განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4788-18
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ----------------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–----------------–---------–------------------------------.
ადვოკატი - კ-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილები (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია);
დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 01:50 საათზე, ქ. თბილისში, მ-----------------------–----------------------–------------------ზე, თ-----------------მა, რომელიც მართავდა ავტომობილ ,,ო---–-------ას“, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, რის გამოც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,მ---------ს“, რომელსაც მართავდა გ-------–---------ე. შეჯახების შედეგად, ავტომობილი ,,მ---------ი“ გადაადგილდა მარჯვნივ და მას შეეხაჯა თანხვედრად მოძრავი ავტომობილი ,,ს-------ი“, რომელსაც მართავდა ა----------------–--ე.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გ-------–---------ე და თ--------------–--ე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ-------------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ-----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
2.2. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ რ-------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ გარდაცვლილი თ--------------–--ე იყო მისი და. როგორც მისთვის ცნობილია, ამ შემთხვევის წინა საღამოს - 2018 წლის 24 მაისს, თ--------------–--ე იმყოფებოდა მეგობრის შვილის დაბადების დღეზე, იქიდან უნდა წამოსულიყო სახლში, გამოიძახა ტაქსი, რომლითაც წამოვიდა მეგობრებთან - მ----------–--ან და მ-------------–---–თან ერთად. გზაში ვ---------ის ტერიტორიაზე ჩამოსვეს მ-------------–---–ი, შემდეგ თ--------------–--ე უნდა მისულიყო სახლში. სახლამდე დაახლოებით 200-300 მეტრის დაშორებით მოხდა ეს შემთხვევა. კერძოდ, როგორც მან იცის, თ-----------------ი მოძრაობდა გზის მეორე მხარეს, იგი გადმოვიდა საპირისპირო მიმართულებით და დიდი სიჩქარით დაეჯახა იმ ტაქსს, რომელშიც მისი და იმყოფებოდა. ამ შეჯახების შემდეგ კიდევ მესამე მანქანასთან მოხდა დაჯახება. იმდენად დიდი იყო შეჯახება, რომ მანქანები ვერ გააცალკევეს ერთმანეთისგან, მექანიკური გაჭრა გახდა საჭირო. შეჯახების შემდეგ ტაქსის მძღოლმა და მისმა დამ მიიღეს დაზიანებები. ტაქსის მძღოლი გარდაიცვალა იმ ღამესვე, საავადმყოფოში მიყვანიდან 2-3 საათში. გარდაცვლილი ტაქსის მძღოლის ოჯახის წევრები იყვნენ თ-----ს პანაშვიდზე მისულნი და იმათ ჰქონდათ რაღაც მასალა, რომლის საფუძველზეც უთხრეს, რომ საპირისპიროდ მოძრავი მანქანა ძალიან სწრაფად მოდიოდა, ზუსტად ვერ იტყვის, მაგრამ დაახლოებით 170-180 კმ/სთ-ის სიჩქარის ფარგლებში. მისი და 20 დღის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში და 20 დღის შემდეგ გარდაიცვალა, ისე რომ გონზე არც მოსულა. მის დას ჰქონდა ძალიან მძიმე დაზიანებები, ყველა ნეკნი ჰქონდა ჩამტვრეული, დაჟეჟილობები, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა განუვითარდა, ელენთა ამოუღეს, საყლაპავზე ჰქონდა დიდი ხვრელი, ფილტვები, ღვიძლი, ტრაქეა, საყლაპავი ჰქონდა დაზიანებული, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია მისი სიკვდილი. თავიდანვე, ოპერაციის ჩამტარებელმა ქირურგმა თქვა, რომ თ-----ს გადარჩენის შანსი 1%-იც არ იყო.
ბრალდებულის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მისი პოზიციაა, რომ მკაცრად, მაქსიმალური სასჯელით დაისაჯოს, რადგან, თ-----------------ი უპასუხისმგებლო პიროვნებაა, ის არ იცავს ქვეყანაში არსებულ მართლწესრიგს, არ ემორჩილება კანონმდებლობას, რაც დასტურდება იმით, რომ რამდენიმე ადმინისტრაციული ჯარიმა აქვს დადებული, რაც არ არის გადახდილი, ის არ სცემს პატივს საზოგადოებრივ მართლწესრიგს. გარდა ამისა, მან გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება, თავიდან ამბობდა, რომ საჭე გაეჭედა, ხოლო შემდეგ თქვა, რომ ვიღაცამ გადაურბინა, არადა გზის იმ მონაკვეთში ქვეითები არ გადადიან.
2.3. მოწმე ნ-----------------–--ის განმარტებით, გარდაცვლილი თ--------------–--ე იყო მისი შვილი. 2018 წლის 24 მაისს თ----- ჩამოვიდა ს-------------ან, სადაც იმყოფებოდა სადოქტორო დისერტაციის თემაზე სამუშაოდ. ამ დღეს გამოუარეს მისმა მეგობრებმა და წავიდა ნათლულის დაბადების დღეზე. ღამის საათებში გოგონებმა ორჯერ გამოიძახეს ტაქსი, მაგრამ არ მივიდა, მესამე შემთხვევაში მივიდა ტაქსისტი გ-------–---------ე და მისი ავტომანქანით წამოვიდნენ. გზაში მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა ავტო-საგზაო შემთხვევა. საპირისპირო მხრიდან დიდი სიჩქარით მოძრაობდა ბრალდებული თ-----------------ი, რომელიც სავარაუდოდ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და იგი დაეჯახა ტაქსს, რომელშიც მისი შვილი იმყოფებოდა. თ-----------------ი იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ მანქანების გასაცალკევებლად გარკვეული მოქმედებების ჩატარება გახდა საჭირო. აქვე ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ თ-----------------ი გადიოდა ჩანაცვლებით თერაპიას, ე.წ. ,,მეტადონის“ პროგრამას. აქედან გამომდინარე, იგი ნარკოტიკის მომხმარებელი გახლავთ და შემთხვევის დღეს მკურნალობის პროცესში იყო. მისი შვილი სულ დასაქმებული იყო სხვადასხვა ადგილას, ისწავლა გ--------ში, ასევე იყო ქველმოქმედი პიროვნება და გაჭირვებული ხალხისთვის აგროვებდა ტანსაცმელს და ურიგებდა მათ, მისმა გარდაცვალებამ მას და მის მეუღლეს მიაყენა უსაშველო ტკივილი, წამება და ტანჯვა. ის ითხოვს ბრალდებულს შეეფარდოს შესაბამისი სასჯელი.
2.4. დაზარალებულის უფლებამონაცვლემ ნ-------------–---–მა განმარტა, რომ მას და მის მეუღლეს გ-------–---------ეს, 21 წელია ოჯახი ჰქონდათ შექმნილი და ჰყავდათ 20 წლის შვილი. მას 25 მაისს, გამთენიისას დაურეკეს და უთხრეს, რომ მომხდარი იყო ავარია, რის შედეგადაც გარდაცვლილი იყო მისი მეუღლე. გ-------–---------ე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ამ შემთხვევის შედეგად ასევე გარდაიცვალა მისი მგზავრი გოგონა. როგორც მისთვის არის ცნობილი, მისი მეუღლის ტაქსს დაეჯახა მანქანა, რომელსაც მართავდა მძღოლი, რომელიც იმყოფებოდა ან ალკოჰოლური, ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ასევე განმარტა, რომ ბრალდებულის ოჯახი იმ დღიდანვე ცდილობდა მათთან კონტაქტს და მიცვალებულს მიხედეს.
2.5. დაზარალებულ ზ-------------------ის განმარტებით, იმ პერიოდში, როდესაც შემთხვევა მოხდა, მუშაობდა ტ-------–-ში, თ-----------------თან და სხვა პირებთან ერთად. 24 მაისს ბიჭებთან ერთად ის და თ-----------------ი წავიდნენ მ–-----ში რესტორანში. ყველამ დალია თ-----------------ის გარდა, რადგან იგი საერთოდ არ სვამდა ალკოჰოლს 8-9 წელია. დაახლოებით ღამის 12:00 საათის მერე დაიშალნენ და წამოვიდნენ თბილისში, მათთან მყოფი ერთ-ერთი პირი დატოვეს გ-–----ში და მანქანაში ის და თ-----------------ი დარჩნენ მხოლოდ. ვინაიდან თვითონ იყო ძალიან ნასვამი, მას ეძინა ავტომობილში და არაფერი არ ახსოვს. როდესაც გონზე მოვიდა, საავადმყოფოში იმყოფებოდა, დაურეკა მეუღლეს და შეატყობინა, რომ ავარიაში მოყვა. ავარიის დროს გამოეღვიძა, მაგრამ არაფერი არ ახსოვს. 2 კვირა იმყოფებოდა საავადმყოფოში და დასჭირდა ოპერაცია. დაახლოებით 1 თვის შემდეგ ნახა თ-----------------ი, რომელმაც უთხრა, რომ გზაზე ვიღაცამ გადაურბინა და მაგიტომ მოხდა ავარია.
2.6. მოწმე მ----------–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ--------------–--ე მისი ძალიან ახლო მეგობარი იყო. ისინი 2018 წლის 24 მაისს იყვნენ საერთო მეგობრის დაბადების დღეზე თბილისის ზ----ს მიმდებარედ არსებულ რომელიღაც რესტორანში, ზუსტად არ ახსოვს სახელი. 25 მაისი თენდებოდა, 12:00-ს გადაცდენილი იყო, როდესაც გამოიძახეს ტაქსი. ის, თ----- და მათი საერთო მეგობარი მ------ი სამივე წამოვიდნენ ტაქსით თავიანთი სახლების მიმართულებით. მას და თ-----ს ერთმანეთის ხელი ეჭირათ და სხვადასხვა პირად თემებზე საუბრობდნენ. მათი საერთო მეგობარი მ------ი დატოვეს სახლში და გააგრძელეს გზა, ჯერ თ----- უნდა მისულიყო სახლში და შემდეგ თვითონ. უკვე სახლთან ახლოს მარცხენა სანაპიროზე მოხდა ავტო-საგზაო შემთხვევა. მათი მძღოლი ნორმალური სიჩქარით მოძრაობდა, სწრაფად რომ ემოძრავა, სიჩქარის შიში აქვს და ეტყოდა აუცილებლად მძღოლს, რომ ნორმალურ სიჩქარეს დაბრუნებოდა. შეჯახებამდე, რადგან გვიანი იყო, მოძრაობა თავისუფალი იყო, მათი მხრიდანაც და მომავალი მხრიდანაც რაიმე საფრთხის შემცველი არ ყოფილა. უცებ დაინახა საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანა, რომელიც ძალიან ჩქარა მოძრაობდა. წამებში ის გადავიდა მათ მხარს. ვერაფერი ვერ მოასწრო, ვერც მძღოლისთვის მოასწრო რამის თქმა, უკვე ხვდებოდა, რომ დაეტაკებოდათ, რადგან ძალიან ახლოს იყო, წამებში მოხდა შეჯახება. გაითიშა და გონს მოვიდა ,,ა-–----–---–--------–--------–-----“-ში. რეანიმაციაში იყო დაახლოებით 10 დღე, შემდეგ სახლში გააგრძელა მკურნალობა. წოლითი რეჟიმი ჰქონდა და ვერ დგებოდა. თ-----სთან დაკავშირებით მთელი ის პერიოდი არ იცოდა, რომ ასე რთულად იყო საქმე, მოგვიანებით გაიგო მისი გარდაცვალების შესახებ. გამოძიების დროს 4-ჯერ დაიკითხა, თავიდან ძალიან მოკლე ჩვენება მისცა, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და დაკითხვა მალე დამთავრდა. როდესაც გაიხსენა მოვლენები, თავად დაუკავშირდა გამომძიებელს ტელეფონით და მისცა ჩვენება.
2.7. მოწმე ა----------------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იგი მართავდა ავტომობილ ,,ს-------ის“, დაახლოებით ღამის 2-ის ნახევარზე მოდიოდა მარცხენა სანაპიროზე, თავდაპირველად მარცხენა ზოლში, შემდეგ გადავიდა მარჯვენა ზოლში. მოძრაობდა დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით, მის მარცხნივ მოძრაობდა ლურჯი ფერის ,,მ---------ი“, ისინი თანაბარი სიჩქარით მოძრაობდნენ. ოდნავ წინ მოძრაობდა ,,მ---------ი“, ოდნავ მეტი სიჩქარით. ალბათ ,,მ---------სა“ და მის მანქანას შორის მანძილი 1-2 მეტრი იქნებოდა, მარჯვენა ზოლში თვითონ, მარცხენა ზოლში - ,,მ---------ი“. საპირისპირო მხრიდან მოდიოდა ,,ო---–ის“ მარკის ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა დიდი სიჩქარით, ის გადმოვიდა მათ გზაზე, დაეჯახა ,,მ---------ს“ და ,,მ---------ი“ შემდეგ დაეჯახა მას. დარტყმა საკმაოდ დიდი იყო. მისი მანქანა ინერციით გავარდა ძალიან წინ და დაეჯახა ბორდიურს. დაუზიანდა მარცხენა ბორბალი. გაიხსნა აირბაგები და მანქანაში იყო კვამლი. არ იღებოდა მარჯვენა კარი და სცადა მარცხენა კარით გადმოსვლა. ის დარტყმისგან იყო გაჭედილი, ამიტომ მოგვიანებით გააღო, როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე, უკვე იქ პატრული იყო მისული და ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ,,მ---------ის“ მძღოლის გადმოყვანა უჭირდათ. იმდენად დაზიანებული იყო მანქანა, დანარჩენი დაზარალებულები მიწაზე იწვნენ ბორდიურთან ახლოს, ზოგიერთი მათგანი მოძრაობდა. გზა საკმაოდ განათებული იყო, არანაირი დაბრკოლება არ იყო ამ მხრივ. შემთხვევამდე გზაზე მოძრაობდა მხოლოდ ეს სამი ავტომობილი. სხვა ადამიანი ან მანქანა გზაზე არ ყოფილა. შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე ტერიტორიაზე არავინ ყოფილა და გზაზე არავის გადაურბენია. მის თვალთახედვას არაფერი არ უშლიდა, იქ რომ რამე ყოფილიყო, აუცილებლად დაინახავდა. მას ,,მ---------ი“ მხედველობას არანაირად არ უზღუდავდა.
2.8. მოწმე გ--------–--–--------ის განმარტებით, ის იცნობს ბრალდებულ თ-----------------ს, რომელთან ერთადაც მუშაობდა ტ-------–-ში. 2018 წლის 24 მაისს წავიდნენ რესტორანში მ–-----ში. მას ჰყავს ,,ო---–ის“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ,,M--------“ რომელიც დროებით გადასცა თ-----------------ს. რესტორანში იმყოფებოდნენ სხვა პირებიც, ყველამ დალია თ-----------------ის გარდა. მანქანა თ-----------------მა წამოიყვანა, თავად ფეხით წავიდა სახლში. ავტომანქანა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, იმავე ღამეს გაიგო ავარიის შესახებ, ვინ დაურეკა არ ახსოვს.
2.9. მოწმე თ--------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ი-----------------------------------–----აში. არის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. პაციენტი თ-----------------ი ნახა სანამ შეიყვანდნენ საოპერაციო ბლოკში. ემერჯენსიდან იქნა ამოყვანილი საოპერაციო ბლოკში. 04:50 საათზე დაწყებულ იქნა ნარკოზი. პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, ამის გამო საინფორმაციო კითხვარის შევსება მასთან ვერ მოხდა. მუხლის ტრამვა იყო მიღებული. მგონი ღვიძლიც იყო დაზიანებული. ანესთეზიის დროს გაკეთდა სედაცია, რელაქსაცია და ანალგეზია. ანუ სედაცია - დაიძინა პაციენტმა, ანალგეზია - მოხდა ტკივილის კუპირება და რელაქსაცია - კუნთების მოდუნება. ამის შემდგომ დაიწყო ოპერაცია. ამ ოპერაციის დასრულების შემდგომ მას პაციენტთან კვლავ ჰქონდა შეხება. მან გადაიყვანა პაციენტი რეანიმაციაში, დილამდე იყო მორიგე და პაციენტი დილამდე მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ოპერაციის შემდგომ, როდესაც პაციენტი გადაიყვანეს რეანიმაციაში, გაუკეთდა მორფინი, მანამდე მას მორფინი არ გაკეთებია. პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, ქირურგს ოპერაციის დრო შეცდომით აქვს დაფიქსირებული, ქირურგის ჩანაწერი არის 04:10 საათზე და უნდა იყოს 05:10 საათი. სამედიცინო ისტორიიდან მისთვის ცნობილია, რომ თ-----------------ს სტაციონარში შემოყვანამდე ორჯერ გაუკეთდა ,,პრემადოლი“. მოწმე ადასტურებს გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს.
2.10. მოწმე ა-–----------------–--ის განმარტებით, თ-----------------ი ჩართული იყო ჩანაცვლებით პროგრამაში როგორც პაციენტი. ეს პროგრამა ჩანაცვლების ეტაპზე გულისხმობდა ნარკოდამოკიდებულებისთვის მიღების ჩასანაცვლებელი პრეპარატების მიწოდებას. ადგილზე ხორციელდება პრერეპარატ „ენუგის“ მიწოდება, რომელიც წარმოადგენს „ჰიდროექსინისა“ და „ნალექსონის“ ნაზავს. პირს, რომელიც ჩართულია ნარკოლოგიურ პროგრამაში, მიეწოდება პრეპარატები, რომელიც ტაბლეტების სახით არის, და ამბოლატორიულად იღებს და მოიხმარს მას. პირველი ჩართვა იყო 2017 წლის დეკემბერში. დაახლოებით ორი კვირა. შემდეგ დატოვა პროგრამა, ხოლო განმეორებით ჩაერთო 2018 წლის თებერვალში. პროგრამა დატოვა 2018 წლის მაისში. ბოლო დალევა ჰქონდა 2018 წლის 13 მაისს. ჩანაცვლების პროგრამა გულისხმობდა ნარკოდამოკიდებულების მიღების ჩასანაცვლებელი პრერეპარატების მიწოდებას. ადგილზე ხორციელდება პრერეპარატ „ენუგის“ მიწოდება, რომელიც წარმოადგენს „ჰიდროექსინისა“ და „ნალექსონის“ ნაზავს. ნარკოდამოკიდებულის ანალიზების მიხედვით, პროგრამაში ჩართვამდე თ-----------------ი რამოდენიმე წელი მოიხმარდა ნარკოტიკებს.
2.11. მოწმე კ----------–---–ის განმარტებით, იგი მუშაობს თბილისის ს----------–-------–-–------------------------------–ოში, პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. როდესაც იგი გადის შემთხვევის ადგილზე, მოიპოვებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად მოხდა, რის მიხედვითაც შემდეგ ადგილზე ადგენს ცნობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მისი შემთხვევის ადგილზე გასვლის საფუძველი გახდა შემოსული შეტყობინება.
2.12. მოწმე გ--------------ის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ შედგენილია სატელეფონო გასაუბრების ოქმი ბრალდებულის ძმასთან, თ-----------------ის დაკავების თაობაზე. ასევე მის მიერ დაკავებული იქნა ბრალდებული. ასევე მოწმის სახით გამოკითხა მ----------–ი. მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და ხელმოწერის ნამდვილობას ადასტურებს.
2.13. მოწმე ო----------------–იას განმარტებით, 18 წელია მუშაობს თბილისის ს----------–-------–-–------------------------------–ოში. ავარიებთან მიმართებაში მუშაობს 14 წელია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აიღო მხოლოდ სისხლის ნიმუში და დანიშნა ექსპერტიზა, ადასტურებს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისა და ხელმოწერის ნამდვილობას. დადგენილებაში ნიმუშის აღების შესახებ ტექნიკურად არის ჩარჩენილი მისი გვარი, დანარჩენი ხელმოწერაც და შევსებაც ეკუთვნის რ------------------ეს.
2.14. მოწმე რ------------------ემ განმარტა, რომ მუშაობს ს----------–-------–-–---------–---------------------------–------------------------------–--ში უფროს გამომძიებლად. მთლიანობაში მისი სამუშაო სტაჟი არის 35 წელი, ავარიებზე მუშაობს 7-8 წელია, შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე პატრულ-ინსპექტორ კ----------–---–თან ერთად, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც დახვდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის მონაწილე იყო სამი ავტომობილი. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, შეადგინეს შემთხვევის ადგილის სქემატური ნახაზი, ავტომანქანა გადაიყვანეს საჯარიმოზე. ამის შემდეგ წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც ო---–ის ავტომანქანის მძღოლს აუღეს სისხლი. შემთხვევის ადგილზე დახვდა ერთ-ერთი ქალბატონი, ავტო-საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის ,,ს-------ის“ მძღოლი, დანარჩენი პირები საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილები. ასევე ჩატარებული იქნა დამატებით დათვალიერება. მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს ადასტურებს.
2.15. გამომძიებელ ლ----------ის განმარტებით, იგი მუშაობს ს----------–-------–-–---------------------------–---------------------------–-------------------------------–ოში, უფროს გამომძიებლად, აქვს 12 წლის სტაჟი. მუშაობს ავარიის საქმეებზე. მის მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დამატებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა დაზარალებულები, ბრალდებული, გააცნო დაზარალებულებს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, მათი უფლება-მოვალეობები, დანიშნა ექსპერტიზები. ბრალდებულმა თ-----------------მა როდესაც პირველად იქნა მოწმის სახით გამოკითხული, მიუთითა, რომ საპირისპირო სავალ ზოლში მისი გადასვლა გამოიწვია მისი ავტომობილის საჭის მექანიზმის გაუმართაობამ. შემთხვევის ადგილიდან გზა უხვევს სავალი ნაწილის მარცხნივ, როგორც აღნიშნა ბრალდებულმა მოხვევის შემდეგ ვეღარ გაასწორა საჭე და ამიტომ გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე. როგორც დაადგინეს, შეჯახების ადგილიდან შემთხვევის ადგილამდე, 80-85 მეტრი იყო და თავისუფლად შეძლებდა ბრალდებული ავტომობილის გაჩერებას. შემდეგ როდესაც შეიცვალა ბრალდებულის ადვოკატი, მან შეცვლა მისი ჩვენება და აღნიშნა, რომ გზაზე გადმოურბინა ქვეითმა, ვერ შეძლებდა მანქანის გაჩერებას და მაგიტომ გადავიდა საპირისპირო ზოლში. ასევე მის მიერ გამოკითხული იქნა მოწმე თ----------ა, რომლის გამოკითხვაც მოხდა მ-----–------–----------------–---------–------ში, მის სამუშაო ოთახში, თ-----------------ისთვის გაკეთებული გაუტკივარებასთან დაკავშირებით. მოწმემ ნახა, რომ ოპერაციის დაწყების დრო პაციენტის სამედიცინო ბარათში შეცდომით იყო მითითებული, ეს იყო მექანიკური შეცდომა, რაც მიუთითა კიდეც გამოკითხვისას. ბრალდებულისგან აღებული იქნა სისხლის ნიმუში, შემდეგ ამ სისხლის ნიმუშზე დანიშნული იქნა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ლ----------------–--------–---------------------------ოში. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულის სისხლში აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული ნივთიერება მორფინი. ვინაიდან გამოძიების პროცესში ვერ დადგინდა მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, საჭირო გახდა მის მიმართ გამოეყენებინათ ადმინისტრაციული სახის ზომები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის სახით. ადმინისტრაციული საქმის განხილვა შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამის გარდა დადგინდა, რომ ბრალდებული მონაწილეობდა ჩანაცვლებით პროგრამაში, სწორად ამის გამო დაუკავშირდნენ მის მკურნალ ექიმს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ბრალდებული იმყოფებოდა მასთან 13 მაისს. მან ასევე განუმარტა, ნარკოტიკული საშუალების სახეობა - ,,პრომედოლი“, რომელსაც თ-----------------ი იღებდა. როგორც დადგინდა, ამ ნარკოტიკული საშუალებას არაფერი არ აქვს საერთო ,,მორფინთან“. მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს ადასტურებს.
2.16. N------- შეტყობინების თანახმად, 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 01:50 საათზე, თბილისში, მდ. ,,მტკვრის“ მარცხენა სანაპიროზე, უ-----------------ის მიმდებარედ ერთმანეთს შეეჯახა ,,მ---------ის“ მარკის ა/მანქანა სარეგისტრაციო ნომრით T--------,, რომელსაც მართავდა გ-------–---------ე, ,,ო---– ა------ს“ მარკის ა/მანქანა სარეგისტრაციო ნომრით M--------, რომელსაც მართავდა თ---------------------ი და ,,ს-------ის“ მარკის ა/მანქანა სარეგისტრაციო ნომრით T--------, რომელსაც მართავდა ა----------------–--ე.
შეჯახების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით ,,მ---------ის“ მარკის ა/მანქანის მძღოლი გ-------–---------ე და მისი მგზავრები მ----------–ი და თ--------------–--ე, ასევე ,,ო---– ა------ს“ მარკის ა/მანქანის მძღოლი თ---------------------ი და მისი მგზავრი ზ-------------------ი, ასევე ,,ს-------ის“ მარკის ა/მანქანის მძღოლი ა----------------–--ე გადაყვანილ იქნენ თბილისში, სხვადასხვა საავადმყოფოებში. (ტომი I, ს.ფ. 2).
2.17. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ ცნობით დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, უ-----------------ის მიმდებარედ 2018 წლის 25 მაისს, 01:50 საათზე. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომანქანები: ,,მ---------ი“, სახ. ნომრით T--------, რომელსაც მართავდა გ-------–---------ე, ავტომანქანა ,,ო---–ი“, სახ. ნომრით M--------, რომელსაც მართავდა თ-----------------ი და ავტომანქანა ,,ს-------ი“, სახ. ნომრით T--------, რომელსაც მართავდა ა----------------–--ე. შეჯახების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებით ავტომობილი ,,ო---–ის“ მძღოლი თ-----------------ი და მისი მგზავრი ზ-------------------ი გადაყვანილი იქნა ,,მ-----–---------–-------------–---------–------ში“. ავტომანქანა ,,ს-------ი“-ს მძღოლი ა----------------–--ე გადაყვანილ იქნა ,,ა-----–----------–ში“. ავტომანქანა ,,მ---------ის“ მძღოლი გ-------–---------ე და მისი მგზავრები მ----------–ი და თ--------------–--ე გადაყვანილი იქნენ ,,ა----–----–---–----------–-----ში“, სადაც გ-------–---------ე გარდაიცვალა (ტომი I. ს.ფ. 3-4).
2.18. 2018 წლის 25 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევა მოხდა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. გზა განკუთვნილია ავტომობილების მოძრაობისთვის. ბ-------–---–-------ის მხრიდან თ-----------------ის მიმართულებით და პირიქით, საპირისპიროდ მოძრაობისთვის, სავალი ნაწილები გამოყოფილია ერთმანეთისგან, ორმაგი ღერძულა ხაზით, რომლის სიგანეა 0,40 მ. გზა ჰორიზონტალურია, მოასფალტებული მშრალი, უდეფექტო, ხელოვნურად განათებული, მხედველობა შეუზღუდავი. თ-----------------ის მხრიდან მიმავალი სავალი ნაწილი შედგება ორი ზოლისგან, მარჯვენა მხარეს გზას ესაზღვრება ტროტუარი, შემდგომ მდინარე მტკვარი. სავალი ზოლი სიგანეა 5,60 მეტრი, მარცხენა ზოლის სიგანეა 3,60 მეტრი. ბ-------–---–-------ის მხრიდან სავალი ნაწილი შედგება ორი ზოლისგან, პირველი ზოლის სიგანეა 6,0 მეტრი, მე-2 ზოლის სიგანეა 3,60 მეტრი. მარჯვენა მხარეს ესაზღვრება ტროტუარი, მის შემდგომ კი უ–-----------------------ის კაპიტალური შენობა. აღნიშნული შენობის კუთხიდან 2,10 მეტრში თ-----------------ის მხარეს წინა მხრით, ირიბად გზის მიმართებაში დგას ავტომანქანა ,,მ---------ი“, სახ. ნომრით T--------, რომელსა მთლიანად დაზიანებული აქვს წინა მხარე, წინა კარები სალონის ჩათვლით. ასევე დაზიანება შეემჩნევა უკანა მარჯვენა ფრთაზე, მისი უკანა მარჯვენა კუთხე ბორდიურიდან დაშორებულია 4,30 მეტრით, ხოლო წინა მარცხენა ნაწილი დადებულია წყვეტილ ხაზზე. მისგან 0,20 მეტრით დაშორებულია ირიბ მდგომარეობაში წინა ნაწილით მარჯვნივ მიმართულებით დგას ავტომანქანა ,,ო---– ა------“, სახ. ნომრით M--------, მისი მარჯვენა მხარე დგას წყვეტილზე და ბორდიურიდან დაშორებულია 6,00 მეტრით. ხოლო უკანა მარცხენა კუთხე ღერძულადან 0,60 მეტრით. ამ ორ ავტომანქანას შორის ორივე ზოლში მიმობნეულია პლასტმასის ჩამონაყარი და დაღვრილია ბლანტი სითხე. აღნიშნული ავტომანქანის წინა წინა მარცხენა ნაწილიდან 20,20 მეტრის დაშორებით დგას ბორდიურთან ახლოს 0,70 მეტრის დაშორებით ბორდიურიდან ავტომანქანა ,,ს-------ი“ სახ. ნომრით T--------, რომელსაც დაზიანებული აქვს წინა მარცხენა მხარე.
შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანები: ,,ს-------ი“ სახ. ნომრით T--------, ,,ო---– ა------“ სახ. ნომრით M-------- და ,,მ---------ი“ სახ. ნომრით ,,T--------, გადაყვანილ იქნა სპეციალურ საჯარიმო ავტოსადგურზე (ტომი I, ს.ფ. 5-15).
2.19. 2018 წლის 17 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, მოხდა ფოტო გადაღება და შედგენილი იქნა სქემატური ნახაზი (ტომი I, ს.ფ. 24-28).
2.20. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 25 მაისის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N--------- დასკვნით, ა----------------–--ე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში (ტომი I, ს.ფ. 31).
აღნიშნული დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ---------------–---–მა.
2.21. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 12 ივნისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,ზ-------------------ის სისხლის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეთადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი.
,,ზ-------------------ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩენილი 0.2% ეთილის სპირტი არ შეესაბამება ალკოჰოლურ თრობას (ფხიზელი); (ტომი I, ს.ფ. 51-56).
აღნიშნული დაადასტურეს ექსპერტებმა გ--------------–---–მა და ვ-–--------------–---–მა.
2.22. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 20 ივნისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, დგინდება, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,თ-----------------ის სისხლის ნიმუშში“ არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,თ-----------------ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება მორფინი.
საკვლევ ობიექტში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები დეზომორფინი, კოდეინი, ჰეროინი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, მეთადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი (ტომი I, ს.ფ. 69-73).
აღნიშნული დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ც---------------ემ და ვ-–--------------–---–მა.
2.23. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 23 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ შპს „მ-----–---------–-------------–---------–------ის, ს---------------------–-----“-ს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N------ის და ცნობა ჯანმრთელობის შესახებ-ის (ქსეროასლების) ჩანაწერების მიხედვით მოქალაქე თ-----------------ი სტაციონალურ მკურნალობას იტარებდა 25.05.2018 წ-04.06.18 წ. დიაგნოზით: პოლიტრამვა, მუხლის დახურული ტრამვა, ელენთის, ღვიძლის, დიდი ბადექონის დაზიანება, ჰემოპერიტონეუმი, ქალა ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, კისრის კუნთების დაჭიმულობა გადაძაბვა, მარჯვენა სხივი ძვლის მორჩის მოტეხილობა, ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მარჯვენა წინამხრის მიდამოში აღინიშნებოდა ჭრილობა. ორივე ლავიწის მიდამოში პარასტერნალურად, მარჯვენა მტევნის და სახის არეში აღენიშნებოდა ექსკორაციები. აღნიშნული დაზიანებები მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს. დაზიანებები გარდა მარჯვენა წინამხრის მიდამოში არსებული ჭრილობისა განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. მარჯვენა წინამხრის მიდამოში არსებული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არარსებობის გამო (ტომი I, ს.ფ. 111-1141).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.
2.24. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 9 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ შპს ,,პ------–---------------ოს“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----დან, ზ-------------------ს მიუმართავს აღნიშნული კლინიკისთვის, 25.05.18 წელს, სადაც დაესვა დიაგნოზი, მუცლის ღრუს ორგანოების მრავლობითი ტრამვა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია დაუზუსტებელი, (სმუ, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს ორგანოების ტრამვა, ელენთის, ჯორჯლის და თეძოს ნაწლავების დაზიანება, ლაპარატომია, სპელენექტომია, წვრილი ნაწლავის რეზექცია, მეზენტორაფია, ენტერო-ენტერო ანასტომოზის ფორმირება, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება, ანემია). სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია სხეულზე მრავლობითი ექსკორიაციები, მკერდის ძვლის მოტეხილობა, რეტროსტერნალურად კტ. სემიოტიკით ჰემატომა. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს (ტომი II, ს.ფ. 78-81).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
2.25. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 23 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ შპს ,---–---------- ა-–----–---–--------–--------–-----“-ს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------დან მოქალაქე მ----------–ს მიუმართავს აღნიშნული კლინიკისთვის 25.05.2018 წ. სადაც დაესვა დიაგნოზი, მრავლობითი ტრამვები, თავის ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შერყევა, ტრამვული-სუბდურული სისხლჩაქცევა მარცხენა ჰემისფეროში, ელენთის სუპკაფსულარული მცირე ზომის ჰემატომა, მარჯვენა მხრივი სუპკონიუქტივალური სისხლჩაქცევა, იმუნიზაციის აუცილებლობა, მხოლოდ ტეტანუსის წინააღმდეგ, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, სომნოლენცია. როგორც წარმომადგენელი შპს ,,პ-----ს“ ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------დან ირკვევა, მ----------–ს აღნიშნული კლინიკისთვის ამბულატორიულად /ერთჯერადად/ მიუმართავს 03.07.2018 წ. სადაც დაესვა დიაგნოზი ქალა-ტვინის დახურული ტრამვის შემდგომი მდგომარეობა, იმნსომნია, ასთენია. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია, მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ექსკორიაციები, კანქვეშა ჰემატომა.
დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მეიკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით (ტომი I, ს.ფ. 264-267).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-------–--–---–მა.
2.26. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 13 სექტემბრის სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ გვამის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევისა და დამატებითი გამოკვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების გათვალისწინებით, დადგენილებაში გამოძიების მიერ დასმული კითხვების შესაბამისად ექსპერტიზა მიდის შემდეგ შედეგებამდე:
მოქალაქე გ-------–---------ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრამვის გამო დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან შინაგანი სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების (შ.პ.ს. ,---–---------- ა-–----–---–--------–--------–-----“-ს სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N------- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (გაცემის თარიღით 25.05.2018 წ. დედნები) მონაცემების თანახმად: მოქალაქე გ-------–---------ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 25.05.2018 წ. 04:15 საათზე.
გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვიდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს.
მოქალაქე გ-------–---------ის გვამის გარეგნული და შინაგანი გამოკვლევით და წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების მიხედვით აღინიშნებოდა: სხეულის შერწყმული ბლაგვი ტრამვა, მუცლის მიდამოს ბლაგვი ტრამვა ნაწლავის ჯორჯლის და მსხვილი ნაწლავის დაზიანებით, სისხლჩაქცევებით მარჯვნივ რეტროოპერიტონეუმში და თირკმლის ცხიმოვან კაფსულაში. გულ-მკერდის მიდამოს ბლაგვი ტრამვა, მკერდის ძვლის ცდომით მოტეხილობა ტარის შუა მიდამოში, სისხლჩაქცევებით მიმდებარე რბილ ქსოვილებში და შუასაყრის ფაშარ ქსოვილში. მარცხნივ II, III, IV ნეკნების მოტეხილობები, წინა აქსილრულ ხაზზე V, VI, VII, VIII ნეკნების მოტეხილობები მედიოკლავიკულარულ ხაზზე; მარჯვნივ II, III, IV, V ნეკნების მოტეხილობები, წინა აქსილაურ ხაზზე და VI,VII, VIII, IX ნეკნების მოტეხილობები, მედიო-კლავიკულაურ ხაზზე. ფრაგმენტების ურთიერთცდომისა და პარიესული პლევრის ფურცლების მთლიანობის დარღვევის გარეშე, სისხლჩაქცევებით მოტეხილობათა მიმდებარედ - კუნთებში და პალიესური პლევრის ფურცლებქვეშ. მარცხენა ბარძაყის ძვლის დახურული მოტეხილობა, ტერფის ძირიდან 58 სმ. მოშორებით. მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის ღია მოტეხილობა, ტერფის ძირიდან 10 სმ. მოშორებით, მარჯვენა ბარძაყის ძვლის დახურული მოტეხილობა, ტერფის ძირიდან, 52 სმ. მოშორებით. მარცხენა წინამხრის ძვლების დახურული მოტეხილობა, შუა მესამედში. მარჯვენა წინა მხრის ძვლების დისტალური სასახლე ბოლოების ღია მოტეხილობა. მარცხენა ტაბუხის ფოსოს და მარჯვენა ბარძაყის ძვლის ყელის მოტეხილობები. ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობები სხეულზე - დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს, განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის საგნების) ზემოქმედებით და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს. მოქალაქე გ-------–---------ის გვამს გარეგნული გამოკვლევებით ასევე აღენიშნებოდა ,,ვენაკათეტერიზაციის“ (სამედიცინო მანიპულაცია) შემდგომი კვალი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ-------–---------ის გვამიდან აღებულ სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის და იზოპროპილის სპირტები (ტომი II, ს.ფ. 99-111).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ზ---------------–-–---–მა და ც-----------------ემ.
2.27. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 25 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ თ--------------–--ის სიკვდილის მიზეზია გულ-მკერდის დახურული ბლაგვი ტრამვა - ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით, ფილტვების დაჟეჟილობით და ორმხრივი ჰემო-პნევმო თორაქსით, გართულებული ჩირქოვანი პლევრიტით, მედია-სტინიტით, პერიკარდიტით, კრუპოზულ-აბსცედირებადი პნევმონიით, ჩირქოვანი ბრონქიტით, წყლულოვან-დესტრუქციული ტრაქეიტით და ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულით.
სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, თ--------------–--ის სიკვდილი დადგა 13.06.2018 წ. 21:25 სთ.-ზე. სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევისას ნანახი გვამური ცვლილებები არ ეწინააღმდეგება აღნიშნულს. თ--------------–--ის გვამზე არსებული დაზიანებები: მარჯვნივ ბეჭის და ხერხემლის ახლო ხაზებს შორის I,II და ხერხემლის ახლო ხაზზე III ნეკნების მოტეხილობა, მარცხნივ ხერხემლის ახლო ხაზზე I,II,III,IV,V,VI,VII,VIII,IX,X ნეკნების მოტეხილობა ალაგ მოტეხილი ნეკნების ბოლოების შეცილებით (სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, ორმხირვი ჰემო-პნევმო თორაქსით), ფილტვების დაჟეჟილობა, ელენთის რუპტურა, თავის ტვინის კეროვანი დაჟეჟილობა, მსხვილკეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე, საფეთქლის მიდამოში, მარცხნივ და მარცხენა საფეთქლის კუნთში, მარჯვენა მხრის ძვლის მოტეხილობა, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები - სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად.
ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრამვის მიღების თარიღს (ტომი II, ს.ფ. 140-158).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ--------------ემ.
2.28. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 25 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით, დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შ.პ.ს. ,,ა-----–----------–“ პირველი კლინიკური სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N---- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ნომერი მითითებული არ არის, გაცემის თარიღი (25.05.2018) - ასლები, თითოეული დამოწმებული ამავე დაწესებულების ბეჭდით) მონაცემების თანახმად: მოქალაქე ა----------------–--ე, სტაციონარში მოთავსებული იქნა 25.05.2018 წ. 02:49 საათზე და გაეწერა 25.05.2018 წ. 03:30 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: თავის და კისრის ზედაპირული ტრამვები - დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის მონაცემებში, მოქალაქე ა----------------–--ის სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ, მითითებული არა არის (ტომი I, ს.ფ. 304-306).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა.
2.29. ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის 2018 წლის 6 ივნისის N--------- სატრასპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები, თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის. წარმოდგენილი ავტომობილების ,,ო---–ი“ სახ. ნომრით M-------- და ,,მ---------ი“ სახელმწიფო ნომრით T-------- როგორც საჭის მართვის მექანიზმები, ასევე სამუხრუჭე სისტემები, გამოსულია მწყობრიდან მათზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს.
ავტომობილის ,,ს-------ი” სახ. ნომრით T--------, სამუხრუჭე სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაშია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმი, გამოსულია მწყობრიდან მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედების შედეგად, რასაც ადგილი ექნებოდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს.
შეჯახების მომენტისათვის ავტომობილების ,,ო---–ი“ სახ. ნომრით M-------- და ,,მ---------ი“ სახ. ნომრით T-------- გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 25 გრადუსს, ხოლო ავტომობილების ,,ს-------ი“ სახ. ნომრით T-------- და ,,მ---------ი“ სახ. ნომრით T-------- გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე /შეჯახების კუთხე/ შეადგენდა დაახლოებით 15 გრადუსს (ტომი II, ს.ფ. 174-177).
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა დ----------–----ემ.
ავტომობილი ,,ო---–ი“ სახ. ნომრით M-------- ნივთიერი მტკიცებულების სახით დათვალიერებული იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით.
2.30. ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის 2018 წლის 21 ივნისის N------. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომობილის ,,O---------”-ს სახ. ნომრით M-------- ძრავი სახურავიდან ამოღებულ ლაქ-საღებავის მიკრონაწილაკებს (ლაქი-შავი-ლაქი-შავი-ნაცრისფერი-ღია ყვითელი - შავი), და ავტომობილის ,,M------------” სახ. ნომრით T--------- ძრავი სახურავის ლაქ საღებავის ნიმუშების შესაბამის შრეებს გააჩნიათ ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებები და მოლეკულური შემადგენლობა.
ავტომობილი ,,S-----” სახ. ნომრით T--------, წინა მარცხენა ფრთიდან ამოღებულ ლაქ-საღებავის მიკრონაწილაკებს (ლაქი-მუქი ნაცრისფერი მეტალიკი), ასევე წინა და უკანა მარცხენა კარზე, უკანა მარცხენა ფრთაზე არსებულ მუქი ნაცრისფერი მეტალიკის საღებავის მინალესს და ავტომობილის ,,M------------” სახ. ნომრით T-------- წინა მარჯვენა კარის კანტის ზედაპირზე დატანილ ლაქ-საღებავის ნიმუშების შესაბამის შრეებს გააჩნიათ ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებები და მოლეკულური შემადგენლობა. ავტომობილის ,,S-----” სახ. ნომრით T-------- წინა მარცხენა ფრთიდან ამოღებულ ლაქ-საღებავის მიკრონაწილაკებს (ლაქი-შავი-მუქი ნაცრისფერი-ნაცრისფერი) და ავტომობილის ,,M------------” სახ. ნომრით T-------- ლაქ-საღებავის ნიმუშების შესაბამის შრეებს გააჩნიათ ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებები და მოლეკულური შემადგენლობა. ავტომობილის ,,M------------” სახ. ნომრით T--------- ძრავი სახურავიდან ამოღებულ ლაქ-საღებავის მიკრონაწილაკებს (ლაქი-მუქი ლურჯი მეტალიკი-ნაცრისფერი) და ავტომობილის ,,O---------”-ს სახ. ნომრით M-------- ძრავი სახურავის ლაქ-საღებავის ნიმუშებს გააჩნიათ ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებები და მოლეკულური შემადგენლობა.
ავტომობილის ,,M------------” სახ. ნომრით T--------- წინა მარჯვენა კარიდან, ასევე კარის კანტიდან, წინა მარჯვენა ფრთიდან ამოღებულ ლაქ-საღებავის მიკრონაწილაკებს (ლაქი-მუქი წითელი მეტალიკი- წითელი-ღია ნაცრისფერი), ასევე მუქი წითელი მეტალიკი საღებავის მინალესს და ავტომობილი ,,S-----” სახ. ნომრით T-------- ლაქ-საღებავის ნიმუშების შესაბამის შრეებს გააჩნიათ ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებები და მოლეკულური შემადგენლობა (ტომი II, ს.ფ. 190-197).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ-----------ამ.
2.31. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 3 აგვისტოს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დგინდება, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ,,ო---–ის“ მარკის ავტომობილის მძღოლის თ-----------------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილების ,,ს-------ის“ და ,,მ---------ის“ მძღოლები ა----------------–--ე და გ-------–---------ე ტექნიკური თვალსაზრისით მოცემულ საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდნენ და მათ მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც განაპირობა, კონკრეტული საგზაო-სატრასპორტო შემთხვევა არ აღინიშნება (ტომი II, ს.ფ. 209-220).
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ----------–-----მა.
2.32. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:
2.33. ს----------–----–------------------------------------------------------–---------------------------ის 2018 წლის 11 ივლისის N------ სასქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანის ,,O--------- G--------” სახ. ნომრით ,,M--------” დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4800 (ოთხი ათას რვაას) ლარს;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანის ,,M---------------------” სახ. ნომრით ,,T--------” დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 7200 (შვიდი ათას ორას) ლარს;
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ა/მანქანის ,,S-----------” სახ. ნომრით ,,T--------” დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 4200 (ოთხი ათას ორას) ლარს (ტომი II, ს.ფ. 183-185).
2.34. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც, კერძოდ:
2.35. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2019 წლის 24 აპრილის სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტა საკითხისა, შეჯახებამდე რა კუთხით იყვნენ ერთმანეთთან განლაგებული ავტო-საგზაო შემთხვევის მონაწილე ავტომობილები და ავტო-საგზაო შემთხვევამდე ისინი იყვნენ თუ არა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში? მითითებულია საქმეში არსებულ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში.
მოცემულ შემთხვევაში ავტო-საგზაო შემთხვევის მონაწილე ავტომობილებს მწარმოებლისგან დამონტაჟებული ჰქონდა თუ არა ე.წ. ,,აირბაგი“ და მოხდა თუ არა მათი შემთხვევის დროს გახსნა? წინააღდეგ შემთხვევაში რა იყო მისი მიზეზი, - ექსპერტიზის გზით შეუძლებელია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილების ექსპერტიზაზე წარმოუდგენლობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში თუ საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით განვითარდა იმ პირობებში, ისე როგორც ამას ავტომობილ ,,ო---–-------ას“ M-------- მძღოლი თ-----------------ი განმარტავს, თავის დამატებით გამოკითხვის ოქმში, ასეთ პირობებში, თ-----------------ს ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული შემთხვევა, არ აღინიშნება.
მოცემულ კონკრეტულ პირობებში, საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ს-------ი“ სახ. ნომრით T---------ის მძღოლი ა----------------–--ე, თავისი სამუშაო ადგილიდან გზის გადამკვეთი ქვეითის დანახვას, ტექნიკური თვალსაზრისით ვერ შეძლებდა.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა დ------------–მა, ა-----------ემ და რ---------–------–---–მა.
2.36. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 3 დეკემბრის სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის (,,ს---------------------–----- მ-----–---------–-------------–---------–----ის“ სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაცია N-----) მიხედვით, თ-----------------ს 2018 წლის 25 მაისს ექიმის დანიშნულებით გაუკეთდა ნარკოტიკული საშუალება ,,Sol. promedol 2 % 1 ml i/m”-ორჯერ - 02:35 და 03:00 სთ.-ზე;
პრეპარატ Sol. promedol 2 % 1 ml i/m“-ის ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება არის ტრიმეპეიდინი, რომელიც წარმოადგენს მის ოპიოიდურ კომპონენტს და მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას. ვინაიდან სრული სამედიცინო დოკუმენტაცია (ექიმის დანიშნულების ფურცელი, ზოგადი ანესთეზიის რუკა, გაუტკივარების ოქმი, ანესთეზიოლოგის ჩანაწერი, ტრანსფუზიის და მონაცემები ანალგეზიურ-ინფუზიური თერაპიის დროს) გამოყენებული საშუალებების და პრეპარატის რაოდენობების და მოცულობების და პრეპარატების რაოდენობებისა და მოცულებობის შესახებ“ ექსპერტიზაზე არ არის წარმოდგენილი - აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა მ--–------------ემ, ზ---------------–-–---–მა და გ----------–----ემ.
2.37. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თ-----------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 24 მაისს იმყოფებოდა მ–-----ში, რესტორანში, დ----------------თან, ა-------------------თან, ზ-------------------თან, გ--------–--–--------ესთან და სხვა პირებთან ერთად. როდესაც დაიშალნენ, სუფრაზე მყოფი პირები იყვნენ მთვრალ მდგომარეობაში. ის წამოვიდა გ-------–-–--–--------ის კუთვნილ ავტომობილ ,,ო---– ა------თი’’, წამოიყვანა ზ-------- და ა---------------ები. ა----–აიყვანა გ-–----ში, ზ-------- და თვითონ წავიდნენ ტ-------–-სკენ, მოძრაობდა მარცხენა სანაპიროზე, ორთაჭალის მიმართულებით. ,,ყ------ის“ ბარს როდესაც გაცდა, მისგან მარჯვენა მხრიდან დაახლოებით 25 მეტრის დაშორებით შეამჩნია სილუეტი, ზუსტად არ იცის ქალი იყო თუ მამაკაცი, რომელიც ხელის ქნევითა და სწრაფი ნაბიჯებით გადადიოდა გზაზე. მან შეუზღუდა მოძრაობის საშუალება, რამაც გამოიწვია მისი მარცხენა მხარეს გადასვლა. დამუხრუჭება ვერ მოასწრო და შეეჯახა ავტომანქანას. ამ დროს მას გვერდით ეჯდა ზ-------------------ი, რომელიც იყო მთვრალი და ეძინა. დაჯახების შედეგად მანქანას გაეჭედა რული. შემდეგ გაითიშა და საავადმყოფოში 10 დღის შემდეგ მოვიდა გონზე. შემთხვევის დღეს მას ნარკოტიკული საშუალება არ მიუღია.
2.38. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.39. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.40. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.41. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:
2.42. სასამართლო აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ დ----------–-----ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულ თ-----------------ის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილების ,,ს-------ის“ და ,,მ---------ის“ მძღოლები ა----------------–--ე და გ-------–---------ე ტექნიკური თვალსაზრისით მოცემულ საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდნენ და მათ მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც განაპირობა, კონკრეტული საგზაო-სატრასპორტო შემთხვევა არ აღინიშნება;
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ ნ--------------ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ თ--------------–--ის სიკვდილის მიზეზია გულ-მკერდის დახურული ბლაგვი ტრამვა - ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით, ფილტვების დაჟეჟილობით და ორმხრივი ჰემო-პნევმო თორაქსით, გართულებული ჩირქოვანი პლევრიტით, მედია-სტინიტით, პერიკარდიტით, კრუპოზულ-აბსცედირებადი პნევმონიით, ჩირქოვანი ბრონქიტით, წყლულოვან-დესტრუქციული ტრაქეიტით და ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულით;
სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტების ზ---------------–-–---–ისა და ც-----------------ის ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ გ-------–---------ის სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრამვის გამო დაზიანებული შინაგანი ორგანოებიდან შინაგანი სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. გ-------–---------ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 2018 წლის 25 მაისს, 04:15 საათზე;
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ ე-------–--–---–ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ ზ-------------------ის მითითებული დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს.
სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით და ექსპერტ ე-------–--–---–ის ჩვენებით უტყუარად დასტურდება, რომ მ----------–ის მითითებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მეიკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2.43. გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს სხვა პირდაპირ მტკიცებულებებს - მოწმე მ----------–ის ჩვენებას (რომლის მიხედვითაც, მან დაინახა საპირისპირო მხრიდან მომავალი ავტომანქანა, რომელიც ძალიან ჩქარა მოძრაობდა. წამებში ის გადმოვიდა მათ მხარს. ვერაფერი ვერ მოასწრო, ვერც მძღოლისთვის მოასწრო რამის თქმა, უკვე ხვდებოდა, რომ მათ დაეტაკებოდა, რადგან ძალიან ახლოს იყო, წამებში მოხდა შეჯახება), მოწმე ა----------------–--ის ჩვენებას (რომლის მიხედვითაც, მან დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან მოდიოდა ,,ო---–ის“ მარკის ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა დიდი სიჩქარით, ის გადმოვიდა მათ გზაზე, დაეჯახა ,,მ---------ს“ და ,,მ---------ი“ შემდეგ დაეჯახა მას. დარტყმა საკმაოდ დიდი იყო. გზა საკმაოდ განათებული იყო, არანაირი დაბრკოლება არ იყო ამ მხრივ. შემთხვევამდე გზაზე მოძრაობდა მხოლოდ ეს სამი ავტომობილი. სხვა ადამიანი ან მანქანა გზაზე არ ყოფილა. შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე ტერიტორიაზე არავინ ყოფილა და გზაზე არავის გადაურბენია. მის თვალთახედვას არაფერი არ უშლიდა, იქ რომ რამე ყოფილიყო, აუცილებლად დაინახავდა. მას ,,მ---------ი“ მხედველობას არანაირად არ უზღუდავდა) დაზარალებულ ზ-------------------ის ჩვენებას, დაზარალებულის უფლებამონაცვლეეების ნ-------------–---–ისა და რ-------------–--ის ჩვენებებს, მოწმე ნ-----------------–--ის ჩვენებას, ასევე პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლებისა და ექსპერტის ჩვენებებს, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებსა და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა დოკუმენტაციას.
2.44. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 01:50 საათზე, ქ. თბილისში, მ-----------------------–----------------------–------------------ზე, თ-----------------მა, რომელიც მართავდა ავტომობილ ,,ო---–-------ას“, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, რის გამოც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ ,,მ---------ს“, რომელსაც მართავდა გ-------–---------ე. შეჯახების შედეგად, ავტომობილი ,,მ---------ი“ გადაადგილდა მარჯვნივ და მას შეეხაჯა თანხვედრად მოძრავი ავტომობილი ,,ს-------ი“, რომელსაც მართავდა ა----------------–--ე.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გ-------–---------ე და თ--------------–--ე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ-------------------მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
2.45. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
2.46. დაცვის მხარის პოზიციით: მართალია თ-----------------ი გადავიდა გზის საპირისპირო მიმართულებით, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, მაგრამ აღნიშნული გარემოება განპირობებული იყო იმით, რომ მისი მანქანის წინ, გზაზე, მარჯვნიდან მარცნივ გადაირბინა ადამიანმა, რის გამოც თ-----------------მა, იმ მიზნით, რომ არ დაჯახებოდა მას, გადავიდა მარჯვენა მხარეს და თავიდან ვერ აირიდა ,,მ---------ზე“ შეჯახება. ამასთან, დაცვის მხარე სადავოდ ხდის მ----------–ის ჩვენებას, რომელსაც აფასებს მიკერძოებულად, ვინაიდან იგი გარდაცვლილ თ--------------–--ის მეგობარი იყო და გამოძიებას თავიდანვე არ მისცა ჩვენება იმის შესახებ, რომ შემთხვევამდე გზაზე არავის გადაურბენია. ასევე დაცვის მხარე მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, ეჭვის ქვეშ აყენებს მოწმე ა----------------–--ის ჩვენებას, რომელიც ასევე აცხადებს, რომ შემთხვევამდე გზაზე არავის გადაურბენია და რომ გადაერბინა აუცილებლად დაინახავდა.
2.47. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა თ-----------------ის ბრალის დასადასტურებლად. სასამართლო ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, მას თითქოს ვინმემ გზაზე გადაურბინა შემთხვევამდე, რამაც გამოიწვია მისი საწინააღმდეგო მიმართულების სავალ გზაზე გადასვლა და შეჯახება, -არადამაჯერებლად მიიჩნევს, ვინაიდან თავად ბრალდებულმა გამოძიებას არაერთხელ მისცა განსხვავებული ჩვენება ამ ფაქტთან დაკავშირებით, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ და იგი თავდაპირველად არაფერს აცხადებდა გზაზე გადმორბენილ პიროვნებაზე. თუ გამოძიების საწყის ეტაპზე - 2018 წლის 30 მაისს დაკითხვისას, მის მიერ ინფორმაციის მიუცემლობას ავხსნით მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით და ფაქტის დავიწყებით, მეორედ უკვე თ-----------------ი იკითხება 2018 წლის 18 ივნისს, რა დროსაც ასევე არაფერი განაცხადა ავტოსაგზაო შემთხვევამდე გზაზე პიროვნების გადმორბენის შესახებ. იგი აღნიშნულ შემთხვევას ხსნიდა ავტომანქანის საჭის გაჭედვითა და ავტომანქანის ტექნიკური გაუმართაობით (მაშინ როდესაც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ--------–--–--------ემ განმარტა, რომ მისი კუთვნილი ა/მანქანა, რომელსაც შემთხვევის დღეს მართავდა თ----------------ი ტექნიკურად გამართული იყო). 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩვენებით თ-----------------ი ასევე დაეთანხმა 30 მაისსა და 18 ივნისს მიცემულ ჩვენებებს. ბრალდებულმა გზაზე გადმორბენილ პიროვნებაზე, რომელზეც მიუთითა, რომ იყო მამაკაცი - გამოძიებას პირველად ჩვენება მისცა 2018 წლის 23 ოქტომბერს, ხოლო საჭეზე განმარტა, რომ ის შეჯახების შემდეგ გაიჭედა. თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბრალდებულმა ვეღარ გაიხსენა გზაზე გადმორბენილი პიროვნების სქესი.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“ და მოცემულ შემთხვევაშიც სასამართლო ბრალდებულის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე მსჯელობს, თუმცა სანდოობის მხრივ აფასებს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსაც და ის ფაქტი, რომ ბრალდებულს ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ადამიანის გზაზე გადარბენა არ ახსოვს შემთხვევიდან 5 თვის შემდეგ ჩვენების მიცემისას (2018 წლის 12 ოქტომბერს) და ახსენდება ამ უკანასკნელი ჩვენების მიცემიდან 11 დღის შემდეგ (2018 წლის 23 ოქტომბერს), - ამ გარემოებათა ერთობლიობა ბრალდებულის ჩვენების ნდობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს, ხოლო ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ იგი აღნიშნულ ინფორმაციას სასამართლოს აწვდის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.
ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებულ სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნას, ვინაიდან მას საფუძვლად უდევს ბრალდებულ თ-----------------ის ჩვენება. ხსენებული დასკვნის მიხედვით, - ,,თუ საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის მექანიზმი ტექნიკური თვალსაზრისით განვითარდა იმ პირობებში, ისე როგორც ამას ავტომობილ ,,ო---–-------ას“ M-------- მძღოლი თ-----------------ი განმარტავს, თავის დამატებითი გამოკითხვის ოქმში, ასეთ პირობებში, თ-----------------ს ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფა, რამაც გამოიწვია მოცემული შემთხვევა, არ აღინიშნება“.
ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმე მ----------–ი არის არაობიექტური და მიკერძოებული გარდაცვლილი მეგობრის გამო. აღსანიშნავია, რომ მან პირველი ჩვენების მიცემისას - 2018 წლის 13 ივნისს, დეტალურად ვერ გაიხსენა მომხდარი შემთხვევა, რაც შესაძლოა აიხსნას მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, თუმცა მოგვიანებით მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რაც ასევე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას. მ----------–მა სასამართლოს მისცა დამაჯერებელი და თანმიმდევრული ჩვენება, რომელიც თანხვედრაშია მოწმე ა----------------–--ისა და საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, შესაბამისად, სასამართლოს მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე ა----------------–--ის ჩვენება არ არის სანდო, იმ არგუმენტაციით, რომ სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ,,საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილი ,,ს-------ი“ სახ. ნომრით T---------ის მძღოლი ა----------------–--ე, თავისი სამუშაო ადგილიდან გზის გადამკვეთი ქვეითის დანახვას, ტექნიკური თვალსაზრისით ვერ შეძლებდა“, - სასამართლო მას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან დაცვის მხარემ აღნიშნული ექსპერტიზა ფაქტობრივად ჩაატარა მოწმე ა----------------–--ის ჩვენების სანდოობის დადგენის მიზნით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ,,დაუშვებელია მოწმის სანდოობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარება“. მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების სანდოობას აფასებს თავად მოსამართლე. მხარეებს დაკითხვისას უფლება აქვთ მოწმეებს დაუსვან ისეთი შეკითხვები, რომელზე პასუხის გაცემითაც მოსამართლეს მიეცემა შესაძლებლობა გააკეთოს გარკვეული დასკვნები მოწმის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოწმე ა----------------–--ის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით შეკითხვები არ გასჩენია. იგი კატეგორიულად და ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ შემთხვევამდე გზაზე არავის გადაურბენია და რომ გადაერბინა, იგი მას დაინახავდა.
2.48. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა, რომ თ-----------------მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით კრიმინალიზებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევა.
ხსენებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დანაშაულის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს ავტომობილი.
დანაშაულის სუბიექტი არის ის, ვინც მართავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას.
დანაშაულის მსხვერპლი (დაზარალებული) არის სხვა ადამიანი და არა თავად ის, ვინც ავტომანქანის მართვისას არღვევს მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მძღოლმა თავისსავე მანქანაში მჯდომი პირი დააშავა, თუ ფეხით მოსიარულე, ან სხვა მანქანაში მჯდომი. არც იმას აქვს მნიშვნელობა, დაშავებული მისი ახლო ნათესავია, თუ სხვა პირი. მთავარია, დაშავებული არაა თავად დამრღვევი მძღოლი.
დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს: 1) ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას; 2) მძიმე შედეგს, კერძოდ, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას (პირველი ნაწილი), ან მძიმე დაზიანებას (მესამე ნაწილი), ანდა ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას (მეხუთე ნაწილი), ანდა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას (მეშვიდე ნაწილი); 3) მიზეზობრივ კავშირს წესების დარღვევის ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მომხდარ შემთხვევასა და დამდგარ მძიმე შედეგს შორის.
სსკ-ის 276-ე მუხლი ბლანკეტური შინაარსისაა და ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლოატაციის წესი მოწესრიგებულია საგზაო მოძრაობის წესებით, საავტომობილო ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლოატაციის წესებით (საქართველოს 2013 წლის კანონი ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“) და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა თ-----------------მა დაარღია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად, ,,მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა ამ კანონით განსაზღვრული სიჩქარის შეზღუდვის გადაჭარბებით. შერჩეული სიჩქარე მძღოლს საშუალებას უნდა აძლევდეს, მუდმივად აკონტროლოს სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცულ იქნეს მოძრაობის უსაფრთხოება“.
ბრალის ფორმის მიხედვით, სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გაუფრთხილებელია.
4.5. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, - შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რისთვისაც თ-----------------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. თ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით, არ დადგენილა.
5.2. რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, სასამართლო მხედველობაში იღებს, რომ შემთხვევამდე (2017 წლის 25 მაისამდე) მცირე ხნით ადრე ბრალდებულმა თ-----------------მა მსგავსი ხასიათის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ჩაიდინა, კერძოდ:
2018 წლის 11 აპრილს იგი ადმინისტრაციულად იქნა დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1182-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა);
2018 წლის 3 მაისს იგი ადმინისტრაციულად იქნა დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის (მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა);
2018 წლის 8 მაისს იგი ადმინისტრაციულად იქნა დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას).
5.3. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების კონტექსტში სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ შემთხვევის დროს თ-----------------ი იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერება მორფინის ზემოქმედების ქვეშ, რაც დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით: 2018 წლის 20 ივნისის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,თ-----------------ის სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალება მორფინი. თ-----------------ისგან სისხლის ნიმუში აღებული იქნა 2018 წლის 25 მაისს, 04:30-04:50 საათების პერიოდში (სისხლის ნიმუშის აღების ოქმი - ტომი I, ს.ფ. 58-59). თ-----------------ის ოპერაცია მიმდინარეობდა 2018 წლის 25 მაისს, 04:10-06:30 საათის პერიოდში (სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; ტომი I, ს.ფ. 1141). ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ თ--------------ას განმარტებით, ,,თ-----------------ს 2018 წლის 25 მაისს, 04:50 საათზე გაუკეთდა ნარკოზი. ოპერაციის შემდგომ, როდესაც პაციენტი გადაიყვანეს რეანიმაციაში (06:50 საათზე), გაუკეთდა მორფინი, მანამდე მას მორფინი არ გაკეთებია. პაციენტის სამედიცინო ისტორიაში, ქირურგს ოპერაციის დრო შეცდომით აქვს დაფიქსირებული, ქირურგის ჩანაწერი არის 04:10 საათზე და უნდა იყოს 05:10 საათი“. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის დადგენილებით დასტურდება, რომ აღნიშნულ ფაქტზე შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით, თუმცა ხანდაზმულობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით, თ-----------------ს 2018 წლის 25 მაისს ექიმის დანიშნულებით გაუკეთდა ნარკოტიკული საშუალება ,,Sol. promedol 2 % 1 ml i/m”-ორჯერ - 02:35 და 03:00 სთ.-ზე; ხსენებული დასკვნის გამოკვლევითი ნაწილის მიხედვით, პაციენტს Sol Morphini Hydr. 1%. 1,0m (ერთი ამპულა) პირველად გაუკეთდა 2018 წლის 25 მაისს, 07:00 საათზე. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ-----------------ი შემთხვევის დროს იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერება მორფინის ზემოქმედების ქვეშ.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ-----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა. პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ავტოსაგზაო წესებთან დაკავშირებული მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და ავტომანქანის მართვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რითაც მსჯავრი უნდა დაედოს თ-----------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლიდან 10 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.
6.5. სასამართლო ითვალისწინებს თ-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9047 დაშავდა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ქმედება ჩაიდინა გადაჭარბებული სიჩქარით გზის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთ ადამიანს მიადგა სხეულის მძიმე დაზიანება, ხოლო ერთს სხეულის მსუბუქი დაზიანება), დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რაც მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე საგზაო წესებისა და მართლწესრიგის მიმართ), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ნარკოტიკული საშუალების ზეგავლენის ქვეშ ავტომანქანის მართვა).
6.6. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება თ-----------------ის მიმართ სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულთათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, უფრო მსუბუქი ზომის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს დამნაშავეს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, თ-----------------ს 2(ორი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ თ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 სექტემბრიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
გარდაცვლილ თ--------------–--ის ფოტოსურათი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს), - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული - თ-----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ო---–ის“ ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით ,,M--------” (იმყოფება საჯარიმოზე), - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული - გ-------–---------ის მართვის ქვეშ მყოფი ,,მ---------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით ,,T-------- (შესანახად გადაეცა მფლობელს), - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული - ა----------------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ,,ს-------ის“ ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრით ,,T--------” (შესანახად გადაეცა მფლობელს), - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ზ-------- და თ-----------------ებისგან აღებული სისხლის ნიმუშები (დალუქული სახით გადაგზავნილი ექსპერტიზაზე) - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გ-------–---------ის სამედიცინო ისტორიის დედანი ამოღებული ა-–----–----–---–-----–-------ან (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დალუქული სახით) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
თ--------------–--ის სამედიცინო ისტორიის დედანი ამოღებული ა-–----–----–---–-----–-------ან (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დალუქული სახით) - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით;
ა----------------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ს-------ი“-დან, გ-------–---------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,მ---------ი“-დან და თ-----------------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,ო---–ი“-დან აღებული ლაქ-საღებავის ნიმუშები (დალუქული სახით 3 პაკეტად ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ელენე გოგუაძე