განაჩენი

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
330100119002935570
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1--------

გამოძიების #------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------ გ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ------ თ------- ძე მ---------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------- დაბადებული 1----–-–-------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-, ბ--------- დ-----–--- დასახლება, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ა----–-- ბ--------- #1-–--

 

ადვოკატი - ბ------- ვ-----–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ორი ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის მარტის დასაწყისში, ზუსტი თარიღი უცნობია, თბილისში, ბ--------- ქუჩა #1--ს #---–- მდებარე ნაქირავებ ბინაში თ------ მ---------ემ მეგობარ ქალს - მ------ თ------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელი გაარტყა სახეში, რითაც მ------ თ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის მარტის შუა რიცხვებში, ზუსტი თარიღი უცნობია, თბილისში, ბ--------- ქუჩა #1--ს #---–- მდებარე ნაქირავებ ბინაში თ------ მ---------ემ მეგობარ ქალს - მ------ თ------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხელი გაარტყა სახეში, რითაც მ------ თ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახში ძალადობა

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.1. 2019 წლის 25 მარტს, სსიპ ,,112-ში“ შევიდა შემდეგი შინაარსის შეტყობინება (რეგისტრაციის #------): მოქალაქე მ------ თ------–---–ის საცხოვრებელ სახლში 6 თვეა ცხოვრობს მამაკაცი, რომელიც უქმნის პრობლემებს და ძალადობს მასზე, ამჟამად ფაქტი არ ხდება, თუმცა პოლიციისგან ითხოვს, რომ მამაკაცმა გაწყვიტოს მასთან ურთიერთობა და თავი დაანებოს.

 

2.2. დასახელებული შეტყობინების საფუძველზე 2019 წლის 25 მარტს დაიწყო გამოძიება მ------ თ------–---–ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

 

2.3. მოწმე თ------- ჩ-----ის ჩვენებით, მის მეზობლად ცხოვრობენ ცოლ-ქმარი მ------ თ------–---–ი და თ------ მ---------ე. წყვილს შორის კონფლიქტს არ შესწრებია. 25 მარტს მათი სახლიდან გაიგონა მხოლოდ გოგონას ხმამაღალი საუბარი, სიტყვები ვერ გაარკვია.

 

2.4. მოწმე ნ-------------ს ჩვენებით, ცოლ-ქმარი მ------ თ------–---–ი და თ------ მ---------ე არიან მისი მდგმურები. 22 ან 23 მარტს მათთან იმყოფებოდა ქირის ფულის გამოსართმევად, რა დროსაც სახლში მარტო მყოფ მ------ თ------–---–ს თვალები ქონდა აცრემლებული და იყო აღელვებული. მ. თ------–---–მა უთხრა, რომ მეუღლესთან იყო ნაჩხუბარი, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ და სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ არაფერი უთქვას. 2-3 დღეში გაიგო, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მოწმემ განმარტა, რომ მომხდარის გამო გაკვირვებულია, რადგან მის თვალსაწიერში წყვილი ძალიან თბილად ურთიერთობდა.

 

2.5. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 25 მარტს, მ------ თ------–---–ის შეტყობინების საფუძველზე თბილისში, ბ--------- ქუჩა #1--ს #---–- ორი პატრულ - ინსპექტორი გ------- ჯ-------–---–ი და თ----------------ებაძე გამოცხადდა. პატრულ-ინსპექტორ გ------- ჯ-------–---–ის ჩვენებით, რადიოსადგურ ,,112-ის“ შეტყობინების საფუძველზე მეწყვილესთან თ----------------ებაძესთან ერთად მივიდა მისამართზე, სადაც დახვდათ მ------ თ------–---–ი, რომელმაც პოლიციელებს განუცხადა, რომ თ------ მ---------ე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ერთი კვირის წინ კი მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს ზედაპირულად დაზიანება არ აღენიშნებოდა, იყო აღელვებული და შეშინებული, მას აღარ სურდა ბრალდებულთან ერთად ცხოვრება. მ------ თ------–---–ის მიერ გაკეთებული განმარტებები გადატანილი იქნა რეაგირების ოქმში, რაც ხელმოწერით დაადასტურა დაზარალებულმა. თ------ მ---------ე არ იმყოფებოდა მისამართზე, ინიციატორის განმარტებით ბრალდებულს 2019 წლის 25 მარტს ჰქონდა დაბადების დღე და აღნიშნულ დღეს სახლში არ მისულა.

 

2.6. თ----------------ებაძემ მსგავსად გ------- ჯ-------–---–ისა დაადასტურა, რომ შეტყობინების ინიციატორს სხეულზე გარეგნულად დაზიანების კვალი არ ეტყობოდა, თუმცა იყო აღელვებული. მოწმის ჩვენებით, მ------ თ------–---–მა მას განუცხადა, რომ თ------ მ---------ე აღნიშნულ დღეს - 25 მარტს იმყოფებოდა მისამართზე, იჩხუბეს და წავიდა სახლიდან.

 

2.7. 2019 წლის 25 მარტის რეაგირების ოქმის თანახმად, თბილისში, ზ------ დასახლება, ბ--------- ქ. #---–- შეტყობინების ინიციატორმა მ------ თ------–---–მა განაცხადა, რომ მეგობარი მამაკაცი რომელთან ერთადაც ცხოვრობს, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აღნიშნული ფაქტი კი არის ხშირი.

 

2.8. დაზარალებულ მ------ თ------–---–ის განმარტებით, რომელიც გაკეთდა სასამართლო სხდომაზე, თ------ მ---------ე არის მისი არარეგისტრირებული მეუღლე, იმყოფებოდნენ არაოფიციალურ ქორწინებაში. მ------ თ------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.9. მოწმეების თ------- ჩ-----ის და ნ-------------ს ჩვენებებით, მ------ თ------–---–ი და თ------ მ---------ე მათ გაეცნენ, როგორც მეუღლეები, გარდა ამისა, პროკურორმა მ------ გ-------მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მ------ თ------–---–ის და თ------ მ---------ის ოჯახური სტატუსი - არარეგისტრირებული მეუღლეები. დასახელებული სტატუსიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღინიშნა დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

2.10. თ------ მ---------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და ჩვენებაში განმარტა, რომ დაახლეობით ერთი წელია, რაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ თ------–---–თან, თანაცხოვრების პერიოდში ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მხოლოდ პერიოდულად მ------ თ------–---–ი ცალმხრივად ეჭვიანობდა, თუმცა ამას არასდროს მოჰყოლია ფიზიკური შეურაცხყოფა, ისინი მხოლოდ სიტყვიერად კამათობდნენ. ბრალდებულმა განმარტა, რომ 1 მარტს არის თ------ მ---------ის მამის, ხოლო 8 მარტს ძმის დაბადების დღე, რის გამოც მარტის დასაწყისი გაატარა გ----–-- ბ--------- ლ-----–---–--- დასახლებაში, რაც არ სიამოვნებდა მ------ თ------–---–ს და საყვედურობდა. ასევე 24 მარტს, საღამოს, მეგობარ ა-–--- ა------ესთან ერთად ჩავიდა ქ-----–-- რაიონის სოფელ ტ----------ში ნათესავთან ბ------- ბ----–---–თან, 25 მარტს კი წავიდა მშობლებთან, სადავ აღნიშნეს მისი დაბადების დღე. სწორედ 25 მარტის დილას დაურეკა მ------ თ------–---–მა პრეტენზიით, რომ მთელი თვე არ იყო მასთან ერთად და დაბადების დღესაც მის გარეშე ატარებდა, ქალაქგარეთ ხშირად გასვლის გამო გაბრაზებული დაემუქრა, რომ გამოიძახებდა საპატრულო პოლიციას და აუკრძალავდა მასთან მიახლოებას. ბრალდებულმა განმარტა, რომ საუბრისას მ------ს შეამჩნია, რომ იყო ნასვამი. 26 მარტს გამთენიისას დაბრუნდა სახლში, მ------ თ------–---–ი იყო ძალიან მთვრალი და ეძინა. დილით დააკავეს. ბრალდებულის ჩვენებით იგი დიდ დროს ატარებდა სახლის გარეთ, რადგან სწავლობს და მუშაობს, მარტის თვეში ოჯახის წევრების დაბადების დღეების გამო რამდენჯერმე რაიონში დარჩა და საკუთარი დაბადების დღეც კი მეუღლის გარეშე გაატარა, აღნიშნულის გამო მ------ თ------–---–ი ეჭვიანობა, ეჭვიანობის საფუძველი ასევე იყო მათ შორის არსებული დიდი ასაკობრივი სხვაობა - მ------ი 12 წლით უფროსია. 1 თვიანი შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლის შემდეგ შერიგდნენ, რადგან იცის, რომ მ------ი მსგავს საქციელს ფხიზელი არ ჩაიდენდა და ეს სიმთვრალის გამო მოუვიდა.

 

2.11. მოწმე ა-–--- ა------ის ჩვენებით თ------ მ---------ე და მ------ თ------–---–ი არიან მეუღლეები და მისი მეგობრები, რამდენადაც მათი ურთიერთობიდან იკვეთებოდა, ჰქონდათ კარგი ოჯახური ურთიერთობა და მათ შორის დაძაბულობა ან კონფლიქტი არ შეუმჩნევია. მხოლოდ პერიოდულად, მ------ თ------–---–ი ეჭვიანობდა თ------ მ---------ეზე, არ სურდა რომ იგი წასულიყო რაიონში. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის 24 მარტიდან - 26 მარტის გამთენიამდე თ------ მ---------ესთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა ჯერ ქ-----–-- რაიონის სოფელ ტ----------ში ბ------- ბ----–---–ის ოჯახში, ხოლო შემდეგ გ----–- ბ--------- ლ-----–----ა დასახლებაში, სადაც 25 მარტს აღნიშნეს თ------ მ---------ის დაბადების დღე. 26 მარტს, გამთენიისას დაბრუნდნენ თბილისში. გ------ რაიონში ყოფნის დროს 24-25 მარტს, მ------ თ------–---–ი ხშირად ურეკავდა თ------ მ---------ეს და მათ ქონდათ დაძაბული საუბარი, თუმცა რა საკითხზე მოწმისთვის უცნობია.

 

2.12 მოწმე ბ------- ბ----–---–მა ჩვენებაში დაადასტურა, რომ 2019 წლის 24 მარტს თ------ მ---------ე მეგობართან ა-–--- ა------ესთან ერთად იმყოფებოდა მასთან რაიონში - სოფელ ტ----------ში, 25 მარტს თ------ მ---------ე თანმხლებ მეგობართან ერთად წავიდა მშობლების სახლში გ----–- ბ--------- ლ-----–----ა დასახლებაში.

 

2.13. ბრალდებულის ძმის მოწმე კ---- მ---------ის ჩვენებით, 2019 წლის 25 მარტს, გამთენიისას გ----–- ბ--------- ლ-----–---–--- დასახლებაში მივიდა თ------ მ---------ე მეგობართან ერთად. იმ დღეს აღნიშნეს თ------ მ---------ის დაბადების დღე, ეს უკანასკნელი ღამით წავიდა თბილისში.

 

2.14. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ------ მ---------ის დაბადების დღეა 25 მარტი, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით კ---- მ---------ის დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ თ------ მ---------ის ძმა კ---- მ---------ე დაბადებულია 8 მარტს, ბრალდებულის ჩვენებით მამა თ----- მ---------ე ასევე დაბადებულია მარტის თვეში - 1 მარტს. აღნიშნული თარიღები მოწმობს, რომ ბრალდებულის ჩვენება მისი და მისი ოჯახის წევრების დაბადების დღეებიდან გამომდინარე გ----–- მის ხშირ ყოფნასთან დაკავშირებით, რაც გახდა მ------ თ------–---–ის განრისხების მიზეზი არის სანდო და სარწმუნო.

 

2.15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ირიბი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი.

 

2.16. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულება ან მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და მოწმეთა ჩვენებებით ვერ ირკვევა ძალადობის ჩადენის კონკრეტული თარიღი, არცერთი მოწმე არ არის მხილველი ფიზიკური ძალადობის, არც ექსპერტიზის დასკვნა ან/და პაციენტის სამედიცინო ბარათი არ არსებობს ფიზიკურ დაზიანებასთან დაკავშირებით. ძალადობის დღეს შემთხვევის ადგილზე პოლიციელები არ გამოცხადებულან, გამომდინარე იქედან, რომ დაზარალებულს დაუყოვნებლივ არ მოუხდენია დანაშაულის გამოაშკარავება (მ. თ------–---–ი ძალადობის დღეებში, თუკი ასეთს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, არ რეკავდა პოლიციაში). მხოლოდ და მხოლოდ მოწმე თ------- ჩ-----ის ჩვენება, რომელმაც სავარაუდოდ 25 მარტს გაიგონა გოგონას ხმამაღალი საუბარი, მაგრამ ვიზუალური კონტაქტი არ დაუმყარებია და არც საუბრის შინაარსი ესმოდა, ვერ გახდება ფიზიკური ძალადობის მამხილებელი მტკიცებულება, ვინაიდან ხმამაღალი საუბარი აპრიორი არ გულისხმობს ფიზიკურ ძალადობას, ასევე არ არის დადგენილი გოგონა ხმამაღლა ვის ესაუბრებოდა და არც ის არის გამორიცხული, რომ ხმამაღალი საუბარი უკავშირდებოდა ამ ფორმით სატელეფონო კომუნიკაციას. მოწმე ნ-------------ს ჩვენებით, 22 ან 23 მარტს სახლში ნახა მ------ თ------–---–ი თვალებ აცრემლებული და აღელვებული. დაზარალებულმა უთხრა, რომ მეუღლესთან იყო ნაჩხუბარი, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრიათ და მას სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ არაფერი უთქვამს. ირიბი მოწმის ნ-------------ს ჩვენებაში დასახელებული თარიღები 22 ან 23 მარტი დროში აცდენილია პოლიციელების ჩვენებებთან, ამ უკანასკნელთა განმარტებით 2019 წლის 25 მარტს შეტყობინების ინიციატორმა მათ განუცხადა, რომ ძალადობას ადგილი ჰქონდა 1 კვირის და არა 2-3 დღის წინ, რაც გამორიცხავს 22-23 მარტს ძალადობის ჩადენის ფაქტს. ნიშანდობლივია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც, შეტყობინების საფუძველზე მისამართზე მისულ პოლიციელებს მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მათი ჩვენებებით იყო აღელვებული, არ გამოუვლენიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევის საჭიროება. პატრულ-ინსპექტორების ჩვენებებში გამოიკვეთა უზუსტობები, რამაც დაზარალებულის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა, მოწმე თ----------------ებაძის ჩვენებით, შეტყობინების ინიციატორმა მას განუცხადა, რომ თ------ მ---------ე 25 მარტს იმყოფებოდა სახლში, იჩხუბეს და წავიდა სახლიდან, ბრალდებულის და დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით კი, 2019 წლის 25 მარტს, თ------ მ---------ე თბილისში ფიზიკურად არ იმყოფებოდა, რაც შეეხება მეორე მოწმეს გ------- ჯ-------–---–ს, მას დაზარალებულმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა, კერძოდ, განუცხადა, რომ ბრალდებულს 2019 წლის 25 მარტს ჰქონდა დაბადების დღე და აღნიშნულ დღეს სახლში არ მისულა. დასკვნა: შეტყობინების ინიციატორი გამოძახების ადგილზე მისულ პოლიციელებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის 25 მარტს თ------ მ---------ის სახლში ყოფნა-არყოფნასთან მიმართებაში. ცხადია, სასამართლოს არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს მოწმე პოლიციელთა ჩვენებებში, თუმცა საეჭვოა ინფორმაციის მიმწოდებული პირის კეთილსინდისეირება. გარდა ამისა, საეჭვოა ის გარემოებაც, რომ შეტყობინების ინიციატორს არ ახსოვდა ძალადობის ორი ფაქტიდან დანაშაულის ჩადენის არცერთი თარიღი, აღნიშნული კატეგორიის საქმეების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მსხვერპლებს არცთუ იშვიათად არ ახსოვთ ყველა ძალადობის თარიღი, თუმცა ასეთ შემთხვევებში მეხსიერების ნაკლოვანებას ორი გონივრული მიზეზი აქვს: პირველი - ძალადობის მასშტაბი და ამ ფონზე გამოვლენილი ფსიქოლოგიური ტანჯვა, რაც აისახება პირის მეხსიერებაზე და კონკრეტული თარიღების დავიწყებაზე, მეორე - ძალადობა რუტინულ, თითქმის ყოველდღიურ ხასიათს ატარებს, თვეების განმავლობაში გრძელდება და ამ მიზეზით მსხვერპლებს უჭირთ თარიღების აღდგენა. განსახილველი საქმე დასახელებული მაგალითებიდან მნიშვნელოვნად განსხვავდება, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ------ მ---------ეს დროის მცირე ინტერვალში განხორციელებულ ორ ეპიზოდში ედება ბრალი და არა სისტემატურ, დროში გაწელილ ძალადობაში, შესაძლოა, მ------ თ------–---–ს ვერ აღედგინა მარტის დასაწყისში მომხდარი ძალადობის თარიღი, თუმცა გონივრულად უნდა ხსომებოდა იმ ძალადობის თარიღი, რაც გახდა საფუძველი პოლიციის გამოძახების. ამდენად მ------ თ------–---–ის მიერ შეტყობინებაში და პოლიციელებთან კომუნიკაციის დროს გაკეთებული განცხადებები მოკლებული იყო არსებით და მნიშვნელოვან სიზუსტეს, შესაბამისად ირიბი მოწმეებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გაზიარება ვერ მოხდა. სასამართლო განმარტავს, მართალია, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის #№1/1/548 გადაწყვეტილებით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ირიბი ჩვენების გამოყენება, თუმცაღა, მხოლოდ ირიბი ჩვენება არ უნდა იყოს ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის და ირიბი მოწმეებისთვის პირველი წყაროდან მიწოდებული ინფორმაცია გონივრულ ეჭვს არ უნდა ბადებდეს ინფორმაციის ნამდვილობაში. მოწმეების - გ------- ჯ-------–---–ის და თ----------------ებაძის ზეპირი ჩვენებები მათი შინაარსიდან გამომდინარე ერთი მხრივ წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებას და მეორე მხრივ ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროც საეჭვოა. რაც შეეხება სხვა მოწმეებს თ------- ჩ-----ეს, ა-–--- ა------ეს, ბ------- ბ----–---–ს, კ---- მ---------ეს ისინი წყვილის ურთიერთობებს ძირითად შემთხვევაში ახასიათებენ თბილად, მათ შორის ნეიტრალური მოწმე ნ---- კ------ე განმარტავს, რომ მომხდარის გამო არის გაკვირვებული, რადგან წყვილი მის თვალსაწიერში ძალიან თბილად ურთიერთობდა. სასამართლო ხაზს უსვამს ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეების გამოძიების სირთულეს დანაშაულის ლატენტურობიდან გამომდინარე, თუმცა ამის მიუხედავად, აუცილებელია ჩატარდეს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა მტკიცებულებათა შეგროვებას, მნიშვნელოვანია დაზარალებულის მონაწილეობით შემთხვევის ადგილის დათვალიერება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება ძალადობის ხერხის, ვითარების, გარემოებების გამოსავლენად, ასევე აუცილებელია სხვა მტკიცებულებებთან ერთად სასამართლოში წარდგენილი იქნეს შემაკავებელი ორდერის ოქმი (ბრალდებულის ჩვენებით გამოიცა შემაკავებელი ორდერი), რომელშიც გაცილებით მეტი კონკრეტიკაა დანაშაულთან მიმართებაში ვიდრე რეაგირების ოქმში.

 

2.17.სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ განსხვავებით 2019 წლის მარტის შუა რიცხვების ეპიზოდისა, სადაც სასამართლომ ირიბ მოწმეებს მოუსმინა, 2019 წლის მარტის დასაწყისის ეპიზოდთან მიმართებაში არ გამოკვლეულა არათუ პირდაპირი, ირიბი მტკიცებულებაც კი.

 

2.18. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცებულებათა ერთობლიობა დანაშაულის დასადასტურებლად.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თ------ მ---------ის ბრალეულობაში.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.3. გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ------ მ---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ორივე ეპიზოდში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------ მ---------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მარტის დასაწყისის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მარტის შუა რიცხვების ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის განჩინებით თ------ მ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. თ------ მ---------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა