განაჩენი

სისხლის სამართლის 16.07.2019
საქმის ნომერი
210100117001987276
თარიღი
16.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100117---987276

საქმე N1/129-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24.06.2019 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - თინათინ მჭედლიშვილი

 

პროკურორი - გო------------–-ილი

ბრალდებული - ნო----- ჯ--–--–--ლი

ადვოკატი - სპ---------------–-–-ილი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N034070517---

 

ბრალდებულ: ნო----- ჯ--–--–--ლის მიმართ

დაბადებული: 05.03.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველო

პირადი ნომერი: 3--------18

განათლება: უმაღლესი განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მისამართი: ქ. რუსთავი, მე-17 მ/რ N----------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. ბრალდების არსი:

 

2017 წლის 07 მაისს დაახლოებით 21:00 საათზე სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებულ მაჩხაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნო----- ჯ--–--–--ლმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით მა----- ყ------–--ლს მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანებები, თუმცა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ამ უკანასკნელის სიცოცხლე გადარჩენილი იქნა.

 

ბრალდების მხარის მიერ ნო----- ჯ--–--–--ლის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით - გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ნო----- ჯ--–--–--ლმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი ქმედება, რომ 2017 წლის 07 მაისს დაახლოებით 21:00 საათზე. სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებულ მაჩხაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ნო----- ჯ--–--–--ლმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, სანადირო თოფიდან გასროლით მა----- ყ------–--ლს მუცლის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის დაზიანებები, თუმცა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ამ უკანასკნელის სიცოცხლე გადარჩენილი იქნა.

 

3. ბრალდებულმა ნო----- ჯ--–--–--ლმა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ. საქმის არსებითი განხილვის დროს ნო----- ჯ--–--–--ლა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მოწმე ნ-------- შ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მას ბრალდებულთან აქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა. იგი ცხოვრობს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში, 2017 წლის 07 მაისს დაახლოებით 4 საათი იქნებოდა კუთვნილი ავტომანქანა „2106“ სახ. ნომრით CCA 594 გაჩერებული ყავდა სოფელში და ესაუბრებოდა დედამის, მას ჩხუბის ხმა მოესმა დაახლოებით 40 მეტრიდან, რის შემდეგაც მასთან მივიდნენ მ------–-–--ლი ნ------ და თ-----–-ილი დათო, რომ ჩქარა საავადმყოფოში წაეყვანა ისინი. ვინ ჩხუბობდა არ იცის მას ყურადღება არ მიუქცევია. მასთან მისული დ----- თ-----–-ილი დაჭრილი იყო, და სისხლი მოსდიოდა. მის მანქანაში ორივე დაჯდა უკან სავარძელზე, ამის შემდეგ მოატრიალა მანქანა და წაიყვანა არქიმედეს საავადმყოფოში. გზად მას დაეწია თეთრი ფერის მერსედესი და მას უკანიდან დაეჯახა, როცა გაიხედა მან უკან დაინახა, რომ ფანჯრიდან თოფი იყო გადმოყოფილი, მან განაგრძო გზა ტიბაანის მიმართულებით. შემდეგ როცა ჩავიდა ქვევით, ნაგავსაყრელთან ამ დროს თეთრმა მანქანამ სცადა გასწრება და ამ დროს დაეჯახა ჯ--–--–--ლის მანქანას და გააგრძელა გზა, შემდეგ არ მისული სოფელ ტიბაანამდე კვლავ დააჯახა მანქანა და შეჯახების შედეგად იგი შემოტრიალდა და ზედ ხევის პირზე გაჩერდა. თეთრ მანქანაში იჯდა ნო-----ი ჯ--–--–--ლი და მისი შვილი გ------- ჯ--–--–--ლი, ავტომანქანას მართვადა ნო-----ის ბიჭი და მანქანის მარჯვენა მხრიდან გადმოყოფილი იყო სავარაუდოდ სანადირო თოფი, თუ ვის ეჭირა თოფი არ იცის. მერსედესის მანქანა ორ კარიანი იყო, თუ ოთხ კარიანი მოწმე არ დაკვირვებია, ახსოვს, რომ მანქანის წინა მარჯვენა მხრიდან იყო გადმოყოფილი თოფი, მან ისიც არ იცის ამ მანქანას „რული“ მარჯვნივ აქვს თუ მარცხნივ. თოფი ორ ლულიანი იყო თუ ცალ ლულიანი ზუსტად არ იცის. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ხევთან გაჩერდა მანქანა მათი მიმართულებით წამოვიდა თეთრი მერსედესი, ამ დროს მოწმემ თქვა გავიქცეთ თორემ დაგვხოცავსო და გადახტა ხევში, ყველანი გადმოვიდნენ მანქანიდან და წავიდნენ ხევის მიმართულებით, რა დროსაც მის ავტომანქანას დაეჯახა მერსედესის მარკის ავტომანქანა და გადააგდო მანქანა ხევში. ამის შემდეგ თეთრი ფერი მერსედესი წავიდა იმ მიმართულებით საიდანაც მოდიოდნენ. შემდეგ დათო და ნ------ წავიდნენ ტიბაანის მხარეს და თავად მოწმე ამოვიდა ფეხით ქვემო მაჩხაანის მხარეს. ამ დროს მოწმემ გზაზე შენიშნა მანქანა ფორდი „ბორტავოი“ მას ნ--------მა სთხოვა დაება მისი მანქანა და აეტანა ზევით. არც ნ--------ს არ უკითხავს და არც თ-----–-ილის და მ------–-–--ლს არ უთქვავს მისთვის, რატომ მოსდევდათ აღნიშნული მანქანა. მოწმის ჩვენებით მას ბრალდებულის შვილთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ყოველივე ზემოთ აღნიშნული, რატომ მოხდა არ იცის. შეიძლება მანქანაში, რომ ჩაისვა ბიჭები და მიყავდა იმიტომ, ასევე ჯ--–--–--ლის ოჯახსა და მოწმის ოჯახს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. მოწმემ როცა ხევიდან ამოიყვანა მანქანა დაქოქა და იგი წავიდა ტიბაანის მიმართულებით. ნ--------ის დედის სახლიდან ნო----- ჯ--–--–--ლის სახლამდე არის დაახლოებით 40 მეტრი, შეიძლება უფრო ნაკლებიც იყოს, შეგროვილ ხალხთან რაიმე მანქანა მას იმ დროს არ დაუნახავს.

 

მოწმე შ------- მ-------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის მაისის თვე იყო საღამოს ჯუგაანის მხარეს მაჩხაანის გავლით მიდიოდა „ოპელ კორსას“ მარკის მანქანით მეუღლესთან ნ--------ი ჯ--–--–--ლთან ერთად, მისი მეუღლე მუშაობს ჯართებში ყარაულად. ჯუგაანის ბოლოს, ისინი მიდიოდნენ ფანიანიდან მაჩხაანის მიმართულებით, გაიარეს მაჩხაანი და მიდიოდნენ ჯუგაანში, გზაში დაინახეს მათი მეზობელი დ----- თ-----–-ილი, მას მიათრევდნენ ბიჭები, ნ--------ი (გვარი არ ახსოვს) და ნ------ მ------–-–--ლი. მოწმემ მეუღლეს უთხრა, რომ დათო თ-----–-ილი უცემიათო, მისმა მეუღლემ გააჩერა მანქანა, შ-------ს უთხრა არ გადმოხვიდეო, მაგრამ იგი მაინც გადავიდა, პატარა 10 თვის ბავშვთან ერთად იყო. მანქანა როცა გაჩერდა, დაინახა, რომ მა----- რომელიც წავიდა მათკენ, და შ-------ს მეუღლეს უყვებოდა „აი ეს უბედური დაჭრესო“, ამ დროს გამოირა მერსედესის მარკის ვერცხლისფერმა მანქანამ, მიუახლოვდა შ-------ს მეუღლეს და მა-----ს და მოხდა გასროლა, გასროლის შემდეგ მა-----მ დაიჩოქა და „დამჭრესო“ დაიყვირა. მოწმემ განმარტა, რომ მას შეეშინდა და რა მოხდა ვერ დაინახა, რომ მოტრიალდა დაინახა, რომ მის კუთვნილ მანქანაში ჩახტა მა----- ყ------–--ლი და გაიქცა, მოწმეს ეგონა რომ მისი მეუღლე იყო დაჭრილი. მერე შეიტყო, რომ მა----- იყო დაჭრილი. შემდგომ გაიგეს რა მიმართულებით წავიდა მანქანა, მანქანამ ჩაიარა შიხიანთ ხევზე, მანქანა როცა ნახეს იყო მიტოვებული და სისხლით მოთხვილი და შიგნით არავინ არ იჯდა. ნ--------ის ლურჯი მანქანა გაჩერებული იყო ნ--------ის დედის სახლის ქვემოთ, ხალხი შეგროვილი იყო ნ--------ის დედის სახლთან, ისინი ამ სახლს გაცდნენ და ზევით გააჩერეს მანქანა. მათი მოძრაობის მიმართულებით ხელმარჯვნივ იყო გაჩერებული მანქანა, დ----- თ-----–-ილი, როგორც მა----- ამბობდა საავადმყოფოში მიჰყავდათ. იქ მყოფი პიროვნებებიდან ვინც ჩამოთვალა იმის გარდა კიდევ ვინ ნახა არ ახსოვს, ნაცნობი სახეები იყვნენ მარა არ დაკვირვებია, მათი მანქანის გაჩერებიდან და გადმოსვლიდან, მა----- იყო ხალხთან ერთად, შ------- იდგა მანქანის უკანა მხარეს, მა----- ზევით წავიდა მათი მანქანისკენ და შ-------ს მეუღლეც ზევით მიდიოდა, ნ--------ის სახლის წინ მდგომი მანქანა „06-ს“ ცხვირი ჰქონდა ქვემოთ მათი მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. მოწმემ განმარტა, რომ მანქანა, რომ მიუახლოვდა მა-----ს და მის მეუღლეს, უბრალოდ გასროლის ხმა გაიგო და ცეცხლი არ დაუნახავს და მა----- დაეცა და დაიძახა „დამჭრესო“. მოწმემ განმარტა, რომ იგი ბავშვთან ერთად გაიქცა მისი მანქანის მხარეს, გაეღო კარები და უნდა ჩამჯდარიყო მანქანაში რა დროსაც დაინახა, რომ მა----- იჯდა მათ მანქანაში და ამ დროს მან გონება დაკარგა, მოწმეს ეგონა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა. სხვა არავის დაზიანება არ მიუღია, არც მას და არც მის მეუღლეს და მათ შვილს. ამ მანქანას, მის მეუღლესა და მა----- ყ------–--ლს შორის დაახლოებით 2-3 მეტრი იყო მანძილი. მოწმემ განმარტა, რომ მან მხოლოდ დაინახა ვერცხლისფერი მანქანის შუშიდან გადმოყოფილი საგანი და როცა ერთი გასროლა მოხდა მაშინ დარწმუნდა, რომ თოფი იყო, მანქანაში ვინ და რამდენი ისხდნენ არ დაუნახავს. მოწმემ განმარტა, რომ მერსედესის და „06-ის“ მარკის ავტომანქანის გადაადგილება არ დაუნახავს და მას მანქანების შეჯახებაც არ დაუნახავს.

 

მოწმე დ--–- ჯ--–--–--ლის ჩვენების დგინდება, რომ იგი არის ნო----- ჯ--–--–--ლის მეუღლე, დაზარალებულს არ იცნობს. 2017 წლის 07 მაისს, მეუღლემ ჭიშკართან გააჩარა მანქანა, რუსთავში უნდა წასულიყვნენ და დაიწყეს რაღაცეების გამოტანა რაც ჭირდებოდათ წასაღებად, ამ დროს ერთი ახალგაზრდა მივიდა, რომელსაც ეცვა მონაცრისფერო ტანსაცმელი და „კაპიშონი“ ეფარა, დაუძახა და დაელაპარაკა, რომ ჯ-------ი და ნ------ გეძახიანო. მოწმე მას ნ------თ იცნობდა და ეს ბიჭი ყოფილა მ----ლ მ------–-–--ლი, რომელიც იქ ცხოვრობს. მისი მეუღლე და ბიჭი იდგნენ მანქანასთან, შემდგომ მოწმე ავიდა აივანზე და ამ დროს შემოესმა ჩხუბის გინების და ლანძღვის ხმა, როცა გაიხედა დაინახა, რომ რამდენიმე კაცი იდგა, და ნო-----ის ედავებოდნენ, რომ „თქვენ იჩივლეთ და კიდევ თქვენ გაქვთ პრეტენზიები და თქვენ ბლატაობთ სოფელშიო“. შემდგომ დ--–- ჯ--–--–--ლი ჩავიდა ეზოში და დაინახა, რომ ამ დროს მის შვილის ხელი ხელში ჰქონდა ჩაბღუჯული და საყელოზეც ევლო ხელი ვინმე მა-----ს, როგორც იქ დაუძახეს და ემუქრებოდა „ეხლავე მიგახვრიტავ, ეხლავე მიგაკლავო“. როცა კამათი მოხდა მა-----ს მის შვილზე ჰქონდა ჩაბღუჯული ხელი და ერთმანეთის პირისპირ იდგნენ, მოწმის შვილი გ------ი არ განძრეულა, იმიტომ, რომ მა-----ს იარაღი ეჭირა ზურგს უკან, მოწმემ განმარტა, რომ მან დაინახა იარაღის უკანა მხარე ტარი. მა----- ემუქრებოდა მის შვილს მოკვლით. შემდგომ დ--–- გაიქცა და შუაში ჩაუდგა მათ, იგი ვ----ფერს გახდა რადგან იქ იყო დაახლოებით 5-6 კაცი, იგი მიხვდა, რომ მათთან ვ----ფერს გახდებოდა და გაიქცა გზაზე ტიბაანის მხარეს და ყვიროდა, და საშველად იხმობდა ხალხს. ეს იმიტომ გააკეთა, რომ სოფელში ყველამ იცოდა, რომ მა----- დადიოდა იარაღით. რამდენ ხანს ირბინა და რატომ გარბოდა არ იცოდა, მერე უცებ მექანიკურად შემოტრიალდა და სანამ მოტრიალდა ამ დროს მის წინ გაირბინა მისი შვილის მანქანამ მომენტალურად მიჰყვა ერთი მუქი ფერი მანქანა და მერე მიჰყვა მეორე მანქანა, ისევ იმ მიმართულებით გაიქცა მაგრამ იგი მანქანებს ვერ დაეწია. მოწმის კივილზე მთელი სოფელი გავიდა გარეთ, მაგრამ ვერც ერთის სახეს ვერ აღიქვავდა. შემდეგ სახლში, რომ მივიდა მისი შვილის მანქანა იყო დამტვრეული მეზობლები იყვნენ ეზოში, რომ იკითხა ვინ დაეჯახათ უთხრეს, რომ მათ ,,შრიალა“ დაეჯახათ, მისი ნამდვილი სახელია ნ--------ი, გვარი არ იცის. ამის შემდგომ ცოტა ხანში პატრული მივიდა და პოლიცია, მეზობლებს დაატოვებინეს ნო-----ის სახლი, შემდგომ მის მეუღლეს დაელაპარაკნენ და რაზე ისაუბრეს არ იცის, შემდგომ მოწმის მეუღლე დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ მის მეუღლეს შვიდი წლის წინ აქვს გაკეთებული ოპერაცია თავზე, კონკრეტულად თ-----–-ილის მიზეზით, მაშინ ნო----- ჯ--–--–--ლი კომაში იყო და ძლივს გადარჩა. ამის შემდგომ თ-----–-ილისგან და დანაჩენებისგან იყო ზეწოლა, რამდენი დათვრებოდნენ მის მეუღლეს ეძახდნენ უწმაწურ სიტყვებს და ლანძღავდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მათ ოჯახში აქვთ სანადირო თოფი, რომელიც ნო-----ის სახელზე არის გაფორმებული და ეს თოფი წაიღო პოლიციამ. თოფის წაღების მიზეზი იყო ის, რომ ნო-----ს უყენებდნენ ბრალდებას. შემთხვევის დღეს სახლში როცა მივიდა 5 წუთში პატრულიც მივიდა და პოლიცია, ამ 5 წუთის განმავლობაში ოჯახში არაფერზე არ უსაუბრია, მას სხვა არაფერი არ აინტერესებდა იმის გარდა, რომ მისი შვილი და ქმარი ცოცხლები იყვნენ. როცა გ------იმ გამოუტანა პოლიციას თოფი, თოფი იყო დაშლილი და გ------ის უთხრეს, რომ აეწყო, შემდგომ პოლიციის თანამშრომლებმა ააწყეს თოფი და წაიღეს. ნო-----ი ჯ--–--–--ლის მანქანას მარცხნიდან დარტყმული ჰქონდა, წინა კარები მთლიანად შენგრეული იყო და უკანა მხარეს არ მიუქცევია ყურადღება იქაც შენგრეული იყო რაღაცეები. მანქანაზე დაჯახება სად მოხდა და როგორ მოხდა არ უთქვამთ და არც გაუგია, ასევე მას არც გასროლის ხმა არ გაუგია.

 

მოწმე ნ--------ი ჯ--–--–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულს კარგად იცნობს, ნორმალური ურთიერთობა აქვს, დაზარალებულ მა----- ყ------–--ლს მისი მეზობელია იცნობს და ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2017 წლის 07 მაისს მიდიოდა სამსახურში ცოლ-შვილთან ერთდა, დაახლოებით იქნებოდა 6-7 საათი და დაინახა დათო თ-----–-ილი, რომელსაც უკვე მანქანაში სვავდნენ ეს მანქანა იყო ნ--------ის მანქანა, ამ დროს შეხვდა მა----- ყ------–--ლი, რომელსაც ჰკითხა თუ რა მოხდა და მა-----მ უთხრა, რომ დათო თ-----–-ილი დაჭრილი იყო. ამ საუბრის დროს დაინახა ვერცხლისფერი მერსედესის მანქანა, რომელიც მიუახლოვდათ და ამ დროს გაიგო გასროლის ხმა. მოწმემ განმარტა, რომ მას არ დაუნახავს მანქანიდან ისროლეს თუ არა, ამ დროს წაბორძიკდა მა----- ყ------–--ლი იმ წუთას წამოდგა, ჩაჯდა მოწმის კუთვნილ მანქანაში და წავიდა ხევის მიმართულებით. შემდგომ, იქ იპოვეს მისი მანქანა, რომელიც ლაფში იყო ჩავარდნილი, შემდგომ დაქოქა საკუთარი მანქანა და წამოიყვანა. მოწმემ განმარტა, რომ მან ასევე დაინახა, რომ როდესაც მანქანა წავიდა მას წინ არ უშვებდა ვერცხლისფერი მანქანა და უკნიდან დაარტყა „ნოლ შესტმა“ ერთხელ შეაჯახა იმის მერე რა მოხდა უკვე აღარ იცის. მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტულად გასროლის ხმა გაიგო მაშინ ,როცა მანქანა მიუახლოვდა, თოფის გასროლის ხმას მიამსგავსა, მოწმემ იმიტომ ვერ დაინახა საიდან ისროლეს, რომ წარმოდგენაც არ ექნებოდა იქ ასეთი რამე თუ მოხდებოდა, ის თავისი მანქანისკენ მიდიოდა, ვერცხლისფერ მანქანაში ვინ იჯდა არ დაუნახავს არც ის დაუნახავს მანქანიდან ისროლეს თუ საიდან ისროლეს. შემდგომ საუბარში გაიგო, რომ დათო დაჭრეს და ნო-----იმ მა-----ს ესროლაო. მოწმემ განმარტა, რომ საკუთარი მანქანა რომ ნახა შიხიანთ ხევზე, ნახა ლაფში ჩავარდნილი, კარი იყო ღია და „რული“ და „რიჩაგი“ სისხლიანი იყო, ამ ფაქტის მერე წავიდა არქიმედეს კლინიკაში და შემდეგ არქიმედეს კლინიკიდან წაიღეს მისი მანქანა პოლიციაში.

 

მოწმე დ----- თ-----–-ილის ჩვენებით დადგენილია, რომ ნო----- ჯ--–--–--ლს იცნობს ბავშობიდან, ხოლო დაზარალებული მა----- ყ------–--ლს იცნობს მისი მეგობარია. მოწმემ განმარტა, რომ დაახლოებით 7 წლის წინ ნო----- ჯ--–--–--ლთან 10 ლიტრი ღვინის ვალის გამო მის ძმაკაცს შალვა მ-------–-–-ილს მოუვიდა ურთიერთშელაპარაკება. აღნიშნულის შემდეგ გავიდა 7 წელი და 2017 წელს იგი 4 თუ 5 მაისი იქნებოდა მიდიოდა ძმაკაცთან და უნდა გაევლო ორღობე სადაც ასევე ცხოვრობს ნო----- ჯ--–--–--ლი, გზაში ნო----- ჯ--–--–--ლმა და მისმა შვილმა გ-------მ დაინახეს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე იგი ცემეს. ორი დღის შემდეგ მოწმე და მისი მეგობრები ნ------ მ------–-–--ლი და მა----- ყ------–--ლი ქეიფობდნენ, ნ--------ის ბიჭის დაბადების დღეზე. შემდეგ სიგარეტის საყიდლად გამოვიდა მა----- ყ------–--ლთან ერთად, რომელსაც შეხვდა ტრასაზე გ------- ჯ--–--–--ლი, დათო თ-----–-ილმა ჰკითხა, რომ შვიდ წლის უკან რაღაც მოხდა და რატომ გაუხსენეს და თუ რატომ სცემეს ის?. მოწმემ განმარტა, რომ არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არ უგინებია გ------- ჯ--–--–--ლისთვის და შემდგომ გ-------მ დაუწყო მას ცემა და მას გ-------მ დანა დაარტყა უკან ფერდში. შემდეგ იგი ნ--------ის მანქანაში ჩასვეს და წავიდნენ „არქიმედეში“, იგი ნ------ მ------–-–--ლმა ჩასვა მანქანაში, ნ------ მ------–-–--ლი იქვე ცხოვრობს ჯ--–--–--ლის ორღობიდან შესახვევში, როდესაც მანქანაში ჩასვეს ნ------ დაჯდა წინ მძღოლის გვერდით და თ-----–-ილი უკან „სიდენიაზე“ დასვეს, ნ--------ის მანქანის დაძვრის მომენტი ბუნდოვნად ახსოვს. მანქანაში ჩასხდნენ მოწმე, ნ--------ი და ნ------ და წავიდნენ ტიბაანის მიმართულებით „არქიმედეს“ საავადმყოფოში. სოფელ ქვემო მაჩხაანს, რომ გასცდნენ გზაზე დაეწიათ ბრონზისფერი მერსედესი, ნ--------მა დაიძახა „სიდენიაზე“ ჩაწექიო იარაღი აქვთო, და უკანა მხრიდან მერსედესმა რამოდენიმეჯერ განახორციელა შეჯახება. შემდეგი დაჯახების დროს, „ნოლ შესტი“ ვერ დაიმორჩილა მძღოლმა და წავიდა ხევისკენ, გადმოვიდნენ მანქანიდან და გაიქცნენ ხევზე ის და ნ------, ირბინეს რამდენიმე კილომეტრი, რომ იქნებ საავადმყოფომდე ჩაეღწიათ, ამასობაში გზაზე, რომ გავიდნენ შეხვდათ წითელი ფერის „ნივა“, მანქანა ეკუთვნოდა ნ------ს კარის მეზობელს, შიგნით ისხდნენ ვ--–--ო, მისი შვილი და ნ------ს მშობლები. ის ჩასვეს მანქანაში მოტრიალდა მანქანა და წაიყვანეს საავადმყოფოში, იქ შეიტყო, რომ დაჭრილი მა----- ყ------–--ლი უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი, ისიც შეიყვანეს საოპერაციოში დაუმუშავეს ჭრილობა და შემდგომ სადღაც ორ საათში ჩამოართვეს ჩვენება. იგი იყო სუსტად თავბრუსხვევა ჰქონდა და საუბარი არ შეძლო. მანამდე სანამ ნ--------ი დაიძახებდა ჩაწექით იარაღი აქვსო, ჯ--–--–--ლის მერსედესი სახლის წინ ედგათ, ეს მანქანა ეკუთვნის გ------- ჯ--–--–--ლს. დევნის დროს მერსედესის მარკის ავტომანქანაში ვინ ისხდნენ არ დაუნახავს, ნ--------მა თქვა მამაშვილი არიანო, ასევე ნ--------მა თქვა, რომ მათ თოფი ჰქონდათ. ნ--------ი მათთან ერთად რატომ არ გაიქცა არ იცის. მა----- ყ------–--ლს, ნო----- ჯ--–--–--ლს და გ------- ჯ--–--–--ლს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, როცა დაინახა მა----- ყ------–--ლმა, რომ თ-----–-ილს კლავდნენ მაშინ ჩაერია, მა-----მ მგონი ერთი-ორი დაარტყა ნო-----ის ბიჭს, თ-----–-ილს არ უჩხუბია გ-------სთან, ასევე მა-----ს იარაღი არ აქვს და არც იმ დღეს ხელში იარაღი ან რაიმე ნივთი არ ეჭირა. მოწმემ განმარტა, რომ მისი დაჭერის შემდეგ რა მოხდა და ვინ ვის ესროლა არ იცის.

 

მოწმე ნ-----–--ზ მ------–-–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ნო----- ჯ--–--–--ლს იცნობს მისი მეზობელია, დაზარალებული იყო მისი კლასელი ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2017 წლის 7 მაისს მეგობართან დაბადების დღეზე დაპატიჟებული იყო, სუფრაზე იყვნენ დაახლოებით 5 კაცი, მისი თანასოფლელი ჯ-------ი შ--–-–---–ის, თვითონ, მა----- ყ------–--ლი, დ----- თ-----–-ილი. იგი იყო ნასვამი და აღარ უნდოდა დალევა და წავიდა სახლში, ნ-------- შ--–-–---–მა იგი მანქანით წაიყვანა სახლამდე და ავიდა სახლში. შემდეგ გაახსენდა, რომ სიგარეტი არ ჰქონდა სახლში და ჩამოვიდა უკან სიგარეტის შესაძენად. როცა ჩამოვიდა დაინახა მა----- ყ------–--ლს და დ----- თ-----–-ილს შელაპარაკება ჰქონდათ ნო----- ჯ--–--–--ლთან, ახლოს არ მისულა არ დააინტერესა რა ხდებოდა, ვინაიდან იგი ნასვამი იყო. შემდეგ დაინახა, რომ დათო თ-----–-ილი დაჭრილი იყო, ქვევით იდგა ნ-------- შ--–-–---–ის მანქანა, იგი წავიდა და ნ--------ს დაუძახა, ნ--------ს დახმარებაზე უარი არ უთქვამს, დათო თ-----–-ილი ჩასვეს ნ--------ის მანქანაში, იგი წინ დაჯდა მანქანაში, თ-----–-ილი უკან დასვეს და წავიდნენ. სოფელს გაცილებულნი არ იქნებოდნენ, რომ დაახლოებით სამჯერ დაეჯახათ უკნიდან მანქანა, როცა გაიხედა დაინახა, რომ „რულთან“ გ------- ჯ--–--–--ლი იჯდა და გვერდზე ნო----- ჯ--–--–--ლი, მათ ხელში არაფერი დაუნახავს. შემდეგ ნ-------- შ--–-–---–მა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხევის პირზე გადავარდა მანქანა, ნ--------მა დაიძახა „ბიჭებო ხომ ცოცხლები ხართ?“ მოწმემ უპასუხა, რომ ცოცხლები იყვნენ, მან და დ----- თ-----–-ილმა გააგრძელეს გზა ხევის მიმართულებით. ნ--------ი საით წავიდა არ იცის, თვითონ წავიდნენ საავადმყოფოს მიმართულებით, გზაში შენიშნა მისი მეზობლის მანქანა, სადაც ნ-----–--ზ მ------–-–--ლის მშობლებიც ისხდნენ, თ-----–-ილი და მოწმეც ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ საავადმყოფოში, მანქანაში უთხრეს მას, რომ ნო----- ჯ--–--–--ლმა ესროლა მა----- ყ------–--ლსო, მათ საავადმყოფოში დატოვეს დ----- თ-----–-ილი და 15 წუთში დაბრუდნენ უკან სახლში იგივე მანქანით.

 

მოწმე მ----ლ მ-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ნო----- ჯ--–--–--ლს და დაზარალებულ მა----- ყ------–--ლს იცნობს და ორივესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. 2017 წლის მაისი იყო რიცხვი არ ახსოვს იმყოფებოდა მეგობარ გ------ი მ-----–-–---–თან, გ------ის პაპის შეუძლოდ ყოფნის გამო მათ გამოიძახეს სასწრაფო. შემდეგ ხმაურის გამო გამოვიდნენ ის და გ------ი მ-----–-–---–ი ჩიხში და გავიდნენ გზაზე დაინახეს შეკრებილი ხალხი, ხალხის მასაში იცნო მა----- ყ------–--ლი და დათო თ-----–-ილი. მერე გადაწყვიტეს ხალხთან მისვლა, ამ დროს ხალხის ნაწილი წავიდა ქვემოთ მ----ლის და გ------ისკენ. მ----ლ მ-----–-–---–მა მა----- ყ------–--ლს ჰკითხა თუ რა ხდებოდა, მა-----მ უპასუხა, რომ არაფერი რაღაც შელაპარაკება მოხდაო, შემდეგ ქვემოთ გ------ი მ-----–-–---–მა და მ----ლ მ-----–-–---–მა ნახეს, დაჭრილი დ----- თ-----–-ილი. დ-----ი ჩასვეს ლურჯი ფერი „ჟიგულის“ მარკის მანქანაში და საავადმყოფოში წაიყვანეს, თან გაჰყვა ორი პიროვნება ერთი ნ------ და მეორე ‘შრიალას„ ეძახიან ნამდვილი, სახელი და გვარი არ იცის. შემდეგ დაინახა მერსედესის მარკის მანქანა, რომელიც მოდიოდა ნელა და როგორც კი გაუსწორდა მა-----ს გაიგო გასროლის ხმა და მანქანიდან ცოტა განათდა კიდეც, რა დროსაც მა----- წაიქცა, ეს მანქანა ამ დროს წავიდა ფანიანის მიმართულებით, მოუხვია და ტიბაანის მიმართულებით წავიდა, რის შემდეგაც მა----- ჩაჯდა იქვე მდგომ „ოპელის“ მარკის მანქანში და ჩაუხვია ხელმარცხნივ ჩიხში. ამ დროს მოწმე და მ-----–-–---–ი გ------ი გაერიდნენ სიტუაციას. ავტომანქანაში რამდენი ადამიანი ისხდა, ან ვინ ისხდნენ არ დაუნახავს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა გ------ი მ-----–-–---–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ არ დაუნახავს თუ ვინ მოახდინა გასროლა და მხოლოდ გასროლის ხმა გაიგო.

 

მოწმე გ------ი ჯ--–--–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებულ მა----- ყ------–--ლს იცნობს, როგორც მის სოფლელს, მათ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებული ნო----- ჯ--–--–--ლი მისი მამაა და მის წინააღმდეგ არ სურს ჩვენების მიცემა. მოწმემ განმარტა, რომ 2017 წლის 07 მაისს დღის განმავლობაში იმყოფებოდა ვენახში, საღამოს სოფლიდან მიდიოდა სახლში დედასთან ერთად. საკუთრებაში ჰყავს რამდენიმე ავტომანქანა, ერთ-ერთი მერსედესი სახ ნომრით O---018, სად არის ეს ავტომანქანა არ იცის, ცხრა თვეა მანქანა მისი მფლობელობიდან გავიდა როცა წაიყვანეს საჯარიმოზე. სანამ წაიყვანდნენ მის ავტომანქანას იგი იყო მუშა მდგომარეობაში, ავტომანქანის გარე ფასადს რაც შეეხება დაზიანებული აქვს წინა მარცხენა კარი, მაგრამ ჰქონდა ის დაზიანებები იმიტომ, რომ 6 წელი ხმარობდა, კარები არის შეღუნული და შუშა გატეხილი წინა მარცხენა მხარეს, ეს დაზიანება მიიღო ავტომანქანამ შეჯახების შედეგად, მას დაეჯახა ჟიგული კონკრეტულად 06 მარკის, ვინ მართავდა ავტომობილის არ იცის შეჯახება რამ გამოიწვია არ იცის. მოწმეს მონაწილეობა აქვს მიღებული საკუთარი საცხოვრებელი სახლი ჩხრეკაში, იგი ადასტურებს, რომ სანადირო თოფი გადასცეს პოლიციას ასევე გაჩხრიკეს და წაიყვანეს მისი ავტომანქანა, ასევე ადასტურებს, რომ ავტომანქანაში ეწყო მასრები და ეს მასრები დაახლოებით სამი წელია რაც ეწყო ავტომანქანაში, რომელიც აღებული ჰქონდა მინდვრიდან და იყო გასროლილი მასრები.

 

მოწმე გ------ი ჯ---–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად, ნო----- ჯ--–--–--ლს იცნობს საქმიდან გამომდინარე და საქმის გარდა მათთან სხვა ურთიერთობა არ აქვს, დაზარალებულს არ იცნობს უბრალოდ იცის, რომ ცხოვრობს სოფელ ბოდბისხევში. 2017 წლის 7 მაისს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მა----- ყ------–--ლის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანების გამო 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნულ საქმეზე გამომძიებლის მიერ მოხდა მოწმეების დაკითხვა, დაკითხული იქნა ნო----- ჯ--–--–--ლის შვილი გ------ი ჯ--–--–--ლი. გ------ი ჯ---–--ლის მიერ ასევე ჩატარებული იქნა ჩხრეკა, პირველ რიგში გაჩხრეკილი იქნა ავტომანქანა, მანქანა იყო გარეგნულად დაზიანებული. ჩხრეკა ჩატარდა ნო----- ჯ--–--–--ლის საცხოვრებელ სახლში, ჩხრეკა დაიწყო საცხოვრებელი სახლის ეზოდან, და ამ ეზოში მდგარი ავტომანქანიდან. მანქანის დაზიანებები ეტყობოდა უკანიდან გვერდზე და წინიდანაც, მანქანაში მარცხენა მხარეს კარების ჯიბეში მოწმის მიერ ნანახი და ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა სამი ცალი გასროლილი მასრა, მანქანაში ასევე ელაგა ტანსაცმელი, მწნილი და ისეთი რაღაცეები, რომელიც გ------ი ჯ--–--–--ლის განმარტებით მიჰქონდა რუსთავში. აღნიშნულის შემდეგ გ------ი ჯ--–--–--ლმა წარუდგინათ თოფი, და უთხრათ, რომ ეს ის თოფი იყო საიდანაც მამამისმა გააკეთა გასროლა, თოფიც ანალოგიუირად ექსპერტების მიერ იქნა დალუქული. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ნო----- ჯ--–--–--ლის საძინებელი ოთახიდან გამოღებული იქნა ნო----- ჯალიშვილის ტანსაცმელი, მის მიერ ასევე დაკითხული იქნა ნო----- ჯ--–--–--ლი, რომელმაც საქმის გარეშემო დეტალებზე საუბრისგან თავის შეიკავა, მაგრამ დაკითხვაში დააფიქსირა მხოლოდ ის, რომ მან გააკეთა გასროლა მა----- ყ------–--ლის მისამართით, მაგრამ კონკრეტული დეტალების თქმაზე თავი შეიკავა.

 

მოწმე გ------ი თ-----–-ილის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2017 წლის 07 მაისს, მაჩხაანში იყო გასული მაღაზიაში, უკან დაბრუნებისას შენიშნა ხალხი და გაიგო, რომ ჩხუბი მოხდა, დეტალებით არ დაინტერესებულა, ამ დროს მასთან მივიდა მ----ლ მ-----–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მა----- ყ------–--ლი კითხულობდა მას და „ჩიხიანთ ხევზე“ ჩასულიყო, ადგილზე მისულს დახვდა „ოპელ კორსას“ მარკის მანქანასთან მდგომი მა----- ყ------–--ლი, რომელსაც მარჯვენა გვერდი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. მათ დარეკეს სასწრაფოში და წაიყვანეს საავადმყოფოში არქიმედეს კლინიკაში. მისი საავადმყოფოში ყოფნის დროს მივიდა მოწმის მამა, რომელიც იყო დაჭრილი და მან უთხრა, რომ მისი შვილი არ ჩარეულიყო საქმეში, რომ ეს მისი საქმე იყო. მოწმემ დააკონკრეტა, რომ მა-----ს მუცელთან ჰქონდა სისხლი და მანვე უთხრა რომ სანადირო თოფიდან ესროლეს, ვინ ესროლა არ უთქვამს, მა-----, რომ ნახა საღამო იყო დაახლოებით 9 საათი. მოწმის მამა დანით იყო დაჭრილი მარჯვენა გვერდში. მოწმემ განმარტა, რომ მან არ იცის თუ ვინ ესროლა მა----- ყ------–--ლს და ვინ დაჭრა მამამისი.

 

დაზარალებულ მა----- ყ------–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ 2017 წლის მაისში იგი იმყოფებოდა მეგობართან საქეიფოდ, საღამოს წამოვიდა და გზაზე დაინახა, რომ ნო-----ი, გ------- და დათო ჩხუბობდნენ. იგი მივიდა დაიჭირა გ------- ერთი ხელით, ნო-----მა წაართვა დანა და მან რამდენჯერმე დაარტყა გ-------ს. ამის შემდგომ დათო დაჭრილი იყო და მოწმეს უნდოდა დაჭრილი დათო წაეყვანა საავადმყოფოში, მოწმე გაემართა ნ------ს მანქანაში დასაჯდომად, ამ დროს მისკენ წამოვიდა მანქანა, ვერ დაინახა საიდან და მას ესროლეს, როდესაც მა----- დაიხარა, რომ დაენახა ვინ იყო ამ დროს მოხვდა ტყვია მუცელში, იგი სიმწრისგან ჩაიკეცა, გონი არ დაუკარგავს, ჩაჯდა მანქანაში მოტრიალდა და ამ დროს გაიგონა ხმა „მოატრიალე, მოატრიალე არ გაუშვაო“. ამ დროს დაზარალებული მა----- ყ------–--ლი ჩაჯდა ნ-------- ჯ--–--–--ლის შავი ფერის მანქანაში და სცადა დაქოქვა, მაგრამ ხელშიც საფანტი ჰქონდა მოხვედრილი და ვერ დაქოქა მანქანა, როდესაც მა-----მ მანქანა მოატრიალა ისიც აბრუნებდა მანქანას. მოწმემ განმარტა, რომ მისი მისამართით აბრუნებდნენ მანქანას და მისი მოკვლა უნდოდათ, შემდეგ დაქოქა მანქანა და წავიდა იგი ჯუგაანის მიმართულებით, რა დროსაც გზაში გაუჩერდა მანქანა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, ეს ფაქტი მოხდა 2017 წლის 07 მაისს დაახლოებით საღამოს 7 საათზე. მოწმემ განმარტა, რომ ჩხუბი ხდებოდა იაკობიშვილების მაღაზიის წინ, დანა რომელიც გ-------ს წაართვეს იყო საკეცი დანა რკინის ტარით ნიანგი ეხატა. ნო-----იმ გ-------მ და თ-----–-ილმა რაზე იჩხუბეს მან არ იცის. მან იცის, რომ 2009 წელს 10 ლიტრი ღვინის გამო მოუვიდათ კონფლიქტი ნო-----ისთან, მაშინ ნო-----ი მანქანით დასდევდათ ბიჭებს, ერთხელ ნო-----ი თოფით მოუვარდათ ბირჟაზე, ბიჭებმა თოფი წაართვეს, თოფი კაკალზე შემოამტვრიეს და ნო-----ი ცემეს და ნო-----ის ცემის გამო მ-------–-–-ილი დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ მანქანა საიდანაც ესროლეს მასში ორი პიროვნება იჯდა, მანქანა ჩაბურული შუშებით იყო და თან ბინდდებოდა და არ იცის ვინ საით იჯდა, ხმა რომ გაიგო მოაბრუნეო, მიამსგავსა გ-------ს ხმას, თუმცა მანქანის მობრუნების შემდეგ ორივე ნო-----ი და გ------- მანქანაში ისხდნენ, რომელმა ესროლა და რომელმა დაუძახა ზუსტად არ იცის. მოწმემ განმარტა, რომ მის ჩვენებას სამი გამომძიებელი ერთად წერდა და ახსოვს რა ჩვენებაც მისცა, თუმცა მან უთხრა, რომ რაც უნდოდათ ის დაეწერათ და ის ხელს მოაწერდა, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ჩვენებას დაწერდნენ, რადგან იგი სასამართლოსთვის აპირებდა ჩვენების მიცემას. დაზარალებულმა განმარტა, რომ მერსედესის“ მარკის მანქანა მასთან ორი მეტრის დაშორებით, როცა გაჩერდა, მანქანაში ორი პიროვნების გარდა იჯდა თუ არა ვინმე არ დაუნახავს, „მერსედესმა“ რომ დაამუხრუჭა მან დაიხარა, რომ შეეხედა თუ ვინ იყო და ამ დროს ესროლეს და ვეღარ დაინახა თუ იმ მომენტში მანქანაში ვინ იჯდა და ვინ ესროლა.

 

მოწმე შსს კახეთის პილიცის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ე-----–ე ბ------–-–--ლის ჩვენებიდან დგინდება, რომ მას მოწმის სახით ჰყავს გამოკითხული გ------ი თ-----–-ილი, დ--–- ჯ--–--–--ლი, ნ-----–--ზ მ------–-–--ლი, სხვა საპროცესო მოქმედებებში მას მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

 

2017 წლის 07 მაისის შემთხვევის ადგილის, სიღნაღის რაიონი სოფელი ქვემო მაჩხაანი, ნო-----ი ჯ--–--–--ლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე გრუნტიანი საუბნო გზის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკრის შუა ადგილზე გრუნტიან გზაზე ჭიშკრიდან 1.35 მეტრის მოშორებით მიწის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ვაზნა მოწითალო ფერის წარწერით „16“, აღნიშნული დალუქული იქნა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების მიერ.

 

2017 წლის 08 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან დგინდება, რომ მოწმე ნ-------- ჯ--–--–--ლის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სადაც მოწმემ გამომძიებელს უჩვენა ის ადგილი, სადაც იმყოფებოდა იგი მა----- ყ------–--ლთან ერთად, როდესაც მათ მიუახლოვდათ „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და რომლიდანაც გაიგონა გასროლის ხმა. მითითებულ ტერიტორიაზე ვიზუალური დათვალირებით შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისფერი ლაქები.

 

2017 წლის 08 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან დგინდება, რომ სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანის საავტომობილო გზის დათვალიერების შედეგად ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული იქნა სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები.

 

2017 წლის 08 მაისს გ------ი ჯ--–--–--ლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკს ოქმიდან დგინდება, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 3 ცალი მასრა, თოფი ,,მერსედესის მარკის ავტომანქანა და ნო----- ჯ--–--–--ლის შარვალი და პერანგი.

 

2017 წლის 08 მაისის ავტომანქანა მერსედესის, სახ. ნომრით O---018 დათვალიერების ოქმიდან დგინდება, რომ ავტომაქანის დათვალიერებისას მოხდა ექსპერტის მიერ დენთის კვალის ნიმუშის აღება.

 

2017 წლის 11 ივნისის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003284617 დასკვნიდან დგინდება, რომ შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის 1021 და შპს „პირველი საავადმყოფო“ სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათის 5190 მიხედვით მოქალაქე მა----- ყ------–--ლს აღენიშნება მუცლის ღრუს შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანებით,, ეს დაზიანება განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხულმა _ კახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექიმი-ექსპერტმა თ----- ზ-----–-–---–მა _ მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას. განმარტა, რომ მის მიერ შესწავლილი იქნა ავადმყოფის ორი ისტორია, რის საფუძველზეც ეს დაზიანებები განვითარებული ცეცხსასროლი იარაღის მოქმედებით და მიეკუთვნებოდა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. დაზიანებები მიყენებული იყო მუცლის ღრუში, იყო შემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა და დაზიანებული იყო მსხვილი და წვრილი ნაწლავები. ექსპერტმა შეფასებისას იხელმძღვანელა კანონით „სიმძიმის ხარისხის განსაზღვრის წესების შესახებ“ რის საფუძველზეც მუცლის ღრუში და გულმკერდის არეში ყველა შემავალი ჭრილობა არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ეს დაზიანება არის სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ჭრილობა იყო ჭიპიდან ზემოთ 2 სმ-ით და მარჯვნივ, სადაც მარჯვენა ხელი აქვს თეძოს ძვლამდე სიგანით 5 სმ ჩამოყალიბებული მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ლ---- მ-----–---–მა მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას და დაადასტურა მასში მითითებული ფაქტები და გარემოებები. 2017 წლის 14 ოქტომბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003284617 დასკვნიდან დგინდება რომ 1) ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „ნო----- ჯ--–--–--ლიდან აღებული ანაწმენდები“ მოთავსებულ მარჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე, სახიდან აღებულ ანაწმენდზე, მარჯვენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე და მარცხენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება. 2) ექსპერტიზაზე წარდგენილ გ------ი ჯ--–--–--ლის მარჯვენა ხელის ანაწმენდზე, მარცხენა ხელის ანაწმენდზე, სახიდან აღებულ ანაწმენდზე, მარჯვენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე და მარცხენა ნესტოდან აღებულ ანაწმენდზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. 3) ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „ნო----- ჯ--–--–--ლის საცხ. სახლის საწოლიდან მიღებული 1 ც. შარვალი მოწითალო ფერის ლაქით და 1 ც. პიჯაკი“. მოთავსებულ გრძელსახელოიან პერანგზე და ჯინსის შარვალზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება. 4) ექსპერტიზაზე წარდგენილ გ------ი ჯ--–--–--ლის გრძელსახელოებიან მაისურზე და ჯინსის შარვალზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება. 5) ექსპერტიზაზე წარდგენილ პაკეტში წარწერით: „ანაწმენდები აღებული ავტომანქანა სახ. ნომრით O---018 -ის წინა მარცხენა შიდა მხრიდან“ მოთავსებულ ანაწმენდებზე წარწერით „წინა მარცხენა მაჩვენებელი დაფიდან აღებული ანაწმენდი და „წინა მარცხენა კარის შიდა მხრიდან აღებული ანაწმენდი აბივკიდან“ დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ვ---- ო------ამ ჩვენებით მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ 2017 წლის 18 სექტემბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005210817 დასკვნას დაადასტურა მასში მითითებული ფაქტები და გარემოებები. 2017 წლის 18 სექტემბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005210817 დასკვნიდან, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დგინდება რომ 1) მა----- ყ------–--ლის სისხლის ნიმუში ეკუთვნის A (II) ჯგუფს და RH+ ფაქტორს; 2) დ----- თ-----–-ილის სისხლის ნიმუში ეკუთვნის O (I) ჯგუფს და RH+ ფაქტორს; 3) პაკეტებში წარწერებით: „მოწითალო ფერის ლაქა ამოღებული ასფალტის ზედაპირიდან“, ა/ მანქანა „ოპელ კორსას“ ,არკის სახ. ნომრით:NJUJ-415- ის საჭიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა“ და „მარცხენა მძღოლის ფეხების დასალაგებელი რეზინი და ხალიჩიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებულო ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მა----- ყ------–--ლს. 4) პაკეტში წარწერით „ნო----- ჯალაიშვილს საცხ სახლის მეორე სართულზე საძიებელ ოთახში მდგომ საწოლიდან ამოღებული 1 ც. შარვალი მოწითალო ფერის ლაქით და 1ც. პიჯაკი“ მოთავსებულ შარვალზე და პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელის გენეტიკური პროფილი განსხვავდება მა----- ყ------–--ლის და დ----- თ-----–-ილის გენეტიკური პროფილებისგან.

 

2017 წლის 19 მაისის საქართველოს შიგაა საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ქარხნული წესით დამზადებულ რუსული წარმოების 16 კალიბრის „TO3-Б» მოდელის ორლულიანი სანადირო გლუვლულიანი N41244-8 თოფი ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება გლუვლულიანი ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული _ შსს კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში მთავარი ექსპერტ გ---- ხ----–---–ის ჩვენებიდან დგინდება რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა მის მიერ გაცემული იქნა ინდივიდუალურად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფუთას ჰქონდა წარწერები, მთლიანობა დარღვეული არ იყო. დასკვნის გაცემისას გამოყენებული იქნა ლიტერატურა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღები. ასევე განმარტა, რომ ღამის საათებში აღნიშნული თოფით რომ მოხდეს გასროლა ლულიდან გამოდის ნამწვი ლულის არხიდან რამდენად ნათდება ვერ იტყვის, არის სპეციალური დანიშნულების იარაღები, რომ ცეცხლი არ გამოჩნდეს, წარდგენილი თოფის ლულა გაწმენდილ მდგომარეობაში იყო თუ არა იგი არ ამოწმებს, აღნიშნულს აკეთებს ქიმიური ექსპერტიზა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოკითხული _ კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტ ა-----– ღ-----–---–მა მხარი დაუჭირა მის მიერ გაცემულ 2017 წლის 19 მაისის 2017 წლის 19 მაისის დასკვნას და დაადასტურა მასში მითითებული ფაქტები და გარემოებები. 2017 წლის 19 მაისის 2017 წლის 19 მაისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ წარმოდგენილ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი ხასითისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა და თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება ურთიერთქმედებისთვის. ავტომობილ ვაზ 2106“-ის წინა მარცხენა ფრთაზე და ავტომობილ „მერსედესი“-ის წინა მარცხენა კარზე არსებული დაზიანებების ფორმებიდან და განვითარებიდან გამომდინარე ავტომობილებს შორის ურთიერთკონტაქტი შესაძლებელია მომხდარიყო აღნიშული ნაწილებით.

 

5. ბრალდების მხარე განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ტრასოლოგიური, ბალისტიკური დასკვნებით, ასევე მა----- ყ------–--ლის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერებათა, მცენარეთა, ნაკეთობათა ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით ოქმით, გ------ი ჯ--–--–--ლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების და ამოღების ოქმებით, მოწმეების ნ-------- ჯ--–--–--ლის, ნ-------- შ--–-–---–ის, დ----- თ-----–-ილის, დ--–- ჯ--–--–--ლის, ნ-----–--ზ მ------–-–--ლის, გ------ი თ-----–-ილის, გ------ი მ-----–-–---–ის, დაზარალებულ მა----- ყ------–--ლის, გ------ი ჯ--–--–--ლის, გ------ი ჯ---–--ლის, მ----ლ მ-----–-–---–ის და შ------- მ-------ის ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით და საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებით არ დგინდება ნო----- ჯ--–--–--ლის მიერ მა----- ყ------–--ლის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტის ჩადენა.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ნო----- ჯ--–--–--ლის მიერ მა----- ყ------–--ლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან საქმეზე შეკრებილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ბრალდებულ ნო----- ჯ--–--–--ლის მიერ დაზარალებულ მა----- ყ------–--ლისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტი, ამასთან თავად დაზარალებულ მა----- ყ------–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ მან არ იცის თუ ვინ მოახდინა მისი მისამართით გასროლა, არც ის იცის თუ გასროლის დროს რამდენი ადამიანი იჯდა ავტომანქანა „მერსედესში’’. იგი განმარტავს, რომ გასროლის შემდეგ ავტომანქანა ოდესაც მობრუნდა იჯდა ნო----- ჯ--–--–--ლი და მისი შვილი გ------ი ჯ--–--–--ლი, თუმცა არ იცის ვინ რომელ მხარეს იჯდა, ასევე არ იცის მათ გარდა სხვა პიროვნებაც იჯდა თუ არა მანქანაში. ფაქტი თუ ვინ მოახდინა გასროლა და გასროლის დროს თუ ვინ ისხდა ავტომანქანა მერსედესში არ დასტურდება არც ერთი თვითმხილველი და შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის ჩვენებით. მოწმე ნ-------- ჯ--–--–--ლი, რომელიც დაზარალებულის გვერდით იყო, მისავე განმარტებით ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდა გასროლის დროს, განმარტავს, რომ არ იცის საიდან მოხდა გასროლა, ვინ ისროლა, არც ის დაუნახავს თუ ვინ იჯდა ავტომანქანა „მერსედესში“. საქმეზე დაკითხული არცერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით არ დასტურდება თუ ვინ მოახდინა გასროლა მერსედესის მარკის ავტომანქანიდან და ვერ უთითებენ ასევე თუ რამდენი პირი ისხდა აღნიშნულ ავტომანქანაში გასროლის მომენტში. აღნიშნულ საქმეზე კი თავად ბრალდებულმა ნო----- ჯ--–--–--ლმა გამოიყენე კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და მან მხოლოდ განაცხადა, რომ იგი თავს არ ცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ხოლო ის ფაქტი, რომ ბრალდებულ ნო----- ჯ--–--–--ლსა და მის შვილს გ------- ჯ--–--–--ლს კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულ მა----- ყ------–--ლთან და, რომ მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ გ------- ჯ--–--–--ლმა დანა დაარტყა დ----- თ-----–-ილს აღნიშნული ცალკე აღებული ფაქტი შეიძლება ყოფილიყო მოტივი დაზარალებულისათვის ზიანის მიყენებისა, ხოლო თავად თუ ვინ მოახდინა დაზარალებულ მა----- ყ------–--ლის მიმართ გასროლა და ვინ მიაყენა მას სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება საქმეში ამის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება.

 

ამასთან ფაქტი, რომ გასროლა მოხდა მერსედესის მარკის ავტომანქანიდან არ დგინდება 2017 წლის 14 ოქტომბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003284617 დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული მანქანიდან აღებულ ანაწმენდებზე არ აღმოჩნდა დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები, აღნიშნული მიკრონაწილაკები ასევე არ აღმოჩნდა ბრალდებულ ნო----- ჯ--–--–--ლის და მისი შვილის გ------ი ჯ--–--–--ლის სხეულიდან აღებულ ანაწმენდებზე და ტანსაცმელზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე არ დგინდება, რომ გასროლა განხორციელა ბრალდებულმა ნო----- ჯ--–--–--ლმა.

 

2017 წლის 18 სექტემბრის სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005210817 დასკვნის თანახმად, შსს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებულ და ექსპერტიზაზე წარდგენილ ბრალდებულ ნო----- ჯ--–--–--ლის კუთვნილ შარვალზე და პერანგზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელის გენეტიკური პროფილი განსხვავდება მა----- ყ------–--ლის და დ----- თ-----–-ილის გენეტიკური პროფილებისგან, ხოლო არსებითი განხილვის დროს საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა, რომ ნო----- ჯ--–--–--ლის შარვალზე და პერანგზე არსებული სისხლის კვალი წარმოადგენს მამრობითი სქესის ადამიანის სისხლის, თუმცა იგი არ ეკუთვნის არც დ----- თ-----–-ილს და არც მა----- ყ------–--ლს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნო----- ჯ--–--–--ლის მიერ მა----- ყ------–--ლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა. შესაბამისად სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ნო----- ჯ--–--–--ლის მიერ მა----- ყ------–--ლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ ნო----- ჯ--–--–--ლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ნო----- ჯ--–--–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, პირიქით, იგი მხოლოდ ვარაუდებზეა დაფუძნებული, რაც დადასტურებულ ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ნო----- ჯ--–--–--ლი უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, ვერ ადასტურებენ ნო----- ჯ--–--–--ლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით და,დაადგინა:

 

1. ნო----- ჯ--–--–--ლი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. განემარტოს ნო----- ჯ--–--–--ლს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

3. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ერთი ცალი ვაზნა, სისხლისმაგვარი ლაქიდან აღენული ანაწმენდი, ნ-------- ჯ--–--–--ლის კუთვნილი „ოპელის“ მარკის ავტომანქანიდნა აღებული ანაწმენდები, გ------ი ჯ--–--–--ლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3 ცალი მასრა, ნო----- ჯალიაშვლსიგან ამოღებული ნიმუში (ანაწმენდი), გ------ი ჯ--–--–--ლისგან აღებული დენთის კვლის ანაწმენდი, დ----- თ-----–-ილისგან აღებული სისხლის ნიმუში, მა----- ყ------–--ლისგან აღებული სისხლის ნიმუში, „მერსედესის“ ავტომაქანიდან ამოღებული ანაწმენდები, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტმენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.

- გ------ი ჯ--–--–--ლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომაქანა „მერსედესი“ და ნ-------- შ--–-–---–ისგან ამოღებული ავტომაქანა ვაზ 2106“, რომელიც განთავსებულია გურჯაანში სპეციალურ ავტოსადგომზე დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

- გ------ი ჯ--–--–--ლის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თოფი, ტანსაცმელი (შარვალი და პერანგი), მაია ქემაშვილისგან ამოღებული მა----- ყ------–--ლის ტანსაცმელი, ირმა ოქრიაშვილისგან ამოღებული დ----- თ-----–-ილის ტანსაცმელი, გ------ი ჯ--–--–--ლისგან ამოღებული მისი კუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი