის (რაც განხილვის ობიექტია) შემადგენლობაში შედის გალავანი, კოშკები, ეკლესია, კოშკი სამრეკლო და სასახლის ნაშთები. მაღალი გალავნით შემოსაზღვრული კომპლექსის სამხრეთით და დასავლეთით, რცელ ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს XIX საუკუნის მე-2 ნახევარში აგებული ა---–--------- სამსართულიანი სასახლე და სამეურნეო ნაგებობები.
ციხე-დარბაზის გალავნით შემოსაზღვრულ ეზოში თავდაპირველად, XVII საუკუნის 70-8-იან წლებში ეკლესია აუგიათ, შემდგომში სამრეკლო მიუშენებიათ. დასავლეთ ნაწილში XVII საუკუნის შუა ხანების ციხე-დარბაზის ნანგრევებია. მაღალი კოშკი, რომელიც ეკლესიაზეა მიდგმული, სამსართულიანი სამრეკლო იყო, სადაც პირველი, სამმხრივ გახსნილი სართული, ეკლესიის კარიბჭეს წარმოადგენდა, მეორე სართული - მცველის საცხოვრებელს, მესამე კი - ზარებისათვის განკუთვნილ თაღოვან ფანჩატურს. XVIII საუკუნეში სამრეკლო სათავდაცვო კოშკად გადაუკეთებიათ. ეკლესიაში შესასვლელი ამჟამად სამხრეთიდან, დასავლეთიდან და XIX საუკუნეში გაჭრილი ჩრდილოეთის კარიდანაა.
ეკლესია არქიტექტურით, მხატვრობით (შემორჩენილია XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები), ფასადების დამუშავების ხასიათით (ჩუქურთმიანი ლავგარდანი, ცხენის და მტრედის რელიეფები) ენათესავება XVII საუკუნის მე-2 ნახევრის ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშებს: ანანურსა და ტბეთს.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა სათავდაცვო კოშკებზე, ეკლესიის გადახურვაზე, მოწესრიგდა გალავანის დარღვეული ნაწილები.
ა---–--------- ისტორიული XVII-XVIII საუკუნეების ციხე-დარბაზი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსურ ძეგლს, მაში ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად და ტერიტორიულად დაკავშირებული კულუტურული მემკვიდრეობის ობიექტების (საეკლესიო, სათავდაცვო და საერო) ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებად ერთობლიობას, რის გამოც კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ მისი ფუნქციური დანაწევრება და ფიზიკური გამიჯვნა არამიზანშეწონილია.
კომპლექსის შემდგომი ეფექტური ფუნქციონირება უნდა განხორციელდეს ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო პრონციპების საფუძველზე შემუშავებული პერსპექტიული მართვის პროგრამით და მონაწილე (სახელმწიფო, ეკლესია, მესაკუთრე) სუბიექტების კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების რეგლამენტით.
სააგენტო მიიჩნევს, რომ ძეგლის სარეაბილიტაციო პროგრამა, საეკლესიო დანიშნულებასთან ერთად, უნდა მოიცავდეს კომპლექსის ადაპტაციას სანახაობით და საგნმანათლებლო-შემეცნებით ობიექტად, როგორც XVII-XVIII საუკუნეების ქართველ ფეოდალ ა---–--------- თვალსაჩინო სათავდაცვო და საცხოვრებელი რეზიდენციად (იგულისხმება კომპლექსის ცალკეული ობიექტების აღდგენა, მათში ა---–--------- თაობების ისტორიული ღვაწლის და ყოფა-ცხოვრების ამსახველი მუდმივი ექსპოზიციის მოწყობა);
მტკიცებულება: სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის № 12/09/271 მიმართვა (ს. ფ. 28-29).
3.2.12. ს----------–-------------------მ 2018 წლის 5 ივლისს და 10 დეკემბერს განცხადებებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის მიმართვის საფუძველზე მოითხოვა კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის № 882011268869-03 და 2014 წლის 16 აპრილის № 882014141405-08 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობა სამრეკლოს, გალავანისა და გალავნის შიგნით არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილშიც იმ საფუძვლით, რომ ეკლესია შემოსაზღვრულია გალავნით, მასში მოქცეულია სამრეკლო და, ძეგლის კომპლექსურობიდან და ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთობლიობიდან გამომდინარე, ერთმანეთისაგან არ უნდა გამიჯნულიყო ეკლესია, გალავანი და სამრეკლო.
მტკიცებულება: განცხადებები (ს. ფ. 30-37), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.13. იმის გამო, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ განცხადებებზე გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა, ს----------–-------------------მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სააგენტოს თავმჯდომარეს 2019 წლის 7 თებერვალს, თუმცა არც ამ საჩივარზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული;
მტკიცებულება: განცხადება (ს. ფ. 54-59), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.14. სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2019 წლის 12 ივნისის მიმართვით ნ---- ე--------ის წარმომადგენელს ს-----–------- კომპლექსის კუთვნილების, ამ კომპლექსის შემადგენელი კოშკის ფუნქციური ცვლილებისა და მისი ეკლესიისადმი მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით ეცნობა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის კუთვნილების განსაზღვრა სცილდება სააგენტოს კომპეტენციას;
თავდაცვითი კოშკი შეადგენს ამ კომპლექსის ისტორიის განუყოფელ ნაწილს. მისი გადაკეთება თანამედროვე პირობებში უნდა შეფასდეს ისტორიული სინამდვილის ცვლილებად, რასაც სააგენტო ვერ გაიზიარებს. ამასთან, წარდგენილი ფოტომასალით დასტურდება, რომ ჯ--------------ის სახელობის ეკლესიაზე სამრეკლო ფუნქციონირებდა თავდაცვითი კოშკისაგან დამოუკიდებლად, რომლის დანგრევაც შემდგომში განხორციელდა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება, რომ ს-----–------- კომპლექსში შემავალი სათავდაცვო კოშკი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ეკლესიის ფუნქციურად განუყოფელ ნაწილს.
ამასთან, სააგენტო ადასტურებს, რომ ა---–--------- კომპლექსის აღმოსავლეთით, რამდენიმე მეტრის დაშორებით, იდგა წმინდა მარინეს სახელობის დარბაზული ეკლესია, რომელიც მე-2 საუკუნის შუა წლებში იქნა დანგრეული;
მტკიცებულება: სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2019 წლის 12 ივნისის № 09/2248 მიმართვა (ს. ფ. 242).
3.2.15. მიმართვას თან ერთვის 5 ფოტოსურათი, რომელთაგან ერთ-ერთზე გამოსახულია ცალკე მდგარი ეკლესია; ნ---- ე--------ის წარმომადგენლის განმარტებით, ა---–-------ის ციხე-დარბაზების საზღვარი სწორედ ამ ეკლესიამდე მოდიოდა და საარქივო დოკუმენტებში აღმოსავლეთის საზღვრად მითითებულია სწორედ ეს ეკლესია და არა ა---–-------ის კუთვნილი ჯ--------------ის სახელობის ეკლესია, რა ნაწილშიც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ნ---- ე--------ზე რეგისტრაცია.
მტკიცებულება: სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2019 წლის 12 ივნისის № 09/2248 მიმართვაზე თანდართული მე-5 ფოტოსურათი (ს. ფ. 247), მესამე პირის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც წარმოდგენილი მტკიცებულებები და სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ ქმნის ნ---- ე--------ის საკუთრების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმება".
6. სამართლებრივი შეფასება
ნ---- ე--------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------–-ში მდებარე უძრავი ქონება, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ა---–-------ის XVII - XVIII საუკუნეების ციხე-დარბაზები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ნ---- ე--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ძეგლის კომპლექსში შემავალი ეკლესიის (62,29 მ2) ნაწილში 103 მ2 მიწის ფართობით, რადგან ჩაითვალა, რომ ამ ქონებაზე არ გააჩნდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ძველ მესაკუთრეს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებული შეთანხმების მე-7 მუხლის საფუძველზე, ეკლესიის შენობა წარმოადგენს ს----------–---------–-----–---------------–------------–----------–--------–---ის საკუთრებას.
სარჩელის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ, ს----------–-------------------ს მითითებით, სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის № 12/09/271 მიმართვის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ძალადაკარგულად უნდა ეცნო ნ---- ე--------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ეკლესიასთან მდებარე სამრეკლოს, გალავანისა და გალავნის შიგნით არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილშიც იმ საფუძვლით, რომ ეკლესია შემოსაზღვრულია გალავნით, მასში მოქცეულია სამრეკლო და, ძეგლის კომპლექსურობიდან და ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებადი ერთობლიობიდან გამომდინარე, ერთმანეთისაგან არ უნდა გამიჯნულიყო ეკლესია, გალავანი და სამრეკლო.
სასამართლო, პირველ რიგში, განმარტავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების სამართლებრივ შინაარსს, ხოლო შემდგ იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-6 - მე-7 ნაწილების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
დასახელებული ნორმების შინაარსი ცხადჰყოფს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისას გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება, ანუ მანამდე არსებული სამართლებრივი ვითარება კანონიერად არის მიჩნეული და სადავო არ ხდება.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ხდება მაშინ, როდესაც ამ აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა ვითარება იმგვარად ან/და წარმოიშვა, ან ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები, რომ აქტით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებსა და მართლწესრიგთან შეუსაბამო ხდება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია გარემოებები, რამაც შესაძლოა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება გამოიწვიოს: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას, გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას, გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
ს----------–------------------- ითხოვს როგორც კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის № 882011268869-03 და 2014 წლის 16 აპრილის № 882014141405-08 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებას სამრეკლოს, გალავანისა და გალავნის შიგნით არსებული მიწის ნაკვეთის ნ---- ე--------ზე რეგისტრაციის ნაწილში, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას იმ ნაწილში, რომლითაც ძალადაკარგულად არ იქნა ცნობილი კასპის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები იმავე სამრეკლოს, გალავანისა და გალავნის შიგნით არსებული მიწის ნაკვეთის ნ---- ე--------ზე რეგისტრაციის ნაწილში.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების არსიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის შინაარსის გათვალისწინებით, ს----------–------------------- ნ---- ე--------ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერებას სადავოდ არ ხდის.
მოსარჩელის ამ პოზიციით, ნ---- ე--------ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მოსარჩელესთან მიმართებაში, კანომდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
მოსარჩელე ზემოთ მითითებული აქტების ძალადაკარგულად ცნობას ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით, რომლის თანახმადაც, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ს----------–------------------- მიიჩნევს, რომ სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის № 12/09/271 მიმართვა არის ისეთი ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც არსებითად ცვლის სამართლებრივ მდგომარეობას მოსარჩელის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ისეთ ვითარებაში, როდესაც ნ---- ე--------ის საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლები მოსარჩელის მხრიდან გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის, სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის სარეკომენდაციო ხასიათის მიმართვა არ შეიძლება, ისეთი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი იყოს, რამაც უძრავ ქონებაზე მესაკუთრის საკუთრების უფლების გაუქმება გამოიწვიოს.
ნ---- ე--------ის საკუთრების უფლების საფუძველზე იმსჯელა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილებით და მიიჩნია, რომ ეკლესიის შენობაზე (103 მ2 მიწის ფართით) მას არ გააჩნდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ეკლესიის შენობა წარმოადგენდა ს----------–---------–-----–---------------–-------------–----------–---------–---ის საკუთრებას;
როგორც ნ---- ე--------ის საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლები, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების კანონიერება მოსარჩელის მხრიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გამხდარა.
ასეთ ვითარებაში, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის სარეკომენდაციო ხასიათის მიმართვა ვერ გამოიწვევს ვერც უძრავ ქონებაზე მესაკუთრის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას და ვერც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: ა) წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ბ) ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; დ) ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; ე) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს ნ---- ე--------ის საკუთრების ძალადაკარგულად გამოცხადების კანონმდებლობით გათვალისწინიებული არც ერთი საფუძველი.
სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის სარეკომენდაციო ხასიათის მიმართვის შინაარსთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს დოკუმენტი არათუ მოსარჩელის სასარგებლო ფაქტობრივ გარემოებებზე უთითებს, არამედ პირიქით, ამტკიცებს სრულიად საწინააღმდეგოს;
მიმართვის თანახმად, ა---–--------- ისტორიული XVII-XVIII საუკუნეების ციხე-დარბაზი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის კომპლექსურ ძეგლს, მაში ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად და ტერიტორიულად დაკავშირებული კულუტურული მემკვიდრეობის ობიექტების (საეკლესიო, სათავდაცვო და საერო) ტოპოგრაფიულად იდენტიფიცირებად ერთობლიობას, რის გამოც კომისიის წევრებმა მიიჩნიეს, რომ მისი ფუნქციური დანაწევრება და ფიზიკური გამიჯვნა არამიზანშეწონილია.
სასამართლო არ მსჯელობს რა ეკლესიის შენობაზე (103 მ2 მიწის ფართით) ნ---- ე--------ის საკუთრების ძალადაკარგულად ცნობის კანონიერებაზე (შინაარსსა და ფორმაზე), და მიუთითებს, რომ ეკლესიის შენობის ნ---- ე--------ის საკუთრებიდან ,,ამორიცხვა" არ წარმოშობს დარჩენილი მთლიანი კომპლექსური ძეგლის ფუნქციური დანაწევრებისა და ფიზიკური გამიჯვნის მიზანშეუწონლობისადმი განსხვავებული მიდგომის წინაპირობას.
ეკლესიის ნაწილში ძალადაკარგულად ცნობა, 2017 წლის 7 თებერვლის სარეკომენდაციო ხასიათის მიმართვის შინაარსიდან გამომდინარე, არ ქმნის მთლიანი კომპლექსური ძეგლის ფუნქციური დანაწევრებისა და სხვა ტერიტორიების ფიზიკურად კიდევ უფრო მეტად გამიჯვნა-გამოყოფის საკმარის, მით უფრო კანონიერ საფუძველს.
გარდა ამისა, სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2019 წლის 12 ივნისის ასევე სარეკომენდაციო ხასიათის № 09/2248 მიმართვის თანახმად, არ დასტურდება, რომ ს-----–------- კომპლექსში შემავალი სათავდაცვო კოშკი დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ეკლესიის ფუნქციურად განუყოფელ ნაწილს.
ს----------–------------------- მოცემულ დავასთან მიმართებაში თავის ინტერესს გამოხატავს ,,საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების" (დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 22 ოქტომბრის № 1697 დადგენილებით) მე-9 მუხლზე მითითებით, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმადაც, სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად ზრუნავენ ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა შეეხება მხოლოდ საეკლესიო ნაგებობებისა და საეკლესიო საგანძურის ერთობლივად სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობას, რაც ს--------------ს არ ანიჭებს კერძო საკუთრებაში არსებულ ეკლესიაზე საკუთრების უფლების გაუქმების (საკუთრების უფლების ძალადაკარგულად გამოცხადების) მოთხოვნით დავის აღძვრის უფლებამოსილებას.
იმავე ,,კონსტიტუციური შეთანხმების" მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.
ამ ნორმიდან გამომდინარე, ს----------–------------------- უფლებამოსილია, დასვას საკითხი ეკლესიის საკუთრებასთან დაკავშირებით; ამის შესახებ აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილებაშიც, რაც საფუძვლად დაედო ეკლიესიისა და 103 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
მიუხედავად ამისა, როგორც აღინიშნა, ამ შემთხვევაში ს----------–-------------------ს მხრიდან ნ---- ე--------ის საკუთრების რეგისტრაციის კანონიერება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული და სადავოდ გამხდარი არ არის.
გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ ,,კონსტიტუციური შეთანხმების" მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ და არა კერძო საკუთრებაში მყოფ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს და მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული.
ამ ნორმის საწინააღმდეგო განმარტებით, უგულებელყოფილი იქნება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დეკლარირებული კერძო საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა და ვერ იქნება უზრუნველყოფილი ამ უფლების დაცვა.
კერძო საკუთრების დაცულობასთან დაკავშირებით სახელდებით მითითებულია ,,კონსტიტუციური შეთანხმების" მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტში, რომ სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა).
სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც ფორმალურ-იურიდიული, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, შეუძლებელია, კანონმდებლობით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებად პირდაპირი ფორმით ყოფილიყო აღიარებული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება 2001 წლიდან 19 ნოემბრიდან ირიცხება კერძო საკუთრებაში (ნ---- ე--------ის მამკვიდრებელ ე---------- ჩ---–----–---–ის სახელზე), ,,კონსტიტუციური შეთანხმება" კი მიღებულია 2002 წლის 22 ოქტომბერს, ანუ მაშინ, როდესაც ეს ქონება უკვე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კონსტიტუციური შეთანხმების" საფუძველზე ს----------–-------------------ს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, არ გააჩნია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების ძალადაკარგულად ცნობის მოთხოვნის უფლებამოსილება.
საბოლოო ჯამში, სარჩელის საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავოდ გამხდარი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების რაიმე საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ნ---- ე--------ის საკუთრების უფლების გაუქმების (ძალადაკარგულად გამოცხადების) საფუძველს არ წარმოშობს სსიპ ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 7 თებერვლის სარეკომენდაციო ხასიათის მიმართვა, ხოლო ამ მოთხოვნის დაყენების უფლებამოსილება არ არსებობს არც ,,საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების" საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის მხრიდან მოსარჩელესთან მიმართებაში კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა; შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების (ვირტუალური უარის) ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, თუმცა იმის გამო, რომ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ეს ხარჯები ანაზღაურებული ვერ იქნება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1.1. ს----------–-------------------ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
1.2. ს----------–-------------------ს სარჩელი ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
1.3. ს----------–-------------------ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დავალდებულების შესახებ, ძალადაკარგულად ცნოს 2017 წლის 17 იანვრის № 16141 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კასპის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 13 ივნისის № 882011268869-03 და 2014 წლის 16 აპრილის № 882014141405-08 გადაწყვეტილებები მხოლოდ ეკლესიის ნაწილში, და ძალადაკარგულად ცნოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურის მითითებული გადაწყვეტილებები ასევე სამრეკლოს, გალავანისა და გალავნის შიგნით არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
2. ე---–--- ქ-------ს მიერ 2019 წლის 4 მარტს ამ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება 0, რეფერენსი 2513893854) დარჩეს სხელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი