გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210019003018365
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/23612-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე შპს „ეს-----------0“

წარმომადგენელი სო---------------ე

მოპასუხე შპს „ბკ---------–ი“

წარმომადგენელი ბა-------------–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ბკ---------–ს“, შპს „ეს-----------0“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ტრანსპორტირების საფასური - 120 ლარი, 2017 წლის 12 დეკემბრის დანაკლისის აქტით განსაზღვრული თანხა 1890 ლარი, სამშენებლო დგარის საიჯარო თანხა 151.80 ლარი, 201--–-–--------–---ს ამწე კრანის იჯარის ხელშეკრულების საიჯარო ქირა - 45 400 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს „ბკ---------–ს“, შპს „ეს-----------0“-ის სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასური - 100 ლარი.

 

(დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები)

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მხარეთა შორის 2017 წლის 4 აპრილს 1 წლის ვადით გაფორმდა მოძრავი ნივთების იჯარის ხელშეკრულება. შპს "ეს-----------0" წარმოადგენდა მეიჯარეს, ხოლო შპს "ბკ---------–ი" მოიჯარეს. ხელშეკრულების ფარგლებში შპს "ბკ---------–ს" იჯარით გადაეცა 50 ცალი 5 მეტრიანი და 130 ცალი 6 მეტრიანი სამშენებლო დგარი.

 

იმავე დღეს, 2017 წლის 4 აპრილს, მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა მოძრავი ნივთების ტრანსპორტირების ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზეც შპს "ეს-----------0"-მა აიღო ვალდებულება მოეხდინა შპს "ბკ---------–ისთვის" იჯარით გადაცემული მოძრავი ნივთების ტრანსპორტირება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბე----–---–----------დან ქ.თბილისი, ჭა----------------ში, საკუთრებაში არსებული ავტომანქანით.

 

ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განისაზღვრა შპს "ბკ---------–ის" მიერ შპს "ეს-----------0"-ისთვის ტრანსპორტირების მომსახურებაში გადასახდელი თანხის ოდენობაც - 120 ლარი. შპს "ბკ---------–მა" შეასრულა 2017 წლის 4 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (გადაიხადა საიჯარო ქირა და დააბრუნა იჯარით გადაცემული ნივთები), მაგრამ არ შეასრულა ტრანსპორტირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, შპს "ეს-----------0"-ს არ გადაუხადა სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების საფასური - 120 ლარი.

 

2017 წლის 4 აპრილის იჯარის ხელშეკრულებას ერთვის ამავე დღეს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი და ზედნადები, რომლითაც დასტურდება, რომ შპს "ეს-----------0"-ის ბალანსზე არსებული ავტომანქანით განხორციელდა იჯარით გადაცემული სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება.

 

შპს "ეს-----------0"-ის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურით (#ე------------) დასტურდება, რომ მოპასუხე მხარეს გაეგზავნა ანგარიშფაქტურა, რომელშიც გადასახდელ თანხად მითითებულია შპს "ეს-----------0"-ის მიერ შესრულებული ტრანსპორტირების საფასური - 120 ლარი. აღნიშნული ანგარიშფაქტურა 2017 წლის 10 მაისს დადასტურებულ იქნა მოპასუხე მხარის მიერ, რაც წარმოადგენს მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების არსებობის აღიარების მტკიცებულებას.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე მხარე უარს აცხადებს ტრანსპორტირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე, მოსარჩელე მოითხოვს შპს "ბკ---------–ს" დაეკისროს 2017 წლის 4 აპრილს გაფორმებული ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების საფასურის - 120 ლარის გადახდა.

 

2017 წლის 18 ივლისს შპს "ეს-----------0"-სა და შპს "ბკ---------–ს" შორის გაფორმებულ იქნა მოძრავი ნივთების იჯარის ხელშეკრულება - 300 ცალ 3 მეტრიან სამშენებლო დგარზე, ხოლო 20---–-–---------–--ს მხარეთა შორის გაფორმდა მოძრავი ნივთების იჯარის ხელშეკრულება 100 ცალ 3 მეტრიან სამშენებლო დგარზე.

 

სამშენებლო დგარების მოპასუხისთვის გადაცემა დასტურდება, მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებითა და ზედნადებებით. ორივე ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის ვადით, ასევე, განისაზღვრა საიჯარო ქირის ყოველთვიურად გადახდის წესიც. ორივე ხელშეკრულებას ერთვის მხარეთა მიერ ხელმოწერილი იჯარით გადაცემული მოძრავი ნივთების შეფასების ცხრილი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ ერთი ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.3.1 ქ/პუნქტით მიხედვით, "მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებული ქონების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აუნაზღაუროს მეიჯარეს მიყენებული ზიანი" ხელშეკრულებებზე დართული მოძრავი ნივთის შეფასების ცხრილის შესაბამისად.

 

2017 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტითა და ზედნადებით (#ე-–-----------) დასტურდება, რომ მოპასუხე მხარემ დააბრუნა 197 ცალი 3 მეტრიანი დგარი;

 

2) 2017 წლის 24 ნოემბერს შედგენილი მეორე მიღება-ჩაბარების აქტითა და ზედნადებით (#ელ-----------) დასტურდება, რომ შპს "ბკ---------–მა" დააბრუნა 134 ცალი 3 მეტრიანი დგარი,3) ხოლო 2017 წლის 12 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტითა და ზედნადებით (#ე-–-----------) დასტურდება, რომ შპს "ბკ---------–მა" დააბრუნა 15 ცალი 3 მეტრიანი დგარი, ე.ი. ერთობლიობაში შპს "ბკ---------–ს" დაბრუნებული აქვს 346 ცალი 3 მეტრიანი დგარი, მაშინ, როდესაც ორივე ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს 400 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარი.

 

შესაბამისად, შპს " ბკ---------–ს" შპს "ეს-----------0"-ისთვის დასაბრუნებელი დარჩა 54 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარი, ე.ი. შესასრულებელი დარჩა 201--–-–---------–---ს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - იჯარით მიღებული 300 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის მეიჯარისთვის სრულად დაბრუნების თაობაზე.

 

ამასთან, გამომდინარე იქიდან რომ ერთი ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის ღირებულება შეადგენს 35 ლარს, დანაკლისის სრულმა ღირებულებამ შეადგინა 1890 ლარი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, 2017 წლის 12 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა დანაკლისის აქტი, რომელზე ხელმოწერითაც შპს "ბკ---------–ის" დირექტორმა რ------------–---–მა დაადასტურა, რომ შპს "ეს-----------0"-ის მიმართ დანაკლისში არსებული სამშენებლო დგარების ღირებულება (54 ცალი 3 მეტრიანი დგარი) შეადგენდა 1890 ლარს და, ამასთან, აიღო ვალდებულება დანაკლისის დაფარვის თაობაზე. თუმცა, მიუხედავად ვალის აღიარებისა, დანაკლისის აქტით განსაზღვრული თანხა ამ დრომდე არ არის დაფარული, მოპასუხე მხარე უარს აცხადებს ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე. მოსარჩელე მოითხოვს შპს "ბკ---------–ს" დაეკისროს 2017 წლის 12 დეკემბერს ხელმოწერილი დანაკლისის აქტით განსაზღვრული თანხის - 1890 ლარის გადახდა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, 2017 წლის 18 ივლისს შპს "ეს-----------0"-სა და შპს "ბკ---------–ს" შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით შპს "ბკ---------–ს" იჯარით გადაეცა 300 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარი, ხოლო 20---–-–---------–--ის ხელშეკრულებით 100 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარი. ორივე ხელშეკრულებით დადგენილი იყო საიჯარო ქირის ყოველთვიური გადახდის წესი.

 

სამშენებლო მასალის დაბრუნების დროს შედგენილი 2017 წლის 24 ნოემბრის ორი მიღება-ჩაბარების აქტითა და ორი ზედნადებით, ასევე, 2017 წლის 12 დეკემბრის სამშენებლო მასალის დაბრუნების დროს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტითა და ზედნადებით დგინდება, რომ მოპასუხე მხარის მიერ ერთობლიობაში დაბრუნებულ იქნა 346 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარი, მაშინ, როდესაც ორივე ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა 400 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარი. მოპასუხე მხარემ არ დააბრუნა იჯარით მიღებული 54 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარი, შესაბამისად, მის მიერ შესასრულებელი დარჩა 201--–-–---------–---ს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული 300 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის სრულად დაბრუნებასთან დაკავშირებით. 400 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის საიჯარო ქირას მოპასუხე მხარე იხდიდა 2017 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით.

 

რაც შეეხება დანაკლისში არსებულ 54 ცალ 3 მეტრიან სამშენებლო დგარს (რომელთა ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც 2017 წლის 12 დეკემბერს შედგა დანაკლისის აქტი) და 2017 წლის 12 დეკემბერს დაბრუნებულ 15 ცალ 3 მეტრიან სამშენებლო დგარს, 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრამდე (დანაკლისის აქტის შედგენამდე) პერიოდზე მოპასუხე მხარეს არ აქვს გადახდილი აღნიშნული 69 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის საიჯარო ქირა.

 

201--–-–---------–---სა და 20---–-–---------–--ის იჯარის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო, რომ საიჯარო ქირა 1 ცალ 3 მეტრიან სამშენებლო დგარზე 1 დღის განმავლობაში შეადგენდა 0,20 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს გადასახდელი დარჩა 69 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის 11 დღის (2017 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე) საიჯარო ქირა 151,80 ლარი.

 

2017 წლის 1 ივლისს შპს "ეს-----------0"-სა და შპს "ბკ---------–ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტექნიკით მომსახურების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოპასუხე მხარეს იჯარით გადაეცემოდა შპს "ეს-----------0"-ის საკუთრებაში არსებული ამწე კრანი "SA--", მომსახურების ღირებულება სამუშაო საათებში (09:00-18:00) განისაზღვრა თვეში 12 000 ლარით, ხოლო 18:00 საათიდან ნამუშევარ თითოეულ საათზე მომსახურების თანხა შეადგენდა 14 ლარს. დადგინდა გადახდის შემდეგი პირობაც - ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა მისი ხელმოწერიდან მოიჯარის მიერ სამშენებლო ობიექტის დასრულებამდე. მოპასუხე მხარე 2017 წლის ივლისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით იხდიდა ამწე კრანის ყოველთვიურ საიჯარო ქირას, თუმცა, 2018 წლის იანვრიდან შეწყვიტა გადახდა.

 

ვინაიდან მოპასუხე არც საიჯარო ქირას იხდიდა და არც ამწე კრანს უბრუნდებდა მეიჯარეს, 2019 წლის 27 აპრილს მოსარჩელე მხარემ თვითონ უზრუნველყო ამწე კრანის ტრანსპორტირება და მფლობელობაში დაბრუნება.

 

მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია 2018 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირა (11 000 ლარი), 2018 წლის თებერვლის თვის საიჯარო ქირა (12 000 ლარი), 2018 წლის მარტისა (12 000 ლარი) და 2018 წლის აპრილის თვის (10 400 ლარი - 26 დღის) საიჯარო ქირა. გასათვალისწინებელია 2018 წლის 25 თებერვალს გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტიც, რომლითაც შპს "ეს-----------0"-მა მოპასუხე მხარეს აპატია 2018 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირის (12 000 ლარის) ნაწილი - 1000 ლარი, ე.ი მოპასუხე მხარეს 2018 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირა შემცირდა 11 000 ლარამდე.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე მხარე უარს აცხადებს ამწე კრანის 4 თვის საიჯარო ქირის ნებაყოფლობით გადახდაზე, მოსარჩელე მოითხოვს შპს "ბკ---------–ს" დაეკისროს 201--–-–--------–---ს ამწე კრანის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული საიჯარო ქირის - 45 400 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ტრანსპორტირების საფასურის - 120 ლარის, 2017 წლის 12 დეკემბრის დანაკლისის აქტით განსაზღვრული თანხის 1890 ლარის და სამშენებლო დგარის საიჯარო თანხის 151.80 ლარის ნაწილში, ხოლო ამწე კრანის საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში აღნიშნა, რომ კომპანია თვეების განმავლობაში არ მუშაობდა და არ იყენებდა მოსარჩელის კუთვნილ ტექნიკას. მოპასუხე ამ პერიოდის განმავლობაში განიცდიდა ზარალს. კერძოდ, 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით ქ. თბილისის მე--------------------–-----------------ა შპს „ბკ---------–ის“ მიერ სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა 2018 წლის 27 თებერვლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში და შემდგომაც მოსარჩელეს არ მოუხდენია ამწე კრანის სამშენებლო ობიექტიდან გატანა.

 

29.02.2019 წ, სხდომის ოქმი 17:44:51წთ

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 4 აპრილს შპს „ეს-----------0“-ს (მოიჯარე) და შპს „ბკ---------–ს“ (მეიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება მოძრავი ნივთების გადაცემის თაობაზე, რომლის მიხედვით, მოიჯარეს გადაეცა 50 ცალი 5 მეტრიანი და 130 ცალი 6 მეტრიანი სამშენებლო დგარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 4 აპრილიდან 2018 წლის 4 აპრილამდე.

 

საიჯარო ქირა ერთ ცალ სამშენებლო დგარზე დღის განმავლობაში შეადგენს 0.28 ლარს. საიჯარო ნივთები მოიჯარეს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის მეშვეობით, რომელიც წარმოადენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 112-115)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 116)

- დანართი #1 ქონების შეფასების ცხრილი (ს.ფ 117)

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ 118)

 

3.1.2. 2017 წლის 4 აპრილს შპს „ეს-----------0“-ს (შემსრულებელი) და შპს „ბკ---------–ს“ (დამკვეთი) შორის გაფორმდა ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს დამკვეთს და გადაიტანოს სამშენებლო მასალები ობიექტზე, ხოლო დამკვეთი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური. ერთი გზის ღირებულება შეადგენს 120 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ტრანსპორტირების ხელშეკრულება (ს.ფ 119-120)

 

3.1.3. დადგენილია, რომ შპს "ბკ---------–მა" შეასრულა 2017 წლის 4 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (გადაიხადა საიჯარო ქირა და დააბრუნა იჯარით გადაცემული ნივთები), მაგრამ არ შეასრულა ტრანსპორტირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, შპს "ეს-----------0"-ს არ გადაუხადა სამშენებლო მასალის ტრანსპორტირების საფასური - 120 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ 121)

 

3.1.4. 2017 წლის 18 ივლისს შპს „ეს-----------0“-ს (მოიჯარე) და შპს „ბკ---------–ს“ (მეიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება მოძრავი ნივთების გადაცემის თაობაზე, რომლის მიხედვით, მოიჯარეს გადაეცა 300 ცალი სამშენებლო დგარი. საიჯარო ქირა ერთ ცალ სამშენებლო დგარზე დღის განმავლობაში შეადგენს 0.20 ლარს. საიჯარო ნივთები მოიჯარეს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის მეშვეობით, რომელიც წარმოადენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 201--–-–---------–---დან 2018 წლის 18 ივლისამდე.

 

მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებული ქონების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აუნაზღაუროს მეიჯარეს მიყენებული ზიანი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. (4.3.1. პუნქტი) იჯარით გადაცემული მოძრავი ნივთების შეფასების ცხრილის მიხედვით ერთი ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 122-126)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 126)

- დანართი #1 ქონების შეფასების ცხრილი (ს.ფ 127)

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ 128)

 

3.1.5. 20---–-–---------–--ს შპს „ეს-----------0“-ს (მოიჯარე) და შპს „ბკ---------–ს“ (მეიჯარე) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება მოძრავი ნივთების გადაცემის თაობაზე, რომლის მიხედვით, მოიჯარეს გადაეცა 100 ცალი სამშენებლო დგარი. საიჯარო ქირა ერთ ცალ სამშენებლო დგარზე დღის განმავლობაში შეადგენს 0.20 ლარს. საიჯარო ნივთები მოიჯარეს გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტის მეშვეობით, რომელიც წარმოადენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 20---–-–---------–--იდან 2018 წლის 24 ივლისამდე.

 

მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებული ქონების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აუნაზღაუროს მეიჯარეს მიყენებული ზიანი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე. (4.3.1. პუნქტი) იჯარით გადაცემული მოძრავი ნივთების შეფასების ცხრილის მიხედვით ერთი ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის ღირებულება შეადგენს 35 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ 129-132)

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ 133)

- დანართი #1 ქონების შეფასების ცხრილი (ს.ფ 134)

- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ 135)

 

3.1.6. 2017 წლის 24 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტითა და ზედნადებით (#ე-–-----------) დასტურდება, რომ მოპასუხემ დააბრუნა 197 ცალი 3 მეტრიანი დგარი; 2017 წლის 24 ნოემბერს შედგენილი მეორე მიღება-ჩაბარების აქტითა და ზედნადებით (#ელ-----------) დასტურდება, რომ შპს "ბკ---------–მა" დააბრუნა 134 ცალი 3 მეტრიანი დგარი, ხოლო ამავე დღეს შედგენილი 2017 წლის 12 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტითა და ზედნადებით (#ე-–-----------) დასტურდება, რომ შპს "ბკ---------–მა" დააბრუნა 15 ცალი 3 მეტრიანი დგარი, ე.ი. ერთობლიობაში შპს "ბკ---------–ს" დაბრუნებული აქვს 346 ცალი 3 მეტრიანი დგარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ 35; 136; 138)

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ 36; 137; 139)

 

3.1.7. 2017 წლის 12 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა დანაკლისის აქტი, რომლის საფუძველზეც შპს "ბკ---------–ის" დირექტორმა რ------------–---–მა დაადასტურა, რომ შპს "ეს-----------0"-ის მიმართ დანაკლისში არსებული სამშენებლო დგარების ღირებულება (54 ცალი 3 მეტრიანი დგარი) შეადგენდა 1890 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აქტი დანაკლისის შესახებ (ს.ფ 140)

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ 141)

 

3.1.8. დადგენილია, რომ მოპასუხეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრამდე (დანაკლისის აქტის შედგენამდე) პერიოდზე არ აქვს გადახდილი აღნიშნული 69 ცალი (54+15) 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის საიჯარო ქირა, რომელიც გამომდინარეობს 2017 წლის 18 და 24 ივლისის იჯარის ხელშეკრულებიდან.

 

ხელშეკრულებ(ებ)ის მიხედვით, საიჯარო ქირა 1 ცალ 3 მეტრიან სამშენებლო დგარზე 1 დღის განმავლობაში შეადგენდა 0,20 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს გადასახდელი დარჩა 69 ცალი 3 მეტრიანი სამშენებლო დგარის 11 დღის (2017 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე) საიჯარო ქირა 151,80 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იჯარის ხელშეკრულებები (ს.ფ 122-126; 129-132)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.9. 2017 წლის 1 ივლისს შპს "ეს-----------0"-სა და შპს "ბკ---------–ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტექნიკით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად შემსრულებლის საკუთრებაში არსებული ტექნიკით, კერძოდ ამწე კრანით მომსახურების გაწევა ობიექტის დასრულებამდე.

 

მომსახურების ღირებულება განისაზღვრა ძირითადად სამუშაო საათებში (09:00-18:00) თვეში 12 000 ლარით, ხოლო 18:00 საათიდან ნამუშევარ თითოეულ საათზე მომსახურების თანხა შეადგენდა 14 ლარს. (3.1 პუნქტი) ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ანგარიშფაქტურის წარდგენის შემდეგ, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. (3.3 პუნქტი)

 

ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ, დამკვეთია ვალდებულია დაუბრუნოს ამწე კრანი შემსრულებელს პირვანდელ მდგომარეობაში, ხოლო კრანის დაშლა აწარმოოს საკუთარი ხარჯით. (2.2.2. პუნქტი)

 

ნებისმიერ მხარეს შეუძლია ცალმხრივად უარი თქვას ხელშეკრულებაზე და წერილობით შეატყობინოს ამის შესახებ მეორე მხარეს ერთი თვით ადრე. (5.1 პუნქტი)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება ტექნიკით მომსახურების შესახებ (ს.ფ 38-39)

 

3.1.10. მოპასუხე მხარე 2017 წლის ივლისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით იხდიდა ამწე კრანის ყოველთვიურ საიჯარო ქირას, თუმცა, 2018 წლის იანვრიდან შეწყვიტა საიჯარო ქირის გადახდა. 2019 წლის 27 აპრილს მოსარჩელე მხარემ თავად უზრუნველყო ამწე კრანის ტრანსპორტირება და მფლობელობაში დაბრუნება.

 

მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია 2018 წლის იანვრის თვის საიჯარო ქირა (11 000 ლარი), 2018 წლის თებერვლის თვის საიჯარო ქირა (12 000 ლარი), 2018 წლის მარტისა (12 000 ლარი) და 2018 წლის აპრილის თვის (10 400 ლარი - 26 დღის) საიჯარო ქირა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ 142-146)

 

3.1.11. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 თებერვლის ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე, ვინაიდან მოიჯარე მხარეს იანვრის თვეში ვერ შეექმნა სამუშაო პირობები, მეიჯარემ შეუმცირა იანვრის გადასახდელი თანხა 1000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ურთიერთშეთანხმების აქტი (ს.ფ 52)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს ეკისრება იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე 4 თვის დარიცხული საიჯარო ქირის - 45 400 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ კომპანია თვეების განმავლობაში არ მუშაობდა და არ იყენებდა მოსარჩელის კუთვნილ ტექნიკას. კერძოდ, 2017 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით ქ. თბილისის მე--------------------–-----------------ა შპს „ბკ---------–ის“ მიერ სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა 2018 წლის 27 თებერვლამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ვერ ჩაითვლება პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნების მცდელობად.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ტექნიკით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.1 პუნქტზე, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს აძლევს შესაძლებლობას ცალმხრივად უარი თქვას ხელშეკრულებაზე და წერილობით შეატყობინოს ამის შესახებ მეორე მხარეს ერთი თვით ადრე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოიჯარემ სახელშეკრულებო მიზნის განუხორციელებლობის გამო გამოიყენა კანონით (სამოქალაქო კოდექსის 352-ე 405-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები) და მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა იმთავითვე მოეშალა ხელშეკრულება.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საქმეში მოთავსებული ოთხი ანგარიშფაქტურიდან 2018 წლის იანვარი, თებერვალი, მარტის ანგარიშფაქტურა დავალიანების არსებობის თაობაზე დადასტურებული აქვს მოპასუხეს.

ამდენად, სარჩელში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები წარმოშობს ტექნიკით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის დაკისრების წინაპირობებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება ტექნიკით მომსახურების შესახებ (ს.ფ 38-39)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს „ეს-----------0“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, მე-400, 581-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის წარმოშობილია იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის სამართლებრივ რეგულირებასაც ეძღვნება სამოქალაქო კოდექსის 581-ე-606-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მიერ საიჯარო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და საიჯარო გადასახადის არასრულად ანაზღაურების ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მითითებული ნორმით გათვალისწინებული ფაქტის აღიარება სამოქალაქო საპროცესო სამართლით უტყუარ მტკიცებულებადაა მიჩნეული, რადგან იგი ფაქტის ამღიარებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არის განხორციელებული, შესაბამისად, დავის პროცესში აღიარებული ფაქტი სასამართლომ უნდა ამორიცხოს დავის საგნიდან და, როგორც უდავო ფაქტი, მტკიცებას არ საჭიროებს. ფაქტის აღიარების ასეთ მტკიცებულებად შეფასება ემყარება რწმენას, რომ იგი ნამდვილად არსებობს და თვით ის მხარეც არ ხდის სადავოდ, რომელსაც ამ და სხვა ფაქტების საფუძველზე მეორე მხარის უფლებების დარღვევაში ედავებიან. ამასთან, აღიარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დამდგენ და უდავო მტკიცებულებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი იმ მხარემ განახორციელოს, რომელთან მიმართაც შემდგომში იქნება გამოყენებული და რომელსაც აკისრია აღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ ტრანსპორტირების საფასურის - 120 ლარის, 2017 წლის 12 დეკემბრის დანაკლისის აქტით განსაზღვრული თანხის 1890 ლარის და სამშენებლო დგარის საიჯარო თანხის 151.80 ლარის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველს.

 

ამასთან, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს მის ფაქტობრივ მფლობელობაში ყოფნის პერიოდის ტექნიკის გამოყენების შედეგად განაგარიშებული საიჯარო ქირა - 45 400 ლარი. აღსანიშნავია, რომ დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო და დასაბუთებული შედავება მოპასუხეს წერილობითი შესაგებლით და საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. მასვე უნდა დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასური - 100 ლარი. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების შემცირების გამო ასევე უნდა დაუბრუნდეს მისი პროპორციული ოდენობის ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ბკ---------–ს“, შპს „ეს-----------0“-ის სასარგებლოდ დაეკისრა ტრანსპორტირების საფასური - 120 ლარი, 2017 წლის 12 დეკემბრის დანაკლისის აქტით განსაზღვრული თანხა 1890 ლარი, სამშენებლო დგარის საიჯარო თანხა 151.80 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში 201--–-–------------–ის ხელშეკრულების 8.6 პუნქტით, 201--–-–---------–---ს ხელშეკრულების 8.6 პუნქტითა და 20---–-–---------–--ის ხელშეკრულების 8.6 პუნქტით გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე შეთანხმება.

 

რაც შეეხება 201--–-–--------–---ს ხელშეკრულებას, ასეთი შეთანხმება ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული, შესაბამისად 201--–-–--------–---ს ამწე კრანის იჯარის ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირის - 45 400 ლარის გადახდის ნაწილში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ეს-----------0“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. შპს „ბკ---------–ს“, შპს „ეს-----------0“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ტრანსპორტირების საფასურის - 120 ლარის, 2017 წლის 12 დეკემბრის დანაკლისის აქტით განსაზღვრული თანხის 1890 ლარის, სამშენებლო დგარის საიჯარო თანხის 151.80 ლარის, 201--–-–--------–---ს ამწე კრანის იჯარის ხელშეკრულების საიჯარო ქირის - 45 400 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს „ბკ---------–ს“, შპს „ეს-----------0“-ის სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების საფასური - 100 ლარი.

 

1.3. გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ბკ---------–ს“, შპს „ეს-----------0“-ის სასარგებლოდ დაეკისრა ტრანსპორტირების საფასური - 120 ლარი, 2017 წლის 12 დეკემბრის დანაკლისის აქტით განსაზღვრული თანხა 1890 ლარი, სამშენებლო დგარის საიჯარო თანხა 151.80 ლარი.

 

2. შპს „ეს-----------0“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე სოფიკო შავრეშიანის მიერ 2018 წლის 26 ივლისს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 42.06 ლარი, საგადასახადო დავალება #1.

 

3. შპს „ბკ---------–ს“, შპს „ეს-----------0“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1397.55 ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დააბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი