განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2035-19
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 ივნისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ - დ---------------,ბრალდებულების - ი----------------–---–--, მ-----–----------–---–--- და ნ--------------------- მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----------------–---–-- (პირადი #3----------) - დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ს-----------------------------–---------–------–-------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
მ-----–----------–---–-- (პირადი #0----------) - დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თბილისში, გ-–-------------------------------------------------------ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
ნ--------------------- (პირადი #4----------) - დაბადებულის 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ყ--------------------------–-------–---–-, ფაქტობრივად მცხოვრების დ--–-----------------------–-----–- - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ინ---------------–---–----------–----------–---–-- და ნ--------------------- ჩაიდინეს სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი----------------–---–--, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგაზინებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი----------------–---–-, 2012-2018 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ი----------------–---–- ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
ი----------------–---–- უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 74 000 აშშ დოლარი და 149 000 ლარი, რაზედაც მიღებუოლმა სარგებელმა 2012-2018 წლებში შეადგინა 16 570 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით 36 168,65 ლარი და 8 024 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ი----------------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საშემოსავლო გადასახადის სახით, 2012-2018 წლების პერიოდზე გადასახდელად დაეკისრებოდა 8 838,5 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
მ-----–----------–---–--, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგაზინებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ-----–----------–---–-, 2013-2018 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას მ-----–----------–---–- ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
მ-----–----------–---–- უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 2 000 აშშ დოლარი და 83 000 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა 2013-2018 წლებში შეადგინა 210 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით 347,81 ლარი და 7 388,5 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, მ-----–----------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საშემოსავლო გადასახადის სახით, 2013-2018 წლების პერიოდზე გადასახდელად დაეკისრებოდა 1 547,3 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ნ---------------------, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა, განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, კერძოდ, მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგაზინებულად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ნ--------------------, 2013-2017 წლებში, სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, გასცემდა ფულად თანხებს ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. აღნიშნულ საქმიანობას ნ-------------------- ეწეოდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და შემოსავლების დეკლარირების გარეშე და არ ახორციელებდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას.
ნ--------------------ს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების დროს სესხის სახით გაცემული აქვს 128 000 აშშ დოლარი და 113 600 ლარი, რაზედაც მიღებულმა სარგებელმა 2013-2017 წლებში შეადგინა 20 680 აშშ დოლარი, შესაბამისი კურსით 42 094,65 ლარი, და 5 113,01 ლარი. აღნიშნული დიდი ოდენობით შემოსავლების დეკლარირების შემთხვევაში, ნ--------------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საშემოსავლო გადასახადის სახით, 2013-2017 წლების პერიოდზე, გადასახდელად დაეკისრებოდა 9 441,7 ლარი, რაც არ მომხდარა და სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ინ---------------–---–----------–----------–---–-- და ნ--------------------- ჩაიდინეს დანაშაული, რაც გამოიხატა სამეწარმეო საქმიანობაში რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულების - ი----------------–---–--, მ-----–----------–---–--- და ნ--------------------- დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულების: ნ---------------------, მ-----–----------–---–--- და ი----------------–---–--, მოწმეების: ი-–-----–-----, გ---------–----, ფ------–------------, რ---------------------, ლ-------------ს, გ--------------–----, მ----------–--------, ი-----–-------–---–--, ი---------–--------, ე--------------–-----, ნ--------–------, ნ-------------------, მ----------------------, ვ------------------, პ--------–----–--, მ----------------, ნ------------–---–--, მ-------------------, გ-----------–------ს, ა-–-----------–-----, მ------------, დ--------------–---–--- და დ---------------–---- გამოკითხვის ოქმებით; დათვალიერების ოქმებით; ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით; თემატური რევიზიის აქტებით, რომლებიც დაცვის მხარეს (ბრალდებულებს) სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია ი----------------–---–--, მ-----–----------–---–--- და ნ--------------------- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
ამდენად, ინ---------------–---–----------–----------–---–-- და ნ--------------------- ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, ბრალდებულების მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი აღნიშნული კვალიფიკაციით და სასჯელი განესაზღვროთ მითითებული მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ი----------------–---–--, მ-----–----------–---–--- და ნ--------------------- მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები წარსულში არ არიან ნასამართლევი, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას, სადავოდ არ გაუხდიათ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყვეს საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ი----------------–---–-, მ-----–----------–---–-ა და ნ--------------------ს სასჯელის სახით დაენიშნოთ ჯარიმა, რომლის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მათ ქონებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ი----------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
მ-----–----------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მ-----–----------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნ-------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ნ--------------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ნივთიერი მტკიცებულებები - 2 (ორი) ცალი დისკი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე