განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
160100119002878736
დავის ტიპი
18 - 120 , 120
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100119002878736

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/99-19 25 ივნისი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031240219004)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე, ვერიკო ნინიაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი სახიაშვილი, გიორგი მექვაბიძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მაკა რევია

 

ბრალდებული: რ---- ჩ---------ე

მამის სახელი: ვალოდია

დაბადებული: 1----–-–-----------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------–----------–--–--------–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 24 თებერვალს, საღამოს, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში მდებარე რ---- ჩ---------ის და ჟ--–---ა კ-----ის მფლობელობაში არსებულ სახლში, რ---- ჩ---------ემ, ურთიერთშელაპარაკებისას, დანის, მარცხენა მხარეს მენჯის მიდამოში, დარტყმის გზით განზრახ დაუზიანა ჯანმრთელობა-მეუღლეს ჟ--–---ა კ-----ეს, რამაც შედეგად გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ რ---- ჩ---------ე არის დაზარალებული ჟ--–---ა კ-----ის მეუღლე.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების ბელა გელაშვილის, ნათია კ-----ის, დიანა კ-----ის, ნოდარ კ-----ის, ვენერა ჩ---------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 24 თებერვლის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, ამოღებული ნივთმტკიცებით (დანა), 2019 წლის 26 თებერვლის ამოღების ოქმით, ჟ--–---ა კ-----ის სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ რ---- ჩ---------ემ მეუღლეს ჟ--–---ა კ-----ეს განზრახ მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა რ---- ჩ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რ---- ჩ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რ---- ჩ---------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების ბელა გელაშვილის, ნათია კ-----ის, დიანა კ-----ის, ნოდარ კ-----ის, ვენერა ჩ---------ის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 24 თებერვლის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, ამოღებული ნივთმტკიცებით (დანა), 2019 წლის 26 თებერვლის ამოღების ოქმი, ჟ--–---ა კ-----ის სამედიცინო დოკუმენტაცია.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა რ---- ჩ---------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ---- ჩ---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ---- ჩ---------ემ ჟ--–---ა კ-----ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითავლისწინებს რომ რ---- ჩ---------ე შერიგებულია დაზარალებულთან, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით რ---- ჩ---------ეს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, რ---- ჩ---------ეს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქარველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 209-210-ე, 212-213-ე, 215-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რ---- ჩ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

რ---- ჩ---------ეს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 25 თებერვლიდან 2019 წლის 7 მარტის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - რ---- ჩ---------ის- ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

რ---- ჩ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი 4000(ოთხი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს რ--------- ჩ---------ეს (პ/ნ28001022268) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

დანა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ჟ--–---ა კ-----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე