განაჩენი

სისხლის სამართლის 10.07.2019
საქმის ნომერი
340100119003044932
დავის ტიპი
126
თარიღი
10.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119003044932

№1/89-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 ივლისი 2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ნო------ ილ-–--ლის

ადვოკატ - ნო–------ ქე-–----–--ლის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: ნო------ ილ-–--ლი;

მამის სახელი: იო----;

დაბადებული: 25.06.1----–--–-;

პირადი ნომერი: 0----------;

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უმაღლესი;

ნასამართლეობა: ნასამართლეობის არ მქონე;

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი მ----------;

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი მ----------;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

კვალიფიკაცია: ნო------ ილ-–--ლს ბრალი ედება მასში, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის მარტიდან ნო------ ილ-–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–-, თავის საცხოვრებელ ბინაში სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მე--- ილ-–--ლს და შვილს მა-- ილ-–--ლს. 2019 წლის 27 აპრილს ნო----- ილ-–--ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–- მდებარე, თავის კუთვნილ ვენახში, სახისა და მხრის არეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა შვილს, მა-- ილ-–--ლს, რის შემდეგაც მხრებში ხელი მოუჭირა მეუღლეს მე--- ილ-–--ლს. ნო----- ილ-–--ლის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა-- ილ-–--ლმა და მე--- ილ-–--ლმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ნო------ ილ-–--ლს 2019 წლის 15 მაისს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის მარტიდან ნო------ ილ-–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–-, თავის საცხოვრებელ ბინაში სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მე--- ილ-–--ლს და შვილს მა-- ილ-–--ლს. 2019 წლის 27 აპრილს ნო----- ილ-–--ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–- მდებარე, თავის კუთვნილ ვენახში, სახისა და მხრის არეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა შვილს, მა-- ილ-–--ლს, რის შემდეგაც მხრებში ხელი მოუჭირა მეუღლეს მე--- ილ-–--ლს. ნო----- ილ-–--ლის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა-- ილ-–--ლმა და მე--- ილ-–--ლმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების მე--- ილ-–--ლის, მა-- ილ-–--ლის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულების მა-- ილ-–--ლის და მე--- ილ-–--ლის გამოკითხვის ოქმები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნო----- ილ-–--ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–- მდებარე, თავის კუთვნილ ვენახში, სახისა და მხრის არეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა შვილს, მა-- ილ-–--ლს, რის შემდეგაც მხრებში ხელი მოუჭირა მეუღლეს მე--- ილ-–--ლს. ნო----- ილ-–--ლის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა-- ილ-–--ლმა და მე--- ილ-–--ლმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261- მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში უნდა ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

ხოლო სიტყვიერმა შეურაცხყოფამ უნდა გამოიწვიოს სულიერი ტანჯვა.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ჩადენილი ორი პირის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების მე--- ილ-–--ლის, მა-- ილ-–--ლის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, დაზარალებულების მა-- ილ-–--ლის და მე--- ილ-–--ლის გამოკითხვის ოქმები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2019 წლის მარტიდან ნო----- ილ-–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–-, თავის საცხოვრებელ ბინაში სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მე--- ილ-–--ლს და შვილს მა-- ილ-–--ლს. 2019 წლის 27 აპრილს ნო----- ილ-–--ლმა, გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–- მდებარე, თავის კუთვნილ ვენახში, სახისა და მხრის არეში ხელი რამდენჯერმე გაარტყა შვილს, მა-- ილ-–--ლს, რის შემდეგაც მხრებში ხელი მოუჭირა მეუღლეს მე--- ილ-–--ლს. ნო----- ილ-–--ლის აღნიშნული ქმედებების შედეგად მა-- ილ-–--ლმა და მე--- ილ-–--ლმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

სისტემატიური სიტყვიე--- შეურაცხყოფის მიყენება და დამცირება იწვევდა მე--- ილ-–--ლისა და მა-- ილ-–--ლის ტანჯვას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი არ ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 09-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, კი ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრები არიან დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა-- ილ-–--ლი არის ნო------ ილ-–--ლის ოჯახის წევრი - შვილი, ხოლო მე--- ილ-–--ლი -არის ნო----- ილ-–--ლის-მეუღლე.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნო------ ილ-–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ნო------ ილ-–--ლის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ნო------ ილ-–--ლმა წარმოდგენილი მტკიცებულებები სცნო უდაოდ. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ურთიერთშეთანხმებულია, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ნო------ ილ-–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენაზე და მის მიმართ უნდა გამოვიდეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ნო------ ილ-–--ლის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოკვეთილა, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ნო------ ილ-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნატით ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნო------ ილ-–--ლთან მიმართებით აშკარად გამოკვეთილი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ნო------ ილ-–--ლის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილი. რომლის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის.

ნო------ ილ-–--ლი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ნო------ ილ-–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო-1000 (ათასი) ლარი.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით, ნო------ ილ-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების-გირაოს უზრუნველსაყოფად, ყადაღა დაედო ბრალდებულ ნო----- ილ-–--ლის პ/ნ 0---------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–- „დამარჩინე“, საკადასტრო კოდი №51.06.51.1-- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3796.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 51.06.04.4--- საბაზრო ღირებულება შეადგენს 6000 ლარს, დაედო ყადაღა, გირაოს ფულადი თანხის - 1000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ნო------ ილ-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2 .ნო------ ილ-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება- გირაო გაუქმდეს.

 

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის N10დ/23-19 განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს უზრუნველსაყოფად 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ნო----- ილ-–--ლის პ/ნ 0---------- სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ მუ-------–- „დამარჩინე“, საკადასტრო კოდი №51.06.51.1-- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი 3796.00 კვ. მ, ნაკვეთის წინა ნომერი: 51.06.04.4--- რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 6000 ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 1000 (ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

4. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

5. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

6. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე