განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
340100118002722611
დავის ტიპი
276 5
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002722611

N1/241-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

17.07.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნატო ტორიაშვილის

ბრალდებულ - ვახტანგი ყეინოშვილის

ადვოკატ -მურადი პოპიაშვილის, ლალი ჩოდრიშვილის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №029010718001)

ბრალდებული: ვახტანგი ყეინოშვილი;

მამის სახელი: გიორგი;

დაბადებული: 19.07.1951 წელს;

პირადი ნომერი: 45001018853;

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ტექნიკური;

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;

რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი საბუე;

ფაქტობრივად მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი საბუე;

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილი.

კვალიფიკაცია: ვახტანგი ყეინოშვილს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ავტომობილის ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 23:22 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, ვახტანგი ყეინოშვილს საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული ჰქონდა მისივე კუთვნილი ,,სუზუკი გრანდ ვიტარას“ მარკის, სახ. N IV-460-II, ავტომანქანას, მან დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალება გააჩერა ისე, რომ არ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა, რათა გამორიცხული ყოფილიყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა და უნებართვოდ გამოყენების შესაძლებლობა, რის გამოც ავტომანქანა დაგორდა და შეეჯახა ამავე ეზოში გაჩერებულ მალხაზ პავლიაშვილის კუთვნილ ,,სიზუკი ვიტარას“ მარკის, სახ. N VVO-747, ავტომანქანას, რომელთა შორისაც მოჰყვა ვახტანგ ყეინოშვილთან სტუმრად მყოფი გაიოზ აშკარელი და შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

ვახტანგი ყეინოშვილს 2018 წლის 09 ოქტომბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 23:22 საათზე, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, ვახტანგი ყეინოშვილს საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული ჰქონდა მისივე კუთვნილი ,,სუზუკი გრანდ ვიტარას“ მარკის, სახ. N IV-460-II, ავტომანქანას, მან დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალება გააჩერა ისე, რომ არ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა, რათა გამორიცხული ყოფილიყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა და უნებართვოდ გამოყენების შესაძლებლობა, რის გამოც ავტომანქანა დაგორდა და შეეჯახა ამავე ეზოში გაჩერებულ მალხაზ პავლიაშვილის კუთვნილ ,,სიზუკი ვიტარას“ მარკის, სახ. N VVO-747, ავტომანქანას, რომელთა შორისაც მოჰყვა ვახტანგ ყეინოშვილთან სტუმრად მყოფი გაიოზ აშკარელი და შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა

1. მოწმე თამარ აშკარელის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე, გაიოზ აშკარელის მეუღლე. მან როდესაც შეიტყო მეუღლის დაზიანების შესახებ და ნახა იგი, იყო უგონო მდგომარეობაში და 6-7 საათის შემდეგ გარდაიცვალა. მან შეიტყო თანამშრომლისაგან, რომ მისი მეუღლე იყო დაზიანებული. მან დაზიანება მიიღო ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, სადაც საქეიფოდ იყო. მოწმიე მეუღლემ მიიღო ფეხის დაზიანება და ამით გარდაიცვალა. მოწმეს არ სურს ზიანის ანაზღაურება და სურს კანონის შესაბამისად დაისაჯოს ბრალდებული.

 

2. მოწმე ილია წარეთაშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის გამომძიებელი და მუშაობს შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში. მან დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, მოწმეებმა ყველამ ნებაყოფლობით მისცა ჩვენება და მოაწერა ხელი. ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ამ დროს ესწრებოდნენ ბრალდებული, მოწმე მალხაზ პავლიაშვილი და ექსპერტები. შემთხვევის ადგილი იყო ბრალდებულის ეზო, სადაც იდგა ბრალდებულის ავტომობილი, მეორე მალხაზ პავლიაშვილის მანქანა იდგა ქუჩაში ეზოსთან ახლოს. ბრალდებულის მანქანა იდგა წინა ნაწილით ქუჩისკენ ეზოს ჭიშკართან ახლოს. ავტომობილებს შორის იყო 10-11 მეტრი და იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. შემთხვევის ადგილას იდგა სისხლის გუბე. ეზო დახრილი იყო ქუჩისაკენ. ბრალდებულის მანქანას დაზიანებული ჰქონდა პლასტმასის ნაწილები. მალხაზ პავლიაშვილის მანქანას არ ეყენა წინა ბამპერი და ემჩნეოდა სისხლის კვალი. ამოღებული იქნა ორივე მანქანის პლასტმასის დეტალები და სისხლის ნიმუში. ბრალდებულის ავტომობილის სალონი იყო ღია მდგომარეობაში. საქმის გამომძიებელი იყო თეიმურაზ სეფაშვილი. შემთხვევის ადგილას ბრალდებულის სახლის ეზოს ჭიშკარი იყო ღია მდგომარეობაში. მისთვის უცნობია დაგორება რამ გამოიწვია.

 

3. მოწმე იური რუსიაშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოს პოლიციელი და მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში. ნახეს ორი ავტომობილი სუზუკის ფირმის. ბრალდებულის მანქანა იდგა ეზოში წინა მხრით ქუჩისაკენ, მეორე ავტომობილი იდგა ქუჩაში. ქუჩაში მდგომ მანქანას არ ჰქონდა ბამპერი და გამოშვერილი ჰქონდა რკინები. ავტომობილზე იყო სისხლის ლაქები. ბრალდებულის მანქანას დაზიანებული ჰქონდა წინა პლასტმასის ბამპერი. ბრალდებულის ეზო იყო დახრილი ქუჩისაკენ. მანქანებს შორი მანძილი იყო 11 მეტრი. მოხდა სისხლის კვალის ამოღება. ბრალდებულის ავტომობილი იყო მექანიკური სიჩქარის გადამრთველით, ხოლო მალხაზ პავლიაშვილის მანქანა ავტომატური სიჩქარის გადამრთველით.

 

4. მოწმე ვაჟა ყეინოშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის ბრალდებულის შვილი. 2018 წლის 30 ივნისს ჰქონდა შვილის დაბადების დღე. ჰყავდა სტუმრები. სტუმრად მივიდა მალხაზ პავლიაშვილი, რომელმაც მოიყვანა დაზარალებული გაიოზ აშკარელი, რომელიც ამ დღეს გაიცნო. 10-11 საათზე დაიშალნენ სტუმრები. როდესაც აცილებდა მალხაზ პავლიაშვილს, მას გადამწვარი ჰქონდა ავტომანქანის მაშუქი და მან გამოიტანა ნათურა და აყენებდა ავტომობილზე ნათურას. ამ დროს გაიგონა შეჯახების ხმა და გაიოზმა დაიყვირა ფეხი მომტყდაო. ბრალდებულის მანქანა იდგა ეზოში, ეზო დამრეცია ქუჩისაკენ. ხელის მუხრუჭი ამოწეული ჰქონდა, მაგრამ რატომ დაგორდა არ იცის. მალხაზ პავლიაშვილის მანქანა იდგა ქიჩაში ეზოსთან 2-3 მეტრში და ბრალდებულის დაგორებული მანქანა დაეჯახა ამ ორ მანქანას შორის მდგომ გაიოზ აშკარელს. გაიოზს დაუზიანდა ფეხი. ბრალდებულის მანქანა ხელით გადააგორეს და მოაცილეს შემთხვევის ადგილს. დაზარალებული წაიყვანეს საავადმყოფოში და ყველაფერი გააკეთეს, რომ გადაერჩინათ. თბილისიდან ჩამოიტანეს სისხლი, მაგრამ რატომ არ გადაუსხეს ექიმებმა არ იცის. წაყვანა უნდოდათ თბილისში, მაგრამ საავადმყოფოდან ექიმებმა არ გაატანეს და შემთხვევიდან დილით გაიოზ აშკარელი გარდაიცვალა.

 

5. მოწმე ნიკოლოზ ტურაშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის ექსპერტი. იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ეზო იყო დახრილი ქუჩისაკენ. ეზოში იდგა ბრალდებულის ავტომობილი, ხოლო მეორე ავტომობილი იდგა ეზოს გარეთ. ეზოს გარეთ მდგარ ავტომობილს მოხსნილი ჰქონდა წინა ბამპერი. აიღეს სინჯები, შეასრულეს ყველა საჭირო პროცედურა და დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.

 

6. მოწმე ალექსი კვეზერელის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: იგი არის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის კახეთის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი და 2018 წლის 04 სექტემბრის N004593918 ექსპერტის დასკვნიტ დასტურდება შემდეგი: გაიოზ აშკარელის სიკვდილისნ მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა და დიდი წვივის წინა არტერიის ტრამვული დაზიანების გამო. სამედიცინო დოკუმენტებით სიკვდილი დადგა 2018 წლის 01 ივლისს 09:00 საათზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ გვამურ მოვლენებს. გაიოზ აშკარელის გვამს აღენიშნება სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა დიდი წვივის წინა არტერიის ტრამვული დაზიანებით. დაჟეჟილი ჭრილობა მერჯვენა მუხლის სახსრის არეში. ნაჭდევები მარჯვენა ლავიწის, მარჯვენა ლოყის, მარცხენა წვივისა და მარცხენა ნარძაყის არეში. სისხლნაჟღენთი მარცხენა მტევნის არეში. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნისა მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათის სახიფათო, ხანდაზმულობით, სიკვდილის დადგომამდე უახლოესი პერიოდისა და და არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში აღნიშნულ თარიღს - 30.06.2018წ.

7. მოწმე მალხაზ პავლიაშვილის ჩვენებით დასტურდება შემდეგი: 2018 წლის 30 ივნისს სტუმრად იყო ბრალდებულის შვილიშვილის დაბადების დღეზე. მან თან მიიყვანა გაიოზ აშკარელი, რომელიც არის მისი მეგობარი. როდესაც სუფრა აიშალა და წასვლას აპირებდა, ნახა, რომ ავტომობილზე ფარი არ ანთებდა. ვაჟა ყეინოშვილმა შესთავაზა ნათურას შეგიცვლიო და იდგნენ ავტომობილთან. მას ავტომანქანა ეყენა ეზოს გარეთ. ამ დროს დაგორდა ეზოში მდგარი ვახტანგ ყეინოშვილის ავტომობილი და ამ ორ მანქანას შორი მდგარ გაიოზ აშკარელს დაეჯახა. გაიოზ აშკარელს დაუზიანდა ფეხი. გადაუჭირე ლახტი, რომ სისხლი გაეჩერებინათ. მანქანა გადააგორეს. ბრალდებულის მანქანა იდგა ეზოში, ეზო დამრეცია ქუჩისაკენ. მთელი იმ ხნის განმავლობაში რაც სტუმრად იყო, ხედავდა, რომ ბრალდებულის მანქანაში ჯდებოდნენ ბავშვები და უსმენდნენ მუსიკებს. როდესაც მანქანა დაგორდა და მის გადასაგორებლად მივიდნენ, რომ გაიოზ აშკარელისაგან მოეცილებინათ მანქანა მასში არავის იჯდა. ბრალდებულმა და მისმა ოჯახმა ყველაფერი იღონა, რომ გაიოზ აშკარელი გადაერჩინა. შემდეგ ბრალდებულმა დაზარალებულის ოჯახს შესთავაზა ზიანის ანაზღაურება, მაგრამ დაზარალებულის ოჯახმა ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

 

8. მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ვახტანგ ყეინოშვილი , რომლმაც განმარტა შემდეგი: 2018 წლის 30 ივნისს მის შვილიშვილს ჰქონდა დაბადების დღე. ბრალდებული იყო დაკრძალვაზე, როდესაც სახლში დაბრუნდა დახვდა სტუმრები. თავისი ავტომანქანა გააჩერა სახლის ეზოში. ავტომობილის სალონის კარი არ დაუკეტია, რადგან ბავშვები ჯდებოდნენ და მუსიკებს უსმენდნენ. მისი შვილის მეგობარმა მალხაზ პავლიაშვილმა მოიყვანა სტუმრად გაიოზ აშკარელი. ბრალდებული მანამდე გაიოზ აშკარელს არ იცნობდა, მაგრამ იცნობდა მის მამას. ახსოვს, რომ მის ავტომანქანაში გაიოზის ჩაჯდა და მუსიკებს უსმენდა. როდესაც სტუმრები წავიდნენ და მისი შვილი ვაჟა აცილებდა მალხაზ პავლიაშვილს და გაიოზ აშკარელს, მალხაზის ავტომობილს გადამწვარი ჰქონდა ფარი და უცვლიდა გადამწვარ ნათურას. ამ დროს დაგორდა მისი მანქანა, რომელიც გაჩერებული იყო ეზოში. ხელის მუხრუჭი ამოწეული ჰქონდა, მაგრამ რამ გამოიწვია დაგორება არ იცის, შეიძლება ვინმემ ხელის მუხრუჭი დაწია, მაგრამ არ იცის. რომ დაინახა მანქანა დაგორდა დაიყვირა მოერიდეთო, მაგრამ გაიოზ აშკარელი ძალიან მთვრალი იყო და როგორც ჩანს ვერ მოახერხა მორიდება და მოჰყვა ორ მანქანას შორის. გაიოზ აშკარელს დაუზიანდა ფეხი. მან ყველაფერი გააკეთა, რომ გაიოზი გადაერჩინა, მაგრამ მეორე დღეს დილით სისხლნაკლებობით გარდაიცვალა. მან დაზარალებულის ოჯახს შესთავაზა და ეხლაც მზად არის გაიღოს ყველა ხარჯი, რაც დაზარალებულის ოჯახმა გაიღო. მან 3000 ლარი მისცა მალხაზ პავლიაშვილს და მან გადასცა დაზარალებულის ოჯახს თავისი სახელით. ბრალდებული ძალიან ნანობს და განიცდის, რომ მისი გაუფრთხილებელი ქცევით მოხდა ადამიანის დაღუპვა. ჩადენილს გულრწფელად ინანიებს.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების: მაია გოგიტაური, მედეა ჭიჭიკოშვილის, არჩილ ღვინიაშვილის, გელა ფრიდონაშვილის, სირანა გიორგაშვილის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემით და ფოტოსურათებით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ვახტანგ ყეინოშვილმა რომელსაც საცხოვრებელი სახლის ეზოში გაჩერებული ჰქონდა მისივე კუთვნილი ,,სუზუკი გრანდ ვიტარას“ მარკის, სახ. N IV-460-II, ავტომანქანას, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ: სატრანსპორტო საშუალება გააჩერა ისე, რომ არ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა, რათა გამორიცხული ყოფილიყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა და უნებართვოდ გამოყენების შესაძლებლობა, რის გამოც ავტომანქანა დაგორდა და შეეჯახა ამავე ეზოში გაჩერებულ მალხაზ პავლიაშვილის კუთვნილ ,,სუზუკი ვიტარას“ მარკის, სახ. N VVO-747, ავტომანქანას, რომელთა შორისაც მოჰყვა ვახტანგ ყეინოშვილთან სტუმრად მყოფი გაიოზ აშკარელი და შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

 

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნაა - მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული.

 

ვახტანგ ყეინოშვილის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვახტანგ ყეინოშვილისმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები -კერძოდ: სატრანსპორტო საშუალება გააჩერა ისე, რომ არ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა, რათა გამორიცხული ყოფილიყო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა და უნებართვოდ გამოყენების შესაძლებლობა, რის გამოც ავტომანქანა დაგორდა და შეეჯახა ამავე ეზოში გაჩერებულ მალხაზ პავლიაშვილის კუთვნილ ,,სიზუკი ვიტარას“ მარკის, სახ. N VVO-747, ავტომანქანას, რომელთა შორისაც მოჰყვა ვახტანგ ყეინოშვილთან სტუმრად მყოფი გაიოზ აშკარელი და შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

 

სამართლებრივი შეფასება

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ვახტანგ ყეინოშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება. კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვახტანგ ყეინოშვილის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არ არის შებღალული.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

ვახტანგ ყეინოშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ვახტანგ ყეინოშვილი არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულისათვის. იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვახტანგ ყეინოშვილის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გამოყენებას, ასევე მას უნდა აეკრძალოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

1). ვახტანგ ყეინოშვილის კუთვნილი,, სუზუკი გრანდ ვიტარას’’ მარკის სახ.N IV-460-II ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია ქ.თელავში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

2). ,,სუზუკი ვიტარას’’ მარკის სახ.NVVO-747 ამტომანქანა, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა მეპატრონეს მალხაზ პავლიაშვილს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მასვე.

 

3). 2 ცალი პლასტმასის ნატეხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4). გაიოზ აშკარელის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის უფლებამონაცვლეს.

 

1. ვახტანგი ყეინოშვილს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბერის N10ა/76-18 განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო.

2. ვახტანგი ყეინოშვილის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს 5000 (შვიდი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ყადაღა დაედო ვახტანგ ყეინოშვილის (პირადი N45001018853) სახელზე რიცხული უძრავი ქონებას რომელიც მდებარეობს: ყვარლის რაიონი, სოფელი საბუე, საკადასტრო კოდი №57.09.57.187 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება:სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი 10018,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი:, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით/1-92კვ.მ. და რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

3.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს სისხლი სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვახტანგი ყეინოშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი) წელი.

 

2. ვახტანგი ყეინოშვილის მიმართ 2018 წლის 10 ოქტომბერის N10ა/76-18 განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გაუქმდეს ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს N12/17-18 განჩინებით დადებული ყადაღა და მესაკუთრეს სრულად დაუბრუნდეს ვახტანგ ყეინოშვილის (პირადი N45001018853) სახელზე რიცხული უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს: ყვარლის რაიონი, სოფელი საბუე, საკადასტრო კოდი №57.09.57.187 ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება:სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი 10018,00 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი:, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: საერთო ფართით/1-92კვ.მ. და რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ეკვივალენტური წილი.

 

3. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

 

4. 1). ვახტანგ ყეინოშვილის კუთვნილი,, სუზუკი გრანდ ვიტარას’’ მარკის სახ.N IV-460-II ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია ქ.თელავში მდებარე საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

4.2). ,,სუზუკი ვიტარას’’ მარკის სახ.NVVO-747 ამტომანქანა, რომელიც ხელწერილით ჩაბარდა მეპატრონეს მალხაზ პავლიაშვილს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მასვე.

 

4.3). 2 ცალი პლასტმასის ნატეხი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

4.4). გაიოზ აშკარელის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ყვარლის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის უფლებამონაცვლეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპირს ქუჩა N24) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე