განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
140100119003074652
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003074652

საქმე #1/282-19 (028150519001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ო-----–---–- (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები: კ------------------------------)

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 15 მაისს, 14:10 საათზე, გ------- ო-----–---–-ს მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან, კერძოდ, დედასთან - მ------ მ----–----სთან მიახლოება და მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია, ასევე - იმ სახლსა და ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს ან/და იმყოფება. ამის მიუხედავად, ამავე დღეს, დაახლოებით 18 საათზე, გ------- ო-----–---–მა ფანჯრიდან შეაღწია კ---–----------------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც მ------ მ----–---- იმყოფებოდა და მას ესაუბრა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა ოჯახის წევრის მიმართ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- ო-----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ------ მ----–----ს, შ---- გ-----ის, კ-–-- მ--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი ორდერით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ო-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ------- ო-----–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, დანაშაულის სიმძიმეს - ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ------- ო-----–---–- ბოლოს ნასამართლევია განზრახი, მაგრამ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის (ადრინდელი ნასამართლობა გაქარწყლებულია), რის გამოც სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი მისი საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება, სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------- ო-----–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ გ------- ო-----–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 15 მაისიდან 11 ივლისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

მსჯავრდებულ გ------- ო-----–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი