გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.07.2019
საქმის ნომერი
200210016001428304
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/469-16

№200210016001428304

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ივლისი, 2019 წელი თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე, თავდაპირველი სარჩელით - თ----- ქ------–---ე

წარმომადგენელი - ლ--–----------–---–ი

მოპასუხე, თავდაპირველი სარჩელით - ა---ი ღ-------ე

წარმომადგენლები: ნ--------------–---–ი, დ------------–--ე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, სამეზობლო მიჯნის შეცვლა

მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით - ა---ი ღ-------ე

წარმომადგენლები: ნ--------------–---–ი, დ------------–--ე

მოპასუხე, შეგებებული სარჩელით - თ----- ქ------–---ე

წარმომადგენელი - ლ--–----------–---–ი

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა, თავდაპირველი სარჩელით:

 

1.1. მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მიზნით მოხდეს მოპასუხე ა---ი ღ-------ის ფაქტობრივი მფლობელობიდან 13.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გამოთხოვა, რაც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით.

1.2. მოპასუხე ა---ი ღ-------ეს დაეკისროს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები, კერძოდ: სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, ექსპერტიზის ჩატარების საფასური - 201 ლაროის ოდენობით და ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 400 ლარის ოდენობით.

თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე იყო ზ----ა მ----------ე, რომლის გარდაცვალების შემდეგომ საქმეში მოსარჩელედ ჩაება მისი უფლებამონაცვლე თ----- ქ------–---ე.

თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე განმარტავს, რომ მას საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს ა-----ის რაიონის სოფელ ქ----- ა-–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, დაზუსტებული ფართობი 2702.00კვ.მ., საკადასტრო კოდი N5-----------. საკუთრების საფუძველია მიღება-ჩაბარების აქტი N1088. მიწის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით (21.05.2000წ.) მიწა საკუთრების უფლებით მიღებული აქვს რ-------- ქ------–---ის კომლს. მოპასუხე ა---ი ღ-------ე არის მოსარჩელის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით არის ცნობა N73, გაცემული ქვ. ა-–--ის ტერიტორიული ორგანოს მიერ. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ა---ი ღ-------ეს 2012 წლის 27 თებერვალს განცხადებით მიმართული აქვს საჯარო რეესტრისათვის და მოთხოვილი აქვს საკადასტრო კოდი N5------------ზე რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მოთხოვილი იყო კომლის წევრზე ცვლილების რეგისტრაცია და ფართობის დაზუსტება, განაცხადის რეგისტრაციის N882012080098, 02.03.2012წ. 2015 წლის 10 მარტს ა---ი ღ-------ემ კვლავ მოითხოვა რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაცია, მისი განცხადებით თავდაპირველი რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი ნახაზის მიხედვით შენობა-ნაგებობა არასწორად იყო ჩახაზული. ორივე შემთხვევაში წარდგენილი ნახაზის ვერსია დართულია სარჩელზე. მართალია, რეგისტრირებულ მონაცემებზე ზედდება არ ხორციელდება, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეოებით მოპასუხე გადასულია მოსარჩელის კუთვნილ ფართში. მხარეებს შორის დავა განხილული აქვს ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც. ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 07 დეკემბრის წერილში მითითებულია, რომ სადავო საკითხი შეისწავლა გ-------------------------------------------------------------------------------------------------ის განყოფილების უფროსმა მ-------------მა, ადგილზე ჩატარდა აზომვითი სამუშაოები და რეგისტრირებულ მონაცემთა შედარება. მართალია გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხზე არ მომხდარა, მაგრამ შესწავლის შედეგად დადგენილი აქვთ, რომ ა. ღ-------ის სახლის მდებარეობა არ შესაბამება სინამდვილეს და გადაწერულია აღმოსავლეთის მიმართულებით (დაშვებულია მექანიკური შეცდომა და წერია დასავლეთი). რადგან საკითხის ამგვარი შესწავლის შემდეგაც მოპასუხემ სათანადო ცვლილება არ შეიტანა მიჯნებზე მოსარჩელე მხარემ თავისი ინციატივით დანიშნა ექსპერტიზა ლ----------------–ის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ექსპერტიზის დასკვნით შეკითხვაზე გაცემულია პასუხი, რომ N5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობასა და ამავე მიწის მომიჯნავედ მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შორის არ ფიქსირდება გადაფარვა, მაგრამ შენიშვნაში მითითებულია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ საზღვრებს შორის ფიქსირდება გადაფარვა, გადაფარვის ფართობი შეადგენს 13.6 კვ.მ-ს.

მოპასუხის პოზიცია, თავდაპირველ სარჩელზე:

 

მოპასუხე არ ეთანხმება თავდაპირველ სარჩელს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება მხოლოდ და მხოლოდ სსიპ ლ----------------–ის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 4 მაისის დასკვნას, რომლის დასკვნითი ნაწილი შეიცავს უზუსტობას არის ორაზროვანი და შესაბამისად შეუძლებელია მისი მტკიცებულების საით გამოყენება. ექსპერტიზა დაინიშნა თ----- ქ------–---ის მიერ და მის ერთდაერთ კითხვას შეადგენდა ექსპერტს დაედგინა დედამისის ზ----ა მ----------ის საკარმიდამო ნაკვეთში არსებული შენობა-ნაგებობის გადაფარვა მეზობლის ა---ი ღ-------ის ნაკვეთთან, რაზეც პასუხი ცალსახად იქნა გაცემული, რომ შენობის გადაფარვას მეზობლის ნაკვეთთან ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ ექსპერტმა აქვე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, თვითნებურად შენიშვნის სახით გააკეთა ჩანაწერი, რომ ნაკვეთების ფაქტობრივ საზღვრებს შორის ფიქსირდებოდა გადაფარვა, რომლის ფართიც შეადგენდა 13.6 კვ.მეტრს და მტკიცებულებად დაურთო ნახაზი(დანართი N1), რომლის მიხედვითაც ექსპერტის მიერ გამოკვლეულია დამატებითი ფართი, რაც არ წარმოადგენდა კვლევის საგანს, ასევე ნახაზიდან შეუძლებელია დადგინდეს თუ რომელი მეზობლის მიერ არის საზღვარი დარღვეული. გარდა ამისა, დასკვნაში შენიშვნის სახით გაკეთებული ჩანაწერი არ არის სავალდებულო ხასიათის და მისა საფუძველზე რაიმე დასკვნის გაკეთება დაუშვებელია და იგი არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ. დასკვნა, რომ უზუსტოა და შეუძლებელია მისი მტკიცებულების სახით გამოყენება. სარჩელის უსაფუძვლობას და ექსპერტის დასკვნის საეჭვოობას ამყარებს ის უტყუარი გარემოება, რომ საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის მიერ 2016 წლის 25 თებერვალს გაცემული ცნობა სიტუაციური ნახაზებით, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთებზე არათუ ზედდება ფიქსირდება, არამედ ა---ი ღ-------ის შენობა-ნაგებობა საერთო მიჯნიდან დიდი მანძილით არის დაშორებული და საერთო მიჯნაც სწორ ხაზად არის გავლებული ეზოს მთელ სიგრძეზე, განსხვავებით ექსპერტიზის დასკვნის ნახაზისაგან, სადაც საერთო მიჯნას რამოდენიმე ადგილას აქვს ტეხილის ფორმა, რაც ფაქტობრივ მდგომარეობას არ შეესაბამება. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელის ერთ-ერთ ფაქტობრივ საფუძვლად ა-----ის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 7 დეკემბრის N04/1191 წერილის მითითებას მასში აღწერილი გარემოებები არის არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ შესწავლილი, არის ტენდენციური და მითითებული გარემოებები არ შესაბამება რეალობას. ამას ადასტურებს ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის N04/561 წერილიც.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა, შეგებებული სარჩელით:

 

2.1 მოპასუხე თ----- ქ------–---ეს დაევალოს რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების განხორციელება, კერძოდ მის საკურებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ 5----------- რეგისტრირებული საზღრების შეცვლა, რომლის თანახმად ნაკვეთის სიგანე აღმოსავლეთის (ა---ი ღ-------ის) მხრიდან, როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ ნაწილში შემცირდება 31.7-მდე (დაუბრუნდება პირვანდელ 2000 წლის 21 მაისის მდგომარეობას);

2.2. ა---ი ღ-------ის საკუთრების უფლების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მიზნით დაევალოს თ----- ქ------–---ეს მისი დამხმარე ნაგებობის იმ ნაწილების დემონტაჟი, რომელიც მოქცეულია ა---ი ღ-------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ 5----------- (2017 წლის 5 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის მეო4 აბზაცს თანახმად, თ----- ქ------–---ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული დამხმარე ნაგებობა (დანართი N4) ერთი კუთხით 0,14 მ-ით, ხოლო მეორე კუთხით 0.06მ მოქცეულია ა---ი ღ-------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. ა---ი ღ-------ის საკუთრების ხელყოფა ამ ნაწილში კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც რეგისტრირებული საზღვარი დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას - თ----- ქ------–---ის ნაკვეთის სიგანე აღმოსავლეთის (ა---ი ღ-------ის) მხრიდან, როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ ნაწილში შემცირდება 31.7მ-მდე.

2.3.თ----- ქ------–---ეს დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნის მომზადების 500 ლარის, საადვოკატო მომსახურების - 1000 ლარის და ასევე სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

შეგებებული სარჩელის თანახმად, მოპასუხეს ა-----ის რაიონის სოფელ ქ----- ა-–---ში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს 2702კვ.მ. საკარმიდამო ფართი ს/კ 5-----------. ტექნიკური პასპორტის 1988 წლის ჩანაწერების თანახმად, თ----- ქ------–---ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტოლგვერდა მართკუთხედს, რომლის სიგრძე და სიგანე შესაბამისად შეადგენს 85.0 და 32.0 მეტრს. იგივე მონაცემებს შეიცავს 2000 წლის 21 მაისის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი და საკადასტრო რუკა (საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაციის დოკუმენტი), რომლის თანახმად მოპასუხის საკუთრებაში ფიქსირდება დაზუსტებული ფართი 2694.48 კვ.მ. (სიგრძე 85.0მ, სიგანე 31.7მ.). მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი და რეგისტრირებული მონაცემებისა, მოპასუხის მიერ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე 2015 წელს განხორციელდა მის საკუთრებაში ერთხელ უკვე რეგისტრირებული ფართი 8.5 მეტრით ისე შეიცვალა ნაკვეთის ზომები, კერძოდ სიგრძე შემცირდა და 85.0 მეტრის ნაცვლად გახდა 83.6მ. და 83.56მ., ხოლო სიგანე გაიზარდა და 32.0 მეტრის ნაცვლად გახდა 32.5მ. და 32.6მ. ამ ცვლილების თვალსაჩინო მაგალითია თავად თ----- ქ------–---ის მიერ საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო რუკა (გაცემული 2017 წლის 30 აგვისტოს მისი მოთხოვნის საფუძველზე, წერილის N355195), რომლის თანახმად მისი ნაკვეთი აშკარად შემცირებულია სიგრძეში და გაზრდილია სიგანეში მეზობლის ა---ი ღ-------ის რეგისტრირებული საზღვრების გადაფარვის ხარჯზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში აზომვები ხორციელდებოდა დღეს უკვე ხმარებიდან ამოღებული ხელსაწყოებით, რომლის ცდომილება ზოგ შემთხვევაში შეადგენდა 1-1.5 მეტრსაც კი. სწორედ თ----- ქ------–---ის ამ უკანონო და მიზანმიმართულმა ცვლილებამ გამოიწვია დღეს მხარეთა შორის დავა ანუ მის მიერ რეგისტრირებული საზღვარი არ ემთხვევა ფაქტობრივ, ათეული წლების განმავლობაში არსებულ მიჯნას. თ----- ქ------–---ის მიერ საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის N43957 წერილზე თანდართული სიტუაციური ნახაზის თანახმად დგინდება, რომ არათუ გადაფარვას აქვს ადგილი, არამედ რეგისტრირებული საზღვარი დიდი მანძილითაა დაშორებული როგორც თ----- ქ------–---ის დამხმარე ნაგებობიდან ასევე ა---ი ღ-------ის საცხოვრებელი სახლიდან. გადაფარვას არ ადასტურებს ასევე მათ მიერ საქმეში წარმოდგენილი ლ----------------–ის სახელობის სასამარლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 სექტემბრის დასკვნაც. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გარდა იმისა, რომ თ----- ქ------–---ის რეგისტრირებული საზღვარი უკანონოა. უკანონოა იმიტომ, რომ თ, ქ------–---ემ ისარგებლა არაზუსტი აპარატის შეცდომით და დაირეგისტრირა როგორც ა---ი ღ-------ის კუთვნილი მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთი, ასევე ა. ღ-------ის საცხოვრებელი სახლის კუთხე. აღნიშნული სახლი დაახლოებით 60 წლის წინ არის აშენებული და დასავლეთის კედელი გარკვეული მანძილით იყო დაშორებული სამეზობლო მიჯნიდან. ეს მიჯნა, რომელიც თავს დროზე მონიშნეს რ-------- ქ------–---ემ და მ--–------ ღ-------ემ გზაჯვარედინიდან დაშორებულია 129 მეტრით. ა---ი ღ-------ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ტოლგვერდა მართკუთხედს: სიგრძე იყო 85მ., სიგანე 33მ. ამას ადასტურებს 1988 წლის ტექ.ბიუროს პასპორტები. ამჟამად აღნიშნული ნაკვეთის სიგანე უკანონოდ არის შემცირებული, რამაც გამოიწვია დავა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე გამომდინარე საჭიროა გაუქმდეს რეგისტრაციები ორივე - თ----- ქ------–---ის და ა---ი ღ-------ის საკარმიდამო ნაკვეთებზე. ადრინდელი მონაცემების მიხედვით მოხდეს ღობეების გავლება და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრის ჩანაწერებში. თ----- ქ------–---ის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ზომები უნდა დაბრუნდეს პირვანდელი რეგისტრაციის ზომებს - სიგრძე 85.0მ. და სიგანე 31.7მ. მის მიერ უკანონოდ მითვისებული ა---ი ღ-------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, კერძოდ 2017 წლის 5 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის მე-4 აბზაცის თანახმად, თ----- ქ------–---ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული დამხმარე ნაგებობა (დანართი 4) ერთი კუთხით 0.14მ-ით, ხოლო მეორე კუხით 0.006 მ-ით მოქცეულია ა---ი ღ-------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში, ხოლო მეოე კუთხით 0.006მ-ით მოქცეულია ა---ი ღ-------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. ა---ი ღ-------ის საკუთრების ხელყოფა ამ ნაწილში კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც რეგისტრირებული საზღვარი დაუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას - სიგანე შემცირდება 31.7მ-მდე.

 

მოპასუხის პოზიცია, შეგებებულ სარჩელზე:

 

მოსარჩელეს რეგისტრირებული აქვს 2702კვ.მ. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მიღება-ჩაბარების აქტისა და 2000 წლის 21 მაისის სააღრიცხვო ბარათის, ასევე საკადასტრო რუკის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში ფიქსირდება დაზუსტებული ფართი 2694.48კვ.მ. მიუხედავად რეგისტრირებული მონაცემებისა 2012 წლის 20 თებერვალს რეგისტრაციის დროს საკადასტრო აზომვით ნახაზში ნაკვეთის სიგანეები ნაცვლად 31.7მ-ისა გახდა 32.17 და 32.22, ხოლო სიგრძე 85-ს ნაცვლად - 85.13 და 83.91მ. ცვლილებას განიცდის როგორც სიგრძე-სიგანე, ისე საცხოვრებელი სახლის მდებარეობა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ტექ. პასპორტში, რომელსაც კავშირი არ აქვს მიწის საკადასტრო ნახაზთან და ეს სათაურიდანაც ჩანს, მითითებული სახლის სიგრძე 13.7 მეტრი იცვლება 14.51 მეტრით, ხოლო სიგანე აღმოსავლეთის მხარეს 10.4მ-ს ნაცვლად - 14.22 მ. მოსარჩელის 28.02.2012 წლის საკადასტრო ნახაზში დასავლეთის მხარეს როგორც სახლის 01/2, ისე ცვლილებაში სახლის და აბანოს კედლები მიუყვება საზღვარს, ხოლო 11.03.2015წ. განხორციელებულ ცვლილებაში სახლის და აბანოს კედლები რეგისტრირებულ საზღვართან მიმართებაში გადაწეულია აღმოსავლეთისაკენ 1მ-ით. ორივე შემთხვევაში სახლის მდებარეობა რეგისტრირებულ საზღვართან შეგნებულად ნაჩვენებია არასწორად. ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით და ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდება, რომ სახლი 01/2 თავის საზღვარს 0.26, ხოლო მოპასუხის საზღვარს 0.11 მ-ით სცილდება ეს 32.22 სიგანის შემთხვევაში, ხოლო 31.7 სიგანის შემთხვევაში ცდომილება გაიზრდება 0.52მ-ით, რასაც ექსპერტი დასაშვებად თვლის, ხოლო მისი დროებითი ნაგებობის 0.14 ცდომილებას - არა. მ--–------ ღ-------ის სახლის 01/2-ს მშენებლობა დაიწყო 1966-67 წლებში. სადავო საკარმიდამო ნაკვეთების წინა მესაკუთრეების ი---------- ღ-------ის და ო--------------ის პერიოდშივე სამეზობლო მიჯნა დაფიქსირებული იყო მყარი ნიშნით - გალავნებით. აზომვა არ არის სწორად განხორციელებული. აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით სიგანის 31.7მ-ის აზომვის შემთხვევაში მოსარჩელეს მოუწევს სახლის 52სმ-ით დემონტაჟი და აქედან მოხდება მისი საზღვრის გავლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე თ----- ქ------–---ისა და მოპასუხე ა---ი ღ-------ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთები ერთამანეთის მომიჯნავედ მდებარობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი, შესაგებელი( ტ.1.ს.ფ.3-12;61-70)

 

3.2.2. თვდაპირველ სარჩელში მოსარჩელეს საკუთრების უფლებით 2000 წლის 21 მაისის განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის თანახმად, თ----- ქ------–---ის(ჩანაწერში მითითებულია რ-------- ქ------–---ის კომლი) საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შეადგენს 2694.48 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი 5-----------.

2000 წლის 21 ივლისს რეგისტრირებული აქვს ა-----ის რაიონის სოფელ ქ----- ა-–---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, საკადასტრო კოდიN5-----------. რის შედეგადაც მიწის ნაკვეთის ფართია 2702 კვ.მ., ხოლო ზომები დაფიქსირდა: სიგრძე -83.6მ. და 83.56მ., სიგანე -32.5მ. და 32.6მ.

2017 წლის 19 ივლისს ტამაზ ქოთიალძემ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე დაირეგისტრირა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი იგივე მონაცემებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჯარო რეესტრი ამონაწერი, მიწის საარიცხვო ბარათი(ტ.1.ს.ფ.22;17)

 

3.2.3. 2000 წლის 21 მაისის საჯარო რეესტრში ჩანაწერის თანახმად მოპასუხე ა---ი ღ-------ის კომლს(ჩანაწერში მითითებულია ო-–- ღ-------ე, კომლის საკუთრება) საკუთრებაში ჰქონდა 2694.48 კვ.მ.მიწის საკადასტრო კოდი5-----------.

მოპასუხე ა---ი ღ-------ეს ა-----ის რაიონის სოფელ ქ----- ა-–---ში საკუთრების უფლებით 2012 წლის 02 მარტს რეგისტრირებული აქვს 2720კვ.მ. დაზუსტებული საკარმიდამო ფართი ს/კ 5-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჯარო რეესტრი ამონაწერები (ს.ფ. 30; 296 )

- ტექნიკური პასპორტი (ტ.1. ს.ფ.216-219)

 

3.2.4. 2015 წელს 04 სექტემბერს თ----- ქ------–---ისა და ა---ი ღ-------ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს შორის გაევლო მიჯნა მხარეთ მიერ წარდგენილი და ასევე მოძიებული საკადასტრო აზომვთი ნახაზების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 04 სექტემბრის ოქმი (ს.ფ. 149)

 

3.2.6. 2016 წლის 04 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად N5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობასა და ამავე მიწის მომიჯნავედ მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 5----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შორის არ ფიქსირდება გადაფარვა, მაგრამ შენიშვნაში მითითებულია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივ საზღვრებს შორის ფიქსირდება გადაფარვა, გადაფარვის ფართობი შეადგენს 13.6 კვ.მ-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ექსპერტიზის დასკვნა ( ტ.1.ს.ფ. 43-49 )

 

3.2.7. სსიპ ლ----------------–ის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 05 სექტემბრის N005139317 დასკვნის თანახმად საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ა-----ის რაიონში, სოფელ ქ----- ა-–---ში მდებარე N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული 2702კვ.მ. მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრის გაბარიტული ზომა შეადგენს 83.67მ-ს. აღმოსავლეთ ნაწილში არსებული საზღვრის გაბარიტული ზომა შეადგენს 83.58მ-ს, ჩრდილოეთ ნაწილში არსებული საზღვრის გაბარიტული ზომა შეადგენს 32.16მ-ს, ხოლო სამხრეთ ნაწილში არსებული საზღვრის გაბარიტული ზომა შეადგენს 32.54მ-ს(იხ. დანართი N1). ა-----ის რაიონში, სოფელ ქ----- ა-–---ში მდებარე N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის დასავლეთით, მეზობლად განთავსებული საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთ ნაწილი, ხსენებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხიდან) დაშორებულია 2.07მ-ით, მეორე ნაწილში (შენობის მეორე კუთხიდან) 1.94მ-ით, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში დაშორებულია 34,51მ-ით, მეორე ნაწილში 34,41 მ-ით (იხ. დანართი N2). N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული დამხმარე ნაგებობის (იმ ნაწილის, რომლის მითითებაც მოხდა დამკვეთის მიერ) აღმოსავლეთ მხარე. ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხე) სცდება ხსენებული მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს 0.31მ-ით, ხოლო მეორე ნაწილში (შენობის მეორე კუთხე) 0,11მ-ით (იხ. დანართი N2).

ა-----ის რაიონში, სოფელ ქ----- ა-–---ში მდებარე N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული II სართულიანი საცხოვრებელი სახლი და მასზე მიშენებული ნაწილის დასავლეთ მხარე N5----------- მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში (მიშენებული შენობის კუთხიდან) დაშორებულია 0,65მ-ით, მეორე ნაწილში (საცხოვრებელი სახლის კუთხიდან) დაშორებულია 0,44მ-ით, ხოლო მესამე ნაწილში საცხოვრებელი სახლი 0,11 მ-ით მოქცეულია N5----------- მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრის შიგნით (იხ. დანართი N3). რაც შეეხება N5----------- მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას, მისი დაშორება N5----------- მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხიდან) შეადგენს 0.05მ-ს, ხოლო მეორე ნაწილში შენობის კუთხე უშუალოდ განთავსებულია რეგისტრირებულ საზღვარზე (იხ. დანართი N3).

ა-----ის რაიონში, სოფელ ქ----- ა-–---ში მდებარე N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული დამხმარე ნაგებობის (იმ ნაწილის, რომლის მითითებაც მოხდა დამკვეთის მიერ) აღმოსავლეთ მხარე, ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხე) 0,14მ-ით მოქცეულია N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით, ხოლო მეორე ნაწილში (შენობის მეორე კუთხე) 0,06მ-ით (იხ. დანართი N4). ა-----ის რაიონში, სოფელ ქ----- ა-–---ში მდებარე N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული II სართულიანი საცხოვრებელი სახლი და მასზე მიშენებული ნაწილის დასავლეთ მხარე, ხსენებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებული რეგისტრირებული საზღვრიდან ერთ ნაწილში (მიშენებული შენობის კუთხიდან) დაშორებულია 0.49მ-ით, მეორე ნაწილში (საცხოვრებელი სახლის კუთხიდან) დაშორებულია 0,28მ-ით, ხოლო მესამე ნაწილში საცხოვრებელი სახლი სცდება ხსენებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს 0,26მ-ით (იხ. დანართი N4). რაც შეეხება N5----------- მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებულ დამხმარე შენობა-ნაგებობას, ისიც ასევე ერთ ნაწილში (შენობის ერთი კუთხე) 0.09მ-ით სცდება ხსენებული მიწის ნაკვეთის დასავლეთ ნაწილში არსებულ რეგისტრირებულ საზღვარს, ხოლო მეორე ნაწილში 0.14მ-ით.

შენიშვნა: დასკვნით ნაწილში განხილული N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული დამხმარე ნაგებობა, რომელიც სცდება ხსენებულ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს და ერთ ნაწილში 0.14მ-ით და მეორე ნაწილში 0.06მ-ით მოიცავს N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს და ასევე N5----------- საკადასტრო კოდით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე ფაქტობრივად განთავსებული II სართულიანი საცხოვრებელი სახლის ის ნაწილი, რომელიც სცდება ხსენებული მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს საჯარო რეესტრის კანონის მიხედვით დასაშვებ ცდომილებას წარმოადგენს. კერძოდ აღნიშნულ კანონში არსებული დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით გადაფარვა აზომილ შენობებსა და საკვლევი მიწის ნაკვეთების რეგისტრირებულ საზღვრებს შორის არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1. ს.ფ.134-147)

 

3.2.8. ტექნიკური პასპორტის 1988 წლის ჩანაწერების თანახმად, თ----- ქ------–---ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტოლგვერდა მართკუთხედს, რომლის სიგრძე და სიგანე შესაბამისად შეადგენს 85.0 და 32.0 მეტრს.2000 წლის 21 მაისის განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის თანახმად, თ----- ქ------–---ის მიწის ნაკვეთი შეადგენს 2694.48 კვ.მ. ხოლო რეგისტრირებული ზომები - სიგრძე 85.0მ, ხოლო სიგანე 31.7მ. 2000 წელის 21 ივლისს თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელდა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთის ფართი გახდა 2702 კვ.მ., ხოლო ზომები დაფიქსირდა სიგრძე 83.6მ. და 83.56მ., ხოლო სიგანე 32.5მ. და 32.6მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ტექნიკური პასპორტი (ს.ფ. ტ.1.195-198 )

- მიწის სააღრიცხვო ბარათი, საკადასტრო რუკა (ტ.1.22)

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 43-48 )

 

3.2.9. მხარეებს შორის დავა განხილული აქვს ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც. ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 07 დეკემბრის წერილში მითითებულია, რომ სადავო საკითხი შეისწავლა გ-------------------------------------------------------------------------------------------------ის განყოფილების უფროსმა მ-------------მა, ადგილზე ჩატარდა აზომვითი სამუშაოები და რეგისტრირებულ მონაცემთა შედარება. გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ საკითხზე არ მომხდარა.

მაგრამ შესწავლის შედეგად დადგენილი აქვთ, რომ ა. ღ-------ის სახლის მდებარეობა არ შესაბამება სინამდვილეს და გადაწეულია აღმოსავლეთის მიმართულებით (დაშვებულია მექანიკური შეცდომა და წერია დასავლეთი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- წერილი (ტ.1.ს.ფ.53)

3.2.10.ადგილის დათვალიერების შედეგად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა მყარი მიჯნა(კედელი), რომლის ნაწილი დარჩენილია ქ------–---ის დამხმარე ნაგებობასა და ღ-------ის სახლს შორის არსებულ დაახლოებით 25-30 სანტიმეტრის სიგანის მიწის ფართზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ადგილის დათვალიერების ოქმი (ტ.2.ს.ფ.2-5)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, თავდაპირველი და შეგებებული სარჩელები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 1, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 21-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 170-ე, 172-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ტექნიკური პასპორტის 1988 წლის ჩანაწერების თანახმად, თავდაპირველი მოსარჩელის, თ----- ქ------–---ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი სიგრძე და სიგანე შეადგენდა 85.0 და 32.0 მეტრს.2000 წლის 21 მაისის განხორციელებული პირველადი რეგისტრაციის თანახმად, თ----- ქ------–---ის მიწის ნაკვეთი შეადგენს 2694.48 კვ.მ. ხოლო რეგისტრირებული ზომები - სიგრძე 85.0მ, ხოლო სიგანე 31.7მ. 2000 წელის 21 ივლისს თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ განხორციელდა რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთის ფართიგახდა 2702 კვ.მ., ხოლო ზომები დაფიქსირდა სიგრძე 83.6მ. და 83.56მ., ხოლო სიგანე 32.5მ. და 32.6მ.

ასევე დადგენიალია, რომ 2000 წლის 21 მაისის საჯარო რეესტრში ჩანაწერის თანახმად მოპასუხე ა---ი ღ-------ის კომლს(ჩანაწერში მითითებულია ო-–- ღ-------ე, კომლის საკუთრება) საკუთრებაში ჰქონდა 2694.48 კვ.მ.მიწის საკადასტრო კოდი5-----------.ხოლო 2012 წლის 02 მარტს რეგისტრირებული აქვს 2720კვ.მ. დაზუსტებული საკარმიდამო ფართი ს/კ 5-----------.

აღსანიშანავია, რომ ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 07 დეკემბრის წერილის თანახმად სადავო საკითხი შესწავლილი იქნა გ-------------------------------------------------------------------------------------------------ის განყოფილების უფროსის მ-------------ის მიერ, ადგილზე ჩატარებული იქნა აზომვითი სამუშაოები და რეგისტრირებულ მონაცემთა შედარება, რომლის შედეგად დადგენილია,რომ ა. ღ-------ის სახლის მდებარეობა არ შესაბამება სინამდვილეს და გადაწეულია აღმოსავლეთის მიმართულებით (დაშვებულია მექანიკური შეცდომა და წერია დასავლეთი), რაც ასევე დაადასტურა მოწმედ დაკითხვის დროს მ-------------მაც.

ზემოთ აღნიშნული დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, პრიველადი რეგსიტრაციის მონაცემების თანახმად ორივე მხარეს რეგისტრირებული ჰქონდა რა თავიანთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართი ცალკ-ცალკე შეადგენდა 2694.48 კვ.მ-ს, შემდგომი რეგისტრაციის მონაცემებით ორივე მხარეს, ასევე ცალკ-ცალკე დარეგისტრირებული აქვს უკვე გაზრდილი ფართობები თ----- ქ------–---ეს 2702 კვ.მ. ა---ი ღ-------ეს 2720 კვ.მ. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, არა აქვთ აზომილი სწორად.

მოცემულ შემთხვევაში როგოც თავდაპირველმა მოსარჩელემ, ასევე შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა მათი სასარჩელო მოთხოვნების მართებულება, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს როგორც თავდაპირველი სარჩელი და ასევე შეგებებული სარჩელი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-53-ე მუხლების თანახმად თავდაპირველ სარჩელში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120.00 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე ა---ი ღ-------ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120.00 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე თ----- ქ------–---ის სარჩელი მოპასუხე ა---ი ღ-------ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის, ხელშეშლის აღკვეთისა და სამეზობლო მიჯნის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120.00 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

3. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ა---ი ღ-------ის სარჩელი მოპასუხე თ----- ქ------–---ის მიმართ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების დავალდებულებისა და საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. ა---ი ღ-------ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120.00 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე