განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
140100119002840035
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119002840035

საქმე #1/51-19 (011311218005)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ვ--–---- ლ------ (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–---------ში)

 

ადვოკატი - გ--- ტ-----–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ------------------------–---------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ვ--–---- ლ------ მეუღლეს - ც-–---- ლ-----სა და არასრულწლოვან შვილიშვილს - ნ--- ლ-----ს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის წევრების, მათ შორის - არასრულწლოვნის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. დაზარალებულმა ც-–---- ლ-----მა განმარტა, რომ ცხოვრობს გ------------------------–---------ში მეუღლესთან - ვ--–---- ლ----სა და 16 წლის შვილიშვილთან - ნ--- ლ-----თან ერთად. 2018 წლის 30 დეკემბერს, საღამოს ვ--–---- ლ-----ს შვილიშვილმა - მ------ ვ------–---–მა დაუმტვირა სიგარეტის ღერები და ღუმელში დაწვა, რომ პაპას არ მოეწია. მეორე დღეს, დაახლოებით 18:30 საათზე, ვ--–---- ლ------ შვილიშვილს - 17 წლის ნ--- ლ-----ს დაედევნა დანით - ,,შენ მოწიე ჩემი სიგარეტი, უნდა მოგკლა, ყელი უნდა გამოგჭრაო“. ნ--- ლ------ გაფითრებული და შეშინებული იყო. იგი რამდენჯერაც შევიდა სახლში ვ--–---- ლ------ იმდენივეჯერ დაედევნა მას დანით, რის გამოც ნ--- ლ------ გაიქცა სახლიდან. რომ არ გაქცეულიყო, ვ--–---- ლ------ მას ნამდვილად რამეს დაუშავებდა. ამის შემდეგ ვ--–---- ლ-----მა ც-–---- ლ-----ს ყელზე მიადო დანა მჭრელი პირით და ემუქრებოდა მოკვლით - ,,ან შენ უნდა მოგკლა, ან ბავშვი ან მ------ო (მათი შვილი, რომელიც გათხოვდა)“. დანა იყო დაახლოებით 32 სმ სიგრძის, დაკბილული პირით. ც-–---- ლ------ რომ განძრეულიყო, დაზიანებას მიიღებდა. მას შეეშინდა, რადგან ვ--–---- ლ------ აგრესიული იყო მისი და ნ---ს მიმართ და მუქარას აღასრულებდა. დანა მას მ------ ვ------–---–მა წაართვა. ვ--–---- ლ-----ს ამ ფაქტამდეც არაერთხელ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა ც-–---- ლ------სათვის და დამუქრებია მოკვლით. დაზარალებული განმარტავს, რომ მას დღესაც ეშინია ბრალდებულის და სურს მისი მკაცრად დასჯა (2019 წლის 18 მარტის სხდომის ოქმი);

 

3.2. დაზარალებულმა ნ--- ლ-----მა განმარტა, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს ვ--–---- ლ------ დილიდანვე იყო მთვრალი და ემუქრებოდა ოჯახის წევრებს - დაგხოცავთო. საღამოს მან კიდევ დალია ალკოჰოლური სასმელი. ვ--–---- ლ------ ბევრ სიგარეტს ეწეოდა, რის გამოც სახლში ძლიერი კვამლი იყო. მათთან სტუმრად მყოფმა ნ--- ლ------ს დეიდაშვილმა - მ------ ვ------–---–მა დაუშალა მას სიგარეტის მოწევა, შემდეგ კი ღუმელში სიგარეტი დაწვა. მოგვიანებით ვ--–---- ლ-----მა ნ---ს დააბრალა მისი სიგარეტის მოწევა და გაიწია მისკენ დანით, რის გამოც ნ--- სახლიდან გაიქცა. ვ--–---- ლ------ მას დაედევნა დანით, თან ემუქრებოდა - ,,მოგკლავ, ყელს გამოგჭრიო“ და აგინებდა. ვ--–---- ლ------ ნ--- და ც-–---- ლ-----ებს ემუქრებოდა, იმუქრებოდა აგრეთვე ნ--- ლ------ს დედის მისამართით - ,,ყველას ყელი უნდა დაგაჭრათო“. ნ--- ლ-----ს შეეშინდა და ფიქრობდა, იქ რომ გაჩერებულიყო ვ--–---- ლ------ მას დანას დაარტყამდა. როდესაც ნ--- ლ------ მიბრუნდა და ფანჯრიდან აპირებდა სახლში შესვლას, ვ--–---- ლ-----მა დაინახა ის და კვლავ დაედევნა, მათ შორის ც-–---- ლ------ და მ------ ვ------–---–ი ჩადგნენ. ვ--–---- ლ-----მა ც-–---- ლ-----ს დაადო ყელზე დანა, ,,უნდა მოგკლაო“. ნ--- ლ------ უყვიროდა, თავი დაენებებინა ც-–---- ლ------სათვის, მაგრამ ვ--–---- ლ-----ს არ ესმოდა, იმუქრებოდა ,,უნდა დაგხოცოთო“. ც-–---- ლ------ რომ განძრეულიყო, დაზიანებას მიიღებდა. ნ--- ლ-----მა დარეკა ,,112“-ში და მოითხოვა პოლიციის დახმარება. ვ--–---- ლ-----მა ადრეც მიაყენა დაზიანება ც-–---- ლ-----ს მუცელში. დაზარალებულის განმარტებით, ვ--–---- ლ-----ს ხელში ეჭირა სახლის მოზრდილი, დაკბილული დანა, რომლითაც შინაურ პირუტყვს კლავდნენ. დაზარალებულმა მოითხოვა ბრალდებულის მკაცრად დასჯა (2019 წლის 25 მარტის სხდომის ოქმი);

 

3.3. მოწმე მ------ ვ------–---–მა უარი თქვა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ (2019 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმი);

 

3.4. გამომძებელმა თ----- კ-------მ განმარტა, რომ გ------------------------–---------ში დაზარალებულ ნ--- ლ-----თან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ადგილები, სადაც მას ვ--–---- ლ------ დაემუქრა (2019 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი);

 

3.5. უბნის ინსპექტორ-გამომძებელმა ლ--------- დ----–--–მა განმარტა, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს, არასრულწლოვან ნ--- ლ------ს შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე დ----- ღ----–---–თან ერთად გავიდა გ------------------------–---------ში მდებარე ვ--–---- ლ------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდათ ც-–---- ლ------, ნ--- ლ------ და მ------ ვ------–---–ი. მათ უთხრეს, რომ მთვრალი ვ--–---- ლ------ სიგარეტის გამო დანით მოკვლით ემუქრებოდა ნ--- ლ-----სა და ც-–---- ლ-----ს - ნ--- ლ-----ს დაედევნა დანით, ც-–---- ლ-----ს დანა მიადო ყელზე (2019 წლის 21 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.5. იგივე დაადასტურა უბნის ინსპექტორ-გამომძებელმა დ----- ღ----–---–მა. მან განმარტა, რომ ადგილზე მისულებს სახლის წინ დახვდათ ნ--- ლ------, რომელიც ტიროდა და ნერვიულობდა. ანერვიულებულები იყვნენ ოჯახის სხვა წევრებიც (2019 წლის 27 მაისის სხდომის ოქმი);

 

3.6. გამომძებელმა ს------ ჟ------–---–მა განმარტა, რომ მან ექსპერტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ვ--–---- ლ------ს სახლიდან ამოიღო ხისტარიანი დანა (2019 წლის 13 ივნისის სხდომის ოქმი);

 

3.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვარს დაათვალიერეს ც-–---- ლ------ს საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველ სართულზე მდებარე ოთახში, ც-–---- ლ------ს მითითებით ამოიღეს ხისტარიანი დანა, რომლის პირი ერთ მხარეს ალესილი, ხოლო მეორე მხარეს - დაკბილულია (ს.ფ. 25-32);

 

3.8. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული დანა ცალპირიანია, პირის ორმხრივი ალესვით. დანის საერთო სიგრძე 354 მმ-ია, პირის სიგრძე - 221 მმ, ხოლო სისქე - 2 მმ. დანა დამზადებულია კუსტარული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას (ს.ფ. 131-134);

 

3.9 გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით, სასამართლოს უდავოდ დადასტურებულად მიაჩნია ვ--–---- ლ------ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გამოკვლეული მტკიცებულებები თანმიმდევრული და ურთიერთშესაბამისია. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, ვ--–---- ლ------ არაერთხელ დაედევნა შვილიშვილს მუქარით, ყელზე დანა მიედო და დაემუქრა მეუღლესაც სიცოცხლის მოსპობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ვ--–---- ლ------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დანა, რომლის ფიზიკური მაჩვენებლები ემთხვევა მოწმეების მიერ დანის აღწერილობას. ერთ-ერთი პოლიციელის ჩვენების მიხედვით, დაზარალებული ნ--- ლ------ მათ აღელვებული დახვდათ, იგი ტიროდა. აღელვებული იყო ც-–---- ლ------ც;

 

3.10 სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება ფასდება მისი უტყუარობის თვალსაზრისითაც. დაზარალებულების ჩვენებები სარწმუნოა იმის გამოც, რომ ც-–---- და ნ--- ლ-----ებმა გასულ წელს უარი განაცხადეს მაშინაც ბრალდებულ ვ--–---- ლ------ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე (ს.ფ. 80);

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ვ--–---- ლ-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ვ--–---- ლ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის სოციალურ და ეკონომიურ პირობებს, ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული, ასაკს - იგი 60 წლისაა. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალად შერაცხული ქმედებების გარემოებებსა და ხერხს - იგი დაახლოებით 35 სმ სიგრძის დანის გამოყენებით დაემუქრა მეუღლესა და არასრულწლოვან შვილიშვილს - მეუღლეს დანა მიადო ყელზე, შვილიშვილს - დაედევნა. ვ--–---- ლ-----მა არ აღიარა დანაშაული, რაც სასჯელის პირობით ჩათვლას გამორიცხავს;

 

5.2 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად აუცილებელია ვ--–---- ლ------ს საზოგადოებისაგან იზოლაცია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ვ--–---- ლ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

მსჯავრდებულ ვ--–---- ლ-----ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 31 დეკემბრიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება - დანა - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი