გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
0--0-.2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - მ------ ბ--–--ე,მოსარჩელის წარმომადგენელი- თ------ პ-----–---–ი,მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური,წარმომადგენელი - ნ------ ბ--------ე,მესამე პირი- თ------ ჩ-----;
დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას. (სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, 2018 წლის 1--------------ს და 2019 წლის 0-----–---ს სხდომის ოქმები)
მოსარჩელის მითითებით, ქალაქ რუსთავის მერიის 1--- წლის 6-------–-------- განკარგულებით გამოეყო მიწის ნაკვეთი №2-- ინდივიდუალური ბინათმშენებლობისთვის ქ. რუსთავში, თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 1994 წლის 2--------–------- განკარგულებით მოქალაქე ნ. ლ---–---–ს გამოეყო ამავე დანიშნულებისათვის მიწის ნაკვეთი №2-- თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ქ. რუსთავის მერიის 1----–-–----- აპრილის №-- გადაწყვეტილებით რუსთავის მერიის მიწათსარგებლობისა და საუწყებათა შორის კომისიის დადგენილების საფუძველზე დაკმაყოფილდა მხარეთა თხოვნა მიწის ნაკვეთების გაცვლის თაობაზე და მ----- ბ--–--ეს დაუმაგრდა №2-- მიწის ნაკვეთი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით, ქ. რუსთავში, თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი №2-- დარეგისტრირდა მოქალაქე თ------ ჩ----ის საკუთრებაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიწის ნაკვეთი რაც დარეგისტრირდა თ------ ჩ----ის საკუთრებაში წარმოადგენს მ----- ბ--–--ისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე №2--, აღნიშნული გამოწვეულია არასწორი აზომვითი ნახაზის წარდგენით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით ს. კ. 0-.0-.0-.5-- ქალაქ რუსთავში, თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 400 კვ.მ მიწის №2-- ნაკვეთზე რეგისტრირებულია თ------ ჩ----ის საკუთრების უფლება. ქალაქ რუსთავის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1----–-–--------------ის №1--- გადაწყვეტილებით, მოქალაქე თ------ ნ-----–----ის ძე ჩ-----ს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო №2-- მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–---------------ის №0------- მიმართვით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული (არაოფიციალური) მონაცემებით (მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა, რომელზეც წარწერები დატანილია ფანქრით და საჟურნალო ჩანაწერები) ქ. რუსთავში, თ---–----------ს მ/ტ განაწილებულ მიწის ნაკვეთებს შორის №2-- ნაკვეთის გასწვრივ არის ჩანაწერი ჩ----- თ.ნ. ფართობი განისაზღვრა რუკაზე ასახული ტიპიური ზომების საშუალებით, ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის გადაგზავნილი იქნა ზემოაღნიშნული რუკის ფრაგმენტი. გარდა აღნიშნულისა მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ადასტურებენ, რომ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს 1989 წლიდან ნამდვილად ფლობს თ------ ჩ-----. იმ გარემოების გამო, რომ არ არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები, მიღებული იქნა გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
2.2. მესამე პირმა თ------ ჩ-----მ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო თუმცა სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ნაკვეთის არასწორი რეგისტრაციის შემთხვევაში, თანახმაა მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირდეს მოსარჩელეს, ხოლო თვითონ დაირეგისტრიროს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1----–-–----- აპრილის ქალაქ რუსთავის მერიის №-- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ----- ბ--–--ისა და ნ--–------ ლ----–---–ის თხოვნა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა მათ სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთების გაცვლა. მოქალაქე მ----- ლ------ ძე ბ--–--ეს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი №2-- ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის თ---–----------ს მიმდებარედ. მოქალაქე ნ--–------ დ--------- ძე ლ----–---–ს გაუფორმდა მიწის ნაკვეთი №2-- ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის თ---–----------ს მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ.2-12);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 33-43);
- ქალაქ რუსთავის მერიის 1----–-–----- აპრილის №-- გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 13;)
3.1.2. 2017 წლის 22 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა თ------ ჩ-----მ უძრავ ნივთზე (მდებარე ქ. რუსთავი, თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორია №2-- ნაკვეთი) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. რუსთავი, თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორია №2-- ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა თ------ ჩ----ის სახელზე. რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია ქალაქ რუსთავის აღმასკომის 1----–-–--------------ის №1--- გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-12);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 33-43);
- მოპასუხის წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 89-98);
-მესამე პირის წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 80-86)
- განცხადება (ტომი I, ს. ფ. 110);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 130);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 132-133);
-ქალაქ რუსთავის აღმასკომის 1----–-–--------------ის №1--- გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ (ტომი I, ს. ფ. 115)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. თ------ ჩ----ის სახელზე რეგისტირებული მიწის ნაკვეთი არ შეესაბამება მისთვის ქალაქ რუსთავის აღმასკომის 1----–-–--------------ის №1--- მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას.
3.2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები), არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი; ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია;
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული დოკუმენტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" და „ი" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ'' ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების განხილვის ფარგლებში უფლების დამდგენი დოკუმენტის ნამდვილობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს, სადავოა მხოლოდ რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა. თუმცა მხარეებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ მესამე პირ თ------ ჩ-----ს დარეგისტრირებული აქვს მოსარჩელის ქონება. მესამე პირის და მოსარჩელის უძრავი ნივთის ნამდვილი ადგილმდებარეობის განსაზღვრა ექსპერტიზამ ვერ შეძლო.
რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მისი საფუძვლები, მათ შორის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ნუსხა და სხვა სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით, რომლის მე-18 მუხლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. მითითებული ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს. თუმცა სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ,,გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების მეთოთხმეტე მუხლის თანახმად, კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ცენტრალიზებული საკადასტრო საქმიანობის მონიტორინგი; საკადასტრო მონაცემების დამუშავება, ელექტრონული ნახაზების გადამოწმება და საკადასტრო მონაცემთა ბაზაში ასახვა; სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის და ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისათვის საკადასტრო მონაცემებზე დაყრდნობით დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებული საზღვრების ელექტრონულ რუკაზე ასახვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეულ საკუთრების/სარგებლობის უფლების რეგისტრაციისათვის საჭირო საკადასტრო მონაცემების დამუშავება; საკადასტრო ერთეულზე კოდის მინიჭება; სარეგისტრაციო ზონის, სექტორის, კვარტლის საზღვრების კორექტირება/დადგენა; წარმოდგენილი საკადასტრო ინფორმაციის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიების სარეკომენდაციო ფორმების და მონაცემთა სტრუქტურების შემუშავება; საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების ამსახველი დოკუმენტების (საკადასტრო გეგმა, საკადასტრო რუკა, სიტუაციური ნახაზი) ფორმების შემუშავება; სარეგისტრაციო წარმოებისას დადგენილ საკადასტრო საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურეობის გაწევა; სამსახურებრივი კორესპონდენციის განხილვა/რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სარეგისტრაციო წარმოებისას სადავო მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა არ დაუდგენია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის, სივრცითი ინფორმაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეშვეობით უნდა დაადგინოს ქ. რუსთავი, თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორია №2-- და №2-- ნაკვეთების მოსარჩელის და მესამე პირის მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილდებარეობა. აღნიშნული შესაძლებელია დადგინდეს განაწილებული და დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ნომრების და ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის გათვალისწინებით, მოსაზღვრედ მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა გამოკითხვით. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიწვეული უნდა იქნას ყველა დაინტერესებული პირი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 მაისის №003687819 დასკვნით დგინდება, რომ ქალაქ რუსთავში თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 400 კვ.მ ფართობის ს.კ. 0-.0-.0-.5-- თ------ ჩ----ის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა წარდგენილი მასალების მიხედვით შეუძლებელია, რადგან წარდგენილი ნახაზი დეფორმირებულია და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია და მდებარეობა არ ემთხვევა განაწილების გეგმაზე არსებულ მიწის ნაკვეთების კონფიგურაციას და მდებარეობას. წარდგენილი მასალების მიხედვით ს. კ. 0-.0-.0-.5-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს გო--------–--ის ქუჩის მეორე გასასვლელის მხარეს და არა გო--------–--ის პირველი ქუჩის მხარეს, როგორცაა დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებული. ქალაქ რუსთავში თ---–----------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მ----- ბ--–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა წარდგენილი მასალების მიხედვით შეუძლებელია. განაწილების გეგმის მიხედვით ნაკვეთი №2-- მდებარეობს გო--------–--ის ქუჩის პირველი გასასვლელის მხარეს ს. კ. 0-.0-.0-.5-- დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიასთან (შესაძლოა ტერიტორიაზეც). თუმცა მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა, იმის გამო, რომ წარდგენილი ნახაზი დეფორმირებულია და საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია და მდებარეობა არ ემთხვევა განაწილების გეგმაზე არსებულ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას და მდებარეობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. მოპასუხის მიერ საქმის გარემოებები არ გამოკვლეულა სრულყოფილად, მოპასუხეს არ მიუწვევია დაინტერესებული პირები, მოწმეები (მესაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები), არ დაუდგენია მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, რაც გამორიცხავდა მიწის ნაკვეთის მესამე პირის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციას.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას". ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობითა და ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-10, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მ----- ბ--–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2----–-–---------–---- №8------------15 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი;
2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელე მ----- ბ--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი