განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
330100119003047731
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი

განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა

 

სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებლის – ა----------–---–--,ადვოკატი - ბ--------------–---–--,ბრალდებულის –-------–------------

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:

მ-----–------–--ს ძე ი----------- დაბადებულის - 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: თ-------- რაიონის სოფელ ჟ-------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: თბილისი, ს-----------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ მ-----–--ვანაურს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა და შენახვა.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 24 აპრილს, ქ.თბილისში, ს--------- დასახლება, მ--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ-----–----------- უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდვე შეძენილ ნარკოტიკულ საშუალება 7,1 გრამ გამომშრალ ,,მარიხუანას“, რაც ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

ჩადენილი ქმედებისათვის მ-----–----------- 2019 წლის 30 აპრილის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით.

ბრალდებულმა მ-----–--ვანაურმა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება და ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.

ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა მ-----–--ვანაურმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

მ-----–-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

მ-----–--ვანაურს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ მ-----–--ვანაურს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ-----–----------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. მ-----–-----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

3. მ-----–--ვანაურს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

5. ნივთმტკიცება:

- მ-----–-----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

დავით მგელიაშვილი