გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
330210019002958902
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, ნარდობა
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/8801-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ნათია ჯანხოთელი

მოსარჩელე შპს და-------------–---------------------–---------“

წარმომადგენელი ქე------ სო---–---–ი

მოპასუხეები ს--- ნა--------, ნ---ო დო-–---

დავის საგანი სწავლის ღირებულების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს--- ნავ-------, და ნ---ო დო-–---ს შპს და-------------–---------------------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სწავლის ღირებულების ანაზღაურება - 1675 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის მიხედვით, მოპასუხეების შვილები ნი----–----ი, ალ---------ე, გი------ და ელ------ ნა--------ბი 2019 წლის აპრილამდე ირიცხებოდნენ შპს და-------------–---------------------–---------ში“.

 

მათთვის საგანმანათლებო მომსახურების გაწევა ხორციელდებოდა მხარეებს შორის სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის მიხედვით სწავლის სრული ღირებულების გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა ორივე მოპასუხეს როგორც სოლიდარულ მოვალეებს. 2019 წლის მარტის თვეში მოპასუხეებს მათი შვილების სხვა სკოლაში გადაყვანისა და შპს და-------------–---------------------–---------დან“ ამორიცხვის მომენტისათვის უკვე ერიცხებოდათ მოსარჩელის წინაშე სწავლის ღირებულების დავალიანება, თუმცა მოპასუხეებს თანხა არ გადაუხდიათ.

 

სარჩელის წარდგენის დროისათვის მოპასუხეებს სოლიდარულად ერიცხებათ შემდეგი დავალიანება: 2017 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 600 ლარი, 2018 წლის 1 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 300 და 600 ლარი, 2018 წლის 25 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 175 ლარი, სულ 1675 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს--- ნავ-------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელით არ ცნო.

 

2.2. მოპასუხე ნ---ო დო-–---ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხეების ს--- ნა--------ს და ნ---ო დო-–---- შვილები ნი----–----ი, ალ---------ე, გი------ და ელ------ ნა--------ბი 2019 წლის აპრილამდე ირიცხებოდნენ შპს და-------------–---------------------–---------ში“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამორიცხვის ბრძანებები (ს.ფ 15-18)

 

3.1.2. ნი----–----ი, ალ---------ე, გი------ და ელ------ ნა--------ბისთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა შპს და-------------–---------------------–---------ში“ ხორციელდებოდა მოპასუხეებს შორის სხვადასხვა დროს 2017 წლის 20 სექტემბერს, 2018 წლის 1 ივნისს და 2018 წლის 25 ივნისს შედგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულებები (ს.ფ 19-42)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს და-------------–---------------------–---------ს“ მიერ 2019 წლის 3 აპრილს გაცემული ცნობის მიხედვით, ს--- ნავ------- და ნ---ო დო-–---ს მოსარჩელის მიმართ ერიცხებათ სწავლის საფასურის დავალიანება სულ 1675 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მოპასუხე ს--- ნა-------- წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელს არ ცნობს, თუმცა მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოების და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა - განმარტებით შემოიფარგლა, ხოლო მოპასუხე ნ---ო დო-–---ს შესაგებელი არ წარმოუდგენია. შეს---მისად, მის ნაწილში სარჩელზე დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 43)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს და-------------–---------------------–---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 463-ე, 464-ე, 629-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შეს---მისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული საგანმანათლებო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებაა და მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით.

 

დადგენილია, რომ ნი----–----ი, ალ---------ე, გი------ და ელ------ ნა--------ბისთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა შპს და-------------–---------------------–---------ში“ ხორციელდებოდა მოპასუხეებს შორის სხვადასხვა დროს - 2017 წლის 20 სექტემბერს, 2018 წლის 1 ივნისს და 2018 წლის 25 ივნისს შედგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

წინამდებარე ხელშეკრულების შეს---მისად სკოლა ვალდებულია, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, ხოლო მშობლები სოლიდარულად უხდიან სკოლას შეთანხმებულ ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ (1.2 პუნქტი)

 

სკოლა უფლებამოსილია სწავლის სრული ღირებულების გადახდა მოითხოვოს ორივე (ნემისმიერი) მშობლისგან, ხოლო ორივე მშობელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში. (სოლიდარული ვალდებულება) 4.2. პუნქტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2 ნაწილის შეს---მისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეეს---მებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის შეს---მისად თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის დანაწესით კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებანი და წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებენ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. კერძოდ, მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხეებმა არ გადაიხადეს საგანმანათლებლო მომსახურების ღირებულება, რომელიც შეადგენს 1675 ლარს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის დავალიანების 1675 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1.შპს და-------------–---------------------–---------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2.ს--- ნავ-------, და ნ---ო დო-–---ს შპს და-------------–---------------------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1675 ლარი.

3.ს--- ნავ-------, და ნ---ო დო-–---ს შპს და-------------–---------------------–---------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე